D&D Georgia
D&D Georgia

Dungeons & Dragons-ის მე-5 გამოცემაში აბჯარი გამოიყენება იმისთვის, რომ პერსონაჟმა ზიანი აიცილოს. აბჯარი რამდენიმე სხვადასხვა სტილის, წონისა და მასალის არსებობს. ზიანის აცილების კიდევ ერთი გზაა ფარები, თუმცა მასში გაწაფული ყველა რასა და კლასი როდია.

აბჯრის გამოყენება[]

აბჯრის გამოყენება პერსონაჟს ზიანის მიღებისგან დაცვაში ეხმარება, თუმცა აბჯარი ყოველ კლაuსს არ სჭირდება. აბჯრის წონით კლასში აუცილებლად გაწაფული უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ტარება არახელსაყრელ? მდგომარეობაში ჩაგაგდებთ ძალისა? თუ სიმარჯვის? გამოყენებით შესრულებული უნარების შემოწმების, თავდაცვითი გაგორებებისა და შეტევითი გაგორებების დროს. შემლოცველს არ შეეძლება შელოცვების დასახრვა, თუკი ის ისეთ აბჯარს ჩაიცვამს, რომელშიც გაწაფული არ არის. ზოგიერთ მძიმე აბჯარს ძალის მინიმალური ქულაც სჭირდება.

აბჯრის კლასი (Armor Class)[]

აბჯრის კლასი (ან აბჯრის თანრიგი), იგივე AC, არის რიცხვი, რომელსაც იყენებთ იმ არსების შეტევითი გაგორებისთვის შესადარებლად, რომელიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობს. თუკი შეტევითი გაგორება თქვენს AC-ზე ნაკლებია, შეტევა წარუმატებელია.

თქვენი AC ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება აბჯრის საბაზო AC-ს პლუს ბონუსით, როგორც წესი, სიმარჯვის მოდიფიკატორით. ზოგიერთი აბჯარი ზღუდავს მოდიფიკატორის ბონუსს, რომლის დამატებაც შეგიძლია, ზოგი კი, სულაც, უგულებელყოფს მას. მაგრამ თუკი საერთოდ არ გაცვიათ აბჯარი, თქვენი AC იქნება 10 + სიმარჯვის მოდიფიკატორი.

მალვა (Stealth)[]

ზოგიერთი აბჯარი განსაკუთრებით ხმაურიანი ან მძიმეა, რაც ხელს გიშლით უჩუმრად გადაადგილებაში. თუკი ასეთი ტიპის აბჯარი გაცვიათ, არახელსაყრელობით? შეასრულებთ მალვის შემოწმებებს.

ფარები[]

ფარი ხისგან ან ლითონისგან მზადდება და ის ერთ ხელში იჭირება. ფარის გამოყენება თქვენს ჯამურ AC-ს ზრდის, თუმცა ერთდროულად მხოლოდ ერთი ფარის ბონუსით შეგიძლიათ სარგებლობა.

აბჯარი ფასი AC ბონუსი წონა
ფარი 10gp +2 6 გქ

მსუბუქი აბჯარი (Light Armor)[]

მსუბუქი აბჯარი აბჯრებს შორის ყველაზე მოხერხებულია და მათ განსაკუთრებით არაშემლოცველები იყენებენ, რომლებსაც მოძრაობა სჭირდებათ, მაგრამ არც ზიანის მიღება სურთ. ისინი, ვისაც სიმარჯვის მაღალი მოდიფიკატორი აქვთ, ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ მსუბუქი აბჯრისგან.

აბჯარი ინგლ. ფასი აბჯრის კლასი მალვა? წონა
ქვესადებიანი Padded 5gp 11 + Dex მოდიფიკატორი არახელსაყრელობა? 8 გქ
ტყავი Leather 10gp 11 + Dex მოდიფიკატორი 10 გქ
მორკინული ტყავი Studded Leather 45gp 12 + Dex მოდიფიკატორი 13 გქ

ქვესადებიანი აბჯარი?, რომელიც ერთგვარი ვატინით გავსებულ დალიანდაგებულ ქსოვილს წარმოადგენს, ყველაზე მსუბუქია, თუმცა ის ზედმეტად ზორბაა და მოძრაობას ზღუდავს. ტყავის აბჯარი? სტანდარტულია და მსუბუქ აბჯარში გაწაფული კლასების უმეტესობა სწორედ მისით იწყებს. უფრო მაღალ დონეებზე ასვლისას შეგიძლიათ, იპოვოთ და შეიძინოთ მორკინული ტყავის? აბჯარი, რომელიც გაუმჯობესებულია მოქლონებითა თუ კნოპებით, რომლებსაც იარაღების ასხლეტვა შეუძლია.

საშუალო აბჯარი (Medium Armor)[]

საშუალო აბჯარი უფრო მოხერხებული და მსუბუქია, ვიდრე მძიმე აბჯარი, და ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც უფრო მეტი დაცვა სჭირდება და, როგორც წესი, სიმარჯვის მაღალი მოდიფიკატორი არ აქვს.

აბჯარი ინგლ. ფასი აბჯრის კლასი მალვა? წონა
ბეწვიანი ტყავი Hide 10gp 12 + Dex მოდიფიკატორი (max 2) 12 გქ
ჯაჭვის პერანგი Chain Shirt 50gp 13 + Dex მოდიფიკატორი (max 2) 20 გქ
ქერცლოვანი ჯავშანი Scale Mail 50gp 14 + Dex მოდიფიკატორი (max 2) არახელსაყრელობა? 45 გქ
გულსაფარი Breastplate 400gp 14 + Dex მოდიფიკატორი (max 2) 20 გქ
ნახევართორნი Half Plate 750gp 15 + Dex მოდიფიკატორი (max 2) არახელსაყრელობა? 40 გქ
ეკლიანი აბჯარი Spiked Armor[1]* 75gp 14 + Dex მოდიფიკატორი (max 2) არახელსაყრელობა? 40 გქ

დაბალდონიანი მებრძოლებისა თუ ქურუმების იაფი არჩევანია ცხოველთა ბეწვიანი ტყავი?, თუმცა დაბალ დონეებზე სტანდარტული საშუალო აბჯარია ჯაჭვის პერანგი?, რომელიც შედგება ლითონის რგოლებისგან და ფარავს სხეულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებს. მის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს ქერცლოვანი ჯავშანი?, რომელიც ჯაჭვის პერანგის მსგავსია, მაგრამ შედგება ლითონის ურთიერთგადამფარავი „ქერცლისგან“ და მოიცავს გამაშებს. გულსაფარი?, როგორც სახელიდან ჩანს, ლითონის ჯავშანია, რომელიც მხოლოდ ტორსს ფარავს, ნახევართორნი? გულსაფართან ერთად მცირე დანამატებსაც მოიცავს, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის სრული ნაკრები, და ეკლიანი აბჯარი?, რომელიც წარმოადგენ სპეციალურ ჯუჯურ? ტყავის აბჯარს, რომელიც გრძელი, წვეტიანი ეკლებითაა დაფარული. ეკლიანი აბჯარი, როგორც წესი, განკუთვნილია ჯუჯა ბარბაროსისთვის?, რომელიც სპეციალიზდება ომრისხველის გზაში?.

მძიმე აბჯარი (Heavy Armor)[]

მძიმე ამჯარი იმ მამაცი პერსონაჟებისთვისაა, რომლებსაც ყურადღების მიპყრობა სურთ, თუმცა საკმარისი სიმარჯვე არ აქვთ. ასეთ აბჯრებს, როგორც წესი, ძალის მინიმალური მოთხოვნა აქვთ და ისინი ყოველთვის არახელსაყრელობით? იწვევს მალვის შემოწმებებზე. გარდა ამისა, ისინი ძალიან ძვირადღირებულია.

აბჯარი ინგლ. ფასი აბჯრის კლასი მინ. ძალა? მალვა? წონა
რგოლოვანი ჯავშანი Ring Mail 30gp 14 - არახელსაყრელობა? 40 გქ
ჯაჭვის ჯავშანი Chain Mail 75gp 16 Str 13 არახელსაყრელობა? 55 გქ
ბექთარი Splint 200gp 17 Str 15 არახელსაყრელობა? 60 გქ
თორნი Plate 1,500gp 18 Str 15 არახელსაყრელობა? 65 გქ

მძიმე აბჯარში გაწაფაული კლასების უმეტესობა იწყებს ჯაჭვის ჯავშნით?, რომელიც ზემოხსენებული ჯაჭვის პერანგის მსგავსია, მაგრამ ასევე მოიცავს ისეთ ნაწილებს, რომლებიც დანარჩენ სხეულსაც ფარავს. უფრო იაფიან ვარიანტს თუ ეძებთ, რგოლოვანი ჯავშანი? გამოგადგებათ, მაგრამ მისი უფრო ფართო ლითონის რგოლები პატარა იარაღებსა და ისრებს ატარებს. ჯაჭვის ჯავშნის შემდეგ მოდის ბექთარი?, რომელიც ტყავთან მიმაგრებული ლითონის ზოლებისგან შედგება და ფარავს სხეულის მნიშვნელოვან ნაწილებს. აბჯრებს შორის ყველაზე მტკიცეა თორნი?, რომელიც ლითონის ურთიერთგადაჭდილი ფირფიტებისგანაა აგებული და თქვენს პერსონაჟს თავით ფეხებამდე ფარავს.

აბჯრის ჩაცმა და გახდა[]

თუკი ბანდიტი აბანოს გაძარცვას მოინდომებს, სანამ თქვენი პერსონაჟი მასაჟს იღებს, ან თქვენი მებრძოლი გემიდან წყალში ვარდება, მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დიდი დროა საჭირო აბჯრის ჩასაცმელად თუ გასახდელად. აბჯრისგან AC ბონუსის მიღება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ ის სრულად არ გაცვიათ, თუმცა თუ ვინმე გეხმარებათ, აბჯრის გახდის დრო ნახევრდება.

კატეგორია ჩაცმა გახდა
მსუბუქი აბჯარი 1 წუთი 1 წუთი
საშუალო აბჯარი 5 წუთი 1 წუთი
მძიმე აბჯარი 10 წუთი 5 წუთი
ფარი 1 მოქმედება 1 მოქმედება

იშვიათი მასალები[]

საშუალო და მძიმე აბჯრების დამზადებაში გამოყენებული მასალა, ტყავის გარდა, სპეციალურ უპირატესობებს იძლევა.

როდესაც ადამანტინის? აბჯარი გაცვიათ, თქვენზე განხორციელებული ნებისმიერი კრიტიკული დარტყმა ჩვეულებრივი ხდება.[2](p150)

მითრილით? დამზადებული აბჯარი არ საჭიროებს ძალის ქულის მინიმუმს და არც არახელსაყრელ? მდგომარეობაში აყენებს პერსონაჟს მალვის შემოწმების დროს.[2](p182)

შენიშვნები[]

  1. Wizards RPG Team. Xanathar's Guide to Everything. Wizards of the Coast. ISBN 978-0-7869-6611-0.
  2. 2.0 2.1 Wizards RPG Team. Dungeon's Master Guide. Wizards of the Coast. ISBN 978-0-7869-6562-5.