D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

სამყაროთა უმეტესობაში ადამიანები ჩვეული რასებიდან ყველაზე ახალგაზრდები არიან და მსოფლიურ ასპარეზზე გვიან გამოჩენილები ჯუჯებზე, ელფებსა და დრაკონებზე უფრო ხანმოკლე ცხოვრებით შემოიფარგლებიან. იქნებ, სწორედ მათი ხანმოკლე სიცოცხლეების გამოა, რომ ისინი რაც შეიძლება მეტის მიღწევისკენ ილტვიან მიცემულ წლებში. ან ეგებ ფიქრობენ, რომ რაღაც აქვთ დასამტკიცებელი უძველესი რასებისთვის და სწორედ ამიტომ აგებენ დიდებულ იმპერიებს, დაპყრობითა და ვაჭრობით ნასაზრდოებს. რაც არ უნდა იყოს მათი მამოძრავებელი, ადამიანები სამყაროთა ნოვატორები, გმირები და პიონერები არიან.

ადამიანის მახასიათებლები[]

  • უნარების მაჩვენებლების ზრდა: თქვენი თითოეული უნარის მაჩვენებელი 1-ით იზრდება.
  • ზომა: საშუალო.
  • სიჩქარე: 30 ფუტი.
  • ენები: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ საერთო ენაზე, აგრეთვე აირჩიოთ ერთი დამატებითი ენა.

ვარიანტი (Variant)[]

ეს ანაცვლებს უნარების მაჩვენებლების ზრდას.

  • უნარების მაჩვენებლების ზრდა: სასურველი ორი სხვადასხვა უნარის მაჩვენებელი იზრდება 1-ით.
  • უნარ-ჩვევები?: გაწაფულობას იძენთ სასურველ ერთ უნარ-ჩვევაში.
  • ხელობა?: ეუფლებით სასურველ ერთ ხელობას.
Advertisement