D&D Georgia
D&D Georgia

აღჭურვილობა ზოგადი ტერმინია მოთამაშის ინვენტარში არსებული ნივთების აღსაწერად. ეს მოიცავს როგორც ბრძოლისთვის განკუთვნილ ნივთებს, როგორებიცაა იარაღები და ფარები, ისე უფრო მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან სათავგადასავლო საჭურველს. მასში შედის აგრეთვე მონეტები, პერსონაჟის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ძვირფასი ნივთი თუ სხვა წვრილმანები.

საწყისი აღჭურვილობა[]

პერსონაჟის შექმნისას თქვენი კლასისა და წინაისტორიის? კომბინაციის შესაბამისად იღებთ განსაზღვრულ აღჭურვილობას. ალტერნატიულად შეგიძლიათ, აღჭურვილობის ნაცვლად დაიწყოთ თქვენი კლასით განსაზღრული ოქროს მონეტებით და შემდეგ სურვილისამებრ დახარჯოთ ნივთებზე. იხილეთ კლასების საწყისი სიმდიდრის ცხრილი, რათა განსაზღვროთ, რამდენი ოქრო გექნებათ თამაშის დასაწყისში.

თქვენი პერსონაჟის საწყისი აღჭურვილობისა თუ სიმდიდრის წყაროს ისტორიას დამოუკიდებლად განსაზღვრავთ.

საწყისი ოქრო[]

კლასი საწყისი ოქრო
ბარბაროსი? 2d4 x 10 gp
მგოსანი? 5d4 x 10 gp
მოციქული? 5d4 x 10 gp
დრუიდი? 2d4 x 10 gp
მებრძოლი? 5d4 x 10 gp
ბერი? 5d4 gp
პალადინი? 5d4 x 10 gp
მზვერავი? 5d4 x 10 gp
მზირი? 4d4 x 10 gp
გრძნეული? 3d4 x 10 gp
მოგვი? 4d4 x 10 gp
ჯადოქარი? 4d4 x 10 gp

სიმდიდრე[]

მართალია, სიმდიდრე, ზოგადად, ხელთ არსებული ფულის ერთობლიობად განიხილება, მაგრამ მრავალი სახე აქვს, იქნება ეს ძვირფასი ქვები, სავაჭრო საქონელი, ხელოვნების ნიმუშები, ცხოველები თუ სხვა საგნები. ყველა ამ ნივთის ჯამური რაოდენობა მეტყველებს პიროვნების ფინანსურს სტატუსსა და ვაჭრობის პოტენციალზე.

ყველა კლასი საფასურს ერთნაირად როდი იხდის. მხოლოდ ვაჭრებს, მეთავგადასავლეებსა და პროფესიონალური მომსახურების გამწევ ადამიანებს აქვთ ხშირი შეხება მონეტებთან. გლეხები ვაჭრობისას მიმოცვლისთვის საქონელს იყენებენ, გადასახადებს კი ხორბლითა და ყველით იხდიან, დიდგვაროვნები ვაჭრობისას მონეტების ნაცვლად ოქროს ზოდებს ან საკუთრების სიგელებსა თუ სხვა სამართლებრივ უფლებებს იყენებენ.

მონეტები[]

მონეტები რამდენიმე ტიპისაა, რომელთაგან თითეულის ფასიც განისაზღვრება მის შესაქმნელად გამოყენებული ლითონით. ყველაზე ხშირი მონეტებია ოქროს მონეტები (gp), ვერცხლის მონეტები (sp) და სპილენძის მონეტები (cp). ფასების სტანდარტული ერთეული ოქროა, თუნდაც ამისთვის თვითონ ეს მონეტა არ გამოიყენებოდეს. თუკი რაიმე ოქროს ათასი მონეტა ღირს, თვითონ ტრანზაქცია შეიძლება სიმდიდრის სხვა ფორმებით წარიმართოს.

ოქროს მონეტების უმეტესწილად იყენებენ მეთავგადასავლეები და მათთან საქმის დამჭერი ვაჭრები, ხელოსნები და სხვა მსგავსნი. ოქროს ერთი მონეტით ამუნიციის მთელი ნაკრების, 50 ფუტის სიგრძის კანაფის თოკისა და ნამგლის ან შუბის ყიდვაც კია შესაძლებელი. მას უფრო პრაქტიკული გამოყენებაც აქვს, მაგალითად, ცხოველების ან ხელოსნის ინსტრუმენტების? შეძენა.

ვერცხლის მონეტები ყველაზე რელევანტურია უბრალო წარმოშობის ადამიანებისთვის. ერთი ასეთი მონეტით შესაძლებელია დღიური მუშახელის, ფარნის ნავთის სავსე მათარის, კიბის ან ფუნდუკში ღამისგასათევის ყიდვა.

სპილენძის მონეტები ყველაზე ღარიბებს, მაგალითად, არაკვალიფიციურ მუშებსა და მათხოვრებს, შორის გამოიყენება. ერთი ასეთი მონეტით მარტივი რაღაცების შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის სანთლის, ჩირაღდნის ან ცარცის ნატეხის.

გარდა ამისა, ზოგჯერ საქმეში ერთვება ელექტრუმისა (ep) და პლატინის (pp) მონეტები, თუმცა ისინი იმდენად იშვიათია, რომ მათმა გამოყენებამ შეიძლება ეჭვები გააჩინოს. მათ იშვიათად გადააწყდებით საიდუმლო საგანძურებს იქით.

ერთი მონეტის წონა დაახლოებით უნციის მესამედია (9,4 გრამი). ორმოცდაათი მონეტა ერთ ფუნტს (454 გრამს) იწონის.

მიმოცვლის კურსი[]

მონეტა CP SP EP GP PP
სპილენძი (CP) 1 1/10 1/50 1/100 1/1000
ვერცხლი (SP) 10 1 1/5 1/10 1/100
ელექტრუმი (EP) 50 5 1 1/2 1/20
ოქრო (GP) 100 10 2 1 1/10
პლატინა (PP) 1,000 100 20 10

1

ძვირფასი ნივთების გაყიდვა[]

როდესაც მოგზაურები პროგრესირებენ დილეგებსა და დავლაობებში, ისინი გზადაგზა მოიპოვებენ განძსა და სხვაგვარ ნადავლს. მიუხედავად ამისა, გასაყიდი ნივთის რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ძალიან რთული ან ძალიან მარტივი იყოს მისი მყიდველის პოვნა.

  • იარაღები, აბჯარი და სხვა აღჭურვილობა: სათავგადასავლო საჭურველის ზოგადი წესი ისაა, რომ თუკი ის დაუზიანებელია, მისი გაყიდვა საწყისის ნახევარ ფასადაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ურჩხულების მიერ გამოყენებული იარაღები და აბჯარი იშვიათად თუა გასაყიდად ვარგისიან მდგომარეობაში და მათი გაყიდვა მხოლოდ უკიდურესად დაბალ ფასადაა შესაძლებელი.
  • ძვირფასი ქვები, სამკაულები და ხელოვნების ნიმუშები: ეს განძეულობები სრულ საბაზრო ფასს ინარჩუნებს. შეგიძლიათ, ისინი მონეტებად გაყიდოთ ან პირდაპირ გამოიყენოთ ვალუტად. განსაკუთრებით ძვირადღირებული განძეულობის შემთხვევაში, DM-მა შეიძლება ჯერ დიდი ქალაქის პოვნა მოგთხოვოთ, რომელშიც მდიდარი მყიდველები უფრო ჭარბად არიან.
  • სავაჭრო საქონელი: განძეულობის მსგავსად, სავაჭრო საქონელი, მაგალითად, რქოსანი პირუტყვი, მარცვლეულისა თუ მარილის შეფუთვები და მსგავსნი, ინარჩუნებს სრულ საბაზრო ღირებულებას და ღარიბთა შორის ხშირად მიმოსაცვლელი ვალუტის სახითაც გამოიყენება.
  • ჯადოსნური ნივთები?: ჯადოსნური ნივთების გაყიდვა, როგორც წესი, რთულია. მართალია, ნაყენები და გრაგნილები საკმაოდ მარტივად გაყიდვადია, სხვა ნივთები, ჩვეულებრივ, ძალიან ძვირადღირებულია საიმისოდ, რომ ყველაზე შეძლებული ადამიანების გარდა ვინმეს შეეძლოს მათი შეძენა. ამის მსგავსად, ისინი იშვიათად თუ შეგხვდებათ ფუნდუკებსა თუ სხვა სავაჭრო ადგილებში. მაგიის ფასი მატერიალურ მონეტებზე ბევრად უფრო მაღლა დგას და მას ასეც ეპყრობიან ხოლმე.

კატეგორია:ნივთები