D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
გამოათავისუფლეთ წარმოსახვა!
„დილეგები და დრაკონები“ (ინგლ. Dungeons & Dragons) კოოპერაციული თხრობითი თამაშია, რომელიც აცოცხლებს თქვენს წარმოსახვას და გიწვევთ თავგადასავლების ფანტასტიკური სამყაროს გამოსაკვლევად, სადაც გმირები ებრძვიან ურჩხულებს, პოულობენ განძებს და ასრულებენ საგმირო საქმეებს. ეს გვერდი შეიცავს ინფორმაციას იმ არსებითი ასპექტების შესახებ, რომელთა ცოდნაც გჭირდებათ D&D-ში მოგზაურობის დასაწყებად.

მოგესალმებით D&D-ში · პერსონაჟის შექმნა · თამაშის დაწყება
გამოაწრთეთ საკუთარი ლეგენდა
Dungeons & Dragons-ში მეთავგადასავლით თამაშის პირველი საფეხურია, შექმნათ საკუთარი პერსონაჟია, რომელიც გააერთიანებს სათამაშო მონაცემებს, როლურ მინიშნებებსა და თქვენს წარმოსახვას. თქვენ ირჩევთ რასასა (მაგალითად, ადამიანს ან ელფს) და კლასს (მაგალითად, მებრძოლს ან ჯადოქარს). აგრეთვე იგონებთ თქვენი პერსონაჟის პიროვნულ ნიშან-თვისებებს, გარეგნობასა და წარსულს.
პერსონაჟის შექმნა D&D Beyond-ის პორტალზე
პერსონაჟის შექმნის საფეხურები
მიყევით შემდეგ საფეხურებს და მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენთვის სასურველ პერსონაჟს შეესაბამება. თქვენი პერსონაჟის თქვენეული კონცეფცია შეიძლება განვითარდეს ყოველი მომდევნო არჩევანის შემდეგ.
1. აირჩიეთ რასა

თითოეული პერსონაჟი რაღაც რასას განეკუთვნება, D&D-ის ჰუმანოიდი სახეობებიდან ერთ-ერთს. პერსონაჟთა ყველაზე ხშირი რასებია ჯუჯები?, ელფები?, ქონდრისკაცები? და ადამიანები. თქვენი პერსონაჟის რასა გაძლევთ განსაზღვრულ რასობრივ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, სპეციალურ შეგრძნებებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ D&D-ის ძირითადი რასები ჩამონათვალი.

2. აირჩიეთ კლასი

თითოეული მეთავგადასავლე პერსონაჟის რომელიმე კლასის წარმომადგენელია. კლასი ზოგადად აღწერს პერსონაჟის საქმიანობას, სპეციალურ ნიჭებსა და იმ ტაქტიკებს, რომლებსაც პერსონაჟი დიდი ალბათობით გამოიყენებს დილეგისა თუ სხვა ტიპის გარემოს კვლევისას, ურჩხულებთან ბრძოლისას ან დაძაბულ მოლაპარაკებაში მონაწილეობისას. თქვენი პერსონაჟი მრავალ სასარგებლო უნარს იძენს კლასის არჩევით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ D&D-ის ძირითადი კლასები ჩამონათვალი.

3. განსაზღვრეთ უნარების ქულები

თქვენი პერსონაჟის ქმედებების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია ექვს უნარზე: ძალაზე?, რომლითაც იზომება ფიზიკური ძლიერება; სიმარჯვეზე?, რომლითაც იზომება მოქნილობა და მოხერხებულობა; გამძლეობაზე?, რომლითაც იზომება ამტანობა და სიმტკიცე; ინტელექტზე?, რომლითაც იზომება ლოგიკური მსჯელობის უნარი და მეხსიერება; სიბრძნეზე?, რომლითაც იზომება აღქმა და მიხვედრილობა; და ქარიზმაზე?, რომლითაც იზომება პიროვნულობის სიძლიერე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია უნარების ქულები შესახებ.

4. აღწერეთ თქვენი პერსონაჟი

როცა უკვე გეცოდინებათ თქვენი პერსონაჟის ძირითადი სათამაშო ასპექტები, დროა, მოიფიქროთ თქვენი პერსონაჟის წარსული და ხასიათი. მას სახელიც სჭირდება. დაუთმეთ რამდენიმე წუთი იმაზე ფიქრს, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი პერსონაჟის ქცევები და გარეგნობა. თქვენ აგრეთვე დაგჭირდებათ, თქვენი პერსონაჟისთვის აირჩიოთ წინაისტორია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ D&D-ის ძირითადი წინაისტორიები ჩამონათვალი.

5. აირჩიეთ აღჭურვილობა

თქვენი არჩეული კლასი და წინაისტორია განსაზღვრავს თქვენი პერსონაჟის საწყის აღჭურვილობას. ეს მოიცავს თქვენი პერსონაჟის აბჯარს, რომელიც გამოიყენება აბჯრის კლასის განსასაზღვრად, აგრეთვე იარაღებს, რომლებსაც იჭერთ და რომლებიც განსაზღვრავს თქვენი შეტევითი გაგორებების მნიშვნელობებს. საწყის აღჭურვილობაში აგრეთვე დამატებითი სათავგადასავლო საჭურველია ხელმისაწვდომი. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ D&D-ის ძირითადი აღჭურვილობის ჩამონათვალი.

6. გაერთიანდით

D&D-ის პერსონაჟები მარტონი არ მუშაობენ. თითოეული პერსონაჟი რაღაც როლს ასრულებს რაზმში — ჯგუფში იმ მეთავგადასავლეებისა, რომლებიც ერთად მოქმედებენ რაიმე საერთო მიზნით. გაესაუბრეთ თქვენს თანაგუნდელებსა და თქვენს DM-ს, რათა გადაწყვიტოთ, იცნობენ თუ არა თქვენი პერსონაჟები ერთმანეთს, როგორ შეხვდნენ ისინი და რა ტიპის ფათერაკებს შეიძლება გადაეყაროს ჯგუფი.

დონეებზე ასვლა
თავგადასავლის მსვლელობისას პერსონაჟები იღებენ გამოცდილებას, რაც თამაშში გამოცდილების ქულების (XP) სახით გამოიხატება. პერსონაჟი, რომელიც დააგროვებს განსაზღვრული რაოდენობის გამოცდილების ქულებს, ვითარდება საკუთარ შესაძლებლობებში. ამ განვითარების დონის მომატება ჰქვია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია პერსონაჟის განვითარების შესახებ.
პერსონაჟის სხვა საკვანძო მექანიკები
სიცოცხლის ქულები და სიცოცხლის კამათელი

თქვენი პერსონაჟის სიცოცხლის ქულები განსაზღვრავს, რამდენად გამძლეა თქვენი პერსონაჟი ბრძოლასა და სხვა სახიფათო სიტუაციებში. თქვენი სიცოცხლის ქულების რაოდენობა განისაზღვრება თქვენი სიცოცხლის კამათლით („სიცოცხლის ქულების კამათლის“ შემოკლება). დასვენების შემდეგ შეგიძლიათ, დახარჯოთ თქვენი სიცოცხლის კამათლები, რათა აღიდგინოთ სიცოცხლის ქულები.

გაწაფულობის ბონუსი

ცხრილი, რომელიც თქვენი კლასის აღწერაშია მოცემული, აჩვენებს თქვენს გაწაფულობის ბონუსს, რომელიც +2-ის ტოლია 1-ლი დონის პერსონაჟისთვის და უმჯობესდება დონეების მიღებასთან ერთად. წესები გაუწყებთ, როდის იქნება საჭირო ამ ბონუსის დამატება — როგორც წესი, ისეთ მახასიათებლებსა თუ უნარ-ჩვევებში, რომლებშიც გაწაფული ხართ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები გაწაფულობისა და გაწაფულობის ბონუსი შესახებ.

აბჯრის კლასი

თქვენი აბჯრის კლასი? (იგივე AC) ასახავს იმას, თუ რამდენად კარგად შეუძლია თქვენს პერსონაჟს აიცილოს ჭრილობები ბრძოლაში. თქვენი AC-ს განსაზღვრაში მონაწილეობს აბჯარი?, რომელიც გაცვიათ; ფარი?, რომელიც გიჭირავთ; და თქვენი სიმარჯვის? მოდიფიკატორი. აბჯრისა და ფარის გარეშე თქვენი პერსონაჟის AC არის 10 + მისი სიმარჯვის მოდიფიკატორი.

Advertisement