D&D Georgia
D&D Georgia
D&D Georgia
Barbarian

ზოგთა რისხვა ულმობელ, ცხოველურ სულებთან კავშირიდან მომდინარეობს, სხვებისთვის კი მისი წყარო ტკივილით სავსე სამყაროსადმი მრისხანების მძვინვარე ავზია. თითოეული ბარბაროსისთვის რისხვა არის ძალა, რომელიც ასაზრდოებს არა მხოლოდ საბრძოლო სიშმაგეს, არამედ აგრეთვე გასაოცარ რეფლექსებს, ამტანობასა და დაუცხრომელ ძალას.

საჭიროა, თქვენი ძალის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.

სიცოცხლის ქულები?
  • სიცოცხლის კამათელი?: 1d12 ბარბაროსის თითო დონეზე
  • სიცოცხლის ქულები I დონეზე: 12 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი
  • სიცოცხლის ქულები მაღალ დონეებზე: 1d12 (ან 7) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი ბარბაროსის ყოველ დონეზე პირველის შემდეგ
გაწაფულობები?
აღჭურვილობა
  • (a) ტაბარი ან (b) ხელჩართული ბრძოლის ნებისმიერი საომარი იარაღი
  • (a) ორი ნაჯახი ან (b) ნებისმიერი მარტივი იარაღი
  • მკვლევრის კომპლექტი და ოთხი ხელშუბი

ალტერნატიულად შეგიძლიათ თქვენი კლასისა და წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობის ნაცვლად დაიწყოთ 2d4 x 10 ოქროს მონეტით.

ბარბაროსის დონეების ცხრილი
დონე გაწაფულობის ბონუსი? მახასიათებლები რისხვები? რისხვის ზიანი
1 +2 რისხვა?უაბჯრო დაცვა? 2 +2
2 +2 დაუფიქრებელი შეტევა?საფრთხის ალღო? 2 +2
3 +2 პირველყოფილი გზა? 3 +2
4 +2 უნარების ქულების ზრდა? 3 +2
5 +3 დამატებითი შეტევა?სწრაფი მოძრაობა? 3 +2
6 +3 გზის მახასიათებელი 4 +2
7 +3 ველური ინსტინქტი? 4 +2
8 +3 უნარების ქულების ზრდა? 4 +2
9 +4 ბრუტალური კრიტიკული დარტყმა? 4 +3
10 +4 გზის მახასიათებელი 4 +3
11 +4 დაუცხრომელი რისხვა? 4 +3
12 +4 უნარების ქულების ზრდა? 5 +3
13 +5 ბრუტალური კრიტიკული დარტყმა? 5 +3
14 +5 გზის მახასიათებელი 5 +3
15 +5 განუწყვეტელი რისხვა? 5 +3
16 +5 უნარების ქულების ზრდა? 5 +4
17 +6 ბრუტალური კრიტიკული დარტყმა? 6 +4
18 +6 დაუოკებელი ძალმოსილება? 6 +4
19 +6 უნარების ქულების ზრდა? 6 +4
20 +6 პირველყოფილი ჩემპიონი? შეუზღუდავი +4

რისხვა (Rage)[]

თქვენს სვლაზე შეგიძლიათ ბონუს-მოქმედების სახით განრისხდეთ. რისხვის დროს იღებთ შემდეგ უპირატესობებს, თუკი არ გაცვიათ მძიმე აბჯარი:

  • თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ ძალის? შემოწმებებსა და ძალის თავდაცვით გაგორებებზე.
  • როდესაც ძალის გამოყენებით ხელჩართული ბრძოლის იარაღით ახორციელებთ შეტევას, ზიანის გაგორებაზე იღებთ ბონუსს, რომელიც ბარბაროსის კლასში დონეების მომატებასთან ერთად იზრდება, როგორც ეს ბარბაროსის დონეების ცხრილის რისხვის ზიანის სვეტშია მოცემული.
  • თქვენ მდგრადობა გაქვთ ბლაგვი, მჩხვლეტი და მსერავი ზიანის მიმართ.

თუკი შელოცვების დასახრვის უნარი გაქვთ, მათი დასახრვა ან მათზე კონცენტრირება არ შეგიძლიათ რისხვის დროს.

თქვენი რისხვა გრძელდება 1 წუთს. რისხვა უფრო ადრე მთავრდება, თუკი უგონო მდგომარეობაში ჩავარდებით ან თუკი თქვენი სვლა ისე სრულდება, რომ მტრულად განწყობილი არსებისთვის არ შეგიტევიათ თქვენი ბოლო სვლის შემდეგ ან არ მიგიღიათ ზიანი მას შემდეგ. გარდა ამისა, რისხვის დასრულება თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახითაც შეგიძლიათ.

როდესაც იმდენჯერ განრისხდებით, რამდენიც მითითებულია ბარბაროსის ცხრილის რისხვების სვეტში თქვენი ბარბაროსის დონის შესაბამისად, რისხვაში ხელახლა შესასვლელად ხანგრძლივი დასვენება უნდა განახორციელოთ.

უაბჯრო დაცვა (Unarmored Defense)[]

როდესაც არანაირი აბჯარი არ გაცვიათ, თქვენი აბჯრის კლასი? ტოლია 10 + თქვენი სიმარჯვის მოდიფიკატორი + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი. უაბჯრო დაცვა მოქმედებს მაშინაც, როდესაც ფარს იყენებთ.

დაუფიქრებელი შეტევა (Reckless Attack)[]

მე-2 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენს სვლაზე პირველ შეტევას განახორციელებთ, შეგიძლიათ, დაუფიქრებლად შეუტიოთ. ამგვარი შეტევა მოცემული სვლის განმავლობაში ხელსაყრელობას გძენთ ხელჩართული ბრძოლის იარაღებით შესრულებულ იმ შეტევით გაგორებებზე, რომლებიც ძალას ეყრდნობა, მაგრამ თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე თქვენკენ მომართული ყველა შეტევითი გაგორება ასევე ხელსაყრელობით შესრულდება.

საფრთხის ალღო (Danger Sense)[]

მე-2 დონიდან დაწყებული თქვენ ხელსაყრელობით? ასრულებთ სიმარჯვის თავდაცვით გაგორებებს იმ ეფექტების წინააღმდეგ, რომელთა დანახვაც შეგიძლიათ, მაგალითად, ხაფანგებისა და შელოცვების. ამ მახასიათებლით სარგებლობა არ შეგიძლიათ, თუკი ხართ დაბრმავებული, დაყრუებული ან არაქმედუნარიანი.

პირველყოფილი გზა (Primal Path)[]

მე-3 დონეზე თქვენ ირჩევთ გზას, რომელცი განსაზღვრავს თქვენი რისხვის ბუნებას. არჩევანი მახასიათებელს გძენთ მე-3 დონეზე, აგრეთვე მე-6, მე-10 და მე-14 დონეებზე.

უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]

მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.

დამატებითი შეტევა (Extra Attack)[]

მე-5 დონიდან შეგიძლიათ, ერთის ნაცვლად ორჯერ განახორციელოთ შეტევა, როდესაც თქვენს სვლაზე შეტევით მოქმედებას ასრულებთ.

სწრაფი მოძრაობა (Fast Movement)[]

მე-5 დონიდან თქვენი სიჩქარე იზრდება 10 ფუტით, როდესაც არ გაცვიათ მძიმე აბჯარი.

ველური ინსტინქტი (Feral Instinct)[]

მე-7 დონიდან თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ ინიციატივის გაგორებებზე.

გარდა ამისა, თუკი თქვენზე მოულოდნელობა მოქმედებს ბრძოლის დაწყებისას, მაგრამ არ ხართ არაქმედუნარიანი, შეგიძლიათ, თქვენს პირველ სვლაზე ჩვეულებრივად იმოქმედოთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სვლაზე რისხვის მდგომარეობაში შეხვალთ ნებისმიერი სხვა რამის გაკეთებამდე.

ბრუტალური კრიტიკული დარტყმა (Brutal Critical)[]

მე-9 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, იარაღის ზიანის დამატებითი კამათელი გააგოროთ ხელჩართული შეტევით შესრულებული კრიტიკული დარტყმის დამატებითი ზიანის განსაზღვრისას.

ეს ორ დამატებით კამათლამდე იზრდება მე-13 დონეზე და სამ დამატებით კამათლამდე — მე-17 დონეზე.

დაუცხრომელი რისხვა (Relentless Rage)[]

მე-11 დონიდან მოყოლებული, თუკი თქვენ 0 სიცოცხლის ქულაზე დაეცემით რისხვის დროს, მაგრამ პირდაპირ არ მოკვდებით, შეგიძლიათ, DC 10 გამძლეობის თავდაცვითი გაგორება შეასრულოთ. წარმატების შემთხვევაში თქვენი სიცოცხლის ქულები 0-ის ნაცვლად 1-მდე ჩამოდის.

ამ მახასიათებლის ყოველ გამოყენებაზე პირველის შემდეგ DC იზრდება 5-ით. ხანმოკლე ან ხანგრძლივი დასვენება DC-ის 10-ზე აბრუნებს.

განუწყვეტელი რისხვა (Persistent Rage)[]

მე-15 დონიდან დაწყებული, თქვენი რისხვა ადრე სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უგონო მდგომარეობაში ჩავარდებით ან თუ საკუთარი სურვილით დაასრულებთ მას.

დაუოკებელი ძალმოსილება (Indomitable Might)[]

მე-18 დონიდან დაწყებული, თუკი ძალის შემოწმების მნიშვნელობა უფრო ნაკლებია, ვიდრე თქვენი ძალის ქულა, შეგიძლიათ, მიღებული მნიშვნელობის ნაცვლად ქულის რაოდენობა გამოიყენოთ.

პირველყოფილი ჩემპიონი (Primal Champion)[]

მე-20 დონეზე თქვენში განსხეულდება ველური ბუნების ძალა. თქვენი ძალისა და გამძლეობის ქულები იზრდება 4. ამ უნარებისთვის თქვენი მაქსიმუმი ამჯერად 24-ია.

წინაპარი მფარველის გზა (Path of the Ancestral Guardian)[]

(Xanathar's Guide to Everything)

მრავალი ბარბაროსი იმ კულტურის წარმომადგენელია, რომელიც თავის წინაპრებს სცემს პატივს. ასეთ ტომებს სჯერათ, რომ წარსულის მეომრები ძლიერი სულების სახით რჩებიან სამყაროში და ამ სულებს ცოცხალთა მეგზურობა და დაცვა შეუძლიათ. როდესაც ამ გზის ბარბაროსი რისხვაში შედის, ის უკავშრდება სულების სამყაროს და დახმარებისთვის უხმობს ამ მფარველ სულებს.

ბარბაროსებს, რომლებიც წინაპარ მფარველებს უხმობენ, უფრო კარგად შეუძლიათ თავიანთი ტომებისა და თანაშემწეების დასაცავად ბრძოლა. წარსულ მფარველებთან მტკიცე კავშირის დასამყარებლად ეს ბარბაროსები ხშირად იხატავენ საგულდაგულოდ დამუშავებულ სვირინგებს, რომლებიც მათ წინაპართა საგმირო საქმეებს განადიდებს. ეს სვირინგები მოგვითხრობს გამარჯვებების საგებს საშინელი ურჩხულებისა და სხვა საზარელი მტრების წინააღმდეგ.

წინაპარი მცველები (Ancestral Protectors)[]

მე-3 დონიდან, როდესაც რისხვაში იქნებით, პირველი არსება, რომელსაც შეტევას მოარტყამთ თქვენს სვლაზე, მებრძოლთა სულების სამიზნე ხდება, ისინი კი მის შეტევებს უშლიან ხელს. თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე ამ სამიზნეს არახელსაყრელობა? აქვს ნებისმიერ შეტევით გაგორებაზე, რომელიც თქვენკენ არ არის მომართული, და როდესაც სამიზნე თქვენგან განსხვავებულ არსებას მოარტყამს შეტევას, ამ არსებას მდგრადობა ექნება შეტევით მიყენებული ზიანის მიმართ. სამიზნეზე ეს ეფექტი უფრო ადრე მთავრდება, თუკი წყდება თქვენი რისხვა.

სულის ფარი (Spirit Shield)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, თუკი თქვენ რისხვაში ხართ და თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი სხვა არსება, რომლის დანახვაც შეგიძლიათ, ზიანს იღებს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და ზიანი 2d6-ით შეამციროთ.

ამ კლასში განსაზღვრულ დონეებზე ასვლისას ზიანის კიდევ უფრო შემცირება შეგიძლიათ: 3d6-ით მე-10 დონეზე და 4d6-ით — მე-14 დონეზე.

სულებთან თათბირი (Consult the Spirits)[]

მე-10 დონეზე შეგიძლიათ დასახროთ შელოცვები წინათგრძნობა? ან ნათელხილვა? ისე, რომ არ გამოიყენოთ შელოცვის სლოტი თუ ნივთიერი კომპონენტები. სფერული სენსორის შექმნის ნაცვლად შელოცვა არჩეულ ლოკაციაზე უჩინრად იძახებს თქვენი ერთ-ერთი წინაპრის სულს. ამ შელოცვებისთვის თქვენი შელოცვის უნარი სიბრძნე?.

რომელიმე შელოცვის ამგვარად დასახრვის შემდეგ არ შეგიძლიათ ამ მახასიათებლის ხელახლა გამოყენება მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

შურისმაძიებელი წინაპრები (Vengeful Ancestors)[]

მე-14 დონიდან, როდესაც თქვენ თქვენს „სულის ფარს“ იყენებთ შეტევის ზიანის შესამცირებლად, შემტევი იღებს იმ ოდენობის ძალის ზიანს, რამდენითაც შეამცირა შეტევის ზიანი „სულის ფარმა“.

ომრისხველის გზა (Path of the Battlerager)[]

(Sword Coast Adventurer's Guide)

ჯუჯურად „Kuldjargh-ად“ ცნობილები (რაც სიტყვა-სიტყვით „ნაჯახიან იდიოტს“ ნიშნავს), ომრისხველები არიან ჯუჯები?, რომლებიც ომის ღმერთების გზას მიყვებიან. ისინი სპეციალიზდებიან უზარმაზარი, ეკლებიანი აბჯრის ტარებაში და პირდაპირ იჭრებიან ბრძოლაში, სადაც თვით საკუთარი სხეულითაც კი ახორციელებენ შეტევებს და საკუთარ თავს მთლიანად ბრძოლის მძვინვარებას უთმობენ.

შეზღუდვა: მხოლოდ ჯუჯები (Dwarves)[]

მხოლოდ ჯუჯებს შეუძლიათ ომრისხველის გზის არჩევა. ომრისხველი ცალკეულ ნიშას ავსებს ჯუჯების საზოგადოებასა და კულტურაში.

თქვენმა DM-მა შეიძლება ეს შეზღუდვა გააუქმოს ან შეცვალოს, თუ ეს უკეთ მოერგება კამპანიას. შეზღუდვა არსებობს დავიწყებული სამეფოებისთვის. ის შეიძლება არ მიესადაგებოდეს თქვენი DM-ის მოწყობას ან სამეფოების მისეულ ვერსიას.

ომრისხველის აბჯარი (Battlerager Armor)[]

მე-3 დონიდან თქვენ გეძლევათ ეკლიანი აბჯრის? იარაღად გამოყენების უნარი.

როდესაც ეკლიანი აბჯარი გაცვიათ და რისხვაში ხართ, შეგიძლიათ, თქვენი ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და თქვენი აბჯრის ეკლებით განახორციელოთ ერთი ახლო შეტევა თქვენგან 5 ფუტის რადიუსში მყოფი სამიზნის წინააღმდეგ. თუკი შეტევა მოხვდება, ეკლები სამიზნეს აყენებენ 1d4 მჩხვლეტ ზიანს. თქვენ თქვენი ძალის მოდიფიკატორს იყენებთ შეტევისა და ზიანის გაგორებებისთვის.

გარდა ამისა, როდესაც შეტევის მოქმედებას ასრულებთ არსების შესაბოჭად?, წარმატებული შებოჭვის შემთხვევაში არსება იღებს 3 მჩხვლეტ ზიანს.

დაუფიქრებელი თავგამოდება (Reckless Abandon)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც დაუფიქრებელ შეტევას იყენებთ რისხვისას, თქვენ აგრეთვე იღებთ დროებით სიცოცხლის ქულებს თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით (მინიმუმ 1-ს). ისინი ქრება, როდესაც თქვენი რისხვა მთავრდება.

ომრისხველის იერიში (Battlerager Charge)[]

მე-10 დონიდან დაწყებული შეგიძლით რისხვისას ბონუს-მოქმედების სახით განახორციელოთ გარბენის მოქმედება.

ეკლიანი პასუხისგება (Spiked Retribution)[]

მე-14 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენგან 5 ფუტში მყოფი არსება ახლო შეტევას მოგარტყამთ, შემტევი 3 მჩხვლეტ ზიანს მიიღებს, თუკი თქვენ რისხვაში ხართ, არ ხართ არაქმედუნარიანი? და გაცვიათ ეკლიანი აბჯარი.

ბერსერკერის გზა (Path of the Berserker)[]

ზოგიერთი ბარბაროსისთვის რისხვა მიზნის მიღწევის გზაა და ეს მიზანი ძალადობაა. ბერსერკერის გზა არის უსაზღვრო, სისხლით გალიპული მძვინვარების გზა. როდესაც ბერსერკერის რისხვაში შედიხართ, თქვენ თრთოლავთ ბრძოლის ქაოსში და უყურადღებოდ ტოვებთ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

სიშმაგე (Frenzy)[]

მე-3 დონეზე რისხვაში შესვლისას გაშმაგება შეგიძლიათ. გაშმაგების შემთხვევაში თქვენი რისხვის განმავლობაში თქვენს თითოეულ შემდეგ სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით შეგეძლებათ ერთი ახლო შეტევის განხორციელება იარაღით. რისხვის დასრულებისას თქვენ გამოფიტვის? ერთი ხარისხი გემატებათ.

გონწართმეული რისხვა (Mindless Rage)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, რისხვისას შეუძლებელია თქვენი მონუსხვა? და შეშინება?. თუკი თქვენ მონუსხული ან შეშინებული ხართ რისხვაში შესვლისას, ეს ეფექტი ითრგუნება რისხვის ხანგრძლივობის განმავლობაში.

შემაშინებელი თანაობა (Intimidating Presence)[]

მე-10 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ ვინმეს შესაშინებლად?. აირჩიეთ თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი ერთი არსება, რომელსაც ხედავთ. თუკი არსებას შეუძლია თქვენი დანახვა ან ხმის გაგონება, მან უნდა შეასრულოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება (რომლის სირთულის კლასიცაა 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი). წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში მას თქვენი ეშინია თქვენი შემდეგი სვლის ბოლომდე. თითოეულ მომდევნო სვლაზე შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ შეშინებულ არსებაზე ამ ეფექტის გასახანგრძლივებლად თქვენი შემდეგი სვლის ბოლომდე. ეფექტი მთავრდება, თუკი არსება საკუთარ სვლას ამთავრებს თქვენი თვალთახედვიდან შორს ან თქვენგან 60 ფუტზე მეტის მოშორებით.

თუკი არსება წარმატებით შეასრულებს თავდაცვის გაგორებას, თქვენ არ შეგიძლიათ ამ არსებაზე ამ მახასიათელის ხელახლა გამოყენება 24 საათის განმავლობაში.

სამაგიერო (Retaliation)[]

მე-14 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენგან 5 ფუტის რადიუსში მყოფი არსებისგან იღებთ ზიანს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ ამ არსების წინააღმდეგ იარაღით ახლო შეტევის შესასრულებად.

ქარიშხლის მაცნის გზა (Path of the Storm Herald)[]

(Xanathar's Guide to Everything)

ტიპური ბარბაროსების მძვინვარება სხეულში, სიღრმეშია ჩაბუდებული. რისხვა მათ ანიჭებს გასაოცარ ძალას, სიცოცხლისუნარიანობასა და სიჩქარეს. ნაცვლად ამისა, ბარბაროსები, რომლებიც ქარიშხლის მაცნის გზას მისდევენ, სწავლობენ, როგორ გარდაქმნან საკუთარი რისხვა პირველყოფილი მაგიის საფარველად და გარს შემოირტყან. რისხვისას ამ გზის ბარბაროსი ბუნებას იყენებს მძლავრი მაგიური ეფექტების შესაქმნელად.

ქარიშხლის მაცნეები, ჩვეულებრივ, ელიტური მებრძოლები არიან, რომლებიც დრუიდებთან?, მზვერავებსა? და ბუნების სამეფოს სხვა დამცველებთან ერთად გადიან წვრთნას. სხვა ქარიშხლის მაცნეები საკუთარ ხელობას ხვეწენ ქარიშხლის განადგურბეულ რეგიონებში არსებუ ელიტურ სადარაჯოებში, სამყაროს კიდეში არსებულ გაყინულ ველებსა თუ ყველაზე ცხელი უდაბნოების სიღრმეებში.

ქარიშხლის აურა (Storm Aura)[]

მე-3 დონიდან დაწყებული, რისხვისას თქვენ აურას ასხივებთ. აურა თქვენგან 10 ფუტის რადიუსში ვრცელდება ყველა მიმართულებით, მაგრამ არ ვრცელდება სრული საფარის გავლით.

თქვენს აურას აქვს ეფექტი, რომელიც აქტიურდება მაშინ, როდესაც რისხვაში შედიხართ და თქვენ ამ ეფექტის ხელახლა გააქტიურება შეგიძლიათ ბონუს-მოქმედების სახით თქვენს თითოეულ სხვლაზე. აირჩიეთ უდაბნო, ზღვა ან ტუნდრა. თქვენი აურის ეფექტი არჩეულ გარემოზეა დამოკიდებული. არჩეული გარემოს გამოცვლა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც დონეს აიმაღლებთ ამ კლასში.

თუკი თქვენი აურის ეფექტი თავდაცვით გაგორებას საჭროებს, მისი სირთულის კლასი (DC) იქნება 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი.

  • უდაბნო?: თქვენი აურის ფარგლებში მყოფი ყველა სხვა არსება იღებს 2 ცეცხლოვან ზიანს?. ზიანის რაოდენობა იზრდება, როდესაც ამ კლასში განსაზღვრულ დონეებს მიაღწევთ. ის იზრდება 3-მდე მე-5 დონეზე, 4-მდე — მე-10 დონეზე, 5-მდე — მე-15 დონეზე და 6-მდე — მე-20 დონეზე.
  • ზღვა?: შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს აურაში მყოფი ერთი სხვა არსება, რომელსაც ხედავთ. სამიზნემ უნდა განახორციელოს სიმარჯვის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში სამიზნეს მიეყენება 1d6 ელვის ზიანი?, წარმატებულის შემთხვევაში კი — ზიანის ნახევარი. ზიანის რაოდენობა იზრდება, როდესაც ამ კლასში განსაზღვრულ დონეებს მიაღწევთ. ის იზრდება 2d6-მდე — მე-10 დონეზე, 3d6-მდე — მე-15 დონეზე და 4d6-მდე — მე-20 დონეზე.
  • ტუნდრა?: თქვენს აურაში მყოფი ყველა სასურველი არსება იღებს 2 დროებით სიცოცხლის ქულას, როცა ყინულოვანი სულები მათ ტანჯვას აჩვევენ. დროებითი სიცოცხლის ქულების რაოდენობა იზრდება, როდესაც ამ კლასში განსაზღვრულ დონეებს მიაღწევთ. ის იზრდება 3-მდე მე-5 დონეზე, 4-მდე — მე-10 დონეზე, 5-მდე — მე-15 დონეზე და 6-მდე — მე-20 დონეზე.

ქარიშხლის სული (Storm Soul)[]

მე-6 დონიდან ქარიშხალი უპირატესობებს მაშინაც კი გძენთ, როდესაც თქვენი აურა გააქტიურებული არ არის.

  • უდაბნო?. თქვენ მდგრადობა? იძენთ ცეცხლოვანი ზიანის მიმართ და უკიდურესი სიცხის ეფექტები აღარ გაწუხებთ. მეტიც, შეგიძლიათ, მოქმედების სახით შეეხოთ აალებად ობიექტს, რომელსაც სხვა არ ატარებს, და ცეცხლი წაუკიდოთ მას.
  • ზღვა?. თქვენ მდგრადობას იძენთ ელვის ზიანის მიმართ და შეგიძლიათ წყალქვეშ სუნთქვა. გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ ცურვის სიჩქარე 30 ფუტის ოდენობით.
  • ტუნდრა?. თქვენ მდგრადობას იძენთ სუსხის ზიანის მიმართ და უკიდურესი სიცივის ეფექტები აღარ გაწუხებთ. მეტიც, შეგიძლიათ, მოქმედების სახით შეეხოთ წყალს და მისი 5-ფუტიანი კუბი გადააქციოთ ყინულად, რომელიც 1 წუთის შემდეგ დნება. ეს მოქმედება წარუმატებელია, თუკი ამ კუბში არსებაა.

მფარავი ქარიშხალი (Shielding Storm)[]

მე-10 დონიდან დაწყებული, თქვენ მიერ არჩეული თითოეული არსება იძენს იმ ზიანისადმი მდგრადობას, რომელიც თქვენ მიიღებთ ქარიშხლის სულის მახასიათებლიდან, სანამ ეს არსება თქვენი ქარიშხლის აურის ფარგლებშია.

მრისხანე ქარიშხალი (Raging Storm)[]

მე-14 დონიდან ქარიშხლის ძალა იზრდება.

  • უდაბნო?: როდესაც თქვენს აურაში მყოფი არსება შეტევას გარტყამთ, მყისიერად შეგიძლიათ თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და ამ არსებას სიმარჯვის თავდაცვითი გაგორება შეასრულებინოთ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება თქვენი ბარბაროსის დონის ტოლ ცეცხლოვან ზიანს იღებს.
  • ზღვა?: როდესაც თქვენს აურაში მყოფ არსებას არტყამთ შეტევას, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და ამ არსებას ძალის თავდაცვითი გაგორება შეასრულებინოთ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება განირთხმება?, თითქოს მასზე ტალღას გადაევლოს.
  • ტუნდრა?: როდესაც თქვენი ქარიშხლის აურის ეფექტი გააქტიურებულია, შეგიძლიათ, აირჩიოთ ამ აურაში მყოფი არსება, რომელსაც ხედავთ. არსებამ უნდა შეასრულოს ძალის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში მას ჯადოსნური ყინვა ფარავს მისი სიჩქარე 0-მდე ეცემა თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე.

ტოტემური მეომრის გზა (Path of the Totem Warrior)[]

ტოტემური მეომრის გზა სულიერი მოგზაურობაა — ცხოველის სული ხდება ბარბაროსის მეგზური, მფარველი და შთაგონება. ბრძოლისას თქვენი ტოტემური სული გავსებთ ზებუნებრივი ძალით და თქვენს რისხვას მაგიურობას უმატებს.

ბარბაროსული ტომების უმეტესობა ტოტემურ ცხოველს ცალკეული კლანის ნათესავად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევებში უჩვეულოა, ინდივიდს ერთზე მეტი ტოტემური ცხოველის სული ჰყავდეს, თუმცა არსებობს გამონაკლისები.

სულთმაძიებელი (Spirit Seeker)[]

თქვენ შეგიძლიათ დასახროთ შელოცვები მხეცური გრძნობა? და ცხოველებთან საუბარი?, თუმცა მხოლოდ რიტუალების სახით.

ტოტემური სული (Totem Spirit)[]

მე-3 დონიდან, როდესაც თქვენ ამ გზას გაყვებით, ირჩევთ ტოტემურ სულს და იძენთ მის მახასიათებელს. თქვენ აუცილებლად უნდა დაამზადოთ ან მოიპოვოთ ფიზიკური ტოტემური ობიექტი, რომელშიც თქვენი ტოტემური ცხოველის ნაწილი იქნება განსხეულებული. სურვილისამებრ აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ მცირე ფიზიკური ატრიბუტები, რომლებიც თქვენს ტოტემურ სულს მოგაგონებთ.

თქვენი ტოტემური ცხოველი შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლითაგან რომელიმეს მონათესავე და თქვენი სამშობლოსთვის უფრო შესაფერისი.

  • დათვი?: რისხვისას თქვენ მდგრადობა? გაქვთ ყველა ტიპის ზიანის მიმართ, გარდა ფსიქიკურისა?.
  • არწივი?: როდესაც რისხვაში ხართ და არ გაცვიათ მძიმე აბჯარი, სხვა არსებებს არახელსაყრელობა? აქვთ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებულ გამოჭერით შეტევებზე?. აგრეთვე თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ გარბენის მოქმედების შესრულება.
  • მგელი?: რისხვისას თქვენს მოკავშირეებს ხელსაყრელობა? აქვს იარაღით განხორციელებულ ახლო შეტევებზე თქვენ მიმართ მტრულად განწყობილი იმ არსებების წინააღმდეგ, რომლებიც თქვენგან 5 ფუტში არიან.
  • ცხენირემი? (Sword Coast Adventurer's Guide): როდესაც რისხვაში ხართ და არ გაცვიათ მძიმე აბჯარი, თქვენი სიჩქარე 15 ფუტით იზრდება.
  • ვეფხვი? (Sword Coast Adventurer's Guide): რისხვისას შეგიძლიათ 10 ფუტი დაუმატოთ თქვენი გრძელი ნახტომის მანძილს და 3 ფუტი — მაღალი ნახტომის მანძილს.

მხეცის ასპექტი (Aspect of the Beast)[]

მე-6 დონეზე თქვენ იძენთ ჯადოსნურ მახასიათებელს, რომელიც დამოკიდებულია არჩეულ ტოტემურ ცხოველზე. შეგიძლიათ, აიღციოთ იგივე ცხოველი, რომელიც მე-3 დონეზე აირჩიეთ, ან სხვა.

  • დათვი?: თქვენი ზიდვისუნარიანობა (მათ შორის მაქსიმალური ტვირთი და მაქსიმალური აწევა) ორმაგდება და თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ ძალის იმ შემოწმებებზე, რომლებიც სრულდება ობიექტების გასაწევად, გასათრევად, ასაწევად თუ გასატეხად.
  • არწივი?: თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი სირთულის გარეშე დაინახოთ თქვენგან 1 მილის დაშორებით. თქვენ პატარა დეტალების გარჩევაც კი შეგიძლიათ, თითქოს რაღაც ისეთს უყურებდეთ, რაც თქვენგან 100 ფუტშია. გარდა ამისა, მკრთალი სინათლის დროს არახელსაყრელობა? არ გექმნებათ თქვენი სიბრძნის (აღქმის) შემოწმებებზე.
  • მგელი?: შეგიძლიათ, სხვა არსებების კვალს გაყვეთ მაშინაც კი, როდესაც სწრაფი ტემპით მოგზაურობთ, ჩვეულებრივი ტემპით მოგზაურობისას კი მალულად გადაადგილება შეგიძლიათ.
  • ცხენირემი? (Sword Coast Adventurer's Guide): ქვეითად იქნებით თუ ამხედრებული, ორმაგდება თქვენი მოგზაურობის ტემპი, აგრეთვე თქვენი ათი კომპანიონის, სანამ ისინი თქვენგან 60 ფუტში არიან და არ არიან არაქმედუნარიანები?.
  • ვეფხვი? (Sword Coast Adventurer's Guide): თქვენ გაწაფულობა? იძენთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევებიდან? ორში: ათლეტურობა?, აკრობატიკა?, მალვა? და გადარჩენა?.

მოსიარულე სული (Spirit Walker)[]

მე-10 დონიდან შეგიძლიათ დასახროთ ბუნებასთან ზიარების? შელოცვა, თუმცა მხოლოდ რიტუალის სახით.

ტოტემური თანახმიერება (Totemic Attunement)[]

მე-14 დონეზე თქვენ არჩეული ტოტემური ცხოველის შესაბამის ჯადოსნურ მახასიათებელს იძენთ. შეგიძლიათ, აირჩიოთ ახალი ცხოველი ან უკვე არჩეული.

  • დათვი?: როდესაც რისხვაში ხართ, თქვენგან 5 ფუტის რადიუსში მყოფ ნებისმიერ არსებას, რომელიც თქვენ მიმართ მტრულადაა განწყობილი, არახელსაყრელობა? აქვს თქვენგან ან ამ მახასიათებლის მქონე სხვა პერსონაჟისგან განსხვავებული სამიზნეების წინააღდეგ შესრულებულ შეტევით გაგორებებზე. მეტოქე შეუვალია ამ ეფექტის მიმართ, თუკი ის ვერ გხედავთ ან მას არ შეუძლია თქვენი ხმის გაგონება, ან თუ შეუძლებელია მისი შეშინება?.
  • არწივი?: რისხვის დროს თქვენ გაქვთ ფრენის სიჩქარე, რომელიც თქვენი მიმდინარე სიარულის სიჩქარის ტოლია. ეს მახასიათებელი მხოლოდ მოკლე მოზღვავებების სახით მოქმედებს; თქვენ ეცემით, თუკი ჰაერში ასრულებთ საკუთარ სვლას და არაფერი გიცავთ ჩამოვარდნისგან.
  • მგელი?: რისხვის დროს შეგიძლიათ ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და განართხოთ? დიდი ან უფრო მცირე ზომითი კატეგორიის არსება იარაღით განხორციელებული ახლო შეტევით.
  • ცხენირემი? (Sword Coast Adventurer's Guide): რისხვის დროს გადაადგილებისას შეგიძლიათ ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და გაიაროთ დიდი ან უფრო მცირე ზომითი კატეგორიის არსების სივრცეში. არსებამ უნდა განახორციელოს ძალის თავდაცვითი გაგორება (DC 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ძალის მოდიფიკატორი). წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში ის მიიღებს 1d12 + თქვენი ძალის მოდიფიკატორის ტოლფას ბლაგვ ზიანს.
  • ვეფხვი? (Sword Coast Adventurer's Guide): რისხვის დროს, თუკი თქვნ სწორ ხაზზე მინიმუმ 20 ფუტით მიუახლოვდებით დიდ ან უფრო მცირე ზომითი კატეგორიის სამიზნეს, სანამ იარაღით შეასრულებთ ახლო შეტევას, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახლო შეტევა განახორციელოთ იარაღით.

მოშურნეს გზა (Path of the Zealot)[]

(Xanathar's Guide to Everything)

ზოგიერთ ღვთაება თავის მიმდევრებს შთააგონებს, გადაეშვან ბრძოლის ველურ მძვინვარებაში. ეს ბარბაროსები მოშურნეები, იგივე ზელოტები, არიან — მეომრები, რომლებიც საკუთარ რისხვას ღვთიური ძალის მძლავრი გამოვლინებებისკენ მიმართავენ.

D&D-ის სამყაროში მრავალი ღმერთი შთააგონებს საკუთარ მიმდევრებს ამ გზის არჩევას. ამის ნათელი მაგალითებია ტემპუსი დავიწყებული სამეფოებიდან და ჰექსტორი და ერითნული ქორუხიდან. ზოგადად, ღმერთები, რომლებიც მოშურნეებს შთააგონებენ, არიან ბრძოლის, განადგურებისა და ძალადობის ღვთაებები. ყველა მათგანი ბოროტი სულაც არ არის, თუმცა ცოტა თუა კეთილი.

ღვთიური რისხვა (Divine Fury)[]

მე-3 დონიდან, როდესაც რისხვაში ხართ, პირველი არსება, რომელსაც იარაღით შეტევას მოარტყამთ თქვენს თითოეულ სვლაზე, იღებს დამატებით ზიანს, რომელიც 1d6 + თქვენი ბარბაროსის დონის ტოლფასია. დამატებითი ზიანი ან ნეკროტული? ან სხივური?; ზიანის ტიპს თქვენ თვითონ ირჩევთ, როდესაც ამ მახასიათებელს იძენთ.

ღმერთების მეომარი (Warrior of the Gods)[]

მე-3 დონიდან, თუკი შელოცვას სოლო ეფექტი აქვს და თქვენი გაცოცხლება შეუძლია (მაგრამ არა — მოცვალება), შემლოცველს არ სჭირდება ნივთიერი კომპონენტები ამ შელოცვის თქვენზე დასასახრად.

ფანატიკური ფოკუსი (Fanatical Focus)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, თუკი რისხვის დროს წარუმატებლად შეასრულებთ თავდაცვით გაგორებას, შეგიძლიათ, ის ხელახლა განახორციელოთ, თუმცა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ახალი გაგორება. ამ უნარის გამოყენება რისხვაში ერთხელ შეგიძლიათ.

ფანატიკური თანაობა (Zealous Presence)[]

მე-10 დონიდან შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედების სახით გამოათავისუფლოთ საბრძოლო ყიჟინა, რომელიც ღვთიური ენერგიით იქნება გაჟღენთილი. თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი ათამდე სხვა არსება, რომელსაც თქვენი ხმის გაგონება შეუძლია, ხელსაყრელობით? ასრულებს შეტევით გაგორებებსა და თავდაცვით გაგორებებს თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

რისხვა სიკვდილს მიღმა (Rage Beyond Death)[]

მე-14 დონიდან მოყოლებული, რისხვის დროს 0 სიცოცხლის ქულის ქონა უგონო? მდგომარეობაში არ გაგდებთ. თქვენ მაინც ასრულებთ სიკვდილისგან თავდაცვის გაგორებებს და სიცოცხლის 0 ქულაზე ყოფნისას ზიანის მიღების ჩვეულებრივი ეფექტები თქვენზე ისევ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, თუკი სიკვდილისგან თავდაცვითი გაგორებების წარუმატებლად განხორციელების შედეგად მოკვდებით, თქვენ არ მოკვდებით მანამ, სანამ არ დასრულდება თქვენი რისხვა და მაშინაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკვდებით, თუკი კვლავ 0 სიცოცხლის ქულა გექნებათ.