D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
მე-2 დონის ქმნადობა?
დასახრვის დრო? 10 წუთი
მანძილი? 30 ფუტი
კომპონენტები? V S
ხანგრძლივობა? მყისიერი?

თქვენ იძახებთ სულს, რომელიც იღებს უჩვეულოდ ჭკვიანი, ძლიერი და ერთგული ბედაურის ფორმას, და ხანგრძლივ კავშირს წარმოქმნით მასთან. თქვენ მახლობლად ცარიელ სივრცეში გაჩენისას ის თქვენთვის სასურველ ფორმას იღებს (როგორც წესი, ის არის საბრძოლო ცხენი, პონი, აქლემი, ცხენირემი ან მასტიფი, თუმცა თქვენმა DM-მა შეიძლება სხვაზეც დაგრთოთ ნება). მაგიურ ბედაურს მისი შესაბამისი მხეცური ფორმის ქულები აქვს, თუმცა თუკი მისი ინტელექტი? 6-ზე დაბალია, ის ახლა 6 ხდება და არსებას თქვენთვის სასურველი ერთი ენის გაგება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ბედაურის არსების ტიპი მხეცი როდია, სინამდვილეში ის ზეციური?, ფეი? ან ავშობილი?, თქვენი არჩევანის შესაბამისად.

თქვენი ბედაური უნაგირასავით მოქმედებს, ბრძოლასა? თუ მის გარეთ, და თქვენ მასთან ქვეცნობიერი კავშირი გაქვთ, რაც ერთობლივად ბრძოლის საშუალებას გაძლევთ. როდესაც თქვენ ბედაურზე ხართ ამხედრებული, შეგიძლიათ, ნებისმიერი ისეთი შელოცვის დასახრვისას, რომლის სამიზნეც მხოლოდ თქვენ ხართ, მისი სამიზნე თქვენი ბედაურიც გახადოთ.

როდესაც ბედაური სიცოცხლის 0 ქულაზე ჩამოვა, ის ქრება და არავითარ ფიზიკურ ფორმას არ ტოვებს. გარდა ამისა, თქვენი ბედაურის გაქრობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოქმედების სახით. ორივე შემთხვევაში, ამ შელოცვის ხელახლა დასახრვა გამოიძახებს იმავე ბედაურს, რომელსაც შევსებული ექნება მისი სიცოცხლის ქულების მაქსიმუმი.

სანამ თქვენი ბედაური თქვენგან 1 მილის რადიუსშია, მასთან ტელეპათიურად კომუნიკაცია შეგიძლიათ.

ამ შელოცვით ერთდროულად ერთზე მეტ ბედაურთან შეკავშირება არ შეგიძლიათ. მოქმედების სახით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ბედაური კავშირისგან, რის შემდეგაც ის გაქრება.

Advertisement