D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
1-ლი დონის ხიბლი?
დასახრვის დრო? 1 მოქმედება?
მანძილი? 60 ფუტი
კომპონენტები? V
ხანგრძლივობა? 1 რაუნდი

თქვენ ერთსიტყვიან ბრძანებას ეუბნებით არსებას, რომლის დანახვაც შეგიძლიათ და რომელიც შელოცვის მანძილის ფარგლებშია. სამიზნემ აუცილებლად უნდა შეასრულოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებლობის შემთხვევაში ის თქვენს ბრძანებას ემორჩილება თავის შემდეგ სვლაზე. შელოცვა ავტომატურად წარუმატებელია, თუკი არსება მოცვალებული?, თუ მას არ ესმის თქვენი ენა, თუკი ბრძანების შესრულება მას ავნებს ან, უბრალოდ, არ შეუძლია.

ბრძანების სახით ნებისმიერი ერთი სიტყვის გამოყენება შეგიძლია და შემდეგ DM გადაწყვეტს, რა მოყვება ამას შედეგად. ყველაზე ხშირი ბრძანებები და მათი ეფექტები შემდეგნაირია:

  • მომიახლოვდი: სამიზნე არსება პირდაპირ თქვენი მიმართულებით მოდის და თუკი თქვენგან 5 ფუტის რადიუსში მოახლოებას მოახერხებს, იქ ჩერდება და ასრულებს საკუთარ სვლას.
  • დააგდე: არსება აგდებს იმას, რაც ხელში უჭირავს, და ასრულებს საკუთარ სვლას.
  • გაიქეცი: სამიზნე არსება თავის სვლას თქვენგან საპირისპირო მიმართულებით წასვლაში ხარჯავს.
  • განერთხე: არსება განირთხმება? და ასრულებს საკუთარ სვლას.
  • გაჩერდი: არსება არ მოძრაობს და არავითარ მოქმედებას არ ასრულებს. თუკი ბრძანების დროს არსება დაფრინავს და შეუძლია, ჰაერში დარჩეს შელოცვის ზემოქმედების განმავლობაში, ის მინიმალურად გადაადგილდება საიმისოდ, რომ მოახერხოს ჰაერში დარჩენა.

უფრო მაღალ დონეებზე: შეგიძლიათ, დამატებით კიდევ ერთ არსებაზე იმოქმედოთ შელოცვის სლოტის თითოეულ დონეზე პირველის შემდეგ. არსებები ერთმანეთისგან 30 ფუტის რადიუსში უნდა იყვნენ, როდესაც მათზე ზემოქმედებას შეეცდებით.

Advertisement