დასახრვის დრო? | 1 მოქმედება? |
---|---|
მანძილი? | შეუზღუდავი |
კომპონენტები? | V S M (სპილენძის წვრილი მავთული) |
ხანგრძლივობა? | 1 რაუნდი |
თქვენ უგზავნით მოკლე, 25 სიტყვამდე შეტყობინებას არსებას, რომელსაც იცნობთ. არსებას ეს შეტყობინება მის გონებაში ესმის და, თუკი გიცნობთ, ის ხვდება, რომ შეტყობინება თქვენ მიერაა გამოგზავნილი, და შეუძლია იმავე გზით გიპასუხოთ მყისიერად. ეს შელოცვა მინიმუმ 1 ინტელექტის ქულის მქონე არსებებს თქვენი შეტყობინების მნიშვნელობის გაგების შესაძლებლობას აძლევს.
შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერ მანძილზე შეგიძლიათ, მათ შორის სხვა სკნელებში, თუმცა თუკი სამიზნე თქვენგან განსხვავებულ სკნელზეა არსებობს 5%-იანი შანსი იმისა, რომ ის ვერ მიიღებს შეტყობინებას (DM აგორებს d20-ს და 1-ის ამოსვლის შემთხვევაში შეტყობინება ვერ აღწევს სამიზნემდე).