გამრჯე აქტივობების მუდმივი ზუზუნი იკლებს იმ უბნებსა და სამეზობლოებს, რომლებშიც გნომები ქმნიან თავიანთ მჭიდრო თემებს. ზუზუნს შიგადაშიგ უფრო მაღალი ხმები წყვეტს: ხელსაწყოების რახარუხი ერთგან, პაწაწინა აფეთქებები მეორეგან, გაოცებისა თუ წარმატების შეძახილები, განსაკუთრებით კი — მქუხარე სიცილი. გნომები სიცოცხლით ტკბებიან, გამოგონების, კვლევის, ძიების, ჩხირკედელაობისა და თამაშობის თითოეული წამი კი ერთი სიამოვნებაა მათთვის.
გნომის მახასიათებლები[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი ინტელექტის? ქულა იზრდება 2-ით.
- ზომა: პატარა.
- სიჩქარე: 25 ფუტი.
- მრუმზერა?: თქვენგან 60 ფუტის რადიუსში შეგიძლიათ, მკრთალ სინათლეში ისე დაინახოთ, თითქოს ის მკაფიო სინათლე იყოს, სიბნელეში კი ისე, თითქოს ის მკრთალი სინათლე იყოს. სიბნელეში ფერების გარჩევა არ შეგიძლიათ, მხოლოდ ნაცრისფრის ელფერებს არჩევთ.
- გნომური ცბიერება?: თქვენ ხელსაყრელობით? ახორციელებთ მაგიის წინააღმდეგ შესრულებულ ინტელექტის, სიბრძნისა? და ქარიზმის? თავდაცვით გაგორებებს.
- ენები: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ საერთო და გნომურ ენებზე.
ტყის გნომი (Forest Gnome)[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი სიმარჯვის ქულა იზრდება 1-ით.
- ბუნებრივი ილუზიონისტი?: თქვენ იცით მცირე ილუზიის? გრძნებვა. მისთვის შელოცვის უნარად ინტელექტს იყენებთ.
- პატარა მხეცებთან საუბარი?: ხმებისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით შეგიძლიათ, მარტივი იდეები გააგებინოთ პატარა და უფრო მცირე ზომის მხეცებს.
კლდის გნომი (Rock Gnome)[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი გამძლეობის? ქულა იზრდება 1-ით.
- ხელოსნის ცოდნა?: როდესაც ისეთ ისტორიის შემოწმებას ასრულებთ, რომელიც უკავშირდება მაგიურ ნივთებს, ალქიმიურ ობიექტებსა თუ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, ისტორიის უნარ-ჩვევაში გაწაფულად მიიჩნევით და შემოწმებას გაწაფულობის ნორმალური ბონუსის ნაცვლად ორმაგ ბონუსს უმატებთ.
- ჩხირკედელა?: გაწაფული ხართ ჩხირკედელას ხელსაწყოებში?. ამ ხელსაწყოების გამოყენებით შეგიძლიათ, 1 საათი და 10 ოქროს მონეტის ღირებულების მასალა დახარჯოთ, რათა ააგოთ მექანიკური მოწყობილობა (AC 5, 1 HP). მოწყობილობა ფუნქციონირებას წყვეტს 24 საათში (თუკი 1 საათს არ დახარჯავთ მის შესაკეთებლად) ან მაშინ, როდესაც მოქმედებას იყენებთ მის დასაშლელად; ამ დროს შეგიძლიათ დაიბრუნოთ ის მასალები, რომლებიც მის შესაქმნელად დახარჯეთ. ერთდროულად სამი ასეთი მოწყობილობის აქტიურ მდგომარეობაში ქონა შეგიძლიათ. როდესაც მოწყობილობას ქმნით, აირჩიეთ სამიდან ერთ-ერთი:
- დასაქოქი სათამაშო?: სათამაშო არის დასაქოქი ცხოველი, ურჩხული ან პიროვნება, მაგალითად, ბაყაყი, თაგვი, ჩიტი, დრაკონი ან ჯარისკაცი. ზედაპირზე დადებისას სათამაშო 5 ფუტით გადაადგილდება შემთხვევითი მიმართულებით თქვენს თითოეულ სხვლაზე. სათამაშო გამოსცემს ხმას, რომელიც იმ არსებას შეესაბამება, რომელსაც ის განასახიერებს.
- ცეცხლგამჩენი?: მოწყობილობა წარმოქმნის მინიატურულ ცეცხლს, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ სანთლის, ჩირაღდნისა თუ კოცონის დასანთებად. მოწყობილობის გამოყენებას თქვენი მოქმედება სჭირდება.
- მუსიკალური ყუთი?: გაღებისას მუსიკალური ყუთი უკრავს ერთ სიმღერას ხმის საშუალო სიძლიერით. ყუთი წყვეთს დაკვრას, როდესაც სიმღერა მთავრდება ან როდესაც ყუთს დახურავთ.
უფსკრულის გნომი (Deep Gnome)[]
(Mordenkainen's Tome of Foes)
- ასაკი: უფსკრულის გნომები ზრდასრულად მიიჩნევიან 25 წლის ასაკში. ცხოვრობებ 200-დან 250 წლამდე.
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი სიმარჯვის? ქულა იზრდება 1-ით.
- აღმატებული მრუმზერა?: თქვენი მრუმზერის რადიუსი 120 ფუტია.
- ქვის კამუფლაჟი?: კლდოვან ზედაპირზე დამალვისას მალვის შემოწმებებს ხელსაყრელობით? ასრულებთ.
- დამატებითი ენა: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ ქვეშეთურზე.
- სვერფნებლინური მაგია?: თქვენ გაქვთ წვდომა სვერფნებლინური მაგიის ხელობაზე.