D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
Sorcerer

გრძნეულებს აქვთ თანდაყოლილი მაგია, რომელიც განპირობებულია ეგზოტიკური მოდგმით, იმქვეყნიური გავლენითა თუ უცნობი კოსმიური ძალების ზემოქმედებით. არავინ ირჩევს მგრძნებელობას, ძალა თვითონ ირჩევს გრძნეულს.

საჭიროა, თქვენი ქარიზმის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.

სიცოცხლის ქულები?
  • სიცოცხლის კამათელი?: 1d6 გრძნეულის თითო დონეზე
  • სიცოცხლის ქულები 1-ელ დონეზე: 6 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი
  • სიცოცხლის ქულები უფრო მაღალ დონეებზე: 1d6 (ან 4) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი გრძნეულის ყოველ დონეზე პირველის შემდეგ
გაწაფულობები?
აღჭურვილობა
  • (a) მსუბუქი არბალეტი და არბალეტის 20 ისარი ან (b) ნებისმიერი მარტივი იარაღი
  • (a) კომპონენტების წელჩანთა ან (b) იდუმალი ფოკუსი
  • (a) მედილეგის კომპლექტი ან (b) მკვლევრის კომპლექტი
  • ორი ხანჯალი

ალტერნატიულად შეგიძლიათ, არ აიღოთ კლასისა თუ წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობა და დაიწყოთ 3d4 x 10 ოქროს მონეტით.

გრძნეულის დონეების ცხრილი
დონე გაწაფ. ბონუსი? გრძ. ქულ.? მახასიათებლები ნასწ. გრძნებ-ვები? ნასწ. შელ-ოცვები? 1-ლი მე-2 მე-3 მე-4 მე-5 მე-6 მე-7 მე-8 მე-9
1 +2 შემლოცველობა?, გრძნეულური წარმომავლობა? 4 2 2
2 +2 2 მაგიის წყარო? 4 3 3
3 +2 3 მეტამაგია? 4 4 4 2
4 +2 4 უნარების ქულების ზრდა? 5 5 4 3
5 +3 5 5 6 4 3 2
6 +3 6 გრძნეულური წარმომავლობის მახასიათებელი? 5 7 4 3 3
7 +3 7 5 8 4 3 3 1
8 +3 8 უნარების ქულების ზრდა? 5 9 4 3 3 2
9 +4 9 5 10 4 3 3 3 1
10 +4 10 მეტამაგია? 6 11 4 3 3 3 2
11 +4 11 6 12 4 3 3 3 2 1
12 +4 12 უნარების ქულების ზრდა? 6 12 4 3 3 3 2 1
13 +5 13 6 13 4 3 3 3 2 1 1
14 +5 14 გრძნეულური წარმომავლობის მახასიათებელი? 6 13 4 3 3 3 2 1 1
15 +5 15 6 14 4 3 3 3 2 1 1 1
16 +5 16 უნარების ქულების ზრდა? 6 14 4 3 3 3 2 1 1 1
17 +6 17 მეტამაგია? 6 15 4 3 3 3 2 1 1 1 1
18 +6 18 გრძნეულური წარმომავლობის მახასიათებელი? 6 15 4 3 3 3 3 1 1 1 1
19 +6 19 უნარების ქულების ზრდა? 6 15 4 3 3 3 3 2 1 1 1
20 +6 20 გრძნეულური აღდგენა? 6 15 4 3 3 3 3 2 2 1 1

შემლოცველობა (Spellcasting)[]

გრძნებვები (Cantrips)[]

1-ლ დონეზე თქვენ იცით სასურველი ოთხი გრძნებვა გრძნეულის შელოცვების სიიდან. გრძნეულის დამატებითი გრძნებვების შესწავლა უფრო მაღალ დონეებზე შეგიძლიათ, როგორც ეს გრძნეულის ცხრილის ნასწავლი გრძნებვების სვეტშია მოცემული.

შელოცვების სლოტები (Spell Slots)[]

გრძნეულის ცხრილში ნაჩვენებია, შელოცვის რამდენი სლოტი გაქვთ თქვენი გრძნეულის 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვების დასასახრად. გრძნეულის შელოცვის დასასახრად აუცილებლად უნდა დახარჯოთ შელოცვის დონის ტოლფასი ან მასზე მაღალი შელოცვის სლოტი. დახარჯულ სლოტებს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგენთ.

1-ლი და უფრო მაღალი დონის ნასწავლი შელოცვები[]

თქვენ იცით 1-ლი დონის ორი სასურველი შელოცვა გრძნეულის შელოცვების სიიდან.

გრძნეულის ცხრილის „ნასწავლი შელოცვების“ სვეტი აჩვენებს, როდის შეგიძლიათ გრძნეულის უფრო მეტი სასურველი შელოცვის სწავლა. თითოეული ასეთი შელოცვა აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები.

გარდა ამისა, როდესაც ამ კლასში ადიხართ დონეზე, შეგიძლიათ, თქვენ მიერ ნასწავლი გრძნეულის შელოცვებიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლოთ გრძნეულის შელოცვების სიის სხვა შელოცვით, რომელიც ასევე იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები.

შელოცვის უნარი (Spellcasting Ability)[]

გრძნეულის შელოცვებისთვის თქვენი შელოცვის უნარი ქარიზმა?. როდესაც შელოცვა შელოცვის უნარს მოითხოვს, საამისოდ თქვენს ქარიზმას გამოიყენებთ. მეტიც, თქვენ სწორედ ქარიზმის მოდიფიკატორს იყენებთ, როდესაც თქვენ მიერ დასახრული გრძნეულის შელოცვებისთვის თავდაცვითი გაგორების DC-ს (სირთულის კლასს) განსაზღვრავთ, აგრეთვე მაშინ, როდესაც შესატევად იყენებთ ამ შელოცვას.

შელოცვისგან თავდაცვის DC? = 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი

შელოცვით შეტევის მოდიფიკატორი? = თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი

შელოცვის ფოკუსი (Spellcasting Focus)[]

თქვენი გრძნეულის შელოცვებისთვის შელოცვის ფოკუსად შეგიძლიათ იდუმალი ფოკუსი გამოიყენოთ.

გრძნეულური წარმომავლობა (Sorcerous Origin)[]

აირჩიეთ გრძნეულური წარმომავლობა, რომელიც აღწერს თქვენი თანდაყოლილი ჯადოსნური ძალის წყაროს. თქვენი არჩევანი მახასიათებლებს გძენთ არჩევისას, 1-ლ დონეზე, აგრეთვე მე-6, მე-14 და მე-18 დონეებზე.

მაგიის წყარო (Font of Magic)[]

მე-2 დონიდან თქვენ იღებთ გრძნების ქულებს, რომლებიც მრავალმხრივი ჯადოსნური ეფექტების შექმნის საშუალებას გაძლევთ.

გრძნების ქულები (Sorcery Points)[]

თქვენი 2 გრძნების ქულა გაქვთ და დამატებით 1 ქულას იღებთ ამ კლასში დონეზე ასვლისას, მაქსიმუმ 20 ქულას მე-20 დონეზე. თქვენ არ შეგიძლიათ, იმაზე მეტი გრძნების ქულის ქონა, ვიდრე ეს გრძნეულის ცხრილის თქვენი დონის შესაბამის ველშია ნაჩვენები. ყველა დახარჯულ გრძნების ქულას იბრუნებთ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ.

მოქნილი სახრვა (Flexible Casting)[]

თქვენი გრძნების ქულების გამოყენება დამატებითი შელოცვის სლოტების მისაღებადაც შეგიძლიათ ან შეგიძლიათ, შელოცვის სლოტები დახარჯვის სანაცვლოდ დამატებითი გრძნების ქულები მიიღოთ. უფრო მაღალ დონეებზე ასვლისას გრძნების ქულების სხვა გამოყენებებსაც ისწავლით.

შელოცვის სლოტების? შექმნა: შეგიძლიათ, დაუხარჯავი გრძნების ქულები შელოცვის ერთ სლოტად გარდაქმნათ თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით. შექმნილი შელოცვის სლოტები ქრება ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენებია განსაზღვრული დონის შელოცვის სლოტის შექმნისთვის საჭირო გრძნების ქულების რაოდენობები. თქვენ არ შეგიძლიათ მე-5-ზე უფრო მაღალი დონის შელოცვის სლოტის შექმნა.

სლოტის დონე ღირებულება
1-ლი 2
მე-2 3
მე-3 5
მე-4 6
მე-5 7

შელოცვის სლოტის? გრძნების ქულებად? გარდაქმნა: თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ დახარჯოთ შელოცვის ერთი სლოტი და მიიღოთ ამ სლოტის დონის ტოლი გრძნების ქულები.

მეტამაგია (Metamagic)[]

მე-3 დონეზე ქვემოთ ჩამოთვლილი მეტამაგიის სახეებიდან სასურველ ორს ირჩევთ. დამატებით თითოს არჩევა შეგიძლიათ მე-10 და მე-17 დონეებზე.

შელოცვის დასახრვისას მასზე მეტამაგიის მხოლოდ ერთი სახის გამოყენება შეგიძლიათ, თუკი სხვაგვარად არ არის მითითებული.

ფრთხილი შელოცვა (Careful Spell)[]

როდესაც ისეთ შელოცვას სახრავთ, რომელიც სხვა არსებებს თავდაცვითი გაგორებების შესრულებას აიძულებს, შეგიძლიათ, ამ არსებათაგან ზოგიერთი შელოცვის სრული ძალისგან დაიცვათ. ამის გასაკეთებლად უნდა დახარჯოთ 1 გრძნების ქულა და აირჩიოთ ამ არსებათაგან რამდენიმე მაქსიმუმ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით (მინიმუმ 1). არჩეული არსება/არსებები ავტომატურად წარმატებით ახორციელებენ თავდაცვით გაგორებას ამ შელოცვის წინააღმდეგ.

შორი შელოცვა (Distant Spell)[]

როდესაც ისეთ შელოცვას სახრავთ, რომლის მანძილიც 5 ფუტი ან მეტია, შეგიძლიათ, დახარჯოთ 1 გრძნების ქულა და გააორმაგოთ ამ შელოცვის მანძილი. ისეთი შელოცვის დასახრვისას კი, რომლის მანძილიც შეხებაა, შეგიძლიათ, 1 გრძნების ქულის სანაცვლოდ მისი მანძილი 30 ფუტი გახადოთ.

გაძლიერებული შელოცვა (Empowered Spell)[]

როდესაც შელოცვისთვის ზიანს აგორებთ, შეგიძლიათ, 1 გრძნების ქულა დახარჯოთ და ხელახლა გააგოროთ ზიანის კამათლები მაქსიმუმ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლ რაოდენობაჯერ (მინიმუმ ერთხელ). თქვენ აუცილებლად ახალი გაგორებები უნდა გამოიყენოთ.

გაძლიერებული შელოცვის გამოყენება მაშინაც შეგიძლიათ, როდესაც შელოცვის დასახრვისას მეტამაგიის სხვა სახესაც იყენებთ.

გახანგრძლივებული შელოცვა (Extended Spell)[]

ისეთი შელოცვის დასახრვისას, რომლის ხანგრძლივობაც 1 წუთი ან მეტია, შეგიძლიათ, 1 გრძნების ქულა გამოიყენოთ და გააორმაგოთ მისი ხანგრძლივობა, მაქსიმუმ 24 საათამდე.

ამაღლებული შელოცვა (Heightened Spell)[]

ისეთი შელოცვის დასახრვისას, რომელიც არსებას მის ეფექტებთან გასაძალიანებლად თავდაცვით გაგორებას ასრულებინებს, შეგიძლიათ, 3 გრძნების ქულა დახარჯოთ და შელოცვის ერთ სამიზნეს არახელსაყრელობა? შეუქმნათ ამ შელოცვის წინააღმდეგ გაგორებულ პირველ თავდაცვით გაგორებაზე.

დაჩქარებული შელოცვა (Quickened Spell)[]

ისეთი შელოცვის დასახრვისას, რომლის დასახრვის დროც 1 მოქმედებაა, შეგიძლიათ, 2 გრძნების ქულა დახარჯოთ და სახრვის დრო ამ დასახრვისთვის 1 ბონუს-მოქმედება გახადოთ.

დახვეწილი შელოცვა (Subtle Spell)[]

შელოცვის დასახრვისას შეგიძლიათ, 1 გრძნების ქულა დახარჯოთ და ის სომატური და ვერბალური კომპონენტების გარეშე დასახროთ.

გაორებული შელოცვა (Twinned Spell)[]

ისეთი შელოცვის დასახრვისას, რომელიც მხოლოდ ერთ არსებას უმიზნებს და რომლის მანძილიც „საკუთარი თავი“ არ არის, შეგიძლიათ, შელოცვის დონის შესაბამისი რაოდენობის გრძნების ქულა დახარჯოთ და შელოცვით იმოქმედოთ მეორე არსებაზეც[1], რომელიც იმავე შელოცვის რადიუსშია (1 გრძნების ქულა, თუკი შელოცვა გრძნებვაა).

გაორებული შელოცვის შესასრულებლად აუცილებელია, შელოცვას არ შეეძლოს ერთზე მეტი სამიზნის ყოლა შელოცვის ამჟამინდელ დონეზე. მაგალითად, შეუძლებელია, გააოროთ ჯადოსნური სრევი? შელოცვა, მაგრამ შეგიძლიათ ცეცხლოვანი სრილი? გაორება.

უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]

მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.

გრძნეულური აღდგენა (Sorcerous Restoration)[]

მე-20 დონეზე 4 დახარჯულ გრძნების ქულას იღებთ ხანმოკლე დასვენების შემდეგ.

დრაკონული მოდგმა (Draconic Bloodline)[]

თქვენი თანდაყოლილი მაგია მომდინარეობს დრაკონული მაგიიდან, რომელიც თქვენს ან თქვენი წინაპრების სისხლს შეერია. უმეტესწილად ამ წარმომავლობის გრძნეულების ჩამომავლობა უკავშირდება უხსოვარი ხანის ძლევამოსილ გრძნეულს, რომელმაც შეთანხმება დადო დრაკონთან ან რომელსაც შეიძლება დრაკონი მშობელიც კი ჰყავდა. ამ მოდგმათაგან ზოგიერთი საკმაოდ დამკვიდრებულია სამყაროში, თუმცა მათი უმეტესობა ნაკლებადაა ცნობილი. ნებისმიერი გრძნეული შეიძლება პირველი იყოს ახალ მოდგმაში პაქტის ან რაიმე სხვა, გამორჩეული პირობის შედეგად.

წინაპარი დრაკონი (Dragon Ancestor)[]

1-ლ დონეზე თქვენ წინაპრად ირჩევთ განსაზღვრული ტიპის დრაკონს. თითოეულ დრაკონთან ასოცირებული ზიანის ტიპი მოგვიანებით გამოიყენება ამ წარმომავლობის მახასიათებლებში.

დრაკონი ზიანის ტიპი
შავი მჟავური
ლურჯი ელვის
თითბრისფერი ცეცხლოვანი
ბრინჯაოსფერი ელვის
სპილენძისფერი მჟავური
ოქროსფერი ცეცხლოვანი
მწვანე საწამლავის
წითელი ცეცხლოვანი
ვერცხლისფერი სუსხის
თეთრი სუსხის

შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ დრაკონულად. გარდა ამისა, როდესაც დრაკონებთან ინტერაქციისას ქარიზმის შემოწმება ასრულებთ, თქვენი გაწაფულობის ბონუსი? ორმაგდება ამ შემოწმებისთვის, თუკი ის საერთოდ მიესადაგება მას.

დრაკონული ამტანობა (Draconic Resilience)[]

1-ლ დონეზე თქვენი სიცოცხლის ქულების მაქსიმუმი იზრდება 1-ით და კიდევ დამატებით 1-ით, როდესაც ამ კლასში ადიხართ დონეზე. ამასთანავე თქვენი კანის ნაწილები დაფარულია დრაკონისმაგვარი ქერცლის თხელი ფენით. როდესაც არ გაცვიათ აბჯარი, თქვენი აბჯრის კლასი? (AC) 13-ს + თქვენი სიმარჯვის მოდიფიკატორის ტოლია.

ელემენტური ბუნება (Elemental Affinity)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც სახრავთ შელოცვას, რომელიც თქვენი წინაპარი დრაკონის ზიანის ტიპთანაა ასოცირებული, ზიანს თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი ემატება. დამატებითი ზიანი შელოცვის ზიანის ერთ გაგორებას ემატება და არა — რამდენიმეს. ამავდროულად შეგიძლიათ, 1 გრძნების ქულა დახარჯოთ, რათა ამ ტიპის ზიანისადმი მდგრადობა შეიძინოთ 1 საათის განმავლობაში.

დრაკონის ფრთები (Dragon Wings)[]

მე-14 დონიდან თქვენ შეგიძლიათ, დრაკონული ფრთების წყვილი გამოშალოთ თქვენი ზურგიდან, რაც თქვენი ამჟამინდელი სიჩქარის ტოლი რაოდენობის ფრენის სიჩქარეს განიჭებთ. ამ ფრთების გამოშლა თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ. ისინი რჩება მანამ, სანამ მათ არ გააქრობთ თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების გამოყენებით.

თქვენ არ შეგიძლიათ ფრთების გამოშლა, როცა გაცვიათ აბჯარი, თუკი ეს აბჯარი სპეციალურად მათზე მორგებული არ არის, სამოსი კი, რომელიც არ არის მორგებული ფრთებს, შეიძლება განადგურდეს ფრთების გამოშლისას.

დრაკონული თანაობა (Draconic Presence)[]

მე-18 დონიდან მოყოლებული, შეგიძლიათ, მოქმედების სახით დახარჯოთ 5 გრძნების ქულა, რათა გამოიყენოთ ეს ძალა და 60 ფუტის რადიუსში გამოასხივოთ კრძალვის ან შიშის აურა (თქვენი სურვილისამებრ). 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ არ დაკარგავთ კონცენტრაციას, თითოეულმა მტრულმა არსებამ, რომელიც ამ აურის ფარგლებში დაიწყებს საკუთარ სვლას, უნდა გადალახოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოინუსხება? (თუკი აირჩევთ კრძალვას) ან შეშინდება (თუკი აირჩევთ შიშს) აურის ხანგრძლივობის ბოლომდე. არსება, რომელიც გადალახავს ამ თავდაცვით გაგორებას, თქვენი აურისადმი შეუვალი ხდება შემდეგი 24 საათის განმავლობაში.

ლანდური მაგია (Shadow Magic)[]

(Xanathar's Guide to Everything)

თქვენ ლანდური ქმნილება ხართ, რადგან თქვენი თანდაყოლილი მაგია თვით ეულანდიდან მოდის. შესაძლოა, თქვენი ჩამომავლობა უკავშირდებოდეს ამ ადგილის რომელიმე ქმნილებას ან შესაძლოა, თქვენზე მისმა დაუნდობელმა ენერგიამ იმოქმედა და გარდაგქმნათ.

ლანდური მაგიის ძალა უცნაურ საბურველს აკრავს თქვენს ფიზიკურობას. სიცოცხლის ის ნაპერწკალი, რომელიც გასულდგმულებთ, დახშულია, თითქოს მას უჭირს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება იმ ბნელი მაგიის წინააღმდეგ, რომელიც თქვენს სულშია ჩანერგილი.

ბნელეთის თვალები (Eyes of the Dark)[]

1-ლი დონიდან დაწყებული თქვენ გაქვთ მრუმზერა 120 ფუტის რადიუსით.

როდესაც ამ კლასში მე-3 დონეზე ადიხართ, თქვენ სწავლობთ წყვდიადი? შელოცვას, რომელიც თქვენი გრძნეულის ნასწავლი შელოცვების რაოდენობაში არ შედის. მეტიც, მისი დასახრვა ორნაირად შეგიძლიათ: 2 გრძნების ქულის დახარჯვით ან შელოცვის სლოტის გამოყენებით. თუკი მას გრძნების ქულებით დასახრავთ, ამ შელოცვით გაჩენილ სიბნელეში დანახვა შეგიძლიათ.

სამარის სიძლიერე (Strength of the Grave)[]

1-ლი დონიდან, როდესაც ზიანს 0 სიცოცხლის ქულაზე ჩამოყავხართ, შეგიძლიათ, ქარიზმის თავდაცვითი გაგორება (DC 5 + მიღებული ზიანი) შეასრულოთ. წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში თქვენ სანაცვლოდ 1 სიცოცხლის ქულაზე ჩამოდიხართ. ამ მახასიათებლის გამოყენება არ შეგიძლიათ, თუკი 0 სიცოცხლის ქულაზე სხივური ზიანი? ან კრიტიკული დარტყმა? ჩამოგიყვანთ.

წარმატებული თავდაცვის შემდეგ ამ მახასიათებლის ხელახალი გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ავბედითი მწევარი (Hound of Ill Omen)[]

მე-6 დონიდან შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედების სახით დახარჯოთ 3 გრძნების ქულა და ჯადოსნურად გამოიძახოთ ავბედითი მწევარი, რათა ის აედევნოს თქვენგან 120 ფუტის რადიუსში მყოფ არსებას, რომელსაც ხედავთ. მწევარი მგელსაზარას ქულებს იყენებს შემდეგი ცვლილებებით:

  • მწევარი საშუალო ზომისაა და არა — დიდი და ის ურჩხულისად მიიჩნევა და არა — მხეცად.
  • ის ჩნდება თქვენი გრძნეულის დონის ნახევრის ტოლი დროებითი სიცოცხლის ქულით.
  • მას შეუძლია სხვა არსებებსა და ობიექტებში გავლა, თითქოს ისინი რთული ლანდშაფტი? იყოს. მწევარი 5 ძალის ზიანს? იღებს, თუკი ის საკუთარ სვლას ობიექტის შიგნით დაასრულებს.
  • საკუთარი სვლის დასაწყისში მწევარმა ავტომატურად იცის სამიზნის ადგილმდებარეობა. თუკი სამიზნე დამალული იყო, ის აღარ არის დამალული მწევრისგან.

მწევარი ჩნდება სამიზნისგან 30 ფუტის რადიუსში არსებულ სასურველ თავისუფალ სივრცეში. გააგორეთ ინიციატივა? მწევრისთვის. საკუთარ სვლაზე მას შეუძლია მხოლოდ სამიზნისკენ ყველაზე პირდაპირი გზით გადაადგილება, მოქმედებას კი მხოლოდ ამ სამიზნისთვის შესატევად იყენებს. მწევარს შეუძლია გამოჭერითი შეტევების? შესრულება, მაგრამ მხოლოდ სამიზნის წინააღმდეგ. გარდა ამისა, როდესაც მწევარი სამიზნისგან 5 ფუტშია, სამიზნე არახელსაყრელობით? ახორციელებს თავდაცვით გაგორებებს თქვენ მიერ დასახრული შელოცვების წინააღმდეგ. მწევარე ქრება, თუკი ის 0 სიცოცხლის ქულაზე ჩამოვა, თუკი მისი სამიზნე ჩამოვა 0 სიცოცხლის ქულაზე ან 5 წუთის შემდეგ.

ლანდური სვლა (Shadow Walk)[]

მე-14 დონეზე, როდესაც მკრთალ სინათლეში ან სიბნელეში ხართ, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედების გამოყენებით მაგიურად ტელეპორტირდეთ 120 ფუტის რადიუსში არსებულ თავისუფალ სივრცეში, რომელსაც ხედავთ და რომელიც ასევე მკრთალ სინათლეში ან სიბნელეშია.

ჩრდილური ფორმა (Umbral Form)[]

მე-18 დონიდან შეგიძლიათ, 6 გრძნების ქულა დახარჯოთ ბონუს-მოქმედების სახით, რათა მაგიურად გარდაისახოთ ჩრდილურ ფორმაში. ამ ფორმაში თქვენ მდგრადობა? გაქვთ ყველა ტიპის ზიანის მიმართ, ძალისა? და სხივური ზიანი? გარდა, და შეგიძლიათ სხვა არსებებსა და ობიექტებში ისე გაიაროთ, თითქოს ისინი რთული ლანდშაფტი? იყოს. თქვენ 5 ძალის ზიანს? იღებთ, თუკი საკუთარ სვლას ობიექტის შიგნით დაასრულებთ.

თქვენ ამ ფორმაში 1 წუთის განმავლობაში რჩებით. ის უფრო ადრე მთავრდება, თუკი თქვენ არაქმედუნარიანი? გახდებით, მოკვდებით ან თუ გააუქმებთ მას ბონუს-მოქმედების გამოყენებით.

ქარიშხლის მგრძნებელობა (Storm Sorcery)[]

(Xanathar's Guide to Everything)

თქვენი თანდაყოლილი მაგია მომდინარეობს ელემენტური ჰაერის ძალიდან. ამ ძალის მქონე მრავალი არსების მაგიის ჩამომავლობა უკავშირდება იმ სიკვდილისპირა გამოცდილებას, რომელიც გამოიწვია „დიდმა წვიმამ“, თუცა შესაძლოა, თქვენ დაიბადეთ უძლიერესი ქარიშხლის დროს, რომლის შესახებაც ხალხი დღემდე ყვება ისტორიებს, ან თქვენი მოდგმა შეიძლება მოიცავდეს ჰაერის ძლიერი ქმნილებების, მაგალითად, ვაატის ან ჯინის, გავლენას. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ქარიშხლის მაგია თქვენს არსშია გამჯდარი.

ქარიშხლის გრძნეულები გემის ეკიპაჟის ფასდაუდებელი წევრები არიან. მათი მაგია ამ გრძნეულებს საშუალებას აძლევს, მართონ ქარი და ამინდი ახლომდებარე არეალში. მათი უნარები აგრეთვე გამოსადეგია საჰუაგინების, მეკობრეებისა და სხვა საზღვაო საფრთხეების მოსაგერიებლად.

ქარმეტყველი (Wind Speaker)[]

შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ პირველყოფილ ენაზე.

ამ ენის ცოდნა საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ და გააგებინოთ ამ ენის დიალექტებზე მოსაუბრეებს. პირველყოფილი ენის დიალექტებია აქუანი, აურანი, იგნანი და ტერანი.

მშფოთვარე მაგია (Tempestuous Magic)[]

1-ლ დონეზე შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ, რათა ელემენტური ჰაერის მბრუნავი ქროლვა მყისიერად შემოგეხვიოთ მანამ ან მას შემდეგ, რაც 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვას დასახრავთ. ამის გაკეთება საშუალებას გაძლევთ, 10 ფუტამდე სიმაღლეზე აფრინდეთ ისე, რომ გამოჭერითი შეტევების? პროვოცირება არ მოახდინოთ.

ქარიშხლის გული (Heart of the Storm)[]

მე-6 დონეზე თქვენ მდგრადობა? იძენთ ელვისა? და ქუხილის ზიანებისადმი?. გარდა ამისა, როდესაც თქვენ სახრავთ 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვას, რომელიც აყენებს ელვის ან ქუხილის ზიანს, თქვენგან ქარიშხლის მაგია იფრქვევა. ამ ამოფრქვევის შედეგად თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფი სასურველი არსებები იღებენ ელვის ან ქუხილის ზიანს (აირჩიეთ ამ უნარის გააქტიურებისას ყოველ ჯერზე) თქვენი გრძნეულის დონის ნახევარის ტოლი ოდენობით.

ქარიშხლის მეგზური (Storm Guide)[]

მე-6 დონიდან თქვენ იძენთ თქვენ გარშემო ამინდის ნატიფად მართვის უნარს.

თუკი წვიმს, შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ, რათა შეწყვიტოთ წვიმა თქვენგან 20 ფუტის რადიუსში. ამ ეფექტის დამთავრება ბონუს-მოქმედებით შეგიძლიათ.

თუკი ქარია, შეგიძლიათ თითოეულ რაუნდში გამოიყენოთ თქვენი ბონუს-მოქმედება, რათა აირჩიოთ მიმართულება, რომლითაც ქარი იტრიალებს თქვენ გარშემო არსებულ 100-ფუტიან სფეროში. ქარი ამ მიმართლებით ქრის თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე. ეს მახასიათებელი არ ცვლის ქარის სიჩქარეს.

ქარიშხლის სიშმაგე (Storm's Fury)[]

მე-14 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ მოგხვდებათ ახლო შეტევა, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და შემტევს ელვის ზიანი? მიაყენოთ. ეს ზიანი თქვენი გრძნეულის დოლის ტოლია. შემტევმა აგრეთვე უნდა შეასრულოს ძალის თავდაცვითი გაგორება თქვენი გრძნეულის შელოცვისგან თავდაცვის სირთულის კლასის წინააღმდეგ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში ის თქვენგან 20 ფუტით უკან მოისროლება წირზე.

ქარის სული (Wind Soul)[]

მე-18 დონიდან თქვენ შეუვალობა? გაქვთ ელვისა? და ქუხილის ზიანების? მიმართ. გარდა ამისა, თქვენ მაგიური ფრენის სიჩქარე გაქვთ 60 ფუტის ოდენობით. მოქმედების სახით შეგიძლიათ თქვენი ფრენის სიჩქარე 30 ფუტამდე შეამციროთ 1 საათის განმავლობაში და აირჩიოთ 3-ს + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი ოდენობის არსებები თქვენგან 30 ფუტში. არჩეული არსებები 1 საათის განმავლობაში იძენენ ფრენის სიჩქარეს 30 ფუტის ოდენობით. როდესაც ამგვარად შეამცირებთ თქვენი ფრენის სიჩქარეს, ამის კვლავ გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

ღვთიური სული (Divine Soul)[]

(Xanathar's Guide to Everything)

ზოგჯერ მაგიის ის ნაპერწკალი, რომელიც გრძნეულს ძალას აძლევს, მომდინარეობს ღვთიური წყაროსგან, რომელიც მკრთალად ციმციმებს მის სულში. ამგვარი ნეტარი სულის ქონა იმის ნიშანია, რომ თქვენი თანდაყოლილი მაგია შეიძლება მოდიოდეს რაიმე ღვთაებასთან არსებული შორეული, მაგრამ მძლავრი, მემკვიდრული კავშირისგან. შესაძლოა, თქვენი წინაპარი ანგელოზი იყო, რომელიც მოკვდავად გარდაისახა და ღმერთის სახელით იბრძოდა, ან იქნებ თქვენი დაბადება უძველესი წინასწარმეტყველების მოსწავებული იყოს, რაც თქვენ ღმერთების მსახურად ან ღვთიური ენერგიის რჩეულ ჭურჭლად გაქცევთ.

ბუნებრივი მიმზიდველობის მქონე ღვთიურ სულს ზოგი რელიგიური იერარქია საფრთხედ განიხილავს: ზეციური ძალის განმგებ გრძნეულებს შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ არსებულ წესრიგს და ღვთიურობასთან პირდაპირ კავშირზე განაცხადონ პრეტენზია.

ზოგიერთ კულტურაში მხოლოდ ღვთიური სულის მქონეთ შეუძლიათ რელიგიური ძალის სათავეში ყოფნა. ასეთ მიწებში საეკლესიო თანამდებობები მეტწილად რამდენიმე საგვარეულოს ხელშია და თაობების განმავლობაში ინახება.

ღვთიური მაგია (Divine Magic)[]

თქვენი კავშირი ღვთიურობასთან საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ შელოცვები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მოციქული? კლასთანაა დაკავშირებული. როდესაც თქვენი შემლოცველობის მახასიათებელი საშუალებას მოგცემთ, გრძნეულის გრძნებვა ან 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვა ისწავლოთ, შეგიძლიათ, ახალი გრძნებვა/შელოცვა აირჩიოთ მოციქულის შელოცვების სიიდან ან გრძნეულის შელოცვების სიიდან. სხვა მხრივ, შელოცვის არჩევისთვის განკუთვნილი ყველა სხვა შეზღუდვა უნდა გაითვალისწინოთ, არჩეული შელოცვა კი თქვენთვის გრძნეულის შელოცვად განიხილება.

გარდა ამისა, აირჩიეთ თქვენ ღვთიური ძალის წყაროს ბუნება: სიკეთე, ბოროტება, წესრიგი, ქაოსი ან ნეიტრალურობა. ამ ბუნების მიხედვით თქვენ დამატებით შელოცვას სწავლობთ, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები. თქვენთვის ეს შელოცვა გრძნეულის შელოცვაა, თუმცა ის თქვენი გრძნეულის ნასწავლი შელოცვების რაოდენობაში არ მოიაზრება. თუკი მოგვიანებით ჩაანაცვლებთ ამ შელოცვას, ის აუცილებლად მოციქულის შელოცვების სიაში არსებული სხვა შელოცვით უნდა ჩაანაცვლოთ.

ღვთიური მაგიის შელოცვები?
ბუნება შელოცვა
სიკეთე ჭრილობების განკურნება?
ბოროტება ჭრილობების მიყენება?
წესრიგი დალოცვა?
ქაოსი ჭირი?
ნეიტრალურობა ბოროტებისა და სიკეთისგან მფარველობა?

ღმერთების რჩეული (Favored by the Gods)[]

1-ლი დონიდან დაწყებული, თუკი თქვენ წარუმატებლად შეასრულებთ თავდაცვით გაგორებას ან ააცელთ შეტევით გაგორებას, შეგიძლიათ, გააგოროთ 2d4 და ამოსული რიცხვები დაუმატოთ ჯამს, რაც პოტენციურად შეცვლის შედეგს. ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

გაძლიერებული განკურნება (Empowered Healing)[]

მე-6 დონიდან, როდესაც თქვენ ან თქვენგან 5 ფუტში მყოფი მოკავშირე აგორებს კამათლებს იმის განსასზღვრად, თუ რამდენ სიცოცხლის ქულას აღადგენს შელოცვა, შეგიძლიათ, ერთი გრძნების ქულა დახარჯოთ და ხელახლა გააგოროთ ეს კამათელი/კამათლები, თუკი არაქმედუნარიანი? არ ხართ. ამ მახასიათებლსი გამოყენება სვლაში ერთხელ შეგიძლიათ.

იმქვეყნიური ფრთები (Otherworldly Wings)[]

მე-14 დონეზე თქვენ ბონუს-მოქმედების გამოყენებით შეგიძლიათ გამოშალოთ მოჩვენებითი ფრთების წყვილი თქვენი ზურგიდან. სანამ ეს ფრთები გაქვთ, თქვენ იძენთ ფრენის სიჩქარეს 30 ფუტის ოდენობით. ფრთები ნარჩუნდება მანამ, სანამ თქვენ არ გახდებით არაქმედუნარიანი?, მოკვდებით ან ბონუს-მოქმედებით არ გააქრობთ მათ.

ღვთიური მაგიის თქვენ მიერ არჩეული ბუნება განსაზღვრავს მოჩვენებითი ფრთების სახეს: არწივის ფრთები სიკეთის ან წესრიგის შემთხვევაში, ღამურის ფრთები ბოროტების ან ქაოსის დროს და ნემსიყლაპიას ფრთები, თუკი ნეიტრალურობას აირჩევთ.

არამიწიერი აღდგენა (Unearthly Recovery)[]

მე-18 დონიდან, როდესაც სიცოცხლის ქულების ნახევარზე ნაკლები გაქვთ დარჩენილი, თქვენ ბონუს-მოქმედებით შეგიძლიათ თქვენი სიცოცხლის ქულების მაქსიმუმის ნახევარი აღიდგინოთ.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ველური მაგია (Wild Magic)[]

თქვენი თანდაყოლილი მაგია მომდინარეობს ქაოსის ველური ძალებისგან, რომლებიც სამყაროს საფუძველს წარმოადგენს. შესაძლოა, თქვენ ამა თუ იმ ფორმის დაუმუშავებელი მაგიის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდით, რომელიც გამოდინდა ლიმბოში მიმავალი პორტალიდან, ელემენტური სკნელებიდან ან იდუმალი შორეული სამეფოდან. შესაძლოა, თქვენ დაგლოცათ ძლევამოსილმა ფეი? ან მოგნიშნათ დემონმა. ან იქნებ თქვენი მაგია თქვენი დაბადების შემთხვევითი შედეგია ყოველგვარი მიზეზისა თუ მიზნის გარეშე. როგორც არ უნდა იყოს, ეს ქაოსური მაგია თქვენშია ადღვებილი და ნებისმიერ სახის შესაძლებლობას ელოდება გამოსათავისუფლებლად.

ველური მაგიის მოზღვავება (Wild Magic Surge)[]

1-ლ დონეზე, მას შემდეგ, რაც თქვენ გრძნეულის 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვას დასახრავთ, DM-მა შეიძლება გთხოვოთ d20-ის გაგორება. თუკი ამოგივათ 1, გააგორეთ „ველური მაგიის მოზღვავების“ ცხრილის (იხილეთ ქვემოთ) შესაბამისად, რათა შექმნათ შემთხვევითი მაგიური ეფექტი. მოზღვავება სვლაში ერთხელაა შესაძლებელი. თუკი მოზღვავების ეფექტი შელოცვაა, ის ზედმეტად ველურია საიმისოდ, რომ მასზე მეტამაგიით იმოქმედოთ. თუკი მას ჩვეულებრივ კონცენტრაცია სჭირდება, ის ამ შემთხვევაში აღარაა საჭირო და შელოცვა თავისი სრული ხანგრძლივობით გრძელდება.

ქაოსის ნაკადი (Tides of Chaos)[]

1-ლი დონიდან თქვენ შეგიძლიათ, ხელსაყრელობა? მიიღოთ ერთ შეტევით გაგორებაზე, უნარის შემოწმებაზე ან თავდაცვით გაგორებაზე. ამის გაკეთების შემდეგ ამ მახასიათებლის ხელახლა გამოსაყენებლად უნდა დაასრულოთ ხანგრძლივი დასვენება.

სანამ ამ მახასიათებელს აღიდგენთ, DM-ს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგთხოვოთ „ველური მაგიის მოზღვავების“ ცხრილის შესაბამისად გაგორება, როდესაც დასახრავთ გრძნეულის 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვას. შემდეგ თქვენ იბრუნებთ ამ მახასიათებლის გამოყენების მცდელობას.

იღბლის დამორჩილება (Bend Luck)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც არსება, რომელსაც ხედავთ, ასრულებს შეტევით გაგორებას, უნარის შემოწმებას ან თავდაცვით გაგორებას, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და დახარჯოთ 2 გრძნების ქულა, რათა გააგოროთ 1d4 და გაგორებული რიცხვის ბონუსის ან ჯარიმის სახით (სურვილისამებრ) დაუმატოთ არსების გაგორებას. ამის გაკეთება შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც არსება გააგორებს, მაგრამ მანამ, სანამ გაგორების ეფექტები ამოქმედდება.

მართული ქაოსი (Controlled Chaos)[]

მე-14 დონიდან, როდესაც „ველური მაგიის მოზღვავების“ ცხრილის შესაბამისად აგორებთ, შეგიძლიათ, ორჯერ გააგოროთ და ნებისმიერი აირჩიოთ.

შელოცვის დაშენა (Spell Bombardment)[]

მე-18 დონიდან დაწყებული, როდესაც შელოცვის ზიანს გააგორებთ და რომელიმე გაგორებაზე კამათლის შესაძლო მაქსიმუმი ამოვა, შეგიძლიათ, ამ კამათლებიდან ერთ-ერთი აირჩიოთ, ხელახლა გააგოროთ და ამოსული რიცხვი ზიანს დაუმატოთ. ამ მახასიათებლის გამოყენება მხოლოდ სვლაში ერთხელ შეგიძლიათ.

ველური მაგიის მოზღვავების ცხრილი[]

ველური მაგიის მოზღვავება
d100 ეფექტი d100 ეფექტი
01-02 თქვენი ყოველი შემდეგი სვლის დასაწყისში 1 წუთის განმავლობაში გააგორეთ ამ ცხრილის შესაბამისად და უგულებელყავით ეს შედეგი მომდევნო გაგორებებზე. 51-52 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ მახლობლად ლივლივს იწყებს მოჩვენებითი ფარი?, რომელიც +2 ბონუსს გძენთ აბჯრის კლასზე? (AC) და ჯადოსნური სრევი? წინააღმდეგ შეუვალს გხდით.
03-04 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი უჩინარი? არსების დანახვა, თუკი ის თქვენს თვალსაწიერშია. 53-54 შემდეგი 5d6 დღის განმავლობაში თქვენ შეუვალი ხართ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მიმართ.
05-06 თქვენგან 5 ფუტში თავისუფალ ადგილას ჩნდება DM-ის მიერ არჩეული და მართული მოდრონი, რომელიც 1 წუთის შემდეგ ქრება. 55-56 თქვენ თმა გცვივდებათ, მაგრამ ხელახლა იზრდება შემდეგი 24 საათის განმავლობაში.
07-08 თქვენ მე-3 დონეზე სახრავთ ცეცხლოვან ბურთს? თქვენზე ცენტრირებით. 57-58 შემდეგი წუთის განმავლობაში, ნებისმიერ აალებად ნივთს, რომელსაც ეხებით და სხვა არსება არ ატარებს, ცეცხლი ეკიდება.
09-10 თქვენ მე-5 დონეზე სახრავთ ჯადოსნურ სრევს?. 59-60 თქვენ აღიდგენთ თქვენი ყველაზე დაბალი დონის დახარჯულ შელოცვის სლოტს.
11-12 გააგორეთ d10. თქვენი სიმაღლე იცვლება გაგორების ტოლი რაოდენობის დუიმით (2,54 სმ). თუკი გაგორება კენტია, თქვენ პატარავდებით, ხოლო თუ ლუწი — იზრდებით. 61-62 შემდეგი წუთის განმავლობაში საუბრისას თქვენ უნდა იყვიროთ.
13-14 თქვენ საკუთარ თავზე ცენტრირებით სახრავთ დაბნეულობა?. 63-64 თქვენ საკუთარ თავზე ცენტრირებით სახრავთ ნისლის ღრუბელი?.
15-16 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენი თითოეული სვლის დასაწყისში თქვენ აღიდგენთ 5 სიცოცხლის ქულას. 65-66 თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი სამამდე სასურველი არსება იღებს 4d10 ელვის ზიანს?.
17-18 თქვენ გეზრდებათ ბუმბულების გრძელი წვერი, რომელიც ნარჩუნდება მანამ, სანამ არ დააცემინებთ, რის შემდეგაც ბუმბულები თქვენი სახიდან ერთბაშად ფეთქდება. 67-68 თქვენ ყველაზე ახლო მყოფი არსებისგან შეშინებული? ხართ თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე.
19-20 თქვენ საკუთარ თავზე ცენტრირებით სახრავთ შეზეთვა?. 69-70 თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი თითოეული არსება შემდეგი წუთის განმავლობაში უჩინარი? ხდება. არსების უჩინრობა ქრება, როდესაც ის ვინმეს შეუტევს ან შელოცვას დასახრავს.
21-22 შემდეგი წუთის განმავლობაში არსებებს არახელსაყრელობა? აქვთ თქვენი შემდეგი ისეთი შელოცვის თავდაცვის გაგორებაზე, რომელიც ამას საჭიროებს. 71-72 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ ყველა ტიპის ზიანისადმი მდგრადობა? იძენთ.
23-24 თქვენი კანი ხასხასა ლურჯი ფერის ხდება. ამ ეფექტის დასრულება წყევლის მოხსნის? შელოცვას შეუძლია. 73-74 თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი შემთხვევითი არსება მოწამლული? ხდება შემდეგი 1d4 საათის განმავლობაში.
25-26 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენს შუბლზე ჩნდება თვალი. ამ დროის განმავლობაში თქვენ ხელსაყრელობით? ასრულებთ მხედველობაზე დამყარებულ სიბრძნის (აღქმის) შემოწმებებს. 75-76 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ მკაფიო სინათლეს ასხივებთ 30 ფუტის რადიუსში. ნებისმიერი არსება, რომელიც საკუთარ სვლას თქვენგან 5 ფუტში ამთავრებს, დაბრმავებული? მისი შემდეგი სვლის ბოლომდე.
27-28 შემდეგი წუთის განმავლობაში ყველა თქვენი შელოცვის, რომლის დასახრვის დროც ჩვეულებრივ 1 მოქმედებაა, დასახრვის დრო 1 ბონუს-მოქმედება ხდება. 77-78 თქვენ საკუთარ თავზე სახრავთ პოლიმორფს?. თუკი თავდაცვით გაგორებას ვერ გადალახავთ, შელოცვის ხანგრძლივობის განმავლობაში ცხვრად გადაიქცევით.
29-30 თქვენ ტელეპორტირდებით თქვენგან 60 ფუტის რადიუსში არსებულ სასურველ თავისუფალ ადგილას, რომელსაც ხედავთ. 79-80 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენგან 10 ფუტში ფარფატებს წარმოსახვითი პეპლები და ყვავილის გვირგვინის ფურცლები.
31-32 თქვენ გადადიხართ ასტრალურ სკნელში თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე, რომლის შემდეგაც ბრუნება იმ სივრცეში, რომელიც მანამდე გეკავათ, ან, თუკი ის დაკავებულია, ახლომდებარე თავისუფალ სივრცეში. 81-82 თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ ერთი დამატებითი მოქმედების შესრულება.
33-34 1 წუთის განმავლობაში, როდესაც შემდეგში დასახრავთ საზიანო შელოცვას, ამ შელოცვის ზიანი მაქსიმალურია. 83-84 თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი თითოეული არსება იღებს 1d10 ნეკროტულ ზიანს?. თქვენ აღიდგენთ მიყენებული ნეკროტული ზიანის ჯამური ოდენობის სიცოცხლის ქულას.
35-36 გააგორეთ 1d10. თქვენი ასაკი იცვლება გაგორების ტოლი რაოდენობის წლით. თუკი გაგორება კენტია, თქვენ ახალგაზრდავდებით (ხდებით არანაკლებ 1 წლისა), თუ ლუწია — ასაკი გემატებათ. 85-86 თქვენ სახრავთ სარკულ გამოსახულებას?.
37-38 თქვენგან 60 ფუტის რადიუსში არსებულ თავისუფალ ადგილებში ჩნდება DM-ის მიერ მართული 1d6 ფლამფი, რომელიც თქვენგან შეშინებული?. ისინი 1 წუთის შემდეგ ქრებიან. 87-88 თქვენ თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფ შემთხვევით არსებაზე სახრავთ ფრენა?.
39-40 თქვენ აღიდგენთ 2d10 სიცოცხლის ქულას. 89-90 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ უჩინარი? ხდებით. ამ დროის განმავლობაში სხვა არსებებს არ შეუძლიათ თქვენი ხმის გაგონება. უჩინრობა ქრება, თუკი თქვენ ვინმეს შეუტევთ ან შელოცვას დასახრავთ.
41-42 თქვენ ქოთნის მცენარედ გარდაიქმნებით თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე. მცენარედ ყოფნისას თქვენ არაქმედუნარიანი? ხართ და მოწყვლადობა? გაქვთ ყველა ტიპის ზიანის მიმართ. თუკი ამ დროს 0 სიცოცხლის ქულაზე ჩამოხვალთ, თქვენი ქოთანი ტყდება და თქვენ ჩვეულ ფორმას უბრუნდებით. 91-92 თუკი შემდეგი წუთის განმავლობაში მოკვდებით, თქვენ მომანტალურად გაცოცხლდებით, თითქოს თქვენზე რეინკარნაციის? შელოცვას ემოქმედოს.
43-44 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ თქვენს თითოეულ სვლაზე ბონუს-მოქმედების გამოყენებით შეგიძლიათ 20 ფუტის რადიუსში ტელეპორტირება. 93-94 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენი ზომა ერთ ზომითი კატეგორიით იზრდება.
45-46 თქვენ საკუთარ თავზე სახრავთ ლევიტაცია?. 95-96 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ და თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი ყველა არსება მოწყვლადი? ხდება მჩხვლეტი? ზიანის მიმართ.
47-48 თქვენგან 5 ფუტში არსებულ თავისუფალ ადგილას ჩნდება DM-ის მიერ მართული ცალრქა, რომელიც 1 წუთის შემდეგ ქრება. 97-98 შემდეგი წუთის განმავლობაში თქვენ გარშემოირტყმებით მსუბუქი, ჰაეროვანი მუსიკით.
49-50 თქვენ არ შეგიძლიათ ლაპარაკი შემდეგი წუთის განმავლობაში. როდესაც ლაპარაკს ცდილობთ, თქვენი პირიდან ოქროსფერი ბუშტუკები ამოდის. 99-00 თქვენ აღიდგენთ ყველა დახარჯულ გრძნების ქულას.

შენიშვნები[]

  1. იგულისხმება სხვა არსება, შესაბამისად, არ შეგიძლიათ, გაორებული შელოცვით ორჯერ იმოქმედოთ ერთსა და იმავე არსებაზე
Advertisement