D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

მე-6 დონის ილუზია?[1]

  1. PHB, 5.0, page 269
დასახრვის დრო? 1 მოქმედება?
მანძილი? 120 ფუტი
კომპონენტები? V, S, M (ცოტა მატყლი და სულ მცირე 25 ოქროს მონეტის ოდენობის ნეფრიტის მტვერი)
ხანგრძლივობა? სანამ იძულებით არ გააუქმებენ


თქვენ ქმნით, ნივთის, არსების ან სხვა რაიმე ფენომენის ილუზიას}}. რომელიც, 120 ფუტის რადიუსში მას შემდეგ გააქტიურდება, რაც კონკრეტული მოთხოვნები დაკმაყოფილდება. გააქტიურებამდე ილუზია შეუმჩნეველია. ილუზია არ უნდა იყოს 30 ფუტიან კუბზე დიდი ზომის. შელოცვის დასახრვისას თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თუ რას მოიმოქმედებს, თქვენ მიერ შექმნილი ილუზია}} და/ან რა ხმას გამოსცემს. ილუზიის თავისებურებების (ქცევა და ხმა) ხანგრძლივობა გასტანს არაუმეტეს 5 წუთი.

მას შემდეგ რაც თქვენ მიერ დასახელებული კონდიცია შეიქმნება, ილუზია}} გააქტიურდება და თქვენ მიერ წინასწარ გაწერილი პროგრამის შესაბამისად იმოქმედებს. მას შემდეგ რაც დაკისრებულ}} დავალებას შეასრულებს, ილუზია გაქრება და გადავა უმოქმედ რეჟიმში 10 წუთით. 10 წუთის გასვლის შემდეგ, ილუზიის}} გააქტიურება კვლავ შესაძლებელია.

კონკრეტული მოთხოვნა შესაძლებელია იყოს როგორც ზოგადი, ისე დეტალური. თუმცა აღსანიშნავია, რომ თქვენ მიერ წამოყენებული ხმოვანი თუ ვიზუალური კონდიცია 30 ფუტის რადიუსს არ უნდა ცდებოდეს. მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი თავის ილუზია}}, რომელიც სხვებს ხაფანგის არსებობის შესახებ გააფრთხილებს ან შეგიძლიათ ილუზია ისე დააპროგრამოთ}}, რომ მხოლოდ მაშინ გააქტიურდეს, როცა კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა იქნება წარმოთქმული.

ილუზიასთან ფიზიკური კონტაქტი მიახვედრებს ნებისმიერს, რომ ეს ილუზიაა}}, რადგანაც მასში გავლაა შესაძლებელი. ქმნილებას შეუძლია გამოიყენოს მოქმედება და დააკვირდეს მის წინ არსებულ სურათს, რათა დაადგინოს ილუზიაა თუ არა ის}}. ამისთვის საჭიროა წარმატებული ინტელექტის შემოწმების (გამოძიება) გაგორება შელოცვის თავდაცვის DC-ს წინააღმდეგ. თუ ქმნილება დაადგენს, რომ მის წინ ილუზიაა}}, შეძლებს, დაინახოს მის მიღმა და ნებისმიერი ხმა რასაც ილუზია გამოსცემს მისთვის არაფრისმთქმელი იქნება.

Advertisement