დასვენება არის მოთამაშეების მიერ განხორციელებადი შესვენების აღმნიშვნელი ტერმინი. დასვენების თითოეულ ტიპს აქვს საკუთარი ხანგრძლივობა და მის განმავლობში ხელმისაწვდომის განსაზღვრული მოქმედებები, თუმცა ყველა მათგანი მსუბუქი აქტივობის ტიპისაა, რათა პერსონაჟებს აღდგენის საშუალება მიეცეთ. დასვენების ორი მთავარი ტიპია ხანმოკლე და ხანგრძლივი დასვენებები.
თუკი დასვენებას რაღაც გაწყვეტს, პერსონაჟები დასვენების უპირატესობებს ვერ იღებენ მანამ, სანამ არ გააგრძელებენ დასვენებას. ზოგადად, ეს გაწყვეტა საკმაოდ ხანმოკლეა ხოლმე. თუკი მან ძალიან ბევრი დრო წაიღო, შესაძლოა, დასვენების ხელახლა დაწყება გახდეს საჭირო.
ხანმოკლე დასვენება (Short Rest)[]
ხანმოკლე დასვენება დაახლოებით ერთსაათიანი შესვენებაა. მართალია, არ არსებობს ოფიციალური ლიმიტი იმისა, თუ რამდენჯერაა ნებადართული ხანმოკლე დასვენების აღება ხანგრძლივ დასვენებებს შორის, მაგრამ უმეტესწილად ეს რიცხვი 1-დან 3-მდე მერყეობს.
ხანმოკლე დასვენების დროს მოთამაშეებს შეუძლიათ დახარჯონ სიცოცხლის კამათელი, რათა აღიდგინონ დაკარგული სიცოცხლის ქულები. პერსონაჟის სიცოცხლის კამათლების მაქსიმალური რაოდენობა მისი ჯამური დონის ტოლია. მას შეუძლია, ამათგან იმდენი დახარჯოს, რამდენიც მოესურვება, თუკი ჯამში თავის მაქსიმუმს არ გადააჭარბებს. აღდგენილი სიცოცხლის ქულების რაოდენობა უტოლდება შესრულებულ გაგორებაზე დამატებულ პერსონაჟის გამძლეობის? მოდიფიკატორს. პერსონაჟებს არ შეუძლიათ იმაზე მეტი სიცოცხლის ქულის აღდგენა, ვიდრე მათი მაქსიმუმია.
გაგორებული კამათლის ტიპი პერსონაჟის კლასით განისაზღვრება.
- 1d12: ბარბაროსი?
- 1d10: მებრძოლი?, პალადინი?, მზვერავი?
- 1d8: მგოსანი?, მოციქული?, დრუიდი?, ბერი?, მზირი?, მოგვი?
- 1d6: გრძნეული?, ჯადოქარი?
სიცოცხლის კამათლების დახარჯვასთან ერთად ზოგიერთი კლასი დამატებით სარგებელს იღებს ხანმოკლე დასვენებისგან. მაგალითად:
- მოგვები იბრუნებენ დახარჯულ შელოცვის სლოტებს.
- დრუიდები იბრუნებენ ველური ფორმის? დახარჯულ მცდელობებს.
- ჯადოქრებს შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი იდუმალი აღდგენის? მახასიათებელი, რათა რამდენიმე შელოცვის სლოტი აღიდგინონ.
- მე-5 და უფრო მაღალი დონის მგოსნები აღიდგენენ გამოყენებულ მგოსნის ინსპირაციებს?.
- ბერები აღიდგენენ ყველა დახარჯულ Ki ქულას.
- მებრძოლები იბრუნებენ მოქმედების მოზღვავებებს?.
ხანგრძლივი დასვენება (Long Rest)[]
ხანგრძლივია დასვენება, რომელიც 8 საათს გრძელდება. ხანგრძლივი დასვენების უპირატესობების მისაღებად საჭიროა მინიმუმ 6 საათი ძილი. გამონაკლისს წარმოადგენენ ელფები და ომჭედილები?. დანარჩენი დრო მსუბუქი აქტივობებით უნდა შეივსოს. მორიგეობა მსუბუქ აქტივობად მიიჩნევა.
ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ პერსონაჟები იბრუნებენ ყოველ ნაკლულ სიცოცხლის ქულას, დახარჯულ შელოცვის სლოტებს და დახარჯული სიცოცხლის კამათლების მაქსიმუმ ნახევარს (მრგვალდება ნაკლებობით). მოციქულებს?, დრუიდებს?, პალადინებსა? და ჯადოქრებს? შეუძლიათ თავიანთი მომზადებული შელოცვების სიის შეცვლა. გარდა ამისა, კლასობრივი და რასობრივი მახასიათებლების უმეტესობა სწორედ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგინება. აღდგენილი მახასიათებლების რამდენიმე მაგალითია:
- სპეციალური ქულები, როგორებიცაა ბერის Ki და გრძნეულის გრძნების ქულები?.
- მებრძოლის დაუოკებლობა?.
- ბარბაროსის რისხვები?.
- მრავალი სხვადასხვა მიღმური ხმობა?.
- იღბლიანის? ხელობის დახარჯული მცდელობები.
- რასების თანდაყოლილი შემლოცველობა, მაგალითად, ტიფლინგის?, ელფის?, იუან-ტი წმინდასისხლას?, გენასისა? და ფირბოლგის?.
- დრაკონშობილის? ამოსუნთქვითი იარაღი.