D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

🔶 რიტუალი (1 წუთი), შეხება, V-S-M (საკუთარი სისხლი, ფითრის ტოტი), მყისიერი

რიტუალის სახით აჯადოებთ კენკრის მარცვლებს და მათში საკუთარ სიცოცხლისუნარიანობას დებთ. თითო მარცვალში ინახება 1 HP, ამდენივე გაკლდებათ შენახვისას (ვერ ჩამოხვალთ 1 HP-ზე ქვემოთ). ერთდროულად შეგიძლიათ მაქსიმუმ 10 + თქვენი მჩხიბავის დონის + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის კენკრის მარცვლის შენახვა. კენკრის თითო მარცვლის შეჭმა ან სხვისთვის ჭმევა მოქმედებაა და მიმღებს უმატებს 1 HP-ს. ის ასევე იძლევა საკმარის საზრდოს, რომ მიმღები გამოკვებოს 1 დღის განმავლობაში. 24 საათის შემდეგ კენკრის მარცვლები კარგავს ძალას.

Advertisement