თავდაჯერება. მხიბლავის შეხება თავდაჯერებას მატებს სხვა მოსურნე არსების გონებას და აძლევს მას 1d4 ბონუსს ერთ სასურველ უნარის შემოწმებაზე ან თავდაცვით გაგორებაზე 1 წუთის განმავლობაში, თუმცა ეს საჭიროებს მხიბლავის კონცენტრაციას. სამიზნეს დამატებითი 1d4 კამათლის გაგორება შეუძლია შემოწმებამდე ან მის შემდეგ.
ფანდი. მხიბლავი ზემოქმედებს 50 ფუტის რადიუსში მყოფი არსებების გონებაზე და აიძულებს მათ, დაინახონ, მოისმინონ და იგრძნონ ის, რაც მას სურს. ამ ნიჭის მეშვეობით მხიბლავს შეუძლია შემდეგი ეფექტების მიღება:
- მხიბლავის ხმა თითქოს სამჯერ ხმამაღალია.
- სინათლის წყარო აციმციმდება, აკაშკაშდება, შესუსტდება ან შეიცვლის ფერს.
- გარშემომყოფთ ჰგონიათ, რომ მიწა ირხევა.
- სასურველი წერტილიდან ისმის მხიბლავის არჩეული ხმა.
- მხიბლავი ცვლის საკუთარი ან სხვისი თვალის ფერს.
- თქვენ ქმნით მყისიერ, უწყინარ, მოჩვენებით სენსორულ ეფექტს, მაგალითად, ვარდნად ფოთლებს, ქარის მსუბუქ ქროლას, პატარა ცხოველის ხმას ან სკუნსის სუსტ სუნს. ეფექტი აუცილებლად უნდა ეტეოდეს 5-ფუტიან კუბში.
- თქვენ ზედაპირზე ან ობიექტზე ქმნით პატარა მოჩვენებით ნიშანს.
ამ ნიჭის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში ერთდროულად შეიძლება მიიღწეს არაუმეტეს 3 ეფექტისა, თითოეულის ხანგრძლივობა კი არაუმეტეს 1 წუთისაა. ეფექტების შენარჩუნება საჭიროებს კონცენტრაციას.
ბაასი. თქვენ 120 ფუტის ფარგლებში მყოფ სასურველ არსებას, რომლის ადგილმდებარეობაც იცით ან რომელსაც იცნობთ, ტელეპათიურად გადასცემთ სათქმელს, რომელიც მხოლოდ მას ესმის. არსების ინტელექტის ქულა უნდა იყოს არანაკლებ 2-ისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მცდელობა წარუმატებელია. სათქმელის გადასაცემად არ არის საჭირო, თქვენ და სამიზნემ იცოდეთ რომელიმე საერთო ენა. არსება სათქმელს იგებს, თუკი მას საერთოდ არ შეუძლია რომელიმე ენაზე მეტყველება. 1 რაუნდის განმავლობაში არსებას შეუძლია პასუხის დაბრუნება, თუკი მან იცის რომელიმე ენა.
ბრმა ლაქა. თქვენ 120 ფუტის ფარგლებში მყოფი არსების გონებიდან შლით საკუთარ გამოსახულებას. სამიზნე ახორციელებს სიბრძნის თავდაცვით გაგორებას. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში თქვენ უჩინარი ხართ სამიზნისთვის თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე.
გონებრივი იერიში. თქვენ იჭრებით 90 ფუტის რადიუსში მყოფი იმ არსების გონებაში, რომელსაც ხედავთ, და აზიანებთ მას. სამიზნე ახორციელებს ქარიზმის თავდაცვით გაგორებას, წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში კი იღებს 1d10 ფსიქიკურ ზიანს. ნიჭის ზიანის კამათელი იზრდება კიდევ 1d10-ით მხიბლავის მე-5 (2d10), მე-11 (3d10) და მე-17 (4d10) დონეებზე.
მონუსხვა. მხიბლავი ნუსხავს 60 ფუტის რადიუსში მყოფ ჰუმანოიდ არსებას, რომელსაც ხედავს. სამიზნემ უნდა განახორციელოს ქარიზმის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში ის თქვენ მიერაა მონუსხული თქვენი შემდეგი სვლის ბოლომდე.
გამასხარავება. მხიბლავი მაგიურად ამასხარავებს 60 ფუტის რადიუსში მყოფ ქმნილებას, რომელსაც ხედავს. გაიგონებს რა ქმნილება მხიბლავის სიტყვებს მიხვდება, რომ აბუჩად იგდებენ. სამიზნე აგორებს სიბრძნის თავდაცვით გაგორებას. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება იღებს 1d6 ფსიქიკურ ზიანს და ედება არახელსაყრელობა შემდეგ შეტევით გაგორებაზე მისი შემდეგი სვლის ბოლომდე. ნიჭის ზიანის კამათელი იზრდება კიდევ 1d6-ით მხიბლავის მე-5 (2d6), მე-11 (3d6) და მე-17 (4d6) დონეებზე.
სიკვდილის სიახლოვე. მხიბლავი აიძულებს 90 ფუტის რადიუსში მყოფ არსებას, დაინახოს მკვდრები, რომლებიც იხმობენ მას. სამიზნემ უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება ან დაედოს 1d10 ფსიქიკური ზიანი. თუ სამიზნეს აკლია სიცოცხლის ქულები, მას ედება 1d12 ფსიქიკური ზიანი. ნიჭის ზიანის კამათლების რაოდენობა იზრდება ერთით მხიბლავის მე-5, მე-11 და მე-17 დონეებზე.
მლიქვნელობა. მხიბლავი იჭრება მისადმი არამტრულად განწყობილი სამიზნის გონებაში და აღავსებს მას სიმპათიით მის მიმართ. 1 წუთის განმავლობაში მხიბლავი სამიზნის მიმართ ქარიზმის შემოწმებებს ხელსაყრელობით ახორციელებს. ეფექტის დასრულების შემდეგ სამიზნე ხვდება, რომ მის გონებაზე იმოქმედეს და მტრულად განეწყობა მხიბლავის მიმართ, შეუტევს მას ან სხვანაირად იძიებს შურს.
დაბნევა. თქვენ ზემოქმედებთ 30 ფუტის რადიუსში მყოფი არსების გონებაზე. სამიზნე ახორციელებს სიბრძნის თავდაცვით გაგორებას. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში ის მომენტალურად იბნევა და ვერ იაზრებს, სად არის. სამიზნე იღებს 1d4 ფსიქიკურ ზიანს და 5 ფუტით გადაადგილდება შემთხვევითი მიმართულებით. მიმართულება განისაზღვრება d4-ის გაგორებით: 1-ჩრდილოეთი, 2-სამხრეთი, 3-აღმოსავლეთი და 4-დასავლეთი. თუ სამიზნეს ამოსული მიმართულებით გადაადგილება არ შეუძლია, ის არ მოძრაობს.