დრაკონშობილები ამაყად დააბიჯებენ სამყაროში, რომელიც მათ შიშნარევი მიუღებლობით ეგებება. თვით დრაკონების მიერ ქმნილნი, დრაკონშობილები თავდაპირველად დრაკონის კვერცხებიდან გამოიჩეკნენ უნიკალური რასის სახით და ისინი დრაკონებისა და ჰუმანოიდების საუკეთესო თვისებებს აერთიანებენ.
დრაკონშობილის მახასიათებლები[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი ძალის? ქულა იზრდება 2-ით, ქარიზმის? ქულა კი — 1-ით.
- ასაკი: ახალგაზრდა დრაკონშობილი სწრაფად იზრდება. ადამიანის 10 წლის ბავშვის განვითარებას 3 წლის ასაკში აღწევენ, ზრდასრულობას კი — 15 წლის ასაკში. ცოცხლობენ დაახლოებით 80 წლამდე.
- ზომა: დრაკონშობილები ადამიანებზე უფრო მაღლები და მძიმეები არიან. თქვენი ზომაა საშუალო.
- სიჩქარე: 30 ფუტი.
- ენები: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ საერთო და დრაკონულ ენებზე.
- ზიანისადმი მდგრადობა: თქვენს წარმომავლობასთან ასოცირებული ზიანის ტიპის მიმართ გაქვთ მდგრადობა.
დრაკონული წარმომავლობა (Draconic Ancestry)[]
თქვენ დრაკონული წარმომავლობა გაქვთ. აირჩიეთ დრაკონის ერთ-ერთი ტიპი დრაკონული წარმომავლობის ცხრილიდან. თქვენი ამოსუნთქვითი იარაღი და ზიანისადმი მდგრადობა განისაზღვრება დრაკონის ტიპით, როგორც ეს ცხრილშია ნაჩვენები.
ამოსუნთქვითი იარაღი (Breath Weapon)[]
შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ გამანადგურებელი ენერგიის ამოსასუნთქად. თქვენი დრაკონული წარმომავლობა განაპირობებს ამოსუნთქვის ზიანის ტიპის ზომასა და ფორმას. როდესაც ამოსუნთქვით იარაღს იყენებთ, წვდომის არეალში მყოფმა ყველა არსებამ უნდა გააკეთოს იმ ტიპის თავდაცვითი გაგორება, რომელიც განსაზღვრულია დრაკონული წარმომავლობით.
თავდაცვითი იარაღის DC უდრის 8 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი + თქვენი გაწაფულობის ბონუსი. არსება იღებს 2d6 ზიანს წარუმატებელი თავდაცვის დროს ან ამ ზიანის ნახევარს — წარმატებით შემთხვევაში. ზიანი 3d6-მდე იზრდება მე-6 დონეზე, 4d6-მდე — მე-11 დონეზე და 5d6-მდე — მე-16 დონეზე.
ამოსუნთქვითი იარაღის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ, სანამ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას არ განახორციელებთ.
დრაკონული წარმომავლობის ცხრილი[]
დრაკონი | ზიანის ტიპი | ამოსუნთქვითი იარაღი |
---|---|---|
შავი | მჟავა | 5 x 30 ფტ. წირი (Dex. save) |
ლურჯი | ელვა | 5 x 30 ფტ. წირი (Dex. save) |
თითბრისფერი | ცეცხლი | 5 x 30 ფტ. წირი (Dex. save) |
ბრინჯაოსფერი | ელვა | 5 x 30 ფტ. წირი (Dex. save) |
სპილენძისფერი | მჟავა | 5 x 30 ფტ. წირი (Dex. save) |
ოქროსფერი | ცეცხლი | 15 ფტ. კონუსი (Dex. save) |
მწვანე | საწამლავი | 15 ფტ. კონუსი (Con. save) |
წითელი | ცეცხლი | 15 ფტ. კონუსი (Dex. save) |
ვერცხლისფერი | სუსხი | 15 ფტ. კონუსი (Con. save) |
თეთრი | სუსხი | 15 ფტ. კონუსი (Con. save) |