განურჩევლად იმისა, ბუნების ძალებს იხმობენ ისინი თუ ცხოველთა სამყაროს არსებებს ბაძავენ, დრუიდები ბუნების სიცოცხლისუნარიანობის, მოხერხებულობისა და მძვინვარების განსახიერებები არიან. ისინი არ ცდილობენ ბუნებაზე ბატონობას, არამედ საკუთარ თავს ბუნების დაუოკებელი ნების გაგრძელებად მიიჩნევენ.
საჭიროა, თქვენი სიბრძნის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.
- სიცოცხლის ქულები?
- სიცოცხლის კამათელი?: 1d8 დრუიდის თითო დონეზე
- სიცოცხლის ქულები I დონეზე: 8 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი
- სიცოცხლის ქულები მაღალ დონეებზე: 1d8 (ან 5) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი დრუიდის ყოველ დონეზე პირველის შემდეგ
- გაწაფულობები?
- აბჯარი?: მსუბუქი აბჯარი, საშუალო აბჯარი, ფარები (დრუიდები არ იყენებენ ლითონისგან დამზადებულ აბჯარს და ფარებს)
- იარაღები: ხელკეტები, ხანჯლები, სასრევები, ხელშუბები, გურზები, კინიკეტები, სიმიტარები, ნამგლები, შურდულები, შუბები
- ხელსაწყოები?: ჰერბალიზმის ნაკრები
- თავდაცვითი გაგორებები?: ინტელექტი?, სიბრძნე?
- უნარ-ჩვევები?: აირჩიეთ ორი: არკანა?, ცხოველის მოთვინიერება?, ჩაწვდომა?, მედიცინა?, ბუნება?, აღქმა?, რელიგია? და გადარჩენა?
- აღჭურვილობა
- (a) ხის ფარი ან (b) ნებისმიერი მარტივი იარაღი
- (a) სიმიტარი ან (b) ხელჩართული ბრძოლის ნებისმიერი მარტივი იარაღი
- ტყავის აბჯარი, მკვლევრის კომპლექტი და დრუიდული ფოკუსი
ალტერნატიულად შეგიძლიათ, არ აიღოთ კლასისა თუ წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობა და დაიწყოთ 2d4 x 10 ოქროს მონეტით.
- დრუიდის დონეების ცხრილი
დონე | გაწაფულობის ბონუსი? | მახასიათებლები | ნასწავლი გრძნებვები? | 1-ლი | მე-2 | მე-3 | მე-4 | მე-5 | მე-6 | მე-7 | მე-8 | მე-9 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1-ლი | +2 | დრუიდული?, შემლოცველობა? | 2 | 2 | — | — | — | — | — | — | — | — |
მე-2 | +2 | ველური ფორმა?, დრუიდული წრე? | 2 | 3 | — | — | — | — | — | — | — | — |
მე-3 | +2 | — | 2 | 4 | 2 | — | — | — | — | — | — | — |
მე-4 | +2 | ველური ფორმის გაუმჯობესება?, უნარების ქულების ზრდა? | 3 | 4 | 3 | — | — | — | — | — | — | — |
მე-5 | +3 | — | 3 | 4 | 3 | 2 | — | — | — | — | — | — |
მე-6 | +3 | დრუიდული წრის მახასიათებელი? | 3 | 4 | 3 | 3 | — | — | — | — | — | — |
მე-7 | +3 | — | 3 | 4 | 3 | 3 | 1 | — | — | — | — | — |
მე-8 | +3 | ველური ფორმის გაუმჯობესება?, უნარების ქულების ზრდა? | 3 | 4 | 3 | 3 | 2 | — | — | — | — | — |
მე-9 | +4 | — | 3 | 4 | 3 | 3 | 3 | 1 | — | — | — | — |
მე-10 | +4 | დრუიდული წრის მახასიათებელი? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | — | — | — | — |
მე-11 | +4 | — | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | — | — | — |
მე-12 | +4 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | — | — | — |
მე-13 | +5 | — | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | — | — |
მე-14 | +5 | დრუიდული წრის მახასიათებელი? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | — | — |
მე-15 | +5 | — | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 | — |
მე-16 | +5 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 | — |
მე-17 | +6 | — | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 | 1 |
მე-18 | +6 | უბერებელი სხეული?, მხეცის შელოცვები? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 1 | 1 | 1 | 1 |
მე-19 | +6 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 |
მე-20 | +6 | არქიდრუიდი? | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 2 | 2 | 1 | 1 |
დრუიდული (Druidic)[]
თქვენ იცით დრუიდული, დრუიდების საიდუმლო ენა. თქვენ შეგიძლიათ საუბარი და მისი დახმარებით დაფარული შეტყობინებების დატოვება. თქვენ და სხვები, ვინც ეს ენა იცის, ავტომატურად ამჩნევთ ასეთ შეტყობინებებს. სხვებს შეუძლიათ, აღმოაჩინონ შეტყობინება წარმატებული DC 15 სიბრძნის (აღქმის) შემოწმებით, თუმცა არ შეუძლიათ მისი მაგიის გარეშე გაშიფვრა.
შემლოცველობა (Spellcasting)[]
გრძნებვები (Cantrips)[]
1-ლ დონეზე თქვენ იცით სასურველი ორი გრძნებვა დრუიდის შელოცვების სიიდან. დრუიდის დამატებითი გრძნებვების შესწავლა უფრო მაღალ დონეებზე შეგიძლიათ, როგორც ეს დრუიდის ცხრილის „ნასწავლი გრძნებვების“ სვეტშია მოცემული.
შელოცვების მომზადება და დასახრვა[]
დრუიდის ცხრილში ნაჩვენებია, რამდენი შელოცვის სლოტი გაქვთ თქვენი დრუიდის 1-ლი და უფრო მაღალი დონის შელოცვების დასასახრად. ერთ-ერთი ასეთი შელოცვის დასასახრად აუცილებლად უნდა დახარჯოთ შელოცვის დონის შესაბამისი ან მასზე მაღალი დონის სლოტი. დახარჯულ სლოტებს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგენთ.
თქვენ ამზადებთ სიას დრუიდის იმ შელოცვებისა, რომელთა დასახრვაც შეგიძლიათ დრუიდის შელოცვებიდან. ამის გაკეთებისას აირჩიეთ თქვენი სიბრძნის მოდიფიკატორს + თქვენი დრუიდის დონის ტოლი რაოდენობის შელოცვა (მინიმუმ 1). შელოცვა აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები.
მომზადებული შელოცვების სიის შეცვლა ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ.
შელოცვის უნარი (Spellcasting Ability)[]
დრუიდის შელოცვებისთვის თქვენი შელოცვის უნარი სიბრძნეა?. როდესაც შელოცვა შელოცვის უნარს მოითხოვს, საამისოდ თქვენს სიბრძნეს გამოიყენებთ. მეტიც, თქვენ სწორედ სიბრძნის მოდიფიკატორს იყენებთ, როდესაც თქვენ მიერ დასახრული დრუიდის შელოცვებისთვის თავდაცვითი გაგორების DC-ს (სირთულის კლასს) განსაზღვრავთ, აგრეთვე მაშინ, როდესაც შესატევად იყენებთ ამ შელოცვას.
შელოცვისგან თავდაცვის DC? = 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი სიბრძნის მოდიფიკატორი
შელოცვით შეტევის მოდიფიკატორი? = თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი სიბრძნის მოდიფიკატორი
რიტუალური სახრვა (Ritual Casting)[]
შეგიძლიათ რიტუალის სახით დასახროთ დრუიდის ნებისმიერი შელოცვა, რომლის რიტუალად დასახრვაც შესაძლებელია და რომელიც მომზადებული გაქვთ.
შელოცვის ფოკუსი (Spellcasting Focus)[]
დრუიდის შელოცვებისთვის შელოცვის ფოკუსად შეგიძლიათ დრუიდული სიმბოლო გამოიყენოთ.
ველური ფორმა (Wild Shape)[]
მე-2 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი მოქმედება, რათა მიიღოთ იმ მხეცის ფორმა, რომელიც უკვე გინახავთ. ამ მახასიათებლის გამოყენება ორჯერ შეგიძლიათ. გამოყენებული მახასიათებლის აღდგენა შეგიძლიათ ხანმოკლე ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ.
თქვენი დრუიდის დონე განსაზღვრავს იმ მხეცებს, რომელთა ფორმის მიღებაც შეგიძლიათ, როგორც ეს მხეცების ფორმების ცხრილშია მოცემული.
დონე | მაქსიმალური CR | შეზღუდვები | მაგალითი |
---|---|---|---|
მე-2 | 1/4 | არ აქვს ფრენის ან ცურვის სიჩქარე | მგელი |
მე-4 | 1/2 | არ აქვს ფრენის სიჩქარე | ნიანგი |
მე-8 | 1 | გიგანტური არწივი |
თქვენ შეგიძლიათ, დარჩეთ მხეცის ფორმაში იმდენი საათით, რამდენიც უტოლდება თქვენი დრუიდის დონის ნახევარს (ნაკლებობით დამრგვალებულს). შემდეგ უბრუნდებით ჩვეულებრივ ფორმას, თუ ისევ არ გამოიყენებთ ამ მახასიათებელს. შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ფორმას უფრო ადრეც დაუბრუნდეთ საკუთარ სვლაზე ბონუს-მოქმედების გამოყენებით. თქვენ ავტომატურად უბრუნდებით თქვენს ფორმას, თუ უგონოდ დაეცემით, 0-მდე ჩამოვა თქვენი სიცოცხლის ქულები ან მოკვდებით.
მანამ, სანამ ფორმაშეცვლილი ხართ, შემდეგი წესები მოქმედებს:
- თქვენს სათამაშო უნარებს ანაცვლებს მხეცის უნარები, თუმცა ინარჩუნებთ თქვენს მსოფლმხედველობას, ხასიათს, ინტელექტის, სიბრძნისა და ქარიზმის უნარების ქულებს. თქვენ ასევე გინარჩუნდებათ გაწაფულობა ყველა უნარ-ჩვევასა და თავდაცვით გაგორებაში, დამატებით კი იღებთ არსების გაწაფულობას. თუ არსებას იგივე გაწაფულობა აქვს, რაც თქვენ და მისი ბონუსი მეტია, გამოიყენეთ არსების ბონუსი. თუ არსებას აქვს ლეგენდარული ან ბუნაგის მოქმედებები, თქვენ მათ ვერ გამოიყენებთ.
- როდესაც გადაიქცევით, თქვენ იღებთ მხეცის სიცოცხლის ქულებსა და სიცოცხლის კამათელს. როდესაც უბრუნდებით თქვენს ჩვეულებრივ ფორმას, გაქვთ იმდენი სიცოცხლის ქულა, რამდენიც გქონდათ გადაქცევამდე. თუმცა, თუ ფორმას უბრუნდებით 0 სიცოცხლის ქულამდე ჩასვლის შედეგად, ნებისმიერი დამატებითი ზიანი გადადის თქვენს ჩვეულებრივ ფორმაზე. თუ დამატებითი ზიანი არ ამცირებს თქვენს სიცოცხლის ქულებს 0-მდე, მაშინ თქვენ არ ხართ უგონოდ.
- თქვენ არ შეგიძლიათ შელოცვების დასახრვა, ხოლო მეტყველება ან ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელსაც სჭირდება ხელები, ლიმიტირებულია მხეცის შესაძლებლობების მიხედვით. თუმცა, ფორმის ცვლილება არ გირღვევთ კონცენტრაციას შელოცვაზე, რომელიც უკვე დასახრული გაქვთ, და არ გიზღუდავთ იმ მოქმედებებს, რომლებიც უკვე დასახრული შელოცვის ნაწილია.
- თქვენ იყენებთ ნებისმიერ უპირატესობას იმ მახასიათებლებისა, რომელთაც თქვენი კლასი, რასა ან სხვა წყარო გაძლევთ, თუ ახალი ფორმა ფიზიკურად იძლევა ამის შესაძლებლობას. თუმცა არ შეგიძლიათ, გამოიყენოთ განსაკუთრებული გრძნობები, მაგალითად მრუმზერა, თუ ეს გრძნობა ახალ ფორმასაც არ აქვს.
- თქვენ ირჩევთ, თქვენ აღჭურვილობა ძირს დაეცემა, შეერწყმება თქვენს ახალ ფორმას თუ თან ატარებთ. ჩაცმული აღჭურვილობა ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, თუმცა DM წყვეტს, პრაქტიკულია თუ არა ახალი ფორმისთვის აღჭურვილობის ტარება. თქვენი აღჭურვილობა არ იცვლება, რომ მოერგოს ახალ ფორმას და ნებისმიერი აღჭურვილობა, რომელსაც ახალი ფორმა ვერ ატარებს, ძირს ეცემა ან შეერწყმება მას. აღჭურვილობას, რომელიც ფორმას ერწყმის, არანაირი ეფექტი არ აქვს, სანამ ფორმას არ დატოვებთ.
დრუიდული წრე (Druid Circle)[]
მე-2 დონიდან ირჩევთ, რომელ დრუიდულ წრესთან გააიგივებთ თავს. თქვენი არჩევანი გაძლევთ მახასიათებელს მე-2 დონეზე და შემდეგ მე-6, მე-10 და მე-14 დონეებზე.
უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]
მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.
უბერებელი სხეული (Timeless Body)[]
მე-18 დონიდან დაწყებული ყოველი 10 წლის გასვლისას თქვენი სხეული მხოლოდ 1 წლით ბერდება.
მხეცის შელოცვები (Beast Spells)[]
მე-18 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ არაერთი დრუიდის შელოცვის დასახრვა ნებისმიერ ფორმაში, რომელსაც ველური ფორმით მიიღებთ. შეგიძლიათ, შეასრულოთ დრუიდის შელოცვის სომატური და სიტყვიერი კომპონენტები მხეცის ფორმაში ყოფნისას, თუმცა არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ნივთიერი კომპონენტები უზრუნველყოთ.
არქიდრუიდი (Archdruid)[]
მე-20 დონეზე შეგიძლიათ, ველური ფორმა განუსაზღვრელი რაოდენობით გამოიყენოთ.
გარდა ამისა, ყურადღებას აღარ აქცევთ თქვენი დრუიდის შელოცვების სომატურ და სიტყვიერ კომპონენტებს, ასევე ნივთიერ კომპონენტებს, რომლებსაც მითითებული არ აქვთ ღირებულება და რომლებიც შელოცვისას არ მოიხმარება. თქვენ გენიჭებათ ეს უპირატესობა, როგორც ჩვეულებრივ, ასევე მხეცის ფორმაში ველური ფორმისას.
ზმანებათა წრე (Circle of Dreams)[]
(Xanathar's Guide to Everything)
დრუიდები, რომლებიც ზმანებათა წრის წევრები არიან, მოდიან იმ რეგიონებიდან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ფეიველურსა და მის ზღაპრულ სამეფოებთან. ამ დრუიდების მიერ ბუნების დაცვა ქმნის ბუნებრივ კავშირს მათსა და სიკეთის მხარეს მდგომ ფეიებს შორის. ამ დრუიდებს სურთ, სამყარო ზღაპრული სასწაულებით აღავსონ. მათი მაგია კურნავს ჭრილობებს და დამძიმებულ გულებს ბედნიერებას გვრის, მათ მიერ დაცული სამეფოები კი ნათელი, ნაყოფიერი ადგილებია, რომლებშიც ზმანება და სინამდვილე ერთმანეთშია გადახლართული და სადაც დაქანცულებს სიმშვიდის პოვნა შეუძლიათ.
ზაფხულის ეზოს მალამო (Balm of the Summer Court)[]
მე-2 დონიდან თქვენ ხართ ენერგიის წყარო, რომელიც ჭრილობების შემსუბუქების საშუალებას იძლევა. თქვენ ფეიური ენერგიის ფონდი გაქვთ, რომელიც თქვენი დრუიდის დონის შესაბამისი რაოდენობის d6 კამათლების სახით გამოიხატება.
ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენგან 120 ფუტის რადიუსში მყოფი არსება, რომელსაც ხედავთ, და დახარჯოთ თქვენი დრუიდის დონის ნახევრის ან მასზე ნაკლების ტოლი რაოდენობის ასეთი კამათელი. გააგორეთ დახარჯული კამათლები და შეკრიბეთ. არსება ჯამის ტოლი რაოდენობის სიცოცხლის ქულებს აღიდგენს. გარდა ამისა, ის თითოეულ დახარჯულ კამათელზე 1 დროებით სიცოცხლის ქულასაც იღებს.
დახარჯულ კამათლებს ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ აღიდგენთ.
მთვარის შუქისა და ჩრდილის კერა (Hearth of Moonlight and Shadow)[]
მე-6 დონიდან დასვენების დაწყებისას თქვენ ეხებით წერტილს სივრცეში, საიდანაც ამ წერტილზე ცენტრირებული უხილავი, 30-ფუტიანი რადიუსის მქონე ჯადოსნური სფერო იქმნება. სრული საფარი სფეროს აბრკოლებს.
ამ სფეროში ყოფნისას თქვენ და თქვენი ამხანაგები +5 ბონუსს იძენთ სიმარჯვისა (მალვის) და სიბრძნის (აღქმის) შემოწმებებზე და ცეცხლის ალებით (კოცონით, ჩირაღდგნითა თუ მსგავსით) შექმნილი ნებისმიერი სინათლე სფეროს გარეთ არ ჩანს.
სფერო ქრება დასვენების დასრულების შემდეგ ან მაშინ, როცა მას დატოვებთ.
ფარული ბილიკები (Hidden Paths)[]
მე-10 დონიდან თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ გადატელეპორტირდეთ 60 ფუტის რადიუსში არსებულ ცარიელ სივრცეში. ალტერნატიულად, შეგიძლიათ თქვენი მოქმედება გამოიყენოთ, რათა თქვენ და ის არსება, რომელსაც ეხებით, 30 ფუტის რადიუსში არსებულ თავისუფალ სივრცეში გადატელეპორტირდეთ.
ამ მახასიათებლის გამოყენება თქვენი სიბრძნის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით შეგიძლიათ (მინიმუმ ერთხელ), დახარჯულ მცდელობებს კი ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ აღიდგენთ.
სიზმრებში მოსიარულე (Walker in Dreams)[]
მე-14 დონიდან, როდესაც ხანმოკლე დასვენებას დაასრულებთ, შეგიძლიათ, შემდეგი შელოცვებითან ერთ-ერთი დასახროთ ისე, რომ არ დახარჯოთ შელოცვის სლოტი თუ მათთვის საჭირო ნივთიერი კომპონენტები: სიზმარი? (სადაც შემტყობინებელი თქვენ ხართ), თვალთვალი? და ტელეპორტაციის წრე?.
ტელეპორტაციის წრის გამოყენება გამორჩეულია. ტელეპორტაციის სამუდამო წრის გახსნის ნაცვლად ის ხსნის პორტალს იმ ლოკაციისკენ, სადაც ბოლოს დაასრულეთ ხანგრძლივი დასვენება ამავე მყოფობის სკნელზე. თუკი მყოფობის ამავე სკნელზე არ გქონიათ ხანგრძლივი დასვენება, შელოცვა წარუმატებელია, თუმცა არ იხარჯება.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
ხმელეთის წრე (Circle of the Land)[]
ხმელეთის წრე შედგება იმ მისტიკოსებისა და ბრძენებისგან, რომლებიც უძველეს ცოდნასა და რიტუალებს დიდძალი ზეპირსიტყვიერი ტრადიციების დახმარებით იცავენ. ეს დრუიდები ერთმანეთს ხეებისა თუ მდგომარე ქვების წრეების შუაგულში ხვდებიან, რათა დრუიდულად იჩურჩულონ პირველყოფილი საიდუმლოებანი. წრის ყველაზე ბრძენი წევრები თემების მთავარი ქურუმები არიან, რომლებიც ძველ მრწამსს მისდევენ და ამ ხალხის მმართველების მრჩევლები არიან. თუკი ამ წრის წარმომადგენელი ხართ, თქვენი მაგია განპირობებულია იმ მიწით, რომელზეც წრის იდუმალ რიტუალებში გაზიარეს.
დამატებითი გრძნებვა (Bonus Cantrip)[]
როდესაც მე-2 დონეზე ამ წრეს ირჩევთ, სწავლობთ დრუიდის სასურველ ორ დამატებით გრძნებვას?.
ბუნებრივი აღდგენა (Natural Recovery)[]
მე-2 დონიდან დაწყებული, ხანმოკლე დასვენების დროს აღსადგენად ირჩევთ დახარჯულ შელოცვის სლოტებს. შელოცვის სლოტების ჯამური დონე უნდა იყოს თქვენი დრუიდის ნახევრის დონის ტოლი ან მასზე ნაკლები (მრგვალდება ნაკლებობით) და არცერთი სლოტი არ უნდა იყოს მე-6 ან უფრო მაღალი დონის. თქვენ ამ მახასიათებლის ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
წრის შელოცვები (Circle Spells)[]
მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 დონეებზე თქვენ წვდომას იღებთ წრის იმ შელოცვებზე, რომლებიც იმ მიწაზეა მიბმული, რომელზეც გაიზარდეთ. როდესაც წრის შელოცვაზე წვდომას მიიღებთ, თქვენ ის ყოველთვის მომზადებული გაქვთ და ის იმ შელოცვების რაოდენობაში არ მოიაზრება, რომელთა მომზადებაც შეგიძლიათ ყოველდღიურად. თუკი ისეთ შელოცვასთან მიიღებთ წვდომას, რომელიც დრუიდის შელოცვების სიაში არ არის, ეს შელოცვა თქვენთვის დრუიდის შელოცვად განიხილება.
არქტიკული[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | პერსონის პყრობა, ეკალ-ბარდების ამოზრდა |
მე-5 | ქარბუქი, შენელება |
მე-7 | მოძრაობის თავისუფლება, ყინულის შტორმი |
მე-9 | ბუნებასთან ზიარება, სუსხის კონუსი |
სანაპირო[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | სარკული გამოსახულება, ნისლიანი ბიჯი |
მე-5 | წყალქვეშ სუნთქვა, წყალზე სიარული |
მე-7 | წყლის მართვა, მოძრაობის თავისუფლება |
მე-9 | ელემენტალის მოხმობა, თვალთვალი |
უდაბნო[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | ბუნდოვანება, მდუმარება |
მე-5 | საკვებისა და წყლის შექმნა, ენერგიისგან მფარველობა |
მე-7 | გამოშრობა, მოჩვენებითი ლანდშაფტი |
მე-9 | მწერების შემოსევა, ქვის კედელი |
ტყე[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | ქერქოვანი კანი, ობობისებრი ცოცვა |
მე-5 | ელვის მოხმობა, მცენარეთა გაზრდა |
მე-7 | წინასწარმეტყველება, მოძრაობის თავისუფლება |
მე-9 | ბუნებასთან ზიარება, ხეთასვლა |
ბალახნარი[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | უჩინრობა, უკვალო გადაადგილება |
მე-5 | დღის სინათლე, აჩქარება |
მე-7 | წინასწარმეტყველება, მოძრაობის თავისუფლება |
მე-9 | სიზმარი, მწერების შემოსევა |
მთა[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | ობობისებრი ცოცვა, ეკალ-ბარდების ამოზრდა |
მე-5 | ელვა, ქვასთან შერწყმა |
მე-7 | ქვის ფორმაცვლა, ქვის კანი |
მე-9 | გასასვლელი, ქვის კედელი |
ჭაობი[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | წყვდიადი, მელფის მჟავური ისარი |
მე-5 | წყალზე სიარული, მყრალი ღრუბელი |
მე-7 | მოძრაობის თავისუფლება, არსების მიგნება |
მე-9 | მწერების შემოსევა, თვალთვალი |
ქვებნელეთი (Underdark)[]
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | ობობისებრი ცოცვა, ქსელი |
მე-5 | აირადი ფორმა, მყრალი ღრუბელი |
მე-7 | უმაღლესი უჩინრობა, ქვის ფორმაცვლა |
მე-9 | მომაკვდინებელი ღრუბელი, მწერების შემოსევა |
მიწის ნაბიჯი (Land's Stride)[]
მე-6 დონიდან დაწყებული არაჯადოსნურ რთულ ლანდშაფტზე სვლა დამატებითი გადაადგილება არ გიჯდებათ. აგრეთვე შეგიძლიათ, არაჯადოსნურ მცენარეებში გაიაროთ შენელებისა და მათგან ზიანის მიღების გარეშე, თუკი მათ ეკალ-ბარდები თუ მსგავსი სახიფათო გამონაზარდები აქვთ.
გარდა ამისა, თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ თავდაცვით გაგორებებზე იმ მცენარეების წინააღმდეგ, რომლებიც ჯადოსნური გზით შეიქმნა ან რომლებსაც გადაადგილების დასაბრკოლებლად მართავენ, მაგალითად, გახლართვის? შელოცვით შექმნილების.
ბუნების მფარველობა (Nature's Ward)[]
მე-10 დონიდან ელემენტალებსა და ფეიებს აღარ შეუძლიათ თქვენი მონუსხვა? და შეშინება?, ასევე თქვენ შეუვალი ხდებით საწამლავებისა და დაავადებების მიმართ.
ბუნების საყუდარი (Nature's Sanctuary)[]
მე-14 დონიდან, როდესაც მხეცი ან მცენარე გიტევთ, ამ არსებამ აუცილებლად უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი დრუიდის შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსებამ ახალი სამიზნე უნდა აირჩიოს ან შეტევა ავტომატურად სცდება. წარმატებული თავდაცვისას არსება ამ ეფექტისადმი შეუვალი ხდება 24 საათის განმავლობაში. არსებამ იცის ამ ეფექტზე, სანამ ის თქვენ მიმართ შეტევას განახორციელებს.
მთვარის წრე (Circle of the Moon)[]
მთვარის წრის დრუიდები ველური ბუნების მძვინვარე გუშაგები არიან. მათი ორდენი სავსემთვარეობისას იკრიბება ახალი ამბებისა და საფრთხეების გასაზიარებლად. ისინი ველური ბუნების უღრმეს ნაწილებში დაეხეტებიან, სადაც ზოგჯერ კვირებიც კი გადის, სანამ სხვა ჰუმანოიდ არსებას გადააწყდებიან, არათუ სხვა დრუიდს.
ამ წრის დრუიდი, მთვარესავით ცვალებადი, შესაძლოა, დიდი კატასავით დაწანწალებდეს ერთ ღამეს, არწივივით ხეებს ზემოთ დალივლივებდეს მეორე დღეს და ბუჩქნარს კვალავდეს დათვის ფორმით, რათა შორიახლოს ჩამავალი ურჩხული დააფრთხოს. ველური ბუნება მთვარის დრუიდის სისხლშია.
საბრძოლო ველური ფორმა (Combat Wild Shape)[]
როდესაც ამ წრეს ირჩევთ მე-2 დონეზე, იღებთ იმის უნარს, რომ ველური ფორმა თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით გამოიყენოთ, ნაცვლად მოქმედებისა.
გარდა ამისა, როდესაც ველური ფორმით ხართ გარდასახული, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და დახარჯოთ ერთი შელოცვის სლოტი, რათა აღიდგინოთ 1d8 სიცოცხლის ქულა დახარჯული შელოცვის სლოტის თითოეული დონისთვის.
წრის ფორმები (Circle Forms)[]
მე-2 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, თქვენი ველური ფორმა გამოიყენოთ იმისთვის, რომ გარდაისახოთ მხეცად, რომლის CR-ც მაქსიმუმ 1-ია, თუმცა, სხვა მხრივ, ის უნდა აკმაყოფილებდეს სხვა შეზღუდვებს.
მე-6 დონიდან შეგიძლიათ, თქვენი ველური ფორმა გამოიყენოთ იმისთვის, რომ გარდაისახოთ მხეცად, რომლის CR-ც მაქსიმუმ უდრის თქვენს დონეს, შეფარდებულს 3-თან (დამრგვალებულს ნაკლებობით).
პირველყოფილი შეტევა (Primal Strike)[]
მე-6 დონიდან დაწყებული მხეცის ფორმაში თქვენი შეტევები მაგიურად განიხილება იმ მიზნით, რომ არამაგიური შეტევებისა და ზიანის მიმართ მდგრადობა და შეუვალობა გადალახოს.
ელემენტალური ველური ფორმა (Elemental Wild Shape)[]
მე-10 დონიდან შეგიძლიათ, თქვენი ველური ფორმის ორი გამოყენება ერთდროულად დახარჯოთ, რათა გადაიქცეთ ჰაერის, მიწის, ცეცხლის ან წყლის ელემენტალად.
ათასი ფორმა (Thousand Forms)[]
მე-14 დონიდან შეგიძლიათ, სახეცვლის? შელოცვა სურვილისამებრ დასახროთ.
მწყემსის წრე (Circle of the Shepherd)[]
(Xanathar's Guide to Everything)
მწყემსის წრის დრუიდები ბუნების სულებთან მუსაიფობენ, განსაკუთრებით მხეცებისა და ფეიების სულებთან, და ამ სულებს დახმარებისთვის უხმობენ. ამ დრუიდებს ესმით, რომ ყველა ცოცხალი არსება ბუნების სამყაროში განსაზღვრულ როლს ასრულებს, თუმცა ისინი ცხოველებისა და ფეიების დაცვას ამჯობინებენ, რადგან მათ საკუთარი თავის დაცვა ნაკლებად შეუძლიათ. მწყემსები, როგორც მათ უწოდებენ, ამგვარ არსებებს საკუთარ სამწყსოებად ხედავენ. ისინი დევნიან ურჩხულებს, რომლებიც მათ ერჩიან; უკუაგდებენ მონადირეებს, რომლებიც უფრო მეტ ნადირს ხოცავენ, ვიდრე საჭიროა; და კაცობრიობას ხელს უშლიან იმაში, რომ ისინი იშვიათი ცხოველების ჰაბიტატებსა და ფეიებისთვის წმინდა ადგილებზე შეიჭრან.
ეს დრუიდები თავს განსაკუთრებით ბედნიერად დიდი და პატარა ქალაქებისგან მოშორებით გრძნობენ და კმაყოფილდებიან ველური ბუნების ცხოველებისა და ფეიების კომპანიით. ამ წრის წევრები მეთავგადასავლეები იმისთვის ხდებიან, რომ დაუპირისპირდნენ იმ ძალებს, რომლებიც მათ სამეურვეოებს უქმნიან საფრთხეს, ან მოიპოვონ ცოდნა და ძალა, რომელიც ბუნების დაცვაში უფრო მეტად დაეხმარებათ. სადაც არ უნდა წავიდნენ ეს დრუიდები, ველური ბუნების სულები მათთან ერთად არიან.
ტყეთა მეტყველება (Speech of the Woods)[]
მე-2 დონეზე თქვენ სწავლობთ სილვანზე საუბარს, კითხვასა და წერას. გარდა ამისა, მხეცებს შეუძლიათ თქვენი საუბრის გაგება, თქვენ კი მათი ხმებისა და მოძრაობების გაშიფვრის უნარს იძენთ. მხეცების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ინტელექტი საიმისოდ, რომ გამოხატოს ან გაიგოს რთული კონცეფციები, თუმცა მეგობრულ მხეცს შეუძლია, გაგიზიაროთ, რა დაინახა ან გაიგონა მან უახლოეს წარსულში. ეს უნარი მხეცებთან გამორჩეულ მეგობრულობას არ განიჭებთ, თუმცა შეგიძლიათ, მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ამ უნარს საჩუქრებიც მიახმაროთ.
სულის ტოტემი (Spirit Totem)[]
მე-2 დონიდან თქვენ ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ ჯადოსნურად გამოიძახოთ უსხეულო სული იმ წერტილში, რომელსაც ხედავთ და რომელიც თქვენგან 60 ფუტის რადიუსშია. ამ წერტილის გარშემო სული ქმნის 30-ფუტიანი რადიუსის მქონე აურას. ის არც არსებად განიხილება და არც ობიექტად, თუმცა მას იმ არსების მოჩვენების ფორმა აქვს, რომელსაც ასახავს.
ბონუს-მოქმედებით შეგიძლიათ სული 60 ფუტით გადააადგილოთ იმ წერტილში, რომელსაც ხედავთ.
სული არსებობას განაგრძობს 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ არაქმედუნარიანი? გახდებით. ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.
სულის აურის ეფექტები დამოკიდებულია იმ სულის ტიპზე, რომელსაც გამოიძახებთ შემდეგი ვარიანტებიდან:
- დათვის სული?: სულის გამოჩენისას აურის ფარგლებში მყოფი ნებისმიერი თქვენთვის სასურველი არსება იღებს 5 + თქვენი დრუიდის დონის ტოლ დროებით სიცოცხლის ქულებს. გარდა ამისა, თქვენ და თქვენი მოკავშირეები აურაში ყოფნის დროს ხელსაყრელობით? ასრულებთ ძალის შემოწმებებს და ძალის თავდაცვით გაგორებებს.
- შევარდნის სული?: როდესაც არსება ამ სულის აურაში მყოფი სამიზნის მიმართ ახორციელებს შეტევით გაგორებას, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და ამ შეტევით გაგორებას ხელსაყრელობა? მიანიჭოთ. გარდა ამისა, თქვენ და თქვენს მოკავშრეებს ამ აურაში ყოფნისას ხელსაყრელობა გაქვთ სიბრძნის (აღქმის) შემოწმებებზე.
- ცალრქიანი ცხენის სული?: თქვენ და თქვენი მოკავშირეები ხელსაყრელობას? იძენთ სულის აურის ფარგლებში მყოფი არსებების შესამჩნევად შესრულებულ ყველანაირ უნარის შემოწმებაზე. გარდა ამისა, თუკი შელოცვის სლოტის გამოყენებით დასახრავთ ისეთ შელოცვას, რომელიც აურის ფარგლებში ან მის გარეთ მყოფ ნებისმიერ არსებას სიცოცხლის ქულებს აღუდგენს, აურის ფარგლებში მყოფი თითოეული თქვენთვის სასურველი არსება ასევე თქვენი დრუიდის დონის ტოლი ოდენობის სიცოცხლის ქულას აღიდგენს.
ძლევამოსილი გამომძახებელი (Mighty Summoner)[]
მე-6 დონიდან ნებისმიერი მხეცი? ან ფეი?, რომელიც თქვენმა შელოცვებმა გამოიძახა ან შექმნა, შემდეგ უპირატესობებს იძენს:
- მისი სიცოცხლის ქულების მაქსიმუმი იზრდება 2-ით თითოეული თქვენი სიცოცხლის კამათლისთვის.
- მისი ბუნებრივი იარაღებით მიყენებული ზიანი ჯადოსნურად განიხილება იმ მიზნით, რომ დაძლიოს არაჯადოსნური შეტევებისა და ზიანის მიმართ მდგრადობა და შეუვალობა.
მფარველი სული (Guardian Spirit)[]
მე-10 დონიდან, როდესაც მხეცი ან ფეი, რომელიც შელოცვით გამოიძახეთ ან შექმენით, თავის სვლას თქვენი სულის ტოტემის აურის ფარგლებში ამთავრებს, ეს არსება თქვენი დრუიდის დონის ნახევრის ტოლი რაოდენობის სიცოცხლის ქულებს აღიდგენს.
ერთგული გამოძახებები (Faithful Summons)[]
მე-14 დონიდან დაწყებული, თუკი თქვენი სიცოცხლე 0 სიცოცხლის ქულამდე შემცირდება ან თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გახდებით არაქმედუნარიანი?, შეგიძლიათ, მომენტალურად მიიღოთ ცხოველების მოხმობის? უპირატესობები, თითქოს ის მე-9 დონის შელოცვის სლოტით დაგესახროთ. შელოცვა თქვენ მიერ არჩეულ ოთხ მხეცს აჩენს, რომელთა შერკინების რეიტინგიც 2 ან უფრო დაბალია. მოხმობილი მხეცები თქვენგან 20 ფუტის რადიუსში ჩნდებიან. თუკი ისინი თქვენგან ბრძანებას არ მიიღებენ, ისინი ზიანისგან გიცავენ და თქვენს მტრებს უტევენ. შელოცვას არ სჭირდება კონცენტრაცია და ის გრძელდება 1 საათს ან მანამ, სანამ თქვენ თვითონ არ გააუქმებთ (ამისთვის მოქმედება საჭირო არ არის).
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
სპორების წრე (Circle of Spores)[]
(Guildmasters' Guide to Ravnica)
სპორების წრის დრუიდები მშვენიერებას ლპობაში ხედავენ. ობსა და სხვა სოკოებში ისინი ხედავენ იმის უნარს, რომ უსიცოცხლო რამ გარდაიქმნას მდიდარ, თუმცა ერთგვარად უცნაურ, სიცოცხლედ.
ამ დრუიდებს სწამთ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი დიდებული წრებრუნვის ნაწილებს წარმოადგენენ — ერთს მოსდევს მეორე და პირიქით. სიკვდილი სიცოცხლის დასასრული კი არა, არამედ მდგომარეობის ცვლაა, რომელიც სიცოცხლეს ახალ ფორმას სძენს.
ამ წრის დრუიდებს კომპლექსური ურთიერთობა აქვთ უცვალებთან. სხვა დრუიდებისგან განსხვავებით, მათთვის უცვალობაში თავისთავად ცუდი არაფერი არაა — მათი წარმოდგენით, ეს სიცოცხლისა და სიკვდილის მეგზურია. მიუხედავად ამისა, ამ დრუიდებს სწამთ, რომ ბუნებრივი წრებრუნვა ყველაზე ჯანსაღი მაშინაა, როდესაც მისი თითოეული ნაწილი ენერგიული და ცვალებადია. ის უცვალები, რომლებსაც სურთ, მთელი სიცოცხლე უცვალობით ჩაანაცვლონ, ან რომლებიც საბოლოო განსვენებაზე უარს ამბობენ, ამ წრებრუნვას არღვევენ და მათთან დაპირისპირება აუცილებელია.
წრის შელოცვები (Circle Spells)[]
მე-2 დონეზე თქვენ სწავლობთ სუსხიანი შეხების? გრძნებვას. მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 დონეებზე თქვენ წვდომას იღებთ სპორების წრის ამ დონეების შესაბამის შელოცვებთან, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები.
როდესაც ამ შელოცვებზე წვდომას მიიღებთ, თქვენ ისინი ყოველთვის მომზადებული გაქვთ და ისინი არ მოიაზრება იმ შელოცვების რაოდენობაში, რომელთა მომზადებაც ყოველდღიურად შეგიძლიათ. თუკი ისეთ შელოცვასთან მიიღებთ წვდომას, რომელიც დრუიდის შელოცვების სიაში არ არის, ის თქვენთვის მაინც დრუიდის შელოცვად განიხილება.
დრუიდის დონე | წრის შელოცვები |
---|---|
მე-3 | სიბრმავე/სიყრუე?, მშვიდი განსვენება? |
მე-5 | მკვდრის გაცოცხლება?, აირადი ფორმა? |
მე-7 | გამოშრობა?, დაბნეულობა? |
მე-9 | მომაკვდინებელი ღრუბელი?, სნეულება? |
სპორების შარავანდედი (Halo of Spores)[]
მე-2 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, მომწამვლელი სპორები ესროლოთ სხვა არსებებს. როდესაც არსება, რომელსაც ხედავთ, თქვენგან 10 ფუტის რადიუსში არსებულ სივრცეში გადაადგილდება ან საკუთარ სვლას იქ იწყებს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და ამ არსებას 1d4 ნეკროტული ზიანი? მიაყენოთ, თუკი ის თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ს წინააღმდეგ წარმატებით ვერ განახორციელებს გამძლეობის თავდაცვით გაგორებას. ნეკროტული ზიანი მე-6 დონიდან 1d6-მდე იზრდება, მე-10 დონეზე — 1d8-მდე, ხოლო მე-14 დონეზე — 1d10-ით.
სიმბიოზური არსება (Symbiotic Entity)[]
მე-2 დონიდან როდესაც ველური ფორმის მახასიათებელს იყენებთ, შეგიძლიათ, გარდასახვის ნაცვლად თქვენი სპორები გამოაღვიძოთ. როდესაც ამას აკეთებთ, ამ კლასში მიღებული თითოეული დონისთვის თქვენ იძენთ 4 დროებით სიცოცხლის ქულას, თქვენი სპორების შავარანდედის ზიანი ორმაგდება, ხოლო იარაღით განხორციელებული თქვენი ახლო შეტევები დამატებით 1d6 საწამლავის ზიანს? აყენებს ნებისმიერ სამიზნეს, რომელსაც ის მოხვდება. ეს უპირატესობები გრძელდება ან 10 წუთის განმავლობაში; ან მანამ, სანამ დაკარგავთ ყველა ამ დროებით სიცოცხლის ქულას; ან მანამ, სანამ ველურ ფორმას ხელახლა არ გამოიყენებთ.
სოკოვანი შესევა (Fungal Infestation)[]
მე-6 დონიდან, თუკი მხეცი ან ჰუმანოიდი, რომელიც პატარა ან საშუალო ზომისაა, თქვენგან 10 ფუტის რადიუსში კვდება, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ, რათა ის გააცოცხლოთ, რის შემდეგაც ის მყისიერად ადგება 1 სიცოცხლის ქულით. არსება Monster Manual-ში არსებული ზომბის სტატებს იყენებს. ის 1 საათის განმავლობაში რჩება გაცოცხლები, შემდეგ კი ეცემა და კვდება.
ბრძოლის დროს ზომბის სვლა მომენტალურად მოდის თქვენი სვლის შემდეგ. ის თქვენს მენტალურ ბრძანებებს ემორჩილება და ერთადერთი მოქმედება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლიათ, არის შეტევითი მოქმედება — ერთი ახლო შეტევის განხორციელება.
ამ მახასიათებლის გამოყენება თქვენი სიბრძნის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით შეგიძლიათ (მინიმუმ ერთხელ), ყველა დახარჯულ მცდელობას კი ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ იბრუნებთ.
სპორების გავრცელება (Spreading Spores)[]
მე-10 დონიდან შეგიძლიათ, როდესაც თქვენი „სიმბიოზური არსების“ მახასიათებელი აქტიური იქნება, ბონუს-მოქმედების სახით ტყორცნოთ სოკოვანი სპორები თქვენგან 30 ფუტის რადიუსში, სადაც ისინი 10 ფუტის კუბში იწყებენ ტრიალს 1 წუთის განმავლობაში. სპორები უფრო ადრე ქრება, თუკი ამ მახასიათებელს ხელახლა გამოიყენებთ, თუკი გააქრობთ მათ ბონუს-მოქმედებით ან თუკი თქვენი „სიმბიოზური არსების“ მახასიათებელი აქტიური აღარაა.
როდესაც რომელიმე არსება ამ კუბში შევა ან საკუთარ სვლას იქ დაიწყებს, ის თქვენი სპორების შარავანდედის ზიანს იღებს, თუკი წარმატებით არ განახორციელებს გამძლეობის თავდაცვით გაგორებას თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. არსება ამ ზიანს სვლაში მაქსიმუმ ერთხელ იღებს.
მანამ, სანამ თქვენი სპორების კუბი აქტიურია, სპორების შარავანდედის რეაქციის გამოყენება არ შეგიძლიათ.
სოკოვანი სხეული (Fungal Body)[]
მე-14 დონიდან შეუძლებელია თქვენი დაბრმავება?, დაყრუება?, შეშინება? ან მოწამვლა?. გარდა ამისა, თუკი თქვენ მიმართ განხორციელებული შეტევა კრიტიკული მორტყმაა, ის დამატებით ზიანს არ გაყენებთ, თუკი ამ დროს არაქმედუნარიანი? არ ხართ.