D&D Georgia
D&D Georgia

ზიანის ტიპი (ინგლ. Damage types) არის იარაღის, შელოცვის ან სხვა ეფექტის მიერ გამოწვეული ზიანის ცალკეული სახე. მართალია, ზიანის ტიპებს დამოუკიდებელი წესები არ აქვს, მაგრამ სხვა წესები, მაგალითად, ზიანისადმი მდგრადობა და მოწყვლადობა, ზიანის ამ ტიპებზეა დამოკიდებული.

არსებობს ზიანის 13 სხვადასხვა ტიპი: მჟავური, ბლაგვი, სუსხის, ცეცხლოვანი, ძალის, ელვის, ნეკროტული, მჩხვლეტი, საწამლავის, ფსიქიკური, სხივური, მსერავი და ქუხილის. მოვერცხლილ და მაგიურად შელოცვილ ნივთებს ზიანის ცალკეული, გამორჩეული ტიპი არ გააჩნიათ, მაგრამ მათი ეს ფაქტორი მდგრადობების გადალახვის მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს.

ტიპები[]

მჟავური (Acid)[]

მჟავური ზიანი მწველი ეფექტია და ის შლის ყველაფერს, რასაც ეხება. მჟავის ფლაკონის? ყიდვა 50 gp-დაა შესაძლებელი.

  • ეფექტები, რომლებიც მჟავურ ზიანს იწვევს, მოიცავს მელფის მჟავური ისარსა? და გესლიან სფეროს?.
  • ძალიან ცოტა არსებაა მჟავური ზიანისადმი მოწყვლადი.
  • მჟავური ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არიან მოჩვენებები, რუხი ლამები და წყლის ელემენტალები.
  • მჟავური ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არიან შავი და სპილენძისფერი დრაკონები, შავი ლაბები და მბაძველები.

ბლაგვი (Bludgeoning)[]

ბლაგვ ზიანს განაპირობებს მძლავრი ჩარტყმა, რომელიც იმპულსით აზიანებს რასმე.

  • ეფექტები, რომლებიც ბლაგვ ზიანს იწვევს, მოიცავს მიწის ამოხეთქვა?, საომარ უროს? და სიმაღლიდან ჩამოვარდნას.
  • ძალიან ცოტა არსებაა ბლაგვი ზიანისადმი მოწყვლადი, მდგრადი თუ შეუვალი რაიმე განსაკუთრებული პირობის გარეშე. ჩონჩხები ერთადერთი ცნობილი არსებებია, რომლებიც მუდმივად მოწყვლადები არიან ბლაგვი ზიანის მიმართ.

სუსხის (Cold)[]

სუსხის წიანი აცივებს და ყინავს სამიზნეს.

  • ეფექტები, რომლებიც სუსხის ზიანს იწვევს, მოიცავს ყინვის სხივს?, სუსხის კონუსსა? და ყინულის დანა?.
  • სუსხის ზიანის მიმართ მოწყვლად არსებებს შორის არიან მაგმის მეფიტები და სალამანდრები.
  • სუსხის ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არიან ქარიშხლის გიგანტები, ასევე მრავალი ავშობილი და ლამი.
  • სუსხის ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არიან თეთრი და ვერცხლისფერი დრაკონები, ქარიშხლის გიგანტები, მოჩვენებები, ალისქალები და ზამთრის მგლები.

ცეცხლოვანი (Fire)[]

ცეცხლოვანი ზიანი წარმოადგენს ინტენსიურ სიმხურვალესა და ალებს, რომლებიც წვავს შეხებისთანავე. მრავალი შელოცვა, რომელიც ცეცხლოვან ზიანს აყენებს, აგრეთვე ცეცხლს უკიდებს ისეთ აალებად ობიექტებს, რომლებსაც არავინ ატარებს.

  • ეფექტები, რომლებიც ცეცხლოვან ზიანს იწვევს, მოიცავს ცეცხლოვან სრილს?, ცეცხლოვან ბურთს?, ცეცხლოვან განგმირვას?, ცეცხლის კედელსა? და ცეცხლოვან ქარიშხალს?.
  • ცეცხლოვანი ზიანის მიმართ მოწყვლად არსებებს შორის არის მრავალი მცენარეული არსება, მტვრისა და ყინულის მეფიტი, მუმია.
  • ცეცხლოვანი ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არის ავშობილების უმეტესობა, დრაკონა კუები, ლამები და მოჩვენებები.
  • ცეცხლოვანი ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არიან თითბრისფერი, წითელი და ოქროსფერი დრაკონები; მრავალი ავშობილი; ცეცხლის ელემენტალები და ცეცხლის გიგანტები.

ძალის (Force)[]

ძალის ზიანი არის ხელშესახებ ფორმაში გამოვლენილი მაგიური ენერგია. მართალია, ის მეტწილად ზიანის მისაყენებლად გამოიყენება, თუმცა მისი არსებობა ძალის კედლის? ტიპის შემთხვევების დროსაცაა შესაძლებელი.

ელვის (Lightning)[]

ელვის ზიანი მეტწილად სწორედ ისაა, რაზეც სახელი მეტყველებს: ელვა, რომელიც წარმოადგენს ენერგიით გამოტყორცნილ დამუხტულ და გახურებულ ნაწილაკებს.

  • ეფექტები, რომლებიც ელვის ზიანს იწვევს, მოიცავს მშოკავ ტაცს?, ელვის მოხმობასა? და ელვა?.
  • ძალიან ცოტა არსებაა ელვის ზიანისადმი მოწყვლადი.
  • ელვის ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არიან ჰაერის ელემენტალები, მრავალი ლამი, მოჩვენება, აჩრდილი და ზოგიერთი ავშობილი.
  • ელვის ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არიან ლურჯი და ბრინჯაოსფერი დრაკონები, კრაკენები, ქარიშხლის გიგანტები და ლასლასა მშთანთქავები.

ნეკროტული (Necrotic)[]

ნეკროტული ზიანი სიკვდილის ძალებთანაა დაკავშირებული. ის აჭკნობს მატერიასა და სულს. ის იწოვს სიცოცხლეს, მაგრამ აგრეთვე გასცემს კიდეც მას ისეთი შელოცვების შემთხვევაში, როგორიცაა მოსულიერება?.

  • ეფექტები, რომლებიც ნეკროტულ ზიანს იწვევს, მოიცავს სუსხიან შეხებას?, დაუძლურება?, სიკვდილის თითსა? და მოხმობის ჯადოქრის ზეხმობის უნარს.
  • ძალიან ცოტა არსებაა ნეკროტული ზიანისადმი მოწყვლადი.
  • ნეკროტული ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არის უცვალთა უმეტესობა და ლიჩები.
  • ნეკროტული ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არის უცვალთა უმეტესობა და ზოგიერთი დემონური ლორდი.

მჩხვლეტი (Piercing)[]

მჩხვლეტი ზიანი ხვრეტს სამიზნეს.

  • ეფექტები, რომლებიც მჩხვლეტ ზიანს იწვევს, მოიცავს ხანჯლების, დაშნებისა და კბენის შეტევებს.
  • ძალიან ცოტა არსებაა მჩხვლეტი ზიანისადმი მოწყვლადი, მდგრადი თუ შეუვალი რაიმე განსაკუთრებული პირობის გარეშე.

საწამლავის (Poison)[]

საწამლავი ზიანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპია და მის მიმართ ხშირი მდგრადობაც საყოველთაოდაა ცნობილი. ის წარმოადგენს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სხეულს მისი პროცესების შეფერხებით აზიანებს.

  • ეფექტები, რომლებიც საწამლავის ზიანს იწვევს, მოიცავს მომწამლავ ბოლვას?, მომაკვდინებელ ღრუბელსა? და სნეულების სხივს?.
  • ძალიან ცოტა არსებაა საწამლავის ზიანისადმი მოწყვლადი.
  • საწამლავის ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არის მრავალი გებული, ავშობილი, ელემენტალი, დემონი და უცვალი, აგრეთვე ჯუჯები?.
  • საწამლავის ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არის მრავალი გებული, ავშობილი, ელემენტალი, დემონი, ზეციური და უცვალი; აგრეთვე მწვანე დრაკონები, ნაგაები? და იუან-ტი წმინდასისხლები?.

ფსიქიკური (Psychic)[]

ფსიქიკური ზიანი გონებისკენაა მიმართული, რაც, მაგალითად, ძლიერ თავის ტკივილებსაც მოიცავს. ზიანის ეს ტიპი ყველაზე ხშირად გონმტყავებლებთან ასოცირდება.

სხივური (Radiant)[]

სხივური ზიანი ღვთიური სინათლეა, რომელიც ცეცხლივით წვავს ხორცს და ენერგიით ტბორავს სულს.

  • ეფექტები, რომლებიც სხივურ ზიანს იწვევს, მოიცავს ნათების სიტყვა?, მკვალავ გაელვებასა? და მზის ლესულს.
  • ძალიან ცოტა არსებაა სხივური ზიანისადმი მოწყვლადი, მდგრადი თუ შეუვალი. ჩვეულებრივ, აასიმარებსა და ზეციურებს სხივური ზიანისადმი მდგრადობა აქვთ.
  • მრავალ ავშობილსა და უცვალს, რომელსაც სიცოცხლის აღმდგენი უნარ-ჩვევები აქვს, არ შეუძლია სიცოცხლის აღდგენა სხივური ზიანის მიღებიდან ერთი რაუნდის განმავლობაში.

მსერავი (Slashing)[]

მსერავი ზიანი ჭრის სამიზნეს და ფართო, ღია ჭრილობების დატოვებით აყენებს ზიანს მას.

  • ეფექტები, რომლებიც მსერავ ზიანს იწვევს, მოიცავს იარაღების უმეტესობასა და ტაბაქსი? ბრჭყალებს.
  • ძალიან ცოტა არსებაა მსერავი ზიანისადმი მოწყვლადი, მდგრადი თუ შეუვალი რაიმე განსაკუთრებული პირობის გარეშე.

ქუხილის (Thunder)[]

სახელისგან წამოსული პირველი ასოციაციის მიუხედავად, ქუხილის ზიანი არ უკავშირდება ელვას. ნაცვლად ამისა, ქუხილი აღნიშნავს ძლიერ ხმოვან აფეთქებებსა და დარტყმით ტალღებს, რომლებსაც ისეთი რაღაცები იწვევს, როგორიცაა, ვთქვათ, ბგერითი დარტყმა. ის ყურისთვის მტკივნეულია და ზოგჯერ მინასაც კი ამსხვრევს.

  • ეფექტები, რომლებიც ქუხილის ზიანს იწვევს, მოიცავს ქუხილის ტალღა?, მსხვრევასა? და გამანადგურებელ ტალღას?.
  • ქუხილის ზიანის მიმართ მოწყვლად არსებებს შორის არის მიწის ელემენტალების უმეტესობა.
  • ქუხილის ზიანის მიმართ მდგრად არსებებს შორის არიან ავსულები, ცდომილი ალები, ჰაერის ელემენტალები და მოჩვენებები.
  • ქუხილის ზიანის მიმართ შეუვალ არსებებს შორის არიან ჯინები და ქარიშხლის გიგანტები.

მოწყვლადობა (Vulnerability)[]

მოწყვლადობა, რომელსაც ასევე სისუსტე ეწოდება, ასახავს სპეციალურ ატრიბუტს, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ არსებას ზიანის განსაზღვრული ტიპისგან ორჯერ მეტ ზიანს იღებს. მოწყვლადობა იშვიათი რამაა და ზიანის ტიპების უმეტესობას ძალიან ცოტა ისეთი არსება ჰყავს (თუკი საერთოდ ჰყავს), რომელიც მის მიმართაა მოწყვლადი.

მოწყვლადობის ყველაზე კარგად ნაცნობი შემთხვევებია: ვამპირები და სხივური ზიანი, მიწის ელემენტალები და ქუხილის ზიანი, მცენარეული ქმნილებები და ცეცხლოვანი ზიანი. როდესაც ეფექტი ხვდება არსებას იმ ზიანით, რომლის მიმართაც ეს არსება მოწყვლადია, ის ეფექტისთვის გაგორებულ ზიანზე ორჯერ მეტს იღებს. თუკი მიღებული ზიანი თავდაცვით განისაზღვრება და, ჩვეულებრივ, წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში ზიანი განახევრდებოდა, არსება მაინც სრულ ზიანს იღებს. მიუხედავად ამისა, თუკი წარმატებული თავდაცვა არსებას ყოველგვარ ზიანს აარიდებდა, ეს ფაქტი, მოწყვლადობის მიუხედავად, უცვლელი დარჩება.

მდგრადობა (Resistance)[]

მდგრადობა მოწვყლადობის საპირისპიროა. თუკი მოწყვლადობა სისუსტის მანიშნებელია, მდგრადობა სიმტკიცეს გულისხმობს. როდესაც არსებას ზიანი იმ ტიპით ეყენება, რომლის მიმართაც ის მდგრადია, ზიანი ნახევრდება. მდგრადობა საკმაოდ ხშირი რამაა და ის ურჩხულების უმეტესობას აქვს.

ყველაზე ხშირია ცეცხლოვანი და საწამლავის ზიანის მიმართ მდგრადობები. საწამლავისადმი მდგრადობის ყველაზე ცნობილი შემთხვევებია უცვალები, ავშობილები და ეშმაკები, აგრეთვე ზოგიერთი ცალკეული ურჩხული, რომელიც ამ ვრცელ კატეგორიებში ვერ ხვდება. მოთამაშის რასა ჯუჯა აგრეთვე მდგრადია საწამლავის ზიანის მიმართ.

როდესაც ეფექტი ხვდება არსებას, რომელიც მდგრადია ზიანის ამ ტიპისადმი, ის ზიანის კამათლებზე გაგორებული ზიანის ნახევარს იღებს. თუკი ეფექტი განისაზღვრება თავდაცვით და, ჩვეულებრივ, წარმატების შემთხვევაში ზიანი განახევრდებოდა, მდგრადობის მქონე არსებები ზიანის მეოთხედს იღებენ, ანუ უკვე განახევრებულის ნახევარს. წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი სრული ზიანის ნაცვლად მდგრადობის გამო ისინი გაგორებული ზიანის მხოლოდ ნახევარს მიიღებენ.

იარაღისადმი მდგრადობა (Weapon Resistance)[]

ბლაგვი, მჩხვლეტი და მსერავი ზიანი ჩვეულებრივი იარაღის მიერ მიყენებადი ზიანების სამი ტიპია. ამ ტიპის ზიანების მიმართ მრავალი ურჩხულია მდგრადი, მაგრამ ზოგი მათგანი მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს. ყველაზე ხშირი პირობაა ის, რომ მდგრადობა მოქმედებს მაშინ, როდესაც ზიანი ხვდებათ არამაგიური, მოუვერცხლავი და/ან არაადამანტინის იარაღებით.

ჯადოსნური იარაღების მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ისაა, რომ მათ ჩვეულებრივი იარაღებისგან განსხვავებული რაღაც მახასიათებელი აქვს. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ სპეციალური ეფექტები, მაგალითად, განსაზღვრული ტიპის არსებებისადმი დამატებითი ზიანის მიყენების უნარი, ან მათი მეშვეობით განხორციელებული შეტევისა და ზიანის გაგორებები მოჯადოებული იყოს ისე, რომ მათ ემატებოდეს 1, 2 ან 3.

მოვერცხლილი და ადამანტინის იარაღები ბუნებით ჯადოსნური არ არის. მოვერცხლილი იარაღები ჩვეულებრივი იარაღებია, რომლებსაც ზედ ვერცხლის საფარველი აქვს, ხოლო ადამანტინის იარაღები გამორჩეულად მტკიცე ლითონისგანაა დამზადებული. იმისთვის, რომ ისინი ჯადოსნურ იარაღებად იქნან განხილულნი, საჭიროა, მოვერცხლილობისა და ადამანტინის შემცველობის გარდა რაიმე მახასიათებელიც ჰქონდეთ ან მათ აღწერაში უნდა იყოს მითითებული მათი ჯადოსნურობა, თუნდაც დამატებითი მახასიათებლების არქონის პირობებში. იარაღის მოვერცხლვა 100 gp ღირს, ხოლო იარაღის ადამანტინის ვერსია ამ იარაღის ჩვეულ ფასს დამატებული 500 gp ჯდება.

ჩვეულებრივ, როცა არსება მდგრადია იარაღის ზიანისადმი, თუკი ეს იარაღი არ არის მოვერცხლილი ან ადამანტინის, ეს არსება მდგრადი არ არის ჯადოსნური იარაღებით მიყენებული ჩვეულებრივი ზიანის მიმართ.

ცნობილია, რომ ფორმისმცვლელები, მაგალითად, მაქციები, მოუვერცხლავი იარაღებისადმი მდგრადები არიან, ხოლო მრავალი გებული თუ გოლემი იარაღებისადმი მდგრადია, თუკი ეს იარაღი ადამანტინის არ არის.

შეუვალობა (Immunity)[]

შეუვალობა მდგრადობის შემდეგი საფეხურია. განახევრებული ზიანის ნაცვლად, შეუვალობის მქონე არსებები არავითარ ზიანს არ იღებენ ცალკეული ტიპისგან, თავდაცვებისა და შეტევითი გაგორებების მიუხედავად.

მდგრადობის მსგავსად, ცეცხლოვანი და საწამლავის ზიანისადმი შეუვალობა ყველაზე ხშირია არსებებში. მიუხედავად ამისა, თვითონ შეუვალობა საკმაოდ იშვიათი ფენომენია.