D&D Georgia
D&D Georgia

თავდაცვითი გაგორება (ასევე თავდაცვა, სეივი; ინგლ. Saving throw, Save) არის შელოცვის, ხაფანგის, საწამლავის, დაავადებისა თუ მსგავსი საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევისა თუ მისი თავიდან აცილების მცდელობა. როგორც წესი, მოთამაშე თვითონ არ წყვეტს თავდაცვითი გაგორების შესრულებას; ის იძულებულია, ასეთი შეასრულოს, რადგან მისი პერსონაჟი საფრთხის წინაშეა.

თავდაცვითი გაგორების განსახორციელებლად გააგორეთ d20 და დაუმატეთ შესაბამისი უნარის მოდიფიკატორი. მაგალითად, გამოიყენეთ სიმარჯვის? მოდიფიკატორი სიმარჯვის თავდაცვითი გაგორებისთვის.

თავდაცვითი გაგორება შეიძლება შეიცვალოს სიტუაციური ბონუსითა თუ ჯარიმით და მასზე ასევე მოქმედებს ხელსაყრელობა? და არახელსაყრელობა?, როგორც ამას DM განსაზღვრავს.

თითოეული კლასი მინიმუმ ორ თავდაცვით გაგორებაში იძლევა გაწაფულობა?. მაგალითად, ჯადოქარი? გაწაფულია ინტელექტი? თავდაცვებში. უნარ-ჩვევებში გაწაფულობის მსგავსად, თავდაცვით გაგორებაში გაწაფულობაც პერსონაჟს აძლევს იმის საშუალებას, მისი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოს განსაზღვრული უნარით შესრულებულ თავდაცვით გაგორებებს. თავდაცვით გაგორებებში ზოგიერთი ურჩხულიცაა გაწაფული.

თავდაცვითი გაგორების სირთულის კლასი განისაზღვრება მისი გამომწვევი ეფექტით. მაგალითად, შელოცვით გამოწვეული თავდაცვითი გაგორების DC განისაზღვრება შემლოცველის შელოცვის უნარითა და გაწაფულობის ბონუსით.

წარმატებული თუ წარუმატებელი თავდაცვის შედეგიც აგრეთვე დაწვრილებითაა აღწერილი თავდაცვის გამომწვევ ეფექტში. როგორც წესი, წარმატებული თავდაცვა გულისხმობს იმას, რომ არსება ზიანს საერთოდ არ ან განახევრებულად იღებს ეფექტისგან.