თქვენი კლასი გაწაფულობას? გძენთ განსაზღვრულ იარაღებში, რაც ასახავს როგორც კლასის ფოკუსს, ისე იმ იარაღებს, რომლებსაც სავარაუდოდ გამოიყენებთ. განურჩევლად იმისა, რა უფრო მოგწონთ, გრძელი ხმალი თუ გრძელი მშვილდი, თქვენი იარაღი და მისი ეფექტურად ჭერის უნარი თავგადასავლების დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა.
იარაღების ცხრილში ნაჩვენებია D&D-ის სამყაროებში ყველაზე ხშირად გამოყენებული იარაღები, მათი ფასი და წონა, მათ მიერ მიყენებადი ზიანის ოდენობა და მათი სპეციალური მახასიათებლები. თითოეული იარაღი ხელჩართული ბრძოლის ან სასროლ იარაღადაა კლასიფიცირებული.
ხელჩართული ბრძოლის იარაღი? გამოიყენება თქვენგან 5 ფუტის რადიუსში მყოფი სამიზნისთვის შესატევად, ხოლო სასროლი იარაღი? — სამიზნისთვის დისტანციიდან შესატევად.
იარაღების სია[]
იარაღი | ფასი | ზიანი | წონა | მახასიათებლები |
---|---|---|---|---|
ხელჩართული ბრძოლის მარტივი იარაღები? | ||||
ხელკეტი | 1 sp | 1d4 ბლაგვი | 2 გქ. | მსუბუქი? |
ხანჯალი | 2 gp | 1d4 მჩხვლეტი | 1 გქ. | დახვეწილი?, მსუბუქი?, სატყორცნი? (მანძილი 20/60) |
კომბალი | 2 sp | 1d8 ბლაგვი | 10 გქ. | საორხელო? |
ნაჯახი | 5 gp | 1d6 მსერავი | 2 გქ. | მსუბუქი?, სატყორცნი? (მანძილი 20/60) |
ხელშუბი | 5 sp | 1d6 მჩხვლეტი | 2 გქ. | სატყორცნი? (მანძილი 30/120) |
მსუბუქი ურო | 2 gp | 1d4 ბლაგვი | 2 გქ. | მსუბუქი?, სატყორცნი? (მანძილი 20/60) |
გურზი | 5 gp | 1d6 ბლაგვი | 4 გქ. | — |
კინიკეტი | 2 sp | 1d6 ბლაგვი | 4 გქ. | უნივერსალური? (1d8) |
ნამგალი | 1 gp | 1d4 მსერავი | 2 გქ. | მსუბუქი? |
შუბი | 1 gp | 1d6 მჩხვლეტი | 3 გქ. | სატყორცნი? (მანძილი 20/60), უნივერსალური? (1d8) |
იკულვა? | 1 gp | 1d8 მჩხვლეტი | 3 გქ. | სპეციალური, სატყორცნი? (მანძილი 10/30) |
მარტივი სასროლი იარაღები? | ||||
არბალეტი, მსუბუქი | 25 gp | 1d8 მჩხვლეტი | 5 გქ. | ამუნიცია? (მანძილი 80/320), გადასატენი?, საორხელო? |
სასრევი | 5 cp | 1d4 მჩხვლეტი | 1/4 გქ. | დახვეწილი?, სატყორცნი? (მანძილი 20/60) |
მოკლე მშვილდი | 25 gp | 1d6 მჩხვლეტი | 2 გქ. | ამუნიცია? (მანძილი 80/320), საორხელო? |
შურდული | 1 sp | 1d4 ბლაგვი | — | ამუნიცია? (მანძილი 30/120) |
ხელჩართული ბრძოლის საომარი იარაღები? | ||||
ჩუგლუგი | 10 gp | 1d8 მსერავი | 4 გქ. | უნივერსალური? (1d10) |
ორპირა სიმიტარი? | 100 gp | 2d4 მსერავი | 6 გქ. | სპეციალური, საორხელო? |
საცეხველი | 10 gp | 1d8 ბლაგვი | 2 გქ. | — |
გლეივი | 20 gp | 1d10 მსერავი | 6 გქ. | მძიმე?, წვდომა?, საორხელო? |
ტაბარი | 30 gp | 1d12 მსერავი | 7 გქ. | მძიმე?, საორხელო? |
საორხელო ხმალი | 50 gp | 2d6 მსერავი | 6 გქ. | მძიმე?, საორხელო? |
ალებარდა | 20 gp | 1d10 მსერავი | 6 გქ. | მძიმე?, წვდომა?, საორხელო? |
ლახვარი? | 10 gp | 1d12 მჩხვლეტი | 6 გქ. | წვდომა?, სპეციალური |
გრძელი ხმალი | 15 gp | 1d8 მსერავი | 3 გქ. | უნივერსალური? (1d10) |
სანგი | 10 gp | 2d6 ბლაგვი | 10 გქ. | მძიმე?, საორხელო? |
მორგენშტერნი | 15 gp | 1d8 მჩხვლეტი | 4 გქ. | — |
გმური | 5 gp | 1d10 მჩხვლეტი | 18 გქ. | მძიმე?, წვდომა?, საორხელო? |
რაპირა | 25 gp | 1d8 მჩხვლეტი | 2 გქ. | დახვეწილი? |
სიმიტარი | 25 gp | 1d6 მსერავი | 3 გქ. | დახვეწილი?, მსუბუქი? |
მოკლე ხმალი | 10 gp | 1d6 მჩხვლეტი | 2 გქ. | დახვეწილი?, მსუბუქი? |
სამკაპი | 5 gp | 1d6 მჩხვლეტი | 4 გქ. | სატყორცნი? (მანძილი 20/60), უნივერსალური? (1d8) |
საომარი წერაქვი | 5 gp | 1d8 მჩხვლეტი | 2 გქ. | — |
საომარი ურო | 15 gp | 1d8 ბლაგვი | 2 გქ. | უნივერსალური? (1d10) |
მათრახი | 2 gp | 1d4 მსერავი | 3 გქ. | დახვეწილი?, წვდომა? |
სასროლი საომარი იარაღები? | ||||
საბერი მილაკი | 10 gp | 1 მჩხვლეტი | 1 გქ. | ამუნიცია? (მანძილი 25/100), გადასატენი? |
არბალეტი, ხელის | 75 gp | 1d6 მჩხვლეტი | 3 გქ. | ამუნიცია? (მანძილი 30/120), მსუბუქი?, გადასატენი? |
არბალეტი, მძიმე | 50 gp | 1d10 მჩხვლეტი | 18 გქ. | ამუნიცია? (მანძილი 100/400), მძიმე?, გადასატენი?, საორხელო? |
გრძელი მშვილდი | 50 gp | 1d8 მჩხვლეტი | 2 გქ. | ამუნიცია? (მანძილი 150/600), მძიმე?, საორხელო? |
ბადე? | 1 gp | — | 3 გქ. | სპეციალური, სატყორცნი? (მანძილი 5/15) |
იარაღში გაწაფულობა (Weapon proficiency)[]
თქვენი რასა, კლასი და ხელობები? ზოგჯერ განსაზღვრულ იარაღებსა თუ იარაღების კატეგორიებში გაწაფულობებს? გძენთ.
იარაღების ორი კატეგორიაა მარტივი? და საომარი?.
ადამიანთა უმეტესობა გაწაფულობით შეუძლიათ მარტივი იარაღების მოხმარება. ასეთ იარაღებს შორისაა ხელკეტები, გურზები და სხვა იარაღები, რომლებიც ხშირად შეგხვდებათ უბრალო წარმოშობის ხალხში.
საომარ იარაღებს, მათ შორის ხმლებს, ნაჯახებსა და შუბებს, უფრო სპეციალიზებული ვარჯიში სჭირდება ეფექტურად გამოსაყენებლად. მეომართა უმეტესობა საომარ იარაღებს იყენებს, რადგან ისინი მათი ბრძოლის სტილისა და წვრთნის საუკეთესო უნარების გამოვლენის საშუალებას იძლევა.
იარაღში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, ამ იარაღით განხორციელებულ შეტევით გაგორებებს თქვენი გაწაფულობის ბონუსი? დაუმატოთ. თუკი შეტევით გაგორებას იმ იარაღით ახორციელებთ, რომელშიც არ ხართ გაწაფული, ამ გაგორებას არ უმატებთ გაწაფულობის ბონუსს.
იარაღების მახასიათებლები[]
მრავალ იარაღს აქვს სპეციალური მახასიათებლები, რომლებიც მის გამოყენებასთანაა დაკავშირებული, როგორც ეს იარაღების ცხრილშია წარმოდგენილი.
ამუნიცია (Ammunition)[]
ამუნიციის მახასიათებლის მქონე იარაღის შორეული შეტევისთვის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუკი თქვენ იარაღიდან გასასროლი ამუნიცია გაქვთ. ამ იარაღით განხორციელებული თითოეული შეტევისას თქვენ ხარჯავთ ამუნიციის ერთ ერთეულს. ამუნიციის ამოღება კაპარჭიდან, ჩანთიდან თუ სხვა კონტეინერიდან შეტევის ნაწილია.
ბრძოლის შემდეგ შეგიძლიათ, დახარჯული ამუნიციის ნახევარი დაიბრუნოთ, თუკი ერთ წუთს დახარჯავთ ბრძოლის ველზე მის ძებნაში. თუკი ისეთ იარაღს იყენებთ, რომელსაც ამუნიციის მახასიათებელი აქვს ახლო შეტევის განსახორციელებლად, თქვენ მას იმპროვიზებულ იარაღად განიხილავთ (იხილეთ „იმპროვიზებული იარაღის“ სექცია ქვემოთ).
ამგვარად გამოყენებისას შურდული რაიმე სახის ზიანის მისაყენებლად გადატენვას საჭიროებს.
დახვეწილი (Finesse)[]
დახვეწილი იარაღით შეტევისას თქვენ სურვილისამებრ ირჩევთ, შეტევისა და ზიანის გაგორებისთვის ძალას? გამოიყენებთ თუ სიმარჯვეს?. აუცილებელია, ორივე გაგორებისთვის ერთი და იგივე მოდიფიკატორი გამოიყენოთ.
მძიმე (Heavy)[]
პატარა ზომის არსებები არახელსაყრელობით? ასრულებენ შეტევით გაგორებებს მძიმე იარაღებით. მძიმე იარაღის ზომა და მასა ზედმეტად დიდია პატარა არსებებისთვის მის ეფექტურად გამოსაყენებლად.
მსუბუქი (Light)[]
მსუბუქი იარათი პატარა და მარტივად მოხმარებადია, რის გამოც ის იდეალურია ორი იარაღით ბრძოლისთვის. იხილეთ ორი იარაღით ბრძოლის წესები აქ.
გადასატენი (Loading)[]
ვინაიდან ასეთი იარაღების გადასატენად დროა საჭირო, თქვენ მათგან ამუნიციის მხოლოდ ერთი ერთეულის გასროლა შეგიძლიათ, როდესაც იყენებთ მოქმედებას, ბონუს-მოქმედებასა თუ რეაქციას, განურჩევლად იმისა, თუ ჩვეულებრივ რამდენი შეტევის შესრულება ძალგიძთ.
მანძილი (Range)[]
იარაღს, რომლითაც შეიძლება შორეული შეტევის განხორციელება, ფრჩხილებში აქვს მითითებული მანძილი ამუნიციისა თუ გატყორცნის მახასიათებლის შემდეგ.
მანძილი ორ რიცხვს მოიცავს. უფრო მცირე რიცხვი ჩვეული მანძილია, დიდი რიცხვი კი — შორი მანძილი. თქვენ შეტევით გაგორებას არახელსაყრელობით? ახორციელებთ, თუკი სამიზნე ჩვეულ მანძილს იქითაა, შორ მანძილს იქით მყოფი სამიზნის შეტევა კი არ შეგიძლიათ.
წვდომა (Reach)[]
ეს იარაღი თქვენი წვდომის რადიუსს 5 ფუტს უმატებს, როდესაც მისი გამოყენებით უტევთ.
სპეციალური[]
სპეციალური მახასიათებლის მქონე იარაღს გამოყენების უჩვეულო წესები აქვს, რაც იარაღის აღწერაშია განმარტებული.
სატყორცნი (Thrown)[]
თუკი იარაღს გატყორცნის მახასიათებელი აქვს, შეგიძლიათ, იარაღი გატყორცნოთ შორეული შეტევის განსახორციელებლად. თუკი იარაღი ხელჩართული ბრძოლისაა, თქვენ შეტევისა და ზიანის გაგორებებისთვის იმავე უნარის მოდიფიკატორს იყენებთ, რომელსაც ამ იარაღით ახლო შეტევისას გამოიყენებდით.
მაგალითად, თუკი თქვენ გატყორცნით ნაჯახს, გამოიყენებთ ძალას?, მაგრამ თუ გატყორცნით ხანჯალს, შეგიძლიათ, საამისოდ ან ძალა გამოიყენოთ ან სიმარჯვე?, ვინაიდან ხანჯალს დახვეწილობის მახასიათებელი აქვს.
საორხელო (Two-Handed)[]
ეს იარაღი გამოსაყენებლად ორ ხელს საჭიროებს.
უნივერსალური (Versatile)[]
ამ იარაღის გამოყენება ერთი ხელითაცაა შესაძლებელი და ორი ხელითაც. მახასიათებელს ფრჩხილებში თან ახლავს ზიანის მაჩვენებელი — ეს ის ზიანია, რომელსაც იარაღი აყენებს, თუკი მას ორი ხელით გამოიყენებთ ახლო შეტევის განხორციელებისას.
იმპროვიზებული იარაღები (Improvised Weapons)[]
ზოგჯერ პერსონაჟებს ხელთ არ აქვთ თავიანთი იარაღები და იმით შეტევა უწევთ, რაც ხელთ მოხვდებათ.
იმპროვიზებულ იარაღში შედის ნებისმიერი ობიექტი, რომლის დაჭერაც შეგიძლიათ ცალ ან ორ ხელში, მაგალითად, გატეხილი მინა, მაგიდის ფეხი, ტაფა, ურმის თვალი ან მკვდარი გობლინი. ზოგ შემთხვევაში იმპროვიზებული იარაღი ნამდვილს ჰგავს და ასეცაა განსახილველი. მაგალითად, მაგიდის ფეხი ხელკეტის მსგავსია.
DM-ის სურვილის შესაბამისად, პერსონაჟმა, რომელიც განსაზღვრულ იარაღშია გაწაფული, შეუძლია, მსგავსი ობიექტი ამ იარაღისნაირად გამოიყენოს და დაუმატოს საკუთარი გაწაფულობის ბონუსი. ობიექტი, რომელიც არანაირად არ ჰგავს ჩვეულებრივ იარაღს, აყენებს 1d4 ზიანს (ობიექტისთვის შესაბამის ზიანის ტიპს DM ადგენს).
თუკი პერსონაჟი სასროლ იარაღს იყენებს ახლო შეტევის განსახორციელებლად, ან ტყორცნის ხელჩართული ბრძოლის იარაღს, რომელსაც არ აქვს გატყორცნის მახასიათებელი, ეს იარაღიც 1d4 ზიანს აყენებს.
იმპროვიზებულ სატყორცნ იარაღს ჩვეული მანძილი 20 ფუტი აქვს, შორი მანძილი კი — 60 ფუტი.
ადამანტინის იარაღები (Adamantine Weapons)[]
ადამანტინი უკიდურესაც მყარი ლითონია და ის მეტეორიტებსა და გამორჩეულ მინერალურ საბადოებში მოიპოვება. ადამანტინის აბჯრის დამზადებაში გამოყენების გარდა ეს ლითონი იარაღების დასამზადებლადაც გამოიყენება. ადამანტინით დამზადებული ან მისით დაფარული ხელჩართული ბრძოლის იარაღები და ამუნიცია უჩვეულოდ ეფექტურია ობიექტების დასამტვრევად.
როდესაც ადამანტინის იარაღი ან ამუნიციის ერთეული ხვდება ობიექტს, დარტყმა კრიტიკულია.
ხელჩართული ბრძოლის იარაღისა და ამუნიციის 10 ერთეულის ადამანტინის ვერსია ჩვეულებრივ ვერსიაზე 500 gp-ით უფრო ძვირი ღირს, იქნება ის მთლიანად ამ ლითონისგან დამზადებული თუ მისით დაფარული.
მოვერცხლილი იარაღები (Silvered Weapons)[]
ზოგიერთი ურჩხული, რომელსაც არამაგიური იარაღებისადმი მდგრადობა ან შეუვალობა აქვს, მგრძნობიარეა ვერცხლის იარაღების მიმართ, ამიტომ ფრთხილ მოგზაურებს დამატებითი მონეტების დახარჯვა უღირთ იარაღების მოსავერცხლად.
შეგიძლიათ, ერთი იარაღი ან ამუნიციის ათი ერთეული 100 gp-დ მოვერცხლოთ.
ეს ღირებულება მოიცავს არა მხოლოდ ვერცხლის ფასს, არამედ იმ დროსა და ოსტატობას, რომელიც საჭიროა იარაღის ისე მოსავერცხლად, რომ ის ნაკლებად ეფექტური არ გახდეს.
სპეციალური იარაღები[]
აქ აღწერილი სპეციალური წესების მქონე იარაღები.
ორპირა სიმიტარი (Double-Bladed Scimitar)[]
ორპირა სიმიტარი Wayfinder's Guide to Eberron-ში გამოჩენილი იარაღია. როდესაც ამ იარაღით შეტევას ორი ხელით ასრულებთ, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და პირის მეორე მხრითაც განახორციელოთ ახლო შეტევა. ეს შეტევა იმავე მოდიფიკატორს იყენებს, როგორსაც პირველი. ზიანის კამათელი 1d4-ია და ის მსერავ ზიანს აყენებს. სპეციალური შეტევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესრულებადი, თუ თქვენ შეტევის მოქმედებას გამოიყენებთ.
ლახვარი (Lance)[]
თქვენ არახელსაყრელობა? გაქვთ, როდესაც ლახვრით თქვენგან 5 ფუტის რადიუსში მყოფ სამიზნეს უტევთ.
გარდა ამისა, ლახვარს გამოსაყენებლად ორი ხელი სჭირდება, როდესაც ამხედრებული არ ხართ.
ბადე[]
დიდი ან უფრო მცირე ზომის არსებები, რომლებსაც ბადე მოხვდებათ, დაბმულები არიან გათავისუფლებამდე. ბადეს არავითარი ეფექტი არ აქვს უფორმო არსებებზე ან იმ არსებებზე, რომლებიც უზარმაზარები ან უფრო დიდი ზომისანი არიან. არსებას შეუძლია, თავისი მოქმედება გამოიყენოს და DC 10-ის მქონე ძალის შემოწმება შეასრულოს, რათა გაითავისუფლოს საკუთარი თავი ან სხვა არსება, რომელიც მისი წვდომის რადიუსშია.
ბადისთვის (AC 10) 5 მსერავი ზიანის მიყენება ასევე ათავისუფლებს არსებას მისგან. ეფექტი წყდება, არსება ზიანს არ იღებს, ბადე კი ნადგურდება.
როდესაც იყენებთ მოქმედებას, ბონუს-მოქმედებას ან რეაქციას ბადით შესატევად, მხოლოდ ერთი შეტევის განხორციელება შეგიძლიათ, განურჩევლად იმისა, თუ ჩვეულებრივ რამდენი შეტევის შესრულება ძალგიძთ.
იკულვა (Yklwa)[]
იკულვა ხელჩართული ბრძოლის მარტივი იარაღია და ის პირველად Tomb of Annihilation-ში გამოჩნდა. ის ჩალტელი მეომრების ტრადიციული იარაღია. იკულვა შედგება 3-ფუტიანი ხის ტარისგან, რომლიდანაც ამოწვერილია 18 ინჩის (~46 სმ-ის) სიგრძის ფოლადის ან ქვის პირი. მართალია, მას გატყორცნის მახასიათებელი აქვს, მაგრამ იკულვა გასატყორცნად კარგად დაბალანსებული არ არის (მანძილი 10/30 ფუტი).