D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

ინსპირაცია (შთაგონება) არის წესი, რომლის გამოყენებაც შეუძლია Dungeon Master-ს, რათა დააჯილდოვოს მოთამაშე, რომელიც განსაკუთრებით კარგად ავლენს საკუთარი პერსონაჟის ხასიათს, პიროვნულ ნიშან-თვისებებს, იდეალებს, კავშირებსა თუ ნაკლოვანებებს.

ინსპირაციის მიღება[]

DM-მა ინსპირაცია მრავალი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გასცეს. როგორც წესი, ის გაიცემა მაშინ, როდესაც მოთამაშე განსაკუთრებით კარგადაა შესისხლხორცებული საკუთარ პერსონაჟთან და მის ჭეშმარიტ ბუნებას ავლენს თამაშში. პერსონაჟს ინსპირაცია ან აქვს ან არ აქვს — არ შეიძლება რამდენიმე ინსპირაციის დაგროვება და მოგვიანებით გამოყენება.

ინსპირაციის გამოყენება[]

თუკი ინსპირაცია გაქვთ, შეგიძლიათ, ის დახარჯოთ შეტევითი გაგორების?, თავდაცვითი გაგორების? ან უნარის შემოწმების? დროს. ინსპირაციის დახარჯვა ხელსაყრელობა? გძენთ გაგორებაზე. გარდა ამისა, თუკი ინსპირაცია გაქვთ, შეგიძლიათ, სხვა მოთამაშე დააჯილდოვოთ მისი პერსონაჟის კარგი განსახიერებისთვის, მახვილგონივრულობისთვის ან, უბრალოდ, თამაშში რაიმე საინტერესოს გაკეთებისთვის. როდესაც სხვა მოთამაშე აკეთებს ისეთ რამეს, რაც ამბავს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის, შეიძლიათ, თქვენი ინსპირაცია მის პერსონაჟს გადასცეთ.

Advertisement