D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
1-ლი დონის ხიბლი?
დასახრვის დრო? 1 ბონუს-მოქმედება?
მანძილი? 30 ფუტი
კომპონენტები? V
ხანგრძლივობა? კონც?. 1 წუთამდე

თქვენ ცდილობთ, იძულებით ჩართოთ არსება თქვენთან დუელში.

ერთმა არსებამ, რომლის დანახვაც შეგიძლიათ და რომელიც შელოცვის მანძილის ფარგლებშია, უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში, თქვენი ღვთიური მოთხოვნის იძულებით არსება თქვენკენ მოიზიდება. შელოცვის ხანგრძლივობის განმავლობაში ის არახელსაყრელობით? ასრულებს შეტევით გაგორებებს თქვენგან განსხვავებული არსებების წინააღმდეგ და იძულებულია, სიბრძნის თავდაცვითი გაგორება განახორციელოს ყოველ ჯერზე, როდესაც შეეცდება იმ სივრცეში გადაადგილებას, რომელიც თქვენგან 30 ფუტზე უფრო შორსაა; თუკი თავდაცვითი გაგორება წარმატებული იქნება, შელოცვა არ ზღუდავს სამიზნე არსების მოძრაობას ამ სვლის განმავლობაში.

შელოცვა მთავრდება, თუკი: 1) რომელიმე სხვა არსებას შეუტევთ 2) დასახრავთ ისეთ შელოცვას, რომელიც სამიზნე არსებისგან განსხვავებულ მტრულ არსებაზე იქნება მიმართული 3) თქვენ მიმართ მეგობრულად განწყობილი არსება დააზიანებს სამიზნე არსებას ან საზიანო შელოცვას გამოიყენებს მასზე 4) თქვენ თქვენს სვლას დაასრულებთ სამიზნე არსებიდან 30 ფუტზე უფრო შორ მანძილზე.

Advertisement