D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

პერსონაჟის კლასი არის მთავარი განსაზღვრება იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია თქვენს პერსონაჟს. კლასი არ არის უბრალოდ პერსონაჟის „პროფესია“, ის პერსონაჟის მოწოდებაა. კლასი განაპირობებს, თუ როგორ უყურებს თქვენი პერსონაჟი სამყაროს და როგორ ურთიერთქმედებს მასთან, როგორი დამოკიდებულება აქვს მულტისამყაროში არსებული სხვა ადამიანებისა და ძალების მიმართ. მაგალითად, მებრძოლმა?, შესაძლოა, სამყარო დაინახოს სტრატეგიისა და მანევრირების პრაგმატული თვალსაზრისით, საკუთარი თავი კი მხოლოდ დიდი თამაშის ერთ-ერთ პაიკად წარმოედგინოს. ამის საპირისპიროდ, მოციქულმა? შეიძლება, ღმერთის მიმდინარე გეგმის შესრულებაში ან რამდენიმე ღვთაებას შორის არსებულ კონფლიქტში მონაწილე მსახურად წარმოიდგინოს საკუთარი თავი. მებრძოლს კონტაქტები ექნება დაქირავებულთა კომპანიასა თუ ჯართან, მოციქულს კი ეცოდინება მღვდლები, პალადინები და სხვა ღვთისმსახურები, რომლებიც მის რწმენას იზიარებენ.

თქვენი კლასი მრავალ განსაკუთრებულ მახასიათებელს გძენთ. ასეთია, მაგალითად, მებრძოლის გაწაფულობა? ყველა იარაღსა და აბჯარში და ჯადოქრის? შელოცვები. დაბალ დონეებზე კლასი მხოლოდ ორ ან სამ მახასიათებელს იძლევა, თუმცა დონის გაზრდასთან ერთად გემატებათ ახალი მახასიათებლები, არსებული კი გიუმჯობესდებათ. თითოეული კლასის გვერდზე შეგიძლიათ, იხილოთ ცხრილი, რომელშიც აღწერილია კლასის მახასიათებლები დონეების მიხედვით, აგრეთვე თითოეული ამ მახასიათებლის განმარტება.

თავგადასავლების მაძიებლები ხშირად ერთზე მეტ კლასში ვითარდებიან. მზირმა?, შესაძლოა, ცხოვრების მიმართულება შეიცვალოს და მოციქულობას მოჰკიდოს ხელი, თუმცა ამავდროულად მზირობა გააგრძელოს. ელფები ხშირად საბრძოლო ოსტატობასა და მაგიურ წვრთნას აერთიანებენ და ერთდროულად არიან მებრძოლებიც და ჯადოქრებიც. კლასების კომბინირების უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ნახავთ მოთამაშის წიგნაკში (Player’s Handbook)[1], აგრეთვე ჩვენი ვებსაიტის მრავალკლასიანობის გვერდზე.

კლასების სია[]

D&D-ის მე-5 გამოცემის სამყაროს კლასებია:[2]:20[1]:45

გაწაფულობები?
კლასი აღწერა სიცოც. კამათ.? მთავარი უნარი თავდაც. გაგორ.? აბჯარი და იარაღი
ბარბაროსი (Barbarian) მძვინვარე მებრძოლი პრიმიტიული წინაისტორიით, რომელსაც საბრძოლო რისხვაში შეუძლია შესვლა d12 ძალა ძალა & გამძლეობა მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები, მარტივი და საომარი იარაღები
მგოსანი (Bard) შთამაგონებელი ჯადოსანი, რომლის ძალაც შემოქმედების მუსიკის ექოდ გაისმის d8 ქარიზმა სიმარჯვე & ქარიზმა მსუბუქი აბჯარი, მარტივი იარაღები, ხელის არბალეტები, გრძელი ხმლები, რაპირები, მოკლე ხმლები
მოციქული (Cleric) ღვთისმსახური ჩემპიონი, რომელსაც ღვთაებისთვის მსახურობის სანაცვლოდ ღვთიური მაგია აქვს d8 სიბრძნე სიბრძნე & ქარიზმა მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები, მარტივი იარაღები
დრუიდი (Druid) უძველესი რწმენის მიმდევარი, რომელიც ბუნების ძალებს ფლობს — მთვარის სინათლესა და მცენარეების ზრდას, ცეცხლსა და ელვას — და რომელსაც ცხოველური ფორმის მიღება შეუძლია d8 სიბრძნე ინტელექტი & სიბრძნე მსუბუქი და საშუალო აბჯარი (არალითონის), ფარები (არალითონის), ხელკეტები, ხანჯლები, სასრევები, ხელშუბები, გურზები, კინიკეტები, სიმიტარები, ნამგლები, შურდულები, შუბები
მებრძოლი (Fighter) ომის ოსტატი, რომელიც განსწავლულია მრავალ იარაღსა და აბჯარში d10 ძალა ან სიმარჯვე ძალა & გამძლეობა ყველა აბჯარი, ფარები, მარტივი და საომარი იარაღები
ბერი (Monk) საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, რომელიც შიშველი ხელებითა და ბერის საომარი იარაღებით ბრძოლაშია გაწაფული d8 სიმარჯვე & სიბრძნე სიმარჯვე & ძალა (მე-14 დონიდან ყველა) მარტივი იარაღები, მოკლე ხმლები.
პალადინი (Paladin) საღვთო მებრძოლი, რომელიც წმინდა ფიცითაა შეკრული d10 ძალა & ქარიზმა სიბრძნე & ქარიზმა ყველა აბჯარი, ფარები, მარტივი და საომარი იარაღები
მზვერავი (Ranger) შორეული ბრძოლის ოსტატი, ბუნებასთან შერწყმული d10 სიმარჯვე & სიბრძნე სიმარჯვე & ძალა მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები, მარტივი იარაღები, საომარი იარაღები
მზირი (Rogue) არამზადა და სწრაფი მებრძოლი, რომელიც მალულობასა და ცბიერებას იყენებს ბარიერებისა და მოწინააღმდეგეების გადასალახად d8 სიმარჯვე სიმარჯვე & ინტელექტი მსუბუქი აბჯარი, მარტივი იარაღები, ხელის არბალეტები, გრძელი ხმლები, რაპირები, მოკლე ხმლები
გრძნეული (Sorcerer) შემლოცველი, რომელსაც ნიჭითა თუ მოდგმით ნაბოძები თანდაყოლილი მაგია აქვს d6 ქარიზმა გამძლეობა & ქარიზმა ხანჯლები, სასრევები, შურდულები, კინიკეტები, მსუბუქი არბალეტები
მოგვი (Warlock) მაგიის მპყრობელი, რომლის ძალაც მიღებულია მიღმურ არსებასთან დადებული ხელშეკრულებით d8 ქარიზმა სიბრძნე & ქარიზმა მსუბუქი აბჯარი, მარტივი იარაღები
ჯადოქარი (Wizard) განსწავლული შემლოცველი, რომელსაც შეუძლია რეალობის სტრუქტურების მანიპულაცია d6 ინტელექტი ინტელექტი & სიბრძნე ხანჯლები, სასრევები, შურდულები, კინიკეტები, მსუბუქი არბალეტები

შენიშვნები[]

  1. 1.0 1.1 Wizards RPG Team. Player's Handbook. Wizards of the Coast. ISBN 978-0-7869-6560-1.
  2. Wizards of the Coast. "Player's D&D Basic Rules V2". http://media.wizards.com/2014/downloads/dnd/PlayerDnDBasicRules_v0.2.pdf. Retrieved 11 Nov 2014.

*

Advertisement