D&D Georgia
D&D Georgia

მაგია დილეგებისა & დრაკონების მულტისამყაროში ჩაღვრილი უცნაური ძალაა. მისი ძლევამოსილება და ენერგია ყველაფერშია. ჩვეულებრივ არსებებს არ შეუძლიათ ამ დაუმუშავებელი მაგიის პირდაპირ მართვა, თუმცა მათ ისწავლეს გარშემო არსებული მაგიური ძალის, წნულის, გამოყენება, რომელიც მათ შელოცვების სახრვის შესაძლებლობას აძლევს. მათ, ვისაც შეუძლიათ მაგიის გამოყენება, შემლოცველები ეწოდებათ.[1][2]

არსებობს შემლოცველების ორი სახე: იდუმალი და ღვთიური. ისინი, ვინც იდუმალ მაგიას იყენებენ, დამოკიდებულნი არიან წნულის შესწავლაზე, რათა მისი მართვა შეძლონ. ასეთი შემლოცველები არიან მგოსნები?, გრძნეულები?, მოგვები? და ჯადოქრები?. ისინი, ვინც ღვთიურ მაგიას იყენებენ, დახმარებისთვის ღმერთებსა და სხვა ძლიერ ღვთაებებს მიმართავენ. ასეთი შემლოცველები არიან მოციქულები?, დრუიდები?, პალადინები? და მზვერავები?.[2]

უნარების წყაროს მიუხედავად, ყველა მათგანს შეუძლია შელოცვების დასახრვა: წნულის მანიპულაციები, რომლებიც მრავალ სხვადასხვა ეფექტს წარმოქმნის. შელოცვებით უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. მართალია, შელოცვები უმეტესწილად ზიანის მიყენებითა და მისგან დაცვითაა ცნობილი, მაგრამ მათ აგრეთვე შეუძლიათ სიცოცხლისა და ძლიერების დაბრუნება, მარტივი საქმეების შესრულებაში ხელშეწყობა, თავშესაფრის გაკეთება და მრავალი სხვა.[3]

შელოცვები (Spells)[]

დონე[]

ყველა შელოცვას აქვს განსაზღვრული დონე 0-დან 9-მდე. 0 დონის შელოცვას გრძნებვა ეწოდება. ჩვეულებრივ, რაც უფრო მაღალი დონისაა შელოცვა, მით უფრო ძლიერი ეფექტები აქვს მას. მაღალი დონის შელოცვებს, როგორც წესი, მეტი ზიანის კამათელი აქვს, უფრო დიდ არეალზე ან მეტ არსებაზე შეუძლია ზემოქმედება, ან მანიპულაციის უფრო ფართო სპექტრი აქვს.[1]

რაც უფრო მაღალი დონისაა შელოცვა, მით უფრო მაღალი დონის უნდა იყოს პერსონაჟი, რათა მისი გამოყენება შეძლოს. არ არსებობს უშუალო შესაბამისობა შელოცვის დონესა და შემლოცველის დონეს შორის.[1] მაგალითად, ყველაზე ადრე მესამე დონის შელოცვების დასახრვა არსებას მე-5 დონეზე შეუძლია.[4][5][6] ზოგი, სულაც, უფრო გვიან იღებს წვდომას.[7][8][9][10] წვდომის გაჩენის დროის მიუხედავად, რაც უფრო მაღალი დონისაა შელოცვა, მით უფრო მაღალი დონის უნდა იყოს შემლოცველი, რათა მისი გამოყენება შეძლოს.

გრძნებვები (Cantrips)[]

0 დონის შელოცვები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, გრძნებვები ეწოდება, შემლოცველის გონებაში ჩაბეჭდილი მარტივი შელოცვებია.[11] მათი განსწავლა/დავიწყება შეუძლებელია, თუმცა ისინი ყოველთვისაა ხელმისაწვდომი შემლოცველისთვის და არ საჭიროებს შელოცვის სლოტებს.[1][12]

რიტუალი[]

შელოცვას, რომელიც რიტუალადაა მონიშნული, დასახრვისას სპეციალური წესის არჩევითი ფუნქცია აქვს: შემლოცველს მისი დასახრვა რიტუალის სახით შეუძლია. ამის გაკეთება შელოცვის დასახრვის დროს 10 წუთით ზრდის და მისი დასახრვა შესაძლო ყველაზე დაბალი დონითაა დაშვებული. მიუხედავად ამისა, რიტუალად დასახრული შელოცვა შელოცვის სლოტს არ ხარჯავს.[1]

რიტუალური შელოცვების დასახრვა ყველას არ შეუძლია. ჩვეულებრივ, ამის გაკეთება მხოლოდ მგოსნებს, მოციქულებს, დრუიდებსა და ჯადოქრებს ძალუძთ.[13][14][15][6] გარდა ამისა, შელოცვა წინასწარ უნდა იყოს მომზადებული ან, მგოსნების შემთხვევაში, რომლებსაც მომზადებული შელოცვები არ აქვთ, ნასწავლი.[14][15][13] მხოლოდ ჯადოქრებს შეუძლიათ მოუმზადებელი შელოცვების რიტუალის სახით დასახრვა.[6] პერსონაჟს, რომელსაც რიტუალების მსახრავის ხელობა? აქვს, ასევე შეუძლია იმ კლასის რიტუალური შელოცვების დასახრვა, რომელსაც აირჩევს ხელობის ათვისებისას.[16] გარდა ამისა, მოგვებს, რომლებსაც უხსოვარ საიდუმლოთა წიგნის ხმობა? აქვთ, შეუძლიათ, რიტუალის სახით დასახრონ ის შელოცვები, რომლებსაც იპოვიან და დაამატებენ თავიანთ „ლანდების წიგნში“, რომელიც „წიგნის პაქტის“ ძღვენიდან აქვთ მიღებული.[5].

შელოცვის სლოტები (Spell Slots)[]

შელოცვის დასახრვა ძალისხმევას საჭიროებს და ამის გაკეთება მხოლოდ რამდენჯერმეა შესაძლებელი, სანამ შემლოცველი ხანგრძლივ დასვენებას? არ განახორციელებს. ეს შეზღუდული რაოდენობა შელოცვის სლოტებში გამოიხატება. როდესაც განსაზღვრული დონის შელოცვის სლოტები ამოწურულია, შეუძლებელია ამ დონეზე რომელიმე შელოცვის დასახრვა, თუმცა შესაძლებელია მათი ასახრვა (იხილეთ „უმაღლესი სახრვა“).[17]

რაც უფრო მაღალი დონისაა პერსონაჟი, მით უფრო გამოცდილია ის შემლოცველობაში, შესაბამისად, დასვენებებს შორის უფრო მეტი და მაღალი დონის შელოცვის დასახრვა შეუძლია.

უმაღლესი სახრვა (Higher Casting)[]

მე-9 დონეზე დაბლა არსებული შელოცვების დასახრვა შესაძლებელია მათთვის საბაზისო შელოცვის სლოტზე უფრო მაღალი დონის სლოტით. ამგვარად, საბაზისო დონის შელოცვის სლოტის ნაცვლად იხარჯება უფრო მაღალი დონის შელოცვის სლოტი. ერთადერთი მოთხოვნა ამის შესასრულებლად არის შელოცვის იმ სლოტის ხელმისაწვდომობა, რომლის გამოყენებასაც აპირებთ.[17] უფრო მაღალი დონის სლოტით შელოცვის დასახრვას ასახრვა ეწოდება. გრძნებვების ასახრვა შეუძლებელია.[12]

განსაზღვრული შელოცვები დამატებით უპირატესობებს იძლევა ასახრვისას, რაც ინდივიდუალურია ყველა შელოცვისთვის. ყველაზე ხშირ ეფექტებს შორისაა ზიანის, მოქმედების არეალის, ხანგრძლივობისა თუ სამიზნე არსებების რაოდენობის გაზრდა.[18][19][20] შელოცვებს, რომლებიც დამატებით უპირატესობებს იძლევიან ასახრვისას, ეს უპირატესობები აღწერაშივე აქვთ დართული. თუკი შელოცვის აღწერაში ამაზე არაფერია ნათქვამი, მაშინ შელოცვა უფრო მაღალ დონეზე დასახრვისას ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც საბაზისო დონეზე დასახრვისას.[17]

სრული მსახრავი (Full-caster)[]

სრული მსახრავები მაგიის ძლევამოსილი მომხმარებლები არიან, რომლებიც მაგიის შესწავლას უძღვნიან საკუთარ თავს. სრულ მსახრავებს წვდომა აქვთ უამრავ შელოცვასა და გრძნებვასან, რომლებიც მათ მრავალ სხვადასხვა შესაძლებლობას სძენს მტრებსა და სხვა შემხვედრ პრობლემებთან გასამკლავებლად.[13][14][15] მიუხედავად ამისა, ამის სანაცვლოდ ისინი, როგორც წესი, ფიზიკურად ნაკლებად ძლიერები არიან.[4][6]

მგოსნები?, მოციქულები?, დრუიდები?, გრძნეულები? და ჯადოქრები? სრული მსახრავები არიან.[13][14][15][4][6] ტექნიკურად, მოგვებიც? ასეთები არიან, მაგრამ მათზე მათი მაგიის ბუნებიდან გამომდინარე განსაკუთრებული წესები მოქმედებს.[5]

არ არსებობს სრული მსახრავის მიერ ნასწავლი გრძნებვების ფიქსირებული რაოდენობა. მგოსნები და დრუიდები იწყებენ 2 გრძნებვით, მოციქულები და ჯადოქრები — 3-ით, ხოლო გრძნეული იწყებს 4-ით. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი დამატებით გრძნებვას სწავლობს მე-4 და მე-10 დონეებზე. მსგავსად ამისა, არ არსებობს სრული მსახრავის მიერ ნასწავლი შელოცვების ფიქსირებული რაოდენობა, თუმცა ყველა მათგანი დონეებზე ასვლასთან ერთად უფრო მაღალი დონის შელოცვებზე იძენს წვდომას, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები.[13][14][15][4][5][6]

შელოცვის სლოტები შელოცვის დონეების მიხედვით
დონე 1-ლი მე-2 მე-3 მე-4 მე-5 მე-6 მე-7 მე-8 მე-9
1-ლი 2
მე-2 3
მე-3 4 2
მე-4 4 3
მე-5 4 3 2
მე-6 4 3 3
მე-7 4 3 3 1
მე-8 4 3 3 2
მე-9 4 3 3 3 1
მე-10 4 3 3 3 2
მე-11 4 3 3 3 2 1
მე-12 4 3 3 3 2 1
მე-13 4 3 3 3 2 1 1
მე-14 4 3 3 3 2 1 1
მე-15 4 3 3 3 2 1 1 1
მე-16 4 3 3 3 2 1 1 1
მე-17 4 3 3 3 2 1 1 1 1
მე-18 4 3 3 3 3 1 1 1 1
მე-19 4 3 3 3 3 2 1 1 1
მე-20 4 3 3 3 3 2 2 1 1

ნახევარმსახრავი (Half-caster)[]

ნახევარმსახრავები ის შემლოცველები არიან, რომლებიც სრულ მსახრავებთან შედარებით ნახევარი სისწრაფით სწავლობენ შელოცვებს. მართალია, მათ საკმაო მაგიური შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ მათი შელოცვები უმეტესწილად მიმართულია მათი საბრძოლო ოსტატობისა და კლასის სხვა მახასიათებლების გაუმჯობესებისკენ. გარდა ამისა, მათ არ იციან გრძნებვები და შელოცვებზე წვდომა მხოლოდ მე-2 დონიდან ეძლევათ.[8][9]

პალადინები? და მზვერავები? ნახევარმსახრავები არიან.[8][9] მიუხედავად ამისა, მზვერავებმა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის შელოცვები იციან და ქვემოთ მოცემული ცხრილის „ნასწავლი შელოცვების“ სვეტი არ ვრცელდება პალადინებზე, რომლებმაც, მოციქულისა და დრუიდის მსგავსად, თავიანთი კლასის ყველა შელოცვა იციან. მათ, თავის მხრივ, ხანგრძლივ დასვენებაში ერთხელ მოსამზადებელი შელოცვების შეზღუდული რაოდენობა აქვთ (იხილეთ „მომზადებული შელოცვები“).[8]

შელოცვის სლოტები შელოცვის დონეების მიხედვით
დონე ნასწავლი შელოცვები 1-ლი მე-2 მე-3 მე-4 მე-5
მე-2 2 2
მე-3 3 3
მე-5 4 4 2
მე-7 5 4 3
მე-9 6 4 3 2
მე-11 7 4 3 3
მე-13 8 4 3 3 1
მე-15 9 4 3 3 2
მე-17 10 4 3 3 2 1
მე-19 11 4 3 3 2 2

მესამეული მსახრავი (Third-caster)[]

მესამეული მსახრავები არიან ის შემლოცველები, რომლებიც სრულ მსახრავებთან შედარებით მესამედი სისწრაფით სწავლობენ შელოცვებს. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, ისინი შეზღუდულნი არიან მაგიის იმ სკოლებით, რომლებიდანაც შეუძლიათ შელოცვების სწავლა. ამგვარი შეზღუდულობის მიუხედავად, ისინი სპეციალიზდებიან საკუთარი პირველადი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რაც მათ ისეთ უნარებს სძენს, როგორებიც კლასის სხვა წარმომადგენლებს არ აქვთ.[7][10]

მზირის იდუმალი გაიძვერას?1 ქვეკლასი და მებრძოლის მიღმური რაინდის? ქვეკლასი მესამეული მსახრავები არიან.[21][7][10]

შელოცვის სლოტები შელოცვის დონეების მიხედვით
დონე გრძნებვები? ნასწავლი შელოცვები 1-ლი მე-2 მე-3 მე-4
მე-3 2 3 2
მე-4 2 4 3
მე-7 2 5 4 2
მე-8 2 6 4 2
მე-10 3 7 4 3
მე-11 3 8 4 3
მე-13 3 9 4 3 2
მე-14 3 10 4 3 2
მე-16 3 11 4 3 3
მე-19 3 12 4 3 3 1
მე-20 3 13 4 3 3 1

1: იდუმალი გაიძვერას ქვეკლასი იწყებს ერთი დამატებითი გრძნებვით, ჯადოსნური ხელი?. ცხრილის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეს მასში გათვალისწინებული არ არის.

ნასწავლი შელოცვები[]

ყველა შემლოცველს აქვს განსაზღვრული რაოდენობა იმ შელოცვებისა, რომლებიც მან იცის. ეს არ უკავშირდება მათ შელოცვის სლოტებს. შელოცვის სლოტები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი შელოცვების გამოყენება, ნასწავლი შელოცვები კი ის შელოცვებია, რომელთა დასასახრად არჩევაცაა შესაძლებელი.[1] ჩვეულებრივ, შემლოცველებმა გაცილებით მეტი შელოცვა იციან, ვიდრე შელოცვის სლოტი აქვთ.[6] მაგალითად, მოციქულებმა, დრუიდებმა და პალადინებმა თავიანთი კლასის ყველა შელოცვა იციან.[14][15][8]

მგოსნებს, მზვერავებს, გრძნეულებს, მოგვებსა და ჯადოქრებს შეზღუდული რაოდენობით აქვთ ნასწავლი შელოცვები. ყველა შელოცვაზე წვდომის ნაცვლად, ისინი ირჩევენ, თავიანთი კლასის შელოცვების სიიდან რომელი შელოცვების დასახრვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. შემდეგ ნასწავლი შელოცვების სიიდან მათ შეუძლიათ აირჩიონ, თუ რომლისთვის უღირთ შელოცვის სლოტის დახარჯვა და მისი დასახრვა.[21][13][9][4][5][6]

შელოცვების ის რაოდენობა, რომელიც შემლოცველმა იცის კონკრეტულ დონეზე, მოცემულია შესაბამისი კლასის აღწერაში. როდესაც რაოდენობა იზრდება, შემლოცველს ახალი შელოცვის სწავლა შეუძლია.[17] ასარჩევად კლასის შელოცვების სიიდან ნებისმიერი შელოცვაა თავისუფალი, თუკი შელოცვის დონე არ აღემატება შემლოცველის უმაღლესი სლოტის დონეს.[13][9][4][5][6]

გარდა ამისა, როდესაც შემლოცველი თავის კლასში დონეს იმატებს, მას შეუძლია, განისწავლოს/დაივიწყოს შელოცვა, რომელიც მანამდე იცოდა, და ახლით ჩაანაცვლოს იგი.[13][4][6] აუცილებელი არაა, ახალი შელოცვის დონე ძველი შელოცვის დონის იდენტური იყოს. შელოცვის ჩანაცვლება დამატებით ადგილს არ იკავებს ნასწავლი შელოცვების სიაში, ვინაიდან ახალი შელოცვის სწავლისას ძველი იკარგება.

მომზადებული შელოცვები[]

მოციქულებმა, დრუიდებმა, პალადინებმა და ჯადოქრებმა საკმაოდ ფართო სპექტრის შელოცვები იციან. ჯადოქრის გამოკლებით, დანარჩენი სამისთვის მათი კლასის შელოცვების მთელი სიაა ხელმისაწვდომი.[14][15][8] უზარმაზარი მოცულობის გამო, შეუძლებელია, რომელიმე მათგანმა ყველა ხელმისაწვდომი შელოცვის დასახრვის გზა გაიხსენოს კონკრეტულ დროს. ამის შედეგად, ამ კლასების პერსონაჟებს თითოეული ხანგრძლივი დასვენების შემდეგ მომზადებული შელოცვების სია აქვთ. ეს ის შელოცვებია, რომლებიც პერსონაჟმა ამ დღისთვის კარგად ჩაიბეჭდა გონებაში.[22]

შემდეგ ხანგრძლივ დასვენებამდე მათ შეუძლიათ მომზადებული შელოცვების დასახრვა, მაგრამ სხვა შელოცვების — არა. მოუმზადებელი შელოცვები ჯერ კიდევ მათი შელოცვების სიაში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამ შელოცვების მომენტალურად გახსენება.[1] მომზადებული შელოცვების შეცვლა მხოლოდ ხანგრძლივი დასვენების ბოლოსაა შესაძლებელი, როდესაც პერსონაჟი განსაზღვრულ დროს დაუთმობს მათ სწავლას, მედიტირებასა თუ ლოცვას ახალი შელოცვების დასამახსოვრებლად.[6][14][8][15]

მაქსიმალური რაოდენობა იმ შელოცვებისა, რომლების მომზადებაც შეიძლება მოცემულ დროს, უტოლდება პერსონაჟის შელოცვის უნარის მოდიფიკატორს პლუს პერსონაჟის დონეს მოცემულ კლასში.[6][14][15] ამის ერთადერთი გამონაკლისია პალადინი, რომელსაც შეუძლია შელოცვის უნარის მოდიფიკატორს პლუს პალადინის დონის ნახევრის ტოლი რაოდენობის შელოცვის მომზადება.[8]

შელოცვის დასახრვა (To Cast a Spell)[]

შელოცვის დასახრვა რამდენიმე ასპექტს საჭიროებს და მოიცავს. მათ შორისაა მოქმედების დრო, მანძილი, კომპონენტები და ზიანი, რომლის მიყენებაც შეუძლია შელოცვას.[23] მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პერსონაჟს არ შეუძლია შელოცვების დასახრვა, თუკი მას აცვია აბჯარი, რომელშიც არ არის გაწაფული, რადგან ამ დროს მას უცნობი აღჭურვილობით განპირობებული დისკომფორტი უშლის ხელს.[1]

დასახრვის დრო[]

დასახრვის დრო განსაზღვრავს, რაუნდის რა ნაწილი შეიძლება დაეთმოს განსაზღვრული შელოცვის სახრვას. ამის სამი მთავარი ტიპია მოქმედება, ბონუს-მოქმედება და რეაქცია. ზოგიერთ შელოცვას წუთები ან საათები სჭირდება და ისინი აუცილებლად ბრძოლის გარეთ უნდა დაისახროს.[24]

ხანგრძლივობა[]

ხანგრძლივობა განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს გრძელდება შელოცვა. უმეტესწილად ხანგრძლივობა მყისიერია. ასეთი შელოცვები მომენტალურად მოქმედებს და მალევე იფანტება. შელოცვის უფრო დიდი ხანგრძლივობა მისი ეფექტის ხანგრძლივობასაც ზრდის. ეს დრო სხვადასხვაგვარია და ერთი რაუნდიდან რამდენიმე საათამდე მერყეობს, რაც ცალკეულ შელოცვაზეა დამოკიდებული.

კონცენტრაცია[]

ხშირად დიდი ხანგრძლივობის მქონე შელოცვებს კონცენტრაცია, ანუ ამ შელოცვაზე ფოკუსირება, სჭირდება. დროის ნებისმიერ მონაკვეთში მხოლოდ ერთ შელოცვაზე კონცენტრირებაა შესაძლებელი. თუკი შელოცვის შენარჩუნებას შემლოცველის კონცენტრაცია სჭირდება, ეს მითითებული იქნება შელოცვის „ხანგრძლივობის“ განყოფილებაში და განსაზღვრული იქნება, თუ მაქსიმუმ რამდენი ხნით შეგიძლიათ შელოცვაზე კონცენტრირება. კონცენტრაციის დასრულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ (და ეს არ საჭიროებს მოქმედებას).

ნორმალური აქტივობები, როგორებიცაა მოძრაობა და შეტევა, კონცენტრაციას ხელს არ უშლის, თუმცა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება მისი გაწყვეტა გამოიწვიოს, შემდეგია:

  • სხვა ისეთი შელოცვის დასახრვა?, რომელიც კონცენტრაციას საჭიროებს. შელოცვაზე კონცენტრაციას დაკარგავთ, თუკი დასახრავთ სხვა ისეთ შელოცვას, რომელსაც ასევე კონცენტრაცია სჭირდება. თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად ორ შელოცვაზე კონცენტრირება.[25][26]
  • ზიანის მიღება. როდესაც შელოცვაზე კონცენტრირების დროს ზიანს იღებთ, აუცილებლად უნდა განახორციელოთ გამძლეობის? თავდაცვითი გაგორება, რათა კონცენტრაციის შენარჩუნება მოახერხოთ. სირთულის კლასი საამისოდ არის 10 ან მიღებული ზიანის ნახევარი — რომელიც უფრო მეტია. თუკი ზიანს რამდენიმე წყაროდან მიიღებთ, მაგალითად, ისრისა და დრაკონის ამონასუნთქისგან, ზიანის თითოეული წყაროსთვის ცალ-ცალკე ახორციელებთ თავდაცვით გაგორებას.
  • არაქმედუნარიან? მდგომარეობაში ჩავარდნა ან სიკვდილი. თქვენ შელოცვაზე კონცენტრაციას კარგავთ, თუკი არაქმედუნარიანი გახდებით ან მოკვდებით.

DM-ს აგრეთვე შეუძლია, გადაწყვიტოს, რომ განსაზღვრული გარემო ფენომენი, როგორიცაა, ვთქვათ, თქვენკენ გამოქანებული ტალღა, როდესაც შტორმში მოქცეულ გემზე ხართ, ასევე იძულებულს გხდიდეთ, შელოცვაზე კონცენტრაციის შესანარჩუნებლად განახორციელოთ DC 10-ის მქონე გამძლეობის თავდაცვითი გაგორება.

მანძილი[]

შელოცვის მანძილი განსაზღვრავს, შემლოცველისგან რამდენად შორსაა შელოცვის ეფექტის მოხდენა შესაძლებელი. თუკი შელოცვის მანძილი საკუთარი თავია, ის მხოლოდ შემლოცველზე იმოქმედებს, დამატებითი შესაძლო მანძილი კი შელოცვის აღწერაში იქნება მითითებული. თუკი შელოცვის მანძილი შეხებაა, შემლოცველი აუცილებლად უნდა შეეხოს იმ არსებას, რომელზეც სურს შელოცვის დასახრვა. სხვა შემთხვევებში მითითებულია განსაზღვრული დისტანცია.[27]

საბრძოლო შელოცვების შემთხვევაში მანძილი, როგორც წესი, ნიშნავს შემლოცველსა და სამიზნეს შორის დისტანციას.[28] იმ შელოცვებისთვის, რომლებსაც მოქმედების არეალი აქვთ, მანძილი განსაზღვრავს მაქსიმალურ სიშორეს იმ წერტილისა, რომლიდანაცაა შესაძლებელი არეალზე შელოცვის ზემოქმედების გავრცელება.[29]

მოქმედების არეალი (Area of Effect)[]

მოქმედების არეალი გულისხმობს იმ ფორმას, რომელსაც შელოცვა იღებს სივრცეში. ეს ფორმა შეიძლება იყოს ორ- ან სამგანზომილებიანი და მას, ჩვეულებრივ, საწყისი წერტილი აქვს, რომელიც განისაზღვრება შელოცვის მსახრავი არსების ადგილმდებარეობით ან არჩევანით. მოქმედების არეალებია: წირი, კონუსი, კუბი, სფერო და ცილინდრი.[27][28][29]

Area of effect

წირი მოქმედების მხოლოდ ორგანზომილებიანი არეალია. შელოცვის აღწერაში მითითებული იქნება მისი სიგანე და სიგრძე. ჩვეულებრივ, ეფექტის არეალში საწყისი წერტილი არ არის მოცული, თუკი შემლოცველი არ გადაწყვეტს, რომ იყოს.[29]

კონუსი საწყისი წერტილიდან ნებისმიერი მიმართულებით იშლება და წრიულად იზრდება ზომაში მანამ, სანამ არ მიაღწევს შელოცვის აღწერაში მითითებულ მაქსიმალურ სიგრძეს. ისევე, როგორც სხვა შემთხვევების უმეტესობაში, შემლოცველს ამჯერადაც შეუძლია, განსაზღვროს, საწყისი წერტილი მოექცევა თუ არა შელოცვის ეფექტის ქვეშ.[29]

კუბის საწყისი წერტილი განთავსებულია მის ზედაპირზე. ამ მხრივ, შემლოცველს კუბის ნებისმიერი წერტილის შერჩევა შეუძლია. კუბის ზომა, რომელიც მითითებულია შელოცვის აღწერაში, არის მისი თითოეული წახნაგის ზომა, ეფექტის არეალში კი საწყისი წერტილი არ არის მოცული, თუკი შემლოცველი არ გადაწყვეტს, რომ იყოს.[29]

სფერო საწყისი წერტილიდან ყველა მიმართულებით იშლება. ეს ერთადერთი ფორმაა, რომელშიც საწყისი წერტილი შელოცვის ეფექტში უნდა მოექცეს. ზომა, რომელიც შელოცვის აღწერაშია მითითებული, აღნიშნავს სფეროს რადიუსს.[29]

სივრცე, რომელსაც ცილინდრი დაიტევს, განისაზღვრება მისი სიმაღლით, რადიუსითა და საწყისი წერტილით. ცილინდრი ზედაპირიდან წამოიმართება და ზემოთ იშლება იმ სიმაღლეზე, რომელიც შელოცვის აღწერაშია მითითებული. მიუხედავად ამისა, ეფექტის არეალში საწყისი წერტილი არ არის მოცული, თუკი შემლოცველი არ გადაწყვეტს, რომ იყოს.[29]

კომპონენტები[]

შელოცვის კომპონენტები სამი ნაწილისგან შედგება: სიტყვიერი, სომატური და ნივთიერი. სიტყვიერი კომპონენტი გულისხმობს წარმოთქმულ სიტყვებს, სომატური — ხელებითა და სხეულით შესრულებულ იდუმალ ჟესტებსა და მოძრაობას, ნივთიერი კი — იმ ობიექტებს, რომელთა თანაობაცაა აუცილებელი შელოცვის დასასახრად. თუკი კლასში ნათქვამია, რომ არსებას აქვს შესაბამისი უნარი, ნივთიერები კომპონენტები შეიძლება იდუმალი ფოკუსით ჩანაცვლდეს, თუკი შელოცვისთვის საჭირო მასალას მითითებული არ აქვს სპეციფიკური ღირებულები ოქროს მონეტებში და თუკი ის არ იხარჯება დასახრვის დროს. იმ კლასებს, რომლებსაც არ შეუძლიათ იდუმალი ფოკუსის გამოყენება, შეუძლიათ სანაცვლოდ იქონიონ კომპონენტების წელჩანთა, რომელშიც შელოცვებისთვის საჭირო მასალებს შეინახავენ.[30]

თუკი არსება როგორღაც დამუნჯებულია, მას არ შეუძლია იმ შელოცვების დასახრვა, რომლებიც სიტყვიერ კომპონენტს საჭიროებს.[31] მსგავსად ამისა, თუ ის როგორღაც დაბმული?, მას არ შეუძლია სომატური კომპონენტების შესრულება და, შესაბამისად, იმ შელოცვების დასახრვა, რომლებიც საჭიროებს მათ. თუკი არსებას არ აქვს იდუმალი ფოკუსი და არც შელოცვისთვის საჭირო მითითებულ მასალას ფლობს, მას არ შეუძლია ნივთიერი კომპონენტის საჭიროების მქონე შელოცვების დასახრვა. შელოცვისთვის საჭირო კომპონენტებიდან რომელიმეს ვერდაკმაყოფილება ამ შელოცვის დასახრვას შეუძლებელს ხდის, თუნდაც შემლოცველი სხვა კომპონენტებს აკმაყოფილებდეს.[30]

ზიანი (Damage)[]

Dragon მთავარი სტატია: ზიანის ტიპი

ზოგიერთი შელოცვა ერთდროულად რამდენიმე ტიპის ზიანს აყენებს. როგორც წესი, ზიანის ტიპი მხოლოდ ერთია, მაგრამ არსებობს ისეთი გამონაკლისები, როგორებიცაა ცეცხლოვანი განგმირვა? და ყინულის დანა?. მიუხედავად ამისა, შელოცვით გამოწვეული ზემოქმედების გადაწყვეტის პროცესი განსხვავდება ჩვეულებრივი იარაღებისგან. მართალია, მრავალ შელოცვას შეტევითი გაგორება სჭირდება, მაგრამ ზოგი თავდაცვით გაგორებას საჭიროებს, ზოგი კი ავტომატურად ხვდება სამიზნეს.[23]

შეტევითი გაგორება ისევე სრულდება, როგორც ნებისმიერი სხვა გაგორება. თქვენ აგორებთ 20-წახნაგა კამათელს, უმატებთ თქვენს გაწაფულობის ბონუსს, ბოლოს კი თქვენი შელოცვის უნარის მოდიფიკატორს. თუკი მიღებული ჯამური რიცხვი მეტი ან ტოლია სამიზნის აბჯრის კლასზე?, შელოცვა სამიზნეს ხვდება და ზიანს აყენებს.[32]

შელოცვის ზემოქმედების განსაზღვრის კიდევ ერთი გზაა თავდაცვითი გაგორება. არსებამ, რომელსაც შელოცვა ხვდება, აუცილებლად უნდა შეასრულოს თავდაცვითი გაგორება, რომლის ტიპიც შელოცვის აღწერაში იქნება მითითებული. რიცხვი, რომელსაც ისინი უნდა შეეჭიდონ გაგორებისას, განისაზღვრება შემდეგნაირად: 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი შელოცვის უნარის მოდიფიკატორი. ამ რიცხვს თქვენი შელოცვისგან თავდაცვის სირთულის კლასი ეწოდება. თუკი არსება ამ რიცხვზე დაბალს გააგორებს ჯამურად, მასზე შელოცვის ეფექტი სრულად იმოქმედებს. თუკი არსების მიერ შესრულებული თავდაცვითი გაგორება უთანაბრდება ან აღემატება ამ რიცხვს, მიიღება რაღაც სხვა ეფექტი, რომელიც შელოცვის აღწერაში იქნება განსაზღვრული, თუმცა ეს ეფექტი უფრო სუსტია, ვიდრე წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში იქნებოდა.[33]

არის შემთხვევები, როდესაც შელოცვა ორივე პროცესს საჭიროებს. მაგალითად, სნეულების სხივს? სჭირდება შეტევითი გაგორება, რათა განისაზღვროს, მოხვდება თუ არა შელოცვა არსებას. შემდეგ ის მას ზიანს აყენებს და აიძულებს, მოწამვლის ასარიდებლად თავდაცვითი გაგორება შეასრულოს.[34] იშვიათად შელოცვები არცერთს არ საჭიროებს და ყოველთვის აყენებს ზიანს. ამის ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ჯადოსნური სრევი?, თუმცა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება ფარის? შელოცვით.[18][35]

შელოცვის უნარის მოდიფიკატორი (Spellcasting Ability Modifier)[]

არსების შელოცვის უნარის მოდიფიკატორი არის იმ უნარის ქულა, რომლის მოდიფიკატორსაც იყენებს არსება საკუთარი შელოცვების შეტევითი გაგორებებისა და შელოცვის სირთულის კლასის განსაზღვრისას. ის უნარი, რომელიც საამისოდ გამოიყენება, როგორც წესი, კლასითაა განსაზღვრული. მგოსნები?, გრძნეულები?, მოგვები? და პალადინები? იყენებენ ქარიზმა?,[13][4][5][8] ჯადოქრები? იყენებენ ინტელექტს?,[6] ხოლო მოციქულები?, დრუიდები? და მზვერავები? იყენებენ სიბრძნე?.[14][15][9] მიუხედავად ამისა, არსებობენ არსებები, რომლებსაც შემლოცველობის თანდაყოლილი ნიჭი აქვთ და ისინი თავიანთი რასით განსაზღვრული უნარის ქულას იყენებენ შელოცვებისთვის.[36][37][38] მათგან უმეტესობა ქარიზმას, ინტელექტს ან სიბრძნეს იყენებს, მაგრამ ზოგიერთი რასა სხვა უნარებს მიმართავს. მაგალითად, რასა ჯენასი? იყენებს გამძლეობა?.[39]

მაგიის სკოლები[]

თითოეული შელოცვა მაგიის რომელიმე სკოლის ნაწილია. ამ სკოლებში შელოცვები განაწილებულია მათი დასახრვის პროცესისა და ეფექტის მიხედვით. ამგვარად, თითოეული სკოლა მოკლე შეჯამებაა იმისა, თუ რას აკეთებს კონკრეტული შელოცვა.[3]

შენიშვნები[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 "What Is A Spell?." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 201-202.
  2. 2.0 2.1 "The Weave of Magic." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 205.
  3. 3.0 3.1 "The Schools of Magic." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 203.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 "Sorcerer." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 99-104
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 "Warlock." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 105-111
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 "Wizard." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 112-119.
  7. 7.0 7.1 7.2 "Eldritch Knight." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 75
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 "Paladin." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 82-88
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 "Ranger." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 89-93
  10. 10.0 10.1 10.2 "Arcane Trickster." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 98
  11. "Your Spellbook." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 114
  12. 12.0 12.1 "Cantrips." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 201
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 13.8 "Bard." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 51-55
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 14.8 14.9 "Cleric." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 56-63
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 15.7 15.8 15.9 "Druid." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 64-69
  16. "Ritual Caster." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 169
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 "Spell Slots." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 201
  18. 18.0 18.1 "Magic Missile." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 257
  19. "Mass Suggestion." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 258
  20. 20.0 20.1 "Darkness." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 230
  21. 21.0 21.1 Wizards of the Coast LLC. "Unearthed Arcana: Artificer." UA-Artificer, 9 Jan. 2017, media.wizards.com/2016/dnd/downloads/1_UA_Artificer_20170109.pdf.
  22. "Known and Prepared Spells." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 201
  23. 23.0 23.1 "Casting a Spell." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 202-205.
  24. "Casting Time." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 202.
  25. "Duration." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 203.
  26. "Concentration." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 203.
  27. 27.0 27.1 "Range." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 202-203.
  28. 28.0 28.1 "Targets." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 204.
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 29.5 29.6 "Areas of Effect." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 204-205.
  30. 30.0 30.1 "Components." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 203.
  31. "Silence." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 275-276.
  32. "Attack Rolls." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 205.
  33. "Saving Throws." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 205.
  34. "Ray of Sickness." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 271.
  35. 35.0 35.1 "Shield." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 275.
  36. "Drow." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 24.
  37. "Yuan-ti Pureblood Traits." Volo's Guide to Monsters, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2016, p. 120.
  38. "Tiefling." Player's Handbook, by Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 42-43.
  39. "Genasi." Elemental Evil Player's Companion, by Wizards of the Coast LLC and Sasquatch Game Studio, 2015, p. 7-10.
  40. "Absorb Elements." Xanathar's Guide to Everything, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 150.
  41. "Magic Circle." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 256-257.
  42. "Sanctuary." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 272-273.
  43. "Conjure Elemental." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 225.
  44. "Grease." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 246.
  45. "Misty Step." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 260.
  46. "Poison Spray." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 266.
  47. "Arcane Eye." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 214.
  48. "Find Traps." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 241.
  49. "Scrying." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 263.
  50. "Tongues." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 283.
  51. "Command." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 223.
  52. "Feeblemind." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 239.
  53. "Otto's Irresistible Dance." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 264.
  54. "Vicious Mockery." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 285.
  55. "Fireball." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 241.
  56. "Healing Word." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 250.
  57. "Sending." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 274.
  58. "Fear." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 239.
  59. "Invisibility." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 254.
  60. "Minor Illusion." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 260.
  61. "Phantasmal Killer." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 265.
  62. "Chill Touch." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 221.
  63. "Contagion." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 227.
  64. "Inflict Wounds." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 253.
  65. "Revivify." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 272.
  66. "Skill Empowerment." Xanathar's Guide to Everything, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 165.
  67. "Feather Fall." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 239.
  68. "Heat Metal." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 250.
  69. "Polymorph." Player's Handbook, by Jeremy Crawford and Mike Mearls, Wizards of the Coast LLC, 2014, p. 266.

კატეგორია:თამაშის მექანიკა კატეგორია:შელოცვა (Spell)