იქნება ის სწავლული, პოეტი თუ მაწანწალა, მგოსანი მაგიას წნავს სიტყვებისა და მუსიკის გამოყენებით, რათა შთააგონოს მოკავშირეებს, სულიერად დასცეს მტრები, მართოს გონებები, შექმნას ილუზიები და ჭრილობებიც კი განკურნოს. მგოსანი სიმღერის, საუბრისა და მათში არსებული მაგიის ოსტატია.
საჭიროა, თქვენი ქარიზმის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.
- სიცოცხლის ქულები?
- სიცოცხლის კამათელი?: 1d8 მგოსნის თითო დონეზე
- სიცოცხლის ქულები I დონეზე: 8 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი
- სიცოცხლის ქულები მაღალ დონეებზე: 1d8 (ან 5) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი მგოსნის ყოველ დონეზე პირველის შემდეგ
- გაწაფულობები?
- აბჯარი?: მსუბუქი აბჯარი
- იარაღები: მარტივი იარაღები, ხელის არბალეტები, გრძელი ხმლები, რაპირები, მოკლე ხმლები
- ხელსაწყოები?: სასურველი სამი მუსიკალური საკრავი
- თავდაცვითი გაგორებები?: სიმარჯვე?, ქარიზმა?
- უნარ-ჩვევები?: აირჩიეთ ნებისმიერი სამი
- აღჭურვილობა
- (a) რაპირა, (b) გრძელი ხმალი ან (c) ნებისმიერი მარტივი იარაღი
- (a) დიპლომატის კომპლექტი ან (b) გამრთობის კომპლექტი
- (a) ლუტნა ან (b) ნებისმიერი სხვა მუსიკალური საკრავი
- ტყავის აბჯარი და ხანჯალი
ალტერნატიულად შეგიძლიათ თქვენი კლასისა და წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობის ნაცვლად დაიწყოთ 5d4 x 10 ოქროს მონეტით.
- მგოსნის დონეების ცხრილი
დონე | გაწაფულობის ბონუსი? | მახასიათებლები | ნასწ. გრძნებ.? | ნასწ. შელოც.? | 1-ლი | მე-2 | მე-3 | მე-4 | მე-5 | მე-6 | მე-7 | მე-8 | მე-9 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1-ლი | +2 | შემლოცველობა?, მგოსნის ინსპირაცია (d6)? | 2 | 4 | 2 | — | — | — | — | — | — | — | — |
მე-2 | +2 | ყველაფრის მცოდნე?, დასვენების სიმღერა (d6)? | 2 | 5 | 3 | — | — | — | — | — | — | — | — |
მე-3 | +2 | მგოსნის კოლეგია?, ოსტატობა? | 2 | 6 | 4 | 2 | — | — | — | — | — | — | — |
მე-4 | +2 | უნარების ქულების ზრდა? | 3 | 7 | 4 | 3 | — | — | — | — | — | — | — |
მე-5 | +3 | მგოსნის ინსპირაცია (d8)?, ინსპირაციის წყარო? | 3 | 8 | 4 | 3 | 2 | — | — | — | — | — | — |
მე-6 | +3 | უკუნუსხვა?, მგოსნის კოლეგიის მახასიათებელი? | 3 | 9 | 4 | 3 | 3 | — | — | — | — | — | — |
მე-7 | +3 | — | 3 | 10 | 4 | 3 | 3 | 1 | — | — | — | — | — |
მე-8 | +3 | უნარების ქულების ზრდა? | 3 | 11 | 4 | 3 | 3 | 2 | — | — | — | — | — |
მე-9 | +4 | დასვენების სიმღერა (d8) | 3 | 12 | 4 | 3 | 3 | 3 | 1 | — | — | — | — |
მე-10 | +4 | მგოსნის ინსპირაცია (d10)?, ოსტატობა?, ჯადოსნური საიდუმლოებანი? | 4 | 14 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | — | — | — | — |
მე-11 | +4 | — | 4 | 15 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | — | — | — |
მე-12 | +4 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 15 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | — | — | — |
მე-13 | +5 | დასვენების სიმღერა (d10) | 4 | 16 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | — | — |
მე-14 | +5 | ჯადოსნური საიდუმლოებანი?, მგოსნის კოლეგიის მახასიათებელი? | 4 | 18 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | — | — |
მე-15 | +5 | მგოსნის ინსპირაცია (d12)? | 4 | 19 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 | — |
მე-16 | +5 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 19 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 | — |
მე-17 | +6 | დასვენების სიმღერა (d12) | 4 | 20 | 4 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 | 1 |
მე-18 | +6 | ჯადოსნური საიდუმლოებანი? | 4 | 22 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 1 | 1 | 1 | 1 |
მე-19 | +6 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 22 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 1 |
მე-20 | +6 | აღმატებული ინსპირაცია? | 4 | 22 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 2 | 2 | 1 | 1 |
შემლოცველობა (Spellcasting)[]
გრძნებვები (Cantrips)[]
1-ლ დონეზე თქვენ იცით სასურველი ორი გრძნებვა მგოსნის შელოცვების სიიდან. მგოსნის დამატებითი გრძნებვების შესწავლა უფრო მაღალ დონეებზე შეგიძლიათ, როგორც ეს მგოსნის ცხრილის ნასწავლი გრძნებვების სვეტშია მოცემული: მე-3 გრძნებვას მე-4 დონეზე სწავლობთ, მე-4 გრძნებვას კი — მე-10 დონეზე.
შელოცვების სლოტები (Spell Slots)[]
მგოსნის ცხრილში ნაჩვენებია, შელოცვის რამდენი სლოტი გაქვთ თქვენი მგოსნის 1-ლი ან უფრო მაღალი დონის შელოცვების დასასახრად. მგოსნის შელოცვის დასასახრად აუცილებლად უნდა დახარჯოთ შელოცვის დონის ტოლფასი ან მასზე მაღალი შელოცვის სლოტი. დახარჯულ სლოტებს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგენთ.
1-ლი და უფრო მაღალი დონის ნასწავლი შელოცვები[]
თქვენ იცით 1-ლი დონის ოთხი სასურველი შელოცვა მგოსნის შელოცვების სიიდან. მგოსნის ცხრილის „ნასწავლი შელოცვების“ სვეტი აჩვენებს, როდის შეგიძლიათ მგოსნის უფრო მეტი სასურველი შელოცვის სწავლა: ამის გაკეთება შეგიძლიათ ყოველ დონეზე, გარდა მე-12, მე-16, მე-19 და მე-20 დონეებისა. თითოეული ასეთი შელოცვა აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები.
გარდა ამისა, როდესაც ამ კლასში ადიხართ დონეზე, შეგიძლიათ, თქვენ მიერ ნასწავლი მგოსნის შელოცვებიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლოთ მგოსნის შელოცვების სიის სხვა შელოცვით, რომელიც ასევე იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები.
შელოცვის უნარი (Spellcasting Ability)[]
მგოსნის შელოცვებისთვის თქვენი შელოცვის უნარი ქარიზმაა?. როდესაც შელოცვა შელოცვის უნარს მოითხოვს, საამისოდ თქვენს ქარიზმას გამოიყენებთ. მეტიც, თქვენ სწორედ ქარიზმის მოდიფიკატორს იყენებთ, როდესაც თქვენ მიერ დასახრული მგოსნის შელოცვებისთვის თავდაცვითი გაგორების DC-ს (სირთულის კლასს) განსაზღვრავთ, აგრეთვე მაშინ, როდესაც შესატევად იყენებთ ამ შელოცვას.
შელოცვისგან თავდაცვის DC? = 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი
შელოცვით შეტევის მოდიფიკატორი? = თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი
რიტუალური სახრვა (Ritual Casting)[]
შეგიძლიათ რიტუალის სახით დასახროთ მგოსნის ნებისმიერი შელოცვა, რომელიც იცით და რომლის რიტუალად დასახრვაც შესაძლებელია.
შელოცვის ფოკუსი (Spellcasting Focus)[]
თქვენი მგოსნის შელოცვებისთვის შელოცვის ფოკუსად შეგიძლიათ მუსიკალური საკრავი გამოიყენოთ.
მგოსნის ინსპირაცია (Bardic Inspiration)[]
შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ და აირჩიოთ თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი თქვენგან განსხვავებული არსება, რომელსაც თქვენი ხმის გაგონება შეუძლია. არსება იღებს მგოსნის ინსპირაციის ერთ კამათელს, d6-ს.
შემდეგი 10 წუთის განმავლობაში ერთხელ არსებას შეუძლია, გააგოროს ეს კამათელი და გაგორებული რიცხვი დაუმატოს მის მიერ განხორციელებულ ერთ უნარის შემოწმებას, შეტევით გაგორებას ან თავდაცვით გაგორებას. არსებას შეუძლია, მოიცადოს და ჯერ გააგოროს d20, სანამ გადაწყვეტდეს, გამოიყენოს თუ არა მგოსნის ინსპირაციის კამათელი, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მანამ უნდა მიიღოს, სანამ DM იტყვის, წარმატებული იყო თუ არა გაგორება. მგოსნის ინსპირაციის კამათელი გაგორების შემდეგ იკარგება. არსებას ერთდროულად მგოსნის მხოლოდ ერთი ინსპირაციის ქონა შეუძლია.
ამ მახასიათებლის გამოყენება შეგიძლიათ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით (მინიმუმ ერთხელ). დახარჯულ გამოყენებებს აღიდგენთ ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ. თქვენი მგოსნის ინსპირაციის კამათელი იცვლება, როდესაც ამ კლასში განსაზღვრულ დონეებს მიაღწევთ. კამათელი d8 ხდება მე-5 დონეზე, d10 — მე-10 დონეზე და d12 — მე-15 დონეზე.
ყველაფრის მცოდნე (Jack of All Trades)[]
მე-2 დონიდან შეგიძლიათ, თქვენი გაწაფულობის ბონუსის? ნახევარი დაუმატოთ (ნაკლებობით დამრგვალებული) ნებისმიერ უნარის შემოწმებას, რომელიც უკვე არ მოიცავს თქვენი გაწაფულობის ბონუსს.
დასვენების სიმღერა (Song of Rest)[]
მე-2 დონიდან დაწყებული, თუკი თქვენ ან ნებისმიერი კეთილგანწყობილი არსება, რომელსაც შეუძლია თქვენი პერფორმანსის მოსმენა, იღებს სიცოცხლის ქულებს ხანმოკლე დასვენების შემდეგ სიცოცხლის კამათლის დახარჯვის გზით, ამ არსებათაგან თითოეული დამატებით 1d6 სიცოცხლის ქულას იღებს.
დამატებითი სიცოცხლის ქულების რაოდენობა იზრდება ამ კლასში დონეების მიღებასთან ერთად: ის 1d8 ხდება მე-9 დონეზე, 1d10 — მე-13 დონეზე და 1d12 — მე-17 დონეზე.
მგოსნის კოლეგია (Bard College)[]
მე-3 დონეზე თქვენ მგოსნის სასურველი კოლეგიის გაუმჯობესებულ ტექნიკებს უღრმავდებით. არჩევანი მახასიათებელს გაძლევთ მე-3 დონეზე, აგრეთვე მე-6 და მე-14 დონეებზე.
ოსტატობა (Expertise)[]
მე-3 დონეზე თქვენ ირჩევთ ორ უნარ-ჩვევას?, რომელშიც გაწაფული? ხართ. არჩეული გაწაფულობების გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი უნარის შემოწმებისთვის თქვენი გაწაფულობის ბონუსი? ორმაგდება.
მე-10 დონეზე კიდევ ორი სხვა1 გაწაფულობის არჩევა შეგიძლიათ ამ უპირატესობის მისაღებად.
1: უკვე დაოსტატებულ გაწაფულობაში კვლავ დაოსტატება არ შეგიძლიათ. წესი ამბობს: ზოგჯერ თქვენი გაწაფულობის ბონუსი შეიძლება გამრავლდეს ან გაიყოს (მაგალითად, გაორმაგდეს ან განახევრდეს) დამატებამდე. მაგალითად, მგოსნის ოსტატობის მახასიათებელი აორმაგებს გაწაფულობის ბონუსს განსაზღვრული უნარების შემოწმებებისთვის. თუკი გარემოებებიდან გამომდინარე თქვენი გაწაფულობის ბონუსი ერთსა და იმავე გაგორებას ორჯერ მიესადაგება, თქვენ მაინც ერთხელ უმატებთ მას და მისი გაყოფა-გამრავლებაც მხოლოდ ერთხელ ხდება.
უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]
მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.
ინსპირაციის წყარო (Font of Inspiration)[]
მე-5 დონიდან თქვენ ბარდის ინსპირაციის დახარჯულ მცდელობებს იბრუნებთ ხანმოკლე და ხანგრძლივი დასვენებების შემდეგ.
უკუნუსხვა (Countercharm)[]
მე-6 დონეზე თქვენ მოქმედების სახით შეგიძლიათ დაიწყოთ პერფორმანსი, რომელიც გაგრძელდება თქვენი შემდეგი სვლის ბოლომდე. ამ დროის განმავლობაში თქვენ და თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი მეგობრულად განწყობილი არსებები შეშინებისა? და მონუსხვის? წინააღმდეგ ხელსაყრელობით? ახორციელებთ თავდაცვით გაგორებებს. არსებას ამ უპირატესობის მისაღებად აუცილებლად უნდა ესმოდეს თქვენი. პერფორმანსი უფრო ადრე მთავრდება, თუკი თქვენ არაქმედუნარიანი? ან დადუმებული გახდებით, ან თუკი სურვილისამებრ შეწყვეტთ პერფორმანსს (მოქმედება არ არის საჭირო).
ჯადოსნური საიდუმლოებანი (Magical Secrets)[]
მე-10 დონეზე აირჩიეთ ორი შელოცვა ნებისმიერი კლასიდან, მათ შორის ამ კლასიდანაც. არჩეული შელოცვა აუცილებლად გრძნებვა ან იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები, როგორც ეს ზემოთაა ნაჩვენები მგოსნის ცხრილში.
არჩეული შელოცვები თქვენთვის მგოსნის შელოცვებად მიიჩნევა და გაითვალისწინება მგოსნის ცხრილის „ნასწავლი შელოცვების“ რაოდენობაში.
თქვენ დამატებით ორ შელოცვას სწავლობთ ნებისმიერი კლასიდან მე-14 დონეზე, აგრეთვე კვლავ მე-18 დონეზე.
აღმატებული ინსპირაცია (Superior Inspiration)[]
მე-20 დონეზე, როდესაც ინიციატივას? გააგორებთ და არ გექნებათ დარჩენილი მგოსნის ინსპირაციები, თქვენ ერთ გამოყენებას აღიდგენთ.
ხიბლის კოლეგია (College of Glamour)[]
(Xanathar's Guide to Everything)
ხიბლის კოლეგია იმ მგოსანთა სახლია, რომლებიც თავიანთ ხელობაში გაიწაფნენ ფეიველურის სიცოცხლით სავსე სამყაროში ან ვინმე ისეთის შეგირდობის ქვეშ, ვისაც იქ უცხოვრია. სატირების, ელადრინებისა და სხვა ფეიების მიერ აღზრდილი ეს მგოსნები სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი მაგია სხვათა დასატკბობად და მოსახიბლად.
ამ კოლეგიის მგოსნებს ხალხი მოწიწებისა და შიშის ნაზავით ხვდება. მათი პერფორმანსები ლეგენდათა შეთხზვის საგანია. ეს მგოსნები იმდენად მჭევრმეტყველები არიან, რომ სიტყვასა თუ სიმღერს, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი ასრულებს, შეუძლია, დამტყვევებლებს მგოსანი ხელუხლებლად გაათავისუფლებინოს და გამძვინვარებული დრაკონი თვითკმაყოფილებაში ჩააცხროს. მაგიას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მხეცები დაიმორჩილონ, გონებათა დაუფლებაც შეუძლია. ამ კოლეგიის ბოროტ მგოსნებს კვირების განმავლობაში შეუძლიათ საზოგადოების გამოყენება, მაგიის არაკეთილსინდისიერად მოხმარება კი მათ საშუალებას აძლევს, მასპინძლები თრალებად აქციოს. ამის საპირისპიროდ, ამ კოლეგიის გმირი მგოსნები ძალას დაბეჩავებულთა გასაძლიერებლად და მჩაგვრელების დასასუსტებლად იყენებენ.
ინსპირაციის მოსასხამი (Mantle of Inspiration)[]
მე-3 დონიდან ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ დახარჯოთ თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთ-ერთი მცდელობა და საკუთარ თავს განსაცვიფრებელი შესახედაობა მიანიჭოთ. ამის გაკეთებისას აირჩიეთ თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი რამდენიმე არსება, რომელსაც ხედავთ, მაქსიმუმ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით (მინიმუმ 1). თითოეული მათგანი იღებს 5 დროებით სიცოცხლის ქულას. როდესაც არსება ამ დროებით სიცოცხლის ქულებს იღებს, მას შეუძლიათ, მყისიერად გამოიყენოს თავისი რეაქცია, რათა გადაადგილდეს მაქსიმუმ თავისი სიჩქარის ტოლ მანძილზე ისე, რომ არ მოახდინოს გამოჭერითი შეტევების პროვოცირება.
დროებითი სიცოცხლის ქულების რაოდენობა იზრდება, როდესაც ამ კლასში განსაზღვრულ დონეებზე ადიხართ: მე-5 დონეზე ის იზრდება 8-მდე, მე-10 დონეზე — 11-მდე, ხოლო მე-15 დონეზე — 14-მდე.
დამამონებელი პერფორმანსი (Enthralling Performance)[]
მე-3 დონიდან დაწყებული, თუკი თქვენ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში ასრულებთ პერფორმანსს, შეგიძლიათ, სცადოთ და თქვენს აუდიტორიას განცვიფრება შთააგონოთ. პერფორმანსის ბოლოს აირჩიეთ თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი რამდენიმე ჰუმანოიდი, რომელმაც უყურა და უსმინა მთელ თქვენს პერფორმანსს, მაქსიმუმ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით (მინიმუმ 1). თითოეულმა სამიზნემ წარმატებით უნდა შეასრულოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენ მიერ მოინუსხება?. ამგვარად მონუსხვის განმავლობაში სამიზნე გაღმერთებთ, ქება-დიდებით გამკობთ, როცა ვინმე მას ესაუბრება, და ხელს უშლის ყველას, ვინც გეწინააღმდეგებათ, თუმცა მაქსიმალურად ერიდება ძალადობას, თუკი ის უკვე არ იყო თქვენთვის საბრძოლველად განწყობილი. ეს ეფექტი სამიზნეზე მთავრდება 1 საათს შემდეგ ან თუკი ის მიიღებს ზიანს, თუ თქვენ შეუტევთ მას ან თუ ის დაინახავს, რომ თქვენ მის რომელიმე მოკავშირეს უტევთ ან აზიანებთ.
თუკი სამიზნე წარმატებით განახორციელებს თავდაცვით გაგორებას, ის ვერ ხვდება, რომ თქვენ მისი მონუსხვა სცადეთ.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.
სიდიადის მოსასხამი (Mantle of Majesty)[]
მე-6 დონიდან ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ დასახროთ ბრძანება?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე, და თქვენ იძენთ არამიწიერი მშვენიერების გარეგნობას 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ თქვენი კონცენტრაცია არ დასრულდება (ისე, თითქოს შელოცვაზე იყოთ კონცენტრირებული). ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ, თქვენს ყოველ მომდევნო სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით კვლავ დასახროთ „ბრძანება“ შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.
ნებისმიერი არსება, რომელით თქვენ მიერაა მონუსხული?, ავტომატურად წარუმატებელია თქვენ მიერ ამ მახასიათებლით დასახრული „ბრძანების“ წინააღმდეგ განსახორციელებელ თავდაცვით გაგორებაში.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
ურყევი სიდიადე (Unbreakable Majesty)[]
მე-14 დონიდან ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ მიიღოთ ჯადოსნურად დიადი შესახედაობა 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ არ გახდებით არაქმედუნარიანი?. ამ დროის განმავლობაში, როდესაც არსება ცდილობს, სვლაზე პირველად შეგიტიოთ, შემტევმა აუცილებლად უნდა განახორციელოს ქარიზმის თავდაცვითი გაგორება თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში მას არ შეუძლია, ამ სვლაზე შეგიტიოთ, და მან აუცილებლად უნდა აირჩიოს ახალი სამიზნე ამ შეტევისთვის ან შეტევა ფუჭად დაიხარჯება. წარმატებული თავდაცვისას არსებას შეუძლია, ამ სვლაზე შეგიტიოთ, თუმცა მას არახელსაყრელობა? ეძლევა ნებისმიერ თავდაცვით გაგორებაზე, რომლის გაკეთებაც მას მოუწევს თქვენი შელოცვების წინააღმდეგ თქვენს შემდეგ სვლაზე.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.
სწავლების კოლეგია (College of Lore)[]
სწავლების კოლეგიის მგოსნებმა თითქმის ყველაფრის შესახებ იციან რაღაც მაინც. ისინი ცოდნის ნაგლეჯებს აგროვებენ იმდენად მრავალფეროვანი წყაროებიდან, როგორებიცაა სწავლულთა წიგნები და გლეხკაცთა მონათხრობები. განურჩევლად იმისა, თუ რას მღერიან — სახალხო ბალადებს ფუნდუკებში თუ დახვეწილ კომპოზიციებს სამეფო კარზე — ეს მგოსნები თავიანთ ნიჭს მსმენელთა მოსაჯადოებლად იყენებენ. როდესაც აპლოდისმენტები წყდება, აუდიტორიის წევრები ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებენ, რაც კი ოდესმე ჭეშმარიტებად მიუჩნევიათ, დაწყებული ადგილობრივი ტაძრის სამღვდელოებაში რწმენით, დამთავრებული მეფისადმი ერთგულებით.
ამ მგოსანთა ერთგულება მიემართება მშვენიერებისა და ჭეშმარიტებისკენ ლტოლვას და არა — მონარქის ვასალობას ან ღვთაების პრინციპების მიყოლას. დიდგვაროვანმა, რომელსაც ასეთი მგოსანი ჰყავს მაცნედ ან მრჩევლად, იცის, რომ მგოსანი უფრო მეტად გულწრფელი იქნება, ვიდრე პოლიტიკოსი.
კოლეგიის წევრები ძირითადად ბიბლიოთეკებში იკრიბებიან, ზოგჯერ კი ნამდვილ კოლეჯებში, თავისი საკლასო ოთახებითა და საერთო საცხოვრებლით, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა. სწავლების კოლეგიის მგოსნები აგრეთვე ხვდებიან ერთმანეთს ფესტივალებსა და სახელმწიფო შეხვედრებზე, სადაც მათ შეუძლიათ, გამოააშკარაონ მექრთამეობა და ტყუილები და გააშარჟონ ქედმაღალი მოხელეები.
დამატებითი გაწაფულობები (Bonus Proficiencies)[]
მე-3 დონიდან თქვენ გაწაფულობას იძენთ სასურველ სამ უნარ-ჩვევაში?.
გესლიანი სიტყვები (Cutting Words)[]
ასევე მე-3 დონიდან, როდესაც თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი არსება, რომელსაც ხედავთ, ასრულებს შეტევით გაგორებას, უნარის შემოწმებას ან ზიანის გაგორებას, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი რეაქცია და დახარჯოთ თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთ-ერთი მცდელობა, გააგოროთ მგოსნის ინსპირაციის კამათელი და ამოსული რიცხვი გამოაკლოთ არსების გაგორებას. ამ მახასიათებლის გამოყენება შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც არსება შეასრულებს გაგორებას, თუმცა მანამდე, სანამ DM განსაზღვრავს, წარმატებულია თუ არა შეტევითი გაგორება თუ უნარის შემოწმება ან მანამდე, სანამ არსება თავის ზიანს მიაყენებს სამიზნეს. არსება შეუვალია ამ მახასიათებლისადმი, თუკი მას არ შეუძლია თქვენი ხმის გაგონება ან თუკი ის შეუვალია მონუსხულობისადმი?.
დამატებითი ჯადოსნური საიდუმლოები (Additional Magical Secrets)[]
მე-6 დონეზე თქვენ სწავლობთ სასურველ ორ შელოცვას ნებისმიერი კლასიდან. არჩეული შელოცვა აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რომლის დასახრვაც შეგიძლიათ, როგორც ეს მგოსნის ცხრილშია მოცემული, ან უნდა იყოს გრძნებვა. არჩეული შელოცვები თქვენთვის მგოსნის შელოცვებად განიხილება, თუმცა არ მოიაზრება თქვენ მიერ ნასწავლი მგოსნის შელოცვების რაოდენობაში.
სწორუპოვარი მოხერხებულობა (Peerless Skill)[]
მე-14 დონიდან დაწყებული, როდესაც ასრულებთ უნარის შემოწმებას, შეგიძლიათ, დახარჯოთ თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთი მცდელობა. გააგორეთ მგოსნის ინსპირაციის კამათელი და გაგორებული რიცხვი დაუმატეთ თქვენს უნარის შემოწმებას. ამის გაკეთება შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც შეასრულებთ უნარის შემოწმების გაგორებას, მაგრამ მანამდე, სანამ DM გეტყვით, წარმატებული იყო თუ არა ეს გაგორება.
ხმლების კოლეგია (College of Swords)[]
(Xanathar's Guide to Everything)
ხმლების კოლეგიის მგოსნებს „ლესულები“ ეწოდებათ და ისინი ხალხს იარაღის უბადლო ოსტატობის უშიშარი დემონსტრირებით ართობენ. ლესულები ისეთ ოინებს აკეთებენ, როგორებიცაა ხმლის გადაყლაპვა, დანების სროლა და ჟონგლიორობა, ასევე დამცინავი შერკინებები. მართალია, იარაღებს ისინი გასართობად იყენებენ, მაგრამ ამასთანავე ისინი ძალიან კარგად გაწვრთნილი და გაწაფული მეომრებიც არიან.
იარაღების ფლობის ნიჭის გამო მრავალი ლესული ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. ლესულმა ცირკის გუნდში ყოფნა შეიძლება ნიღაბად გამოიყენოს, პარალელურად კი დაკავებული იყოს დაქირავებული მკვლელობით, ყაჩაღობითა თუ გამოძალვით. სხვა ლესულები უზნეოებს უპირისპირდებიან და სასტიკებსა და ძლევამოსილებს სამართლიანად სჯიან. დასების უმეტესობა დიდი სიხარულით ეგებები ლესულთა ნიჭს, რადგან ისინი პერფორმანსს მეტად ძლიერ აღმაფრთოვანებლობას სძენენ, თუმცა, რეალურად, არტისტების ძალიან მცირე ნაწილი ენდობა მათ.
ის ლესულები, რომლებიც არტისტულ ცხოვრებას თავს ანებებენ, ხშირად ხათაბალებში ეხვევიან, რაც მათი საიდუმლო აქტივობების შენარჩუნებას შეუძლებელს ხდის. ლესული, რომელიც ქურდობით ან თვითნებური სამართლიანობის კეთებით არის დაკავებული, დასების უმეტესობისთვის ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა და დაბრკოლებაა. იარაღსა და მაგიაში გაწაფულობის მეშვეობით ეს ლესულები ან ქურდების გილდიაში იწყებენ მუშაობას ან საკუთარი თავგადასავლების გზას ადგებიან.
დამატებითი გაწაფულობები (Bonus Proficiencies)[]
მე-3 დონიდან თქვენ გაწაფულობას იძენთ საშუალო აბჯარსა? და სიმიტარში?.
თუკი თქვენ გაწაფული ხართ ხელჩართული ბრძოლის რომელიმე მარტივ ან საომარ იარაღში, შეგიძლიათ, ის შელოცვის ფოკუსად გამოიყენოთ თქვენი მგოსნის შელოცვებისთვის.
ბრძოლის სტილი (Fighting Style)[]
მე-3 დონიდან ითვისებთ ბრძოლის სტილს. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთი. თქვენ არ შეგიძლიათ ერთზე მეტი ბრძოლის სტილის სწავლა, თუნდაც თამაშში არსებული რაიმე მისი ხელახლა არჩევის საშუალებას გაძლევდეთ.
- ორთაბრძოლა?: როდესაც ხელჩართული ბრძოლის იარაღი გიჭირავთ ერთ ხელში, სხვა იარაღებს კი არ იყენებთ, ამ იარაღით შეტევისას ზიანის გაგორებებს +2 ემატება.
- ორი იარაღით ბრძოლა?: როდესაც ორი იარაღით იბრძვით, შეგიძლიათ, თქვენი უნარის მოდიფიკატორი მეორე შეტევის ზიანსაც დაუმატოთ.
ლესულის მოქნევა (Blade Flourish)[]
მე-3 დონიდან, როდესაც თქვენს სვლაზე შეტევით მოქმედებას გამოიყენებთ, თქვენი გადაადგილების სიჩქარე იზრდება 10 ფუტით სვლის დასრულებამდე და თუკი იარაღით შეტევა, რომელსაც ამ მოქმედების ნაწილად ახორციელებთ, მოხვდება არსებას, შეგიძლიათ, „ლესულის მოქნევის“ შემდეგი მახასიათებლებიდან ერთ-ერთი გამოიყენოთ. სვლაზე მხოლოდ ერთი „ლესულის მოქნევის“ გამოყენება შეგიძლიათ.
- თავდაცვითი მოქნევა?: შეგიძლიათ, თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთი მცდელობა დახარჯოთ, რათა იარაღმა დამატებითი ზიანი მიაყენოს სამიზნეს. დამატებითი ზიანი უტოლდება თქვენი მგოსნის ინსპირაციის კამათელზე ამოსულ რიცხვს. გარდა ამისა, გაგორებული რიცხვი ასევე ემატება თქვენს აბჯრის კლასს? (AC) თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე.
- მსერავი მოქნევა?: შეგიძლიათ, თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთი მცდელობა დახარჯოთ, რათა იარაღმა დამატებითი ზიანი მიაყენოს სამიზნეს და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ არსებას, რომელსაც ხედავთ და რომელიც თქვენგან 5 ფუტის რადიუსშია. დამატებითი ზიანი უტოლდება თქვენი მგოსნის ინსპირაციის კამათელზე ამოსულ რიცხვს.
- მოქნილი მოქნევა?: შეგიძლიათ, თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთი მცდელობა დახარჯოთ, რათა იარაღმა დამატებითი ზიანი მიაყენოს სამიზნეს. დამატებითი ზიანი უტოლდება თქვენი მგოსნის ინსპირაციის კამათელზე ამოსულ რიცხვს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, სამიზნე თქვენგან 5 ფუტის მოშორებით უკან დახიოთ, დამატებით კიდევ იმდენი ფუტით, რამდენიც ამოვიდა კამათელზე. შემდეგ შეგიძლიათ, მყისიერად გამოიყენოთ თქვენი რეაქცია, რათა გადაადგილდეთ მაქსიმუმ თქვენი სიარულის სიჩქარის ტოლი რაოდენობით სამიზნისგან 5 ფუტის რადიუსში არსებულ თავისუფალ სივრცეში.
დამატებითი შეტევა (Extra Attack)[]
მე-6 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე შეტევითი მოქმედების შესრულებისას შეტევა ერთის ნაცვლად ორჯერ განახორციელოთ.
ოსტატის მოქნევა (Master's Flourish)[]
მე-14 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ გამოიყენებთ „ლესულის მოქნევის?“ მახასიათებელს, შეგიძლიათ მგოსნის ინსპირაციის კამათლის დახარჯვის ნაცვლად გააგოროთ d6.
გმირობის კოლეგია (College of Valor)[]
გმირობის კოლეგიის მგოსნები ის უშიშარი სკალდები არიან, რომელთა მონათხრობნიც წარსულის დიადი გმირების მოგონებებს აცოცხლებენ და, შესაბამისად, გმირთა ახალ თაობას შთააგონებენ. ეს მგოსნები თაფლუჭის დარბაზებსა თუ დიდი კოცონების გარშემო იკრიბებიან, რათა წარსულისა და აწმყოს დიდებულთა გმირობებზე იმღერონ. ისინი მოგზაურობენ იმისთვის, რათა თავად იხილონ დიადი მოვლენები და უზრუნველყონ ის, რომ ისინი დავიწყებას არ მიეცეს. თავიანთი სიმღერებით ისინი შთააგონებენ სხვებს, რომ წარსულის გმირებივით დიადი სიქველეები ჩაიდინონ.
დამატებითი გაწაფულობები (Bonus Proficiencies)[]
მე-3 დონიდან თქვენ გაწაფულობას იძენთ საშუალო აბჯარში?, ფარებსა? და საომარ იარაღებში?.
საბრძოლო ინსპირაცია (Combat Inspiration)[]
ასევე მე-3 დონიდან დაწყებული, არსებას, რომელსაც თქვენგან აქვს მიღებული მგოსნის ინსპირაციის კამათელი, შეუძლია, იარაღით შესრულებული ზიანის გაგორებებისას გააგოროს ეს კამათელი და ამოსული რიცხვი დაუმატოს იარაღის ზიანს. ალტერნატიულად, როდესაც ამ არსების წინააღმდეგ ხორციელდება შეტევითი გაგორება, მას შეუძლია, თავისი რეაქცია გამოიყენოს და გააგოროს მგოსნის ინსპირაციის კამათელი, ამოსული რიცხვი კი თავის აბჯრის კლასს? (AC) დაუმატოს ამ შეტევის წინააღმდეგ. ამის გაკეთება არსებას შეუძლია მას შემდეგ, რაც ის დაინახავს გაგორებას, მაგრამ მანამ, სანამ ეცოდინება, ხვდება თუ არა ის შეტევა.
დამატებითი შეტევა (Extra Attack)[]
მე-6 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე შეტევითი მოქმედების შესრულებისას შეტევა ერთის ნაცვლად ორჯერ განახორციელოთ.
ბრძოლის მაგია (Battle Magic)[]
მე-14 დონიდან, როდესაც თქვენ თქვენს მოქმედებას იყენებთ მგოსნის შელოცვის დასასახრად, შეგიძლიათ ბონუს-მოქმედების სახით დამატებით ერთი შეტევა განახორციელოთ იარაღით.
ჩურჩულთა კოლეგია (College of Whispers)[]
(Xanathar's Guide to Everything)
ხალხი, როგორც წესი, დიდი სიხარულით ეგებება მგოსნებს თავისთან. ჩურჩულთა კოლეგიის მგოსნები ამას თავიანთ სასიკეთოდ აკეთებენ. ისინი ყველა სხვა მგოსნებივით გამოიყურებიან, მათსავით ავრცელებენ სიახლეებს, მღერიან სიმღერებს და ყვებიან ამბებს შეკრებილთა წინაშე. სინამდვილეში კი ჩურჩულთა კოლეგია თავის სტუდენტებს ასწავლის, რომ ისინი მგლები არიან ცხვრებს შორის. ეს მგოსნები თავიანთ ცოდნასა და მაგიას იმისთვის იყენებენ, რომ საიდუმლოებებს ახადონ ფარდა და გამოძალვისა და მუქარების გზით ისინი სხვების წინააღმდეგ მიმართონ.
ბევრ სხვა მგოსანს სძულს ჩურჩულთა კოლეგია და მათთვის ის პარაზიტია, რომელიც მგოსნების რეპუტაციას იყენებს ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად. ამის გამო ეს მგოსნები იშვიათად ამხელენ თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებას, თუკი ამის აუცილებლობა არ იქნება. ისინი, როგორც წესი, ამბობენ, რომ რომელიმე სხვა კოლეგიის მიმდევრები არიან ან მალავენ თავიანთ საიდუმლოს იმისთვის, რომ უკეთ შეაღწიონ სამეფო კარსა თუ ძალაუფლების სხვა წყაროებში.
ფსიქიკური ლესულები (Psychic Blades)[]
მე-3 დონიდან, როდესაც არსებას იარაღით შეტევას მოარტყამთ, შეგიძლიათ, თქვენი მგოსნის ინსპირაციის ერთ-ერთი მცდელობა დახარჯოთ, რათა სამიზნეს დამატებით 2d6 ფსიქიკური ზიანი? მიაყენოთ. ამის გაკეთება მხოლოდ რაუნდში ერთხელ, თქვენს სვლაზე შეგიძლიათ.
ფსიქიკური ზიანი იზრდება, როდესაც ამ კლასში განსაზღვრულ დონეზე ადიხართ. ის იზრდება 3d6-მდე მე-5 დონეზე, 5d6-მდე — მე-10 დონეზე და 8d6-მდე — მე-15 დონეზე.
თავზარის სიტყვები (Words of Terror)[]
მე-3 დონიდან, თუკი მარტო ესაუბრებით ჰუმანოიდს მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში, შეგიძლიათ, მის გონებაში პარანოიის ჩანერგვა სცადოთ. საუბრის ბოლოს სამიზნემ უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ, წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში კი ის შეშინებულია? თქვენ მიერ ან სხვა არსების მიერ, რომელსაც აირჩევთ. სამიზნე ამგვარად შეშინებული 1 საათის განმავლობაშია ან მანამ, სანამ მას ვინმე არ შეუტევს ან ზიანს არ მიაყენებს ან სანამ ის არ იხილავს, რომ მის მოკავშირეს უტევენ ან აზიანებენ.
თუკი სამიზნე წარმატებით ასრულებს თავდაცვით გაგორებას, ის ვერ ხვდება, რომ თქვენ მისი შეშინება სცადეთ.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.
ჩურჩულთა მოსასხამი (Mantle of Whispers)[]
მე-6 დონიდან, როდესაც თქვენგან 30 ფუტის რადიუსში ჰუმანოიდი კვდება, შეგიძლიათ, თქვენი რეაქციის გამოყენებით ჯადოსნურად დაიჭიროთ მისი ჩრდილი. ამ ჩრდილს ინარჩუნებთ მანამ, სანამ არ გამოიყენებთ მას ან სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
ჩრდილის გამოყენება მოქმედების სახით შეგიძლიათ. როდესაც ამას აკეთებთ, ის ქრება და ჯადოსნურად გარდაიქმნება იერსახედ, რომელიც თქვენზე აისახება. ახლა თქვენ იმ გარდაცვლილი პიროვნებასავით გამოიყურებით, რომელსაც ეკუთვნოდა ჩრდილი, ოღონდ ჯანმრთელი და ცოცხალი ხართ. შენიღბვა გრძელდება 1 საათის განმავლობაში ან მანამ, სანამ მას არ დაასრულებთ ბონუს-მოქმედებით.
როდესაც ამგვარად ხართ შენიღბული, თქვენ წვდომა გაქვთ ყველა იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ჰუმანოიდი თავისუფლად გაუზიარებდა რიგით ნაცნობს. ასეთ ინფორმაციაში შედის ზოგადი დეტალები მისი წარსულისა და პირადი ცხოვრების შესახებ, თუმცა არ შედის საიდუმლოები. ეს ინფორმაცია საკმარისია საიმისოდ, რომ საკუთარი თავი ამ პიროვნებად გაასაღოთ მის მოგონებებზე დაყრდნობით.
სხვა არსებას შეუძლია შენიღბვის შემჩნევა, თუკი ის წარმატებით შეასრულებს სიბრძნის (ჩაწვდომის) შემოწმებას, რომელსაც დაუპირისპირდება თქვენი ქარიზმის (მოტყუების) შემოწმება. თქვენს შემოწმებაზე +5 ბონუსს იძენთ.
როდესაც ამ მახასიათებლით დაატყვევეთ ჩრდილს, სხვა ჩრდილის დატყვევება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.
ბნელი ცოდნა (Shadow Lore)[]
მე-14 დონიდან შეგიძლიათ, მოქმედების სახით ჯადოსნურად დაიჩურჩულოთ ფრაზა, რომლის მოსმენაც თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფ მხოლოდ ერთ არსებას შეუძლია. სამიზნემ უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. ის ამას ავტომატურად წარმატებით ახერხებს, თუკი მას თქვენი ხმა არ ესმის ან თქვენთან საერთო ენა არ აქვს. წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში თქვენი ჩურჩული გაურჩეველია და მას ეფექტი არ აქვს.
წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში სამიზნე თქვენ მიერ მონუსხულია? შემდეგი 8 საათის განმავლობაში ან მანამ, სანამ თქვენი მოკავშირე მას არ შეუტევს, ზიანს არ მიაყენებს ან თავდაცვითი გაგორების განხორციელებას არ აიძულებს. იმ არსებას ჩურჩული ისე ესმის, თითქოს ის მისი ყველაზე სამარცხვინო საიდუმლო იყოს. ამ საიდუმლოს შესახებ თქვენ ვერაფერს იგებთ, თუმცა სამიზნე დარწმუნებულია, რომ თქვენ ის იცით.
მონუსხული არსება თქვენს ბრძანებებს ემორჩილება, რადგან ეშინია, რომ მის საიდუმლოს გათქვამთ. ის თქვენთვის საკუთარ სიცოცხლეს არ გარისკავს და თქვენ გამო არ იბრძოლებს, თუკი მანამდეც ამას არ იზამდა. ის ისეთივე საჩუქრებსა და სურვილების ასრულებას გთავაზობთ, როგორსაც ახლო მეგობარს შესთავაზებდა.
როდესაც ეს ეფექტი მთავრდება, არსებას არ ესმის, რატომ ეშინოდა თქვენი ასე ძლიერ.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ ხანგრძლივ დასვენებას არ დაასრულებთ.