D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

მდგომარეობაბი (კონდიციები, ინგლ. Conditions) ცვლის არსების შესაძლებლობებს. ეს ცვლილება მრავალი სხვადასხვა ტიპის არსებობს და ისინი, როგორც წესი, წარმოიშვება შელოცვის, კლასის მახასიათებლის, შეტევისა თუ სხვა ეფექტების შედეგად. მდგომარეობათა უმეტესობა (მაგალითად, დაბრმავება) საზიანოა, თუმცა ზოგი მათგანი (მაგალითად, უჩინრობა) გამოსადეგია სიტუაციის მიხედვით. მდგომარეობა გრძელდება მანამ, სანამ მას საწინააღმდეგო ქმედება არ შეწყვეტს (მაგალითად, განრთხმულობას წყვეტს ფეხზე ადგომა), ან ამ მდგომარეობის გამომწვევი ეფექტით განსაზღვრული დროით.

თუკი რამდენიმე ეფექტი აგდებს არსებას ერთსა და იმავე მდგომარეობაში, მდგომარეობის თითოეულ ცალკეულ შემთხვევას საკუთარი ხანგრძლივობა აქვს, თუმცა მდგომარეობის ეფექტები არ უარესდება. არსებას ან არის განსაზღვრულ მდგომარეობაში, ან არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილი განმარტებები განსაზღვრავს, თუ რა ხდება, როდესაც არსება განსაზღვრულ მდგომარეობაშია.

დაბრმავებული (Blinded)[]

მონუსხული (Charmed)[]

  • მონუსხულ არსებას არ შეუძლია მომნუსხველზე შეტევის განხორციელება და მასზე საზიანო შელოცვებისა თუ ჯადოსნური ეფექტების გამოყენება.
  • მომნუსხველი ამ არსებასთან სოციალური ინტერაქციისას ხელსაყრელობით? ასრულებს უნარების შემოწმებებს.

დაყრუებული (Deafened)[]

  • დაყრუებულ არსებას არ შეუძლია ხმის გაგონება და ის ავტომატურად წარუმატებელია უნარების იმ შემოწმებებზე (Ability check), რომლებსაც მოსმენა სჭირდება.

შეშინებული (Frightened)[]

  • შეშინებული არსება არახელსაყრელობით? ასრულებს უნარის შემოწმებისა და შეტევის გაგორებებს, სანამ არსების შიშის წყარო მისი ხედვის არეალშია.
  • არსებას არ შეუძლია სურვილისამებრ მიუახლოვდეს შიშის წყაროს.

შებოჭილი (Grappled)[]

  • შებოჭილი არსების სიჩქარე 0 ხდება და მას არ შეუძლია მის სიჩქარეზე მოქმედი ბონუსებით სარგებლობა.
  • მდგომარეობა სრულდება, თუკი შემბოჭავი არაქმედუნარიანი ხდება (იხილეთ მდგომარეობა ქვემოთ).
  • მდგომარეობა მაშინაც სრულდება, თუკი რაიმე ეფექტი შებოჭილ არსებას შემბოჭველისა თუ შემბოჭველი ეფექტის მოქმედების არეალიდან გაიყვანს, მაგალითად, როდესაც ქუღილის ტალღის? შელოცვა არსებას ძლიერად მოისვრის.

არაქმედუნარიანი (Incapacitated)[]

  • არაქმედუნარიან არსებას არ შეუძლია მოქმედებებისა და რეაქციების განხორციელება.
    • PHB-ის 189-ე გვერდის მიხედვით, „ნებისმიერი რამე, რაც გართმევთ მოქმედების შესრულების უნარს, აგრეთვე გართმევთ ბონუს-მოქმედების განხორციელების უნარსაც“.

უჩინარი (Invisible)[]

  • უჩინარი არსების დანახვა შეუძლებელია მაგიისა თუ სპეციალური შეგრძნების დახმარების გარეშე. მალულობის მიზნით, არსება ძლიერ გაურჩეველია. არსების ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეიძლება მის მიერ გამოცემული ხმებითა თუ დატოვებული კვალით.
  • არსების წინააღმდეგ შეტევითი გაგორებები არახელსაყრელობით? ხორციელდება, არსების შეტევითი გაგორებები კი — ხელსაყრელობით?.

პარალიზებული (Paralyzed)[]

  • პარალიზებული არსება არაქმედუნარიანია (იხ. ზემოთ) და მას არ შეუძლია არც მოძრაობა, არც საუბარი.
  • არსება ავტომატურად წარუმატებელია ძალისა და სიმარჯვის თავდაცვით გაგორებებში.
  • არსების მიმართ შეტევები ხელსაყრელობით? ხორციელდება.
  • ნებისმიერი შეტევა, რომელიც არსებას ხვდება, კრიტიკულია, თუკი შეტევის განმხორციელებელი არსებისგან 5 ფუტშია.

გაქვავებული (Petrified)[]

  • გაქვავებული არსება, ყველა იმ არაჯადოსნურ ობიექტთან ერთად, რომელიც მას აცვია ან რომელსაც ის ატარებს, გარდაიქმნება მყარ, არაცოცხალ სუბსტანციად (როგორც წესი, ქვად). მისი წონა 10-ჯერ იზრდება და ის წყვეტს დაბერებას.
  • არსება არაქმედუნარიანია (იხ. ზემოთ), არ შეუძლია არც მოძრაობა, არც საუბარი და მან არ იცის, თუ რა ხდება გარშემო.
  • არსების მიმართ შეტევითი გაგორებები ხელსაყრელობით? ხორციელდება.
  • არსება ავტომატურად წარუმატებელია ძალისა და სიმარჯვის თავდაცვით გაგორებებში.
  • არსებას მდგრადობა აქვს ყველა ტიპის ზიანის მიმართ.
  • არსებას იმუნიტეტი აქვს საწამლავებისა და დაავადებების მიმართ, თუმცა მის სხეულში არსებული საწამლავები და დაავადებები არ ნეიტრალიზრდება და ისინი მხოლოდ დროებითაა შეჩერებული.

მოწამლული (Poisoned)[]

  • მოწამლული არსება არახელსაყრელობით? ახორციელებს შეტევით გაგორებებსა და უნარების შემოწმებებს.

განრთხმული (Prone)[]

  • განრთხმული არსების მოძრაობის ერთადერთი საშუალება ღოღვაა, თუკი ის ფეხზე არ ადგება და, შესაბამისად, არ დაასრულებს ამ მდგომარეობას.
  • არსება არახელსაყრელობით? ასრულებს შეტევით გაგორებებს.
  • არსების წინააღმდეგ შეტევითი გაგორებები ხელსაყრელობით? ხორციელდება, თუკი შემტევი მისგან 5 ფუტშია. სხვაგვარად შეტევა არახელსაყრელობით? სრულდება.

დაბმული (Restrained)[]

  • დაბმული არსების სიჩქარე 0 ხდება და მას არ შეუძლია მის სიჩქარეზე მოქმედი ბონუსებით სარგებლობა.
  • არსების წინააღმდეგ შეტევითი გაგორებები ხელსაყრელობით? ხორციელდება, არსების შეტევითი გაგორებები კი — არახელსაყრელობით?.
  • არსება არახელსაყრელობით? ასრულებს სიმარჯვის თავდაცვით გაგორებებს.

დარეტიანებული (Stunned)[]

  • დარეტიანებული არსება არაქმედუნარიანია (იხ. ზემოთ), მას არ შეუძლია მოძრაობა, საუბრისას კი ენა ებმის.
  • არსება ავტომატურად წარუმატებელია ძალისა და სიმარჯვის თავდაცვით გაგორებებში.
  • არსების მიმართ შეტევები ხელსაყრელობით? ხორციელდება.

უგონო (Unconscious)[]

  • უგონო არსება არაქმედუნარიანია (იხ. ზემოთ), არ შეუძლია არც მოძრაობა, არც საუბარი და მან არ იცის, თუ რა ხდება გარშემო.
  • არსება ყრის ყველაფერს, რაც უჭირავს, და ძირსაა განრთხმული.
  • არსება ავტომატურად წარუმატებელია ძალისა და სიმარჯვის თავდაცვით გაგორებებში.
  • არსების მიმართ შეტევები ხელსაყრელობით? ხორციელდება.
  • ნებისმიერი შეტევა, რომელიც არსებას ხვდება, კრიტიკულია, თუკი შეტევის განმხორციელებელი არსებისგან 5 ფუტშია.

გამოფიტვა (Exhaustion)[]

ზოგიერთი სპეციალური უნარი და გარემო ფაქტორი, მაგალითად, შიმშილი და გამყინავი ან მწველი ტემპერატურის გრძელვადიანი ეფექტები, იწვევს სპეციალურ მდგომარეობას, რომელსაც გამოფიტვა (დაღლილობა) ეწოდება.

გამოფიტვა ექვსი სხვადასხვა ხარისხით იზომება. ეფექტმა არსებას გამოფიტვის ერთი ან რამდენიმე ხარისხი შეიძლება მოუვლინოს, რაც განსაზღვრული იქნება ეფექტის აღწერაში.

ხარისხი ეფექტი
1 არახელსაყრელობა? უნარების შემოწმებებზე
2 განახევრებული სიჩქარე
3 არახელსაყრელობა? შეტევით და თავდაცვით გაგორებებზე
4 მაქსიმალური სიცოცხლის ქულების განახევრება
5 სიჩქარის შემცირება 0-მდე
6 სიკვდილი

თუკი უკვე გამოფიტულ არსებაზე მოქმედებს სხვა, ახალი ეფექტი, რომელიც ასევე იწვევს გამოფიტვას, არსების გამოფიტვის ამჟამინდელი ხარისხი იზრდება ეფექტის აღწერაში განსაზღვრული ოდენობით.

არსება განიცდის როგორც გამოფიტვის ამჟამინდელი ხარისხის ეფექტს, ისე მასზე უფრო დაბალი ხარისხების ეფექტებსაც. მაგალითად, მე-2 ხარისხის გამოფიტვის მქონე არსება არახელსაყრელობით? ასრულებს უნარების შემოწმებებს და მისი გადაადგილების სიჩქარე განახევრებულია.

ეფექტი, რომელსაც შეუძლია გამოფიტვის შემცირება, მის ხარისხს ამცირებს იმდენით, რამდენიც ეფექტის აღწერაშია მითითებული. გამოფიტვის ეფექტები საბოლოოდ მაშინ სრულდება, როდესაც არსების გამოფიტვის ხარისხი 1-ზე ქვემოთ ჩამოვა.

ხანგრძლივი დასვენების? დასრულება არსების გამოფიტვის დონეს 1-ით ამცირებს, თუკი არსებამ ამ დროის განმავლობაში საკვები და წყალიც მიიღო.

Advertisement