D&D Georgia
D&D Georgia
D&D Georgia
Rogue

მზირები ემყარებიან უნარ-ჩვევებს, მალვასა და მოწინააღმდეგეების სისუსტეების გამოყენებას ნებისმიერ სიტუაციაში უპირატესობის მოსაპოვებლად. მათ ყველანაირი პრობლემის გადაჭრის გზის პოვნა ეხერხებათ მათი მრავალმხრივობისა და მოხერხებულობის გამოისობით, რაც მეთავგადასავლეთა ნებისმიერი წარმატებული რაზმის ქვაკუთხედია.

საჭიროა, თქვენი სიმარჯვის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.

სიცოცხლის ქულები?
  • სიცოცხლის კამათელი?: 1d8 მზირის თითო დონეზე
  • სიცოცხლის ქულები I დონეზე: 8 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი
  • სიცოცხლის ქულები მაღალ დონეებზე: 1d8 (ან 5) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი მზირის ყოველ დონეზე პირველის შემდეგ
გაწაფულობები?
აღჭურვილობა
  • (a) რაპირა ან (b) მოკლე ხმალი
  • (a) მოკლე მშვილდი და კაპარჭი 20 ისრით ან (b) მოკლე ხმალი
  • (a) მძარცველის კომპლექტი, (b) მედილეგის კომპლექტი ან (c) მკვლევრის კომპლექტი
  • ტყავის აბჯარი, ორი ხანჯალი და ქურდის ინსტრუმენტები

ალტერნატიულად შეგიძლიათ თქვენი კლასისა და წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობის ნაცვლად დაიწყოთ 4d4 x 10 ოქროს მონეტით.

მზირის დონეების ცხრილი
დონე გაწაფულობის ბონუსი ცბიერი შეტევა? მახასიათებლები
1 +2​ 1d6 ოსტატობა?, ცბიერი შეტევა?, ქურდების არგო?
2 +2​ 1d6 ეშმაკური მოქმედება?
3 +2​ 2d6 მზირული არქეტიპი?
4 +2​ 2d6 უნარების ქულების ზრდა?
5 +3​ 3d6 გასაოცარი დაძვრენა?
6 +3​ 3d6 ოსტატობა?
7 +3​ 4d6 გაქნილობა?
8 +3​ 4d6 უნარების ქულების ზრდა?
9 +4​ 5d6 მზირული არქეტიპის მახასიათებელი?
10 +4​ 5d6 უნარების ქულების ზრდა?
11 +4​ 6d6 საიმედო ნიჭი?
12 +4​ 6d6 უნარების ქულების ზრდა?
13 +5​ 7d6 მზირული არქეტიპის მახასიათებელი?
14 +5​ 7d6 ბრმა ალღო?
15 +5​ 8d6 სრიალა გონი?
16 +5​ 8d6 უნარების ქულების ზრდა?
17 +6​ 9d6 მზირული არქეტიპის მახასიათებელი?
18 +6​ 9d6 მოუხელთებელი?
19 +6​ 10d6 უნარების ქულების ზრდა?
20 +6​ 10d6 იღბალი?

ოსტატობა (Expertise)[]

1-ლ დონეზე თქვენ ირჩევთ ორ უნარ-ჩვევა?, რომელშიც გაწაფული? ხართ, ან ერთ უნარ-ჩვევას, რომელშიც გაწაფული ხართ, და ქურდის ინსტრუმენტებს. არჩეული გაწაფულობების გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი უნარის შემოწმებისთვის თქვენი გაწაფულობის ბონუსი? ორმაგდება.

მე-6 დონეზე კიდევ ორი სხვა1 გაწაფულობის არჩევა შეგიძლიათ (უნარ-ჩვევებში ან ქურდის ინსტრუმენტებში) ამ უპირატესობის მისაღებად.

1: უკვე დაოსტატებულ გაწაფულობაში კვლავ დაოსტატება არ შეგიძლიათ. წესი ამბობს: ზოგჯერ თქვენი გაწაფულობის ბონუსი შეიძლება გამრავლდეს ან გაიყოს (მაგალითად, გაორმაგდეს ან განახევრდეს) დამატებამდე. მაგალითად, მზირის ოსტატობის მახასიათებელი აორმაგებს გაწაფულობის ბონუსს განსაზღვრული უნარების შემოწმებებისთვის. თუკი გარემოებებიდან გამომდინარე თქვენი გაწაფულობის ბონუსი ერთსა და იმავე გაგორებას ორჯერ მიესადაგება, თქვენ მაინც ერთხელ უმატებთ მას და მისი გაყოფა-გამრავლებაც მხოლოდ ერთხელ ხდება.

ცბიერი შეტევა (Sneak Attack)[]

სვლაში ერთხელ შეგიძლიათ, დამატებითი 1d6 ზიანი მიაყენოთ არსებას, რომელსაც მოარტყამთ შეტევას, თუკი ამ შეტევას ხელსაყრელობით? ახორციელებდით. შეტევისთვის აუცილებლად უნდა იყენებდეთ დახვეწილ? ან სასროლ? იარაღს.

შეტევით გაგორებაზე ხელსაყრელობა? არ გჭირდებათ, თუკი სამიზნის სხვა მეტოქე მისგან 5 ფუტშია და არ არის არაქმედუნარიანი?, თქვენ კი შეტევით გაგორებაზე არახელსაყრელობა? არ გაქვთ.

დამატებითი ზიანის რაოდენობა იზრდება ამ კლასში დონეების მიღებასთან ერთად, როგორც ეს მზირის ცხრილის „ცბიერი შეტევის“ სვეტშია წარმოდგენილი.

ქურდების არგო (Thieves' Cant)[]

თქვენი მზირული წვრთნის განმავლობაში თქვენ ისწავლეთ ქურდების არგო — დიალექტის, ჟარგონისა და შიფრის ნაზავი, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საუბარში შეტყობინებების დამალვის საშუალებას გაძლევთ. ამგვარი შეტყობინებების გაგება მხოლოდ იმ არსებას შეუძლია, რომელმაც იცის ქურდების არგო. ასეთი შეტყობინების გამოსათქმელად ოთხჯერ მეტი დროა საჭირო, ვიდრე იმავე იდეის პირდაპირ გადმოსაცემად.

გარდა ამისა, თქვენ იცით საიდუმლო ნიშნებისა და სიმბოლოების ნაკრები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება მოკლე, მარტივი შეტყობინებების დაშიფვრა, მაგალითად, იმის, არის თუ არა არეალი სახიფათო ან ქურდების გილდიის ტერიტორია, ახლოს არის თუ არა საგანძური, ახლომდებარე არეალში მყოფი ადამიანები არიან თუ არა მარტივი სამიზნეები ან უზრუნველყოფენ თუ არა ისინი გაქცეულ ქურდებს უსაფრთხო თავშესაფრით.

ეშმაკური მოქმედება (Cunning Action)[]

მე-2 დონიდან მოყოლებული, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედებისას გამოიყენოთ გარბენის, დახსნისა და დამალვის მოქმედებები.

მზირული არქეტიპი (Roguish Archetype)[]

მე-3 დონეზე თქვენ ირჩევთ არქეტიპს, რომლისკენაც ილტვით თქვენს მზირულ უნარებში ვარჯიშისას. არჩეული არქეტიპი მახასიათებელს გძენთ მე-3 დონეზე, აგრეთვე მე-9, მე-13 და მე-17 დონეებზე.

უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]

მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-10, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.

გასაოცარი დაძვრენა (Uncanny Dodge)[]

მე-5 დონიდან, როდესაც შემტევი შეტევას მოგარტყამთ, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ თქვენ წინააღმდეგ შეტევის ზიანის გასანახევრებლად.

გაქნილობა (Evasion)[]

მე-7 დონიდან დაწებული, როდესაც თქვენზე მოქმედებს ეფექტი, რომელიც სიმარჯვის თავდაცვითი გაგორების განხორციელების საშუალებას გაძლევთ ზიანის გასანახევრებლად, თქვენ წარმატებული თავდაცვით შემთხვევაში საერთოდ არ მიიღებთ ზიანს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მხოლოდ ნახევარ ზიანს მიიღებთ.

საიმედო ნიჭი (Reliable Talent)[]

მე-11 დონიდან, როდესაც ასრულებთ უნარის შემოწმებას, რომელიც თქვენი გაწაფულობის ბონუსის დამატების საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ, d20-ზე ამოსული 9-ის ან ნაკლების გაგორება განიხილოთ 10-ად.

ბრმა ალღო (Blindsense)[]

მე-14 დონიდან მოყოლებული, თუკი გაგონება შეგიძლიათ, იცით თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფი ნებისმიერი დამალული ან უჩინარი არსების ადგილმდებარეობა.

სრიალა გონი (Slippery Mind)[]

მე-15 დონეზე თქვენ გაწაფულობა? იძენთ სიბრძნის თავდაცვით გაგორებებში.

მოუხელთებელი (Elusive)[]

მე-18 დონიდან არცერთი შეტევითი გაგორება არ სრულდება ხელსაყრელობით? თქვენ წინააღმდეგ, როდესაც არაქმედუნარიანი ხართ.

იღბალი (Stroke of Luck)[]

მე-20 დონეზე, თუკი თქვენი შეტევა სცდება მის რადიუსში მყოფ სამიზნეს, შეგიძლიათ, ეს აცდენა მორტყმად გადააქციოთ. ალტერნატიულად, თუკი უნარის შემოწმება წარუმატებელი იქნება, შეგიძლიათ, d20-ის გაგორება 20-ად მიიჩნიოთ.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

ქურდი (Thief)[]

თქვენ ქურდის ხელოვნებაში იწაფებით. მძარცველები, ყაჩაღები, ჯიბგირები და სხვა კრიმინალები, როგორც წესი, ამ არქეტიპს მისდევენ, თუმცა ამავეს აკეთებენ ის მზირები, რომლებიც საკუთარ თავს პროფესიონალ განძის მაძიებლებად, მკვლევრებად, მსწავლელებად და გამომძიებლებად მიიჩნევენ. თქვენი სისხარტისა და მალვის გაუმჯობესების გარდა თქვენ სწავლობთ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც გამოგადგებათ ანტიკური ნანგრევების შესწავლაში, უცხო ენების წაკითხვასა და იმ ჯადოსნური ნივთების გამოყენებაში, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ვერ მოიხმარდით.

სწრაფი ხელები (Fast Hands)[]

მე-3 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, თქვენი ეშმაკური მოქმედებით? მონიჭებული ბონუს-მოქმედების სახით შეასრულოთ სიმარჯვის (ხელის სიმარდის) შემოწმება, რათა გამოიყენოთ თქვენი ქურდის ინსტრუმენტები და გაანეიტრალოთ ხაფანგი, გახსნათ საკეტი ან გამოიყენოთ ობიექტი?.

ძარცვა (Second-Story Work)[]

მე-3 დონიდან აცოცვა დამატებითი გადაადგილება აღარ გიჯდებათ.

გარდა ამისა, როდესაც სირბილით გადახტომას ახორციელებთ, დისტანცია, რომელსაც ფარავთ, იზრდება თქვენი სიმარჯვის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის ფუტით.

უაღრესი მალულობა (Supreme Sneak)[]

მე-9 დონიდან დაწყებული, თქვენ ხელსაყრელობით? ასრულებთ სიმარჯვის (მალვის) შემოწმებებს, თუკი იმავე სვლაზე თქვენი სიჩქარის ნახევარზე მეტით არ გადაადგილდებით.

ჯადოსნური ხელსაწყოს გამოყენება (Use Magic Device)[]

მე-13 დონიდან თქვენ უგულებელყოფთ ჯადოსნური ნივთების გამოყენებისთვის საჭირო კლასის, რასისა და დონის მოთხოვნებს.

ქურდის რეფლექსები (Thief's Reflexes)[]

მე-17 დონეზე ასვლის შემდეგ შეგიძლიათ, ნებისმიერი ბრძოლის პირველ რაუნდში ორჯერ გქონდეთ სვლა. პირველ სვლას თქვენი ჩვეული ინიციატივის შესაბამისად ასრულებთ, მეორე სვლა კი ამ ინიაციატივას მინუს 10-ის შესაბამისად სრულდება. ამ მახასიათებლის გამოყენება არ შეგიძლიათ, თუკი თქვენზე მოულოდნელობა? მოქმედებს.

იდუმალი გაიძვერა (Arcane Trickster)[]

ზოგიერთი მზირი თავისი მალვისა და მოქნილობის დახვეწილ უნარ-ჩვევებს მაგიით აძლიერებს და სწავლობს ხიბლისა და ილუზიის ოინებს. ამ მზირებს შორის არიან ჯიბის ქურდები და მძარცველები, თუმცა აგრეთვე ოინბაზები, შფოთისთავები და მრავალი მეთავგადასავლე.

შემლოცველობა (Spellcasting)[]

მზირის დონე გრძნებვები? ნასწავლი შელოცვები? 1-ლი მე-2 მე-3 მე-4
მე-3 3 3 2
მე-4 3 4 3
მე-7 3 5 4 2
მე-8 3 6 4 2
მე-10 4 7 4 3
მე-11 4 8 4 3
მე-13 4 9 4 3 2
მე-14 4 10 4 3 2
მე-16 4 11 4 3 3
მე-19 4 12 4 3 3 1
მე-20 4 13 4 3 3 1

გრძნებვები (Cantrips)[]

თქვენ სწავლობთ სამ გრძნებვას: ჯადოსნურ ხელს? და სასურველ ორ სხვა გრძნებვას ჯადოქრის შელოცვების სიიდან. მე-10 დონეზე თქვენ ამავე სიიდან სწავლობთ ერთ დამატებით გრძნებვას.

შელოცვის სლოტები (Spell Slots)[]

იდუმალი გაიძვერას შემლოცველობის ცხრილში ნაჩვენებია, რამდენი შელოცვის სლოტი გაქვთ თქვენი ჯადოქრის 1-ლი და უფრო მაღალი დონის შელოცვების დასასახრად. ერთ-ერთი ასეთი შელოცვის დასასახრად თქვენ უნდა დახარჯოთ შელოცვის დონის ტოლი ან მასზე უფრო მაღალი დონის შელოცვის სლოტი. ყველა დახარჯულ შელოცვის სლოტს ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ აღიდგენთ.

მზირის მე-3 დონეზე თქვენ იწყებთ 1-ლი დონის ორი შელოცვის სლოტით და იღებთ მეტს, როდესაც მზირის უფრო მაღალ დონეებზე ადიხართ, როგორც ეს ზემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები.

ნასწავლი შელოცვები (Spells Known)[]

თქვენ იცით სასურველი სამი 1-ლი დონის შელოცვა ჯადოქრის შელოცვებიდან, თუმცა მათგან ორი აუცილებლად ჯადოქრის ხიბლისა და ილუზიის შელოცვებიდან უნდა იყოს. მესამე შელოცვის არჩევა მაგიის ნებისმიერი სკოლიდან შეგიძლიათ.

იდუმალი გაიძვერას შემლოცველობის ცხრილის „ნასწავლი შელოცვების“ სვეტში ნაჩვენებია, როდის შეგიძლიათ ჯადოქრის 1-ლი ან უფრო მაღალი დონის მეტი შელოცვის სწავლა. ამ შელოცვათაგან თითოეული უნდა იყოს სასურველი ხიბლის ან ილუზიის შელოცვა და აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები. მაგალითად, როდესაც ამ კლასში მე-7 დონეზე ახვალთ, შეგიძლიათ, 1-ლი ან მე-2 დონის ერთი ახალი შელოცვა ისწავლოთ.

მე-8, მე-14 და მე-20 დონეებზე ნასწავლი შელოცვების არჩევა მაგიის ნებისმიერი სკოლიდან შეგიძლიათ.

როდესაც ამ კლასში დონეზე ადიხართ, შეგიძლიათ, თქვენ მიერ ნასწავლი ჯადოქრის ერთ-ერთი შელოცვა ჩაანაცვლოთ ჯადოქრის შელოცვების სიაში არსებული სხვა სასურველი შელოცვით. ეს ახალი შელოცვა აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტები, და ის აუცილებლად ხიბლის ან ილუზიის სკოლიდან უნდა იყოს, თუკი ისეთ შელოცვას არ ანაცვლებთ, რომელიც მიიღეთ მე-8, მე-14 ან მე-20 დონეზე.

შელოცვის უნარი (Spellcasting Ability)[]

ჯადოქრის შელოცვებისთვის თქვენი შელოცვის უნარი ინტელექტი?. როდესაც შელოცვა შელოცვის უნარს მოითხოვს, საამისოდ თქვენს ინტელექტს გამოიყენებთ. მეტიც, თქვენ სწორედ ინტელექტის მოდიფიკატორს იყენებთ, როდესაც თქვენ მიერ დასახრული ჯადოქრის შელოცვებისთვის თავდაცვითი გაგორების DC-ს (სირთულის კლასს) განსაზღვრავთ, აგრეთვე მაშინ, როდესაც შესატევად იყენებთ ამ შელოცვას.

შელოცვისგან თავდაცვის DC? = 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ინტელექტის მოდიფიკატორი

შელოცვით შეტევის მოდიფიკატორი? = თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ინტელექტის მოდიფიკატორი

მარჯვე ჯადოსნური ხელი (Mage Hand Legerdemain)[]

მე-3 დონიდან დაწყებული, როდესაც დასახრავთ ჯადოსნურ ხელს?, შეგიძლიათ, ეს მოჩვენებითი ხელი უჩინარი გახადოთ და მისი გამოყენებით ამ დამატებითი ამოცანების შესრულება შეგიძლიათ:

  • შეგიძლიათ, ხელში არსებული ობიექტი ჩადოთ კონტეინერში, რომელსაც სხვა არსება ატარებს.
  • შეგიძლიათ, ამოიღოთ ობიექტი იმ კონტეინერიდან, რომელსაც სხვა ატარებს.
  • შეგიძლიათ, ქურდის ინსტრუმენტები გამოიყენოთ შორიდან საკეტების გასაღებად და ხაფანგების გასანეიტრალებლად,

ამ ამოცანებიდან ერთ-ერთი შეუმჩნევლად შესრულება შეგიძლიათ, თუკი წარმატებით განახორციელებთ სიმარჯვის (ხელის სიმარდის) შემოწმება, რომელსაც დაუპირისპირდება სხვა არსებების სიბრძნის (აღქმის) შემოწმება.

გარდა ამისა, შეგიძლიათ, თქვენი ეშმაკური მოქმედებით? მონიჭებული ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ ხელის სამართავად.

ჯადოსნური ჩასაფრება (Magical Ambush)[]

მე-9 დონიდან მოყოლებული, თუკი არსებისგან დამალული ხართ, როდესაც მასზე შელოცვას სახრავთ, არსებას არახელსაყრელობა? აქვს ამ სვლაზე ამ შელოცვის წინააღმდეგ განხორციელებად ნებისმიერ თავდაცვით გაგორებაზე.

მრავალმხრივი გაიძვერა (Versatile Trickster)[]

მე-13 დონეზე, შეგიძლიათ თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედების სახით მონიშნოთ არსება, რომელიც თქვენი ჯადოსნური ხელისგან? 5 ფუტის რადიუსშია. ამის შედეგად თქვენ სვლის ბოლომდე ამ არსების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევით გაგორებებზე ხელსაყრელობა? გაქვთ.

შელოცვის ქურდი (Spell Thief)[]

მე-17 დონიდან, როდესაც არსება დასახრავს შელოცვას, რომლის სამიზნეც თქვენ ხართ ან რომლის მოქმედების არეალიც თქვენც მოგიცავთ, შეგიძლიათ, მყისიერად გამოიყენოთ თქვენი რეაქცია და არსებას აიძულოთ, თავდაცვითი გაგორება განახორციელოს მისი შელოცვის უნარის მოდიფიკატორით. თავდაცვის სირთულის კლასი (DC) თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის ტოლია. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში თქვენ ანეიტრალებთ შელოცვის ეფექტებს საკუთარ თავზე და იპარავთ ამ შელოცვის ცოდნას, თუკი ის მინიმუმ 1-ლი და იმ დონისაა, რომლის დასახრვაც შეგიძლიათ (აუცილებელი არაა, ის ჯადოქრის შელოცვა იყოს). შემდეგი 8 საათის განმავლობაში თქვენ იცით ეს შელოცვა და შეგიძლიათ, თქვენი შელოცვის სლოტების გამოყენებით დასახროთ იგი, იმ არსებას კი აღარ შეუძლია ამ შელოცვის დასახრვა შემდეგი 8 საათის განმავლობაში.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

მკვლელი (Assassin)[]

თქვენ სიკვდილის სასტიკ ხელოვნებაზე ორიენტირებულ წვრთნაზე ხართ კონცენტრირებული. ისინი, ვინც არ არქეტიპს მისდევენ, არიან მკვლელები, ჯაშუშები, თავებზე მონადირეები და სპეციალურად მირონცხებული მღვდლებიც კი, რომლებიც თავიანთი ღვთაების მტრების განადგურებაში იწაფებიან. მალვა, სახამლავი და გარდასახვა თქვენი მტრების მომაკვდინებელი ეფექტურობით მოშორებაში გეხმარებათ.

დამატებითი გაწაფულობები (Bonus Proficiencies)[]

თქვენ გაწაფულობა? იძენთ გარდასახვისა და მესაწამლავის კომპლექტებში.

გამოსალმება (Assassinate)[]

მე-3 დონიდან დაწყებული თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ შეტევით გაგორებებზე იმ არსებების წინააღმდეგ, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ თავიანთი სვლა ბრძოლაში. გარდა ამისა, როდესაც არსებას მოულოდნელად დაესხმევით თავს და მოარტყამთ შეტევას, ეს შეტევა კრიტიკული დარტყმა იქნება.

შეპარვის ოსტატობა (Infiltration Expertise)[]

მე-9 დონიდან მოყოლებული, შეგიძლიათ, უშეცდომოდ შექმნათ ყალბი იდენტობა საკუთარი თავისთვის. თქვენ უნდა დახარჯოთ შვიდი დღე და 25 ოქროს მონეტა, რათა მოიგონოთ ახალი იდენტობის ისტორია, პროფესია და მისი წევრობის სფეროები. თქვენ არ შეგიძლიათ ისეთი იდენტობის მიღება, რომელიც უკვე ვიღაცას ეკუთვნის. მაგალითად, შეგიძლიათ, მოიპოვოთ შესაფერისი სამოსი, წარდგენის წერილები და ოფიციალურის მსგავსი სერტიფიკატები, რათა საკუთარი თავი წარადგინოთ შორეული ქალაქის სავაჭრო სახლის წევრად, რათა თანდათანობით შეიპაროთ სხვა მდიდარი ვაჭრების კომპანიაში.

შემდეგ, თუკი ახალ იდენტობას გარდასახვის სახით მიიღებთ, სხვა არსებებს სჯერათ, რომ თქვენ ნამდვილად ეს პიროვნება ხართ, სანამ საპირისპიროს გაფიქრების აშკარა მიზეზს არ მისცემთ.

თვითმარქვია (Impostor)[]

მე-13 დონეზე თქვენ იძენთ სხვა პიროვნების მეტყველების, წერისა და ქცევის უშეცდომოდ გამეორების უნარს. თქვენ უნდა დახარჯოთ მინიმუმ სამი საათი კონკრეტული პიროვნების ამ სამი კომპონენტის შესასწავლად: დააკვირდეთ მის ქცევასა და მანერებს, მოისმინოთ მისი მეტყველება და შეისწავლოთ მისი ხელწერა.

თქვენი ფანდი სრულიად შეუმჩნეველია ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის. თუკი წინდახედული არსება იეჭვებს, რომ რაღაც რიგზე ვერაა, შემჩნევისგან თავის არიდებისთვის განხორციელებულ ქარიზმის (მოტყუების) შემოწმებას ხელსაყრელობით? ასრულებთ.

მომაკვდინებელი განგმირვა (Death Strike)[]

მე-17 დონიდან დაწყებული, როდესაც შეტევას მოარტყამთ ისეთ არსებას, რომელზეც მოულოდნელობა მოქმედებს, მან უნდა განახორციელოს გამძლეობის თავდაცვითი გაგორება (DC 8 + თქვენი სიმარჯვის მოდიფიკატორი) + თქვენი გაწაფულობის ბონუსი). წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში თქვენი შეტევის ზიანი ამ არსების მიმართ ორმაგდება.

მაძიებელი (Inquisitive)[]

(Xanathar's Guide To Everything)

როგორც არქეტიპული მაძიებელი, თქვენ გამოირჩევით საიდუმლოებისა და მისტერიების ამოხსნაში. თქვენ ემყარებით თქვენს მახვილ თვალს წვრილმანების შემჩნევაში, აგრეთვე თქვენს დახვეწილ უნარს, სხვა არსებების სიტყვები და ქმედებები ისე წაიკითხოთ, რომ მათ ჭეშმარიტ მიზანს მიხვდეთ. თქვენ ოსტატურად ამარცხებთ არსებები, რომლებიც ჩვეულებრივი გლეხების გარშემო იმალებიან და მათზე ნადირობენ, თქვენი ღრმა ცოდნა და მახვილი თვალი კი დამალული ბოროტებების ამოცნობასა და დასრულებაში გეხმარებათ.

სიცრუის ალღო (Ear for Deceit)[]

მე-3 დონიდან, როდესაც თქვენ ახორციელებთ სიბრძნის (ჩაწვდომის) შემოწმებას, რათა განსაზღვროთ, იტყუება თუ არა არსება, d20-ზე ამოსული 7-ის ან ნაკლების გაგორება შეგიძლიათ 8-ად განიხილოთ.

მახვილი თვალი (Eye for Detail)[]

მე-3 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ სიბრძნის (აღქმის) შემოწმების შესასრულებლად, რათა შეამჩნიოთ დამალული არსება ან ობიექტი, ან განახორციელოთ ინტელექტის (გამოძიების) შემოწმება, რათა გამოამჟავნოთ ან გაშიფროთ მინიშნებები.

გამჭრიახი ბრძოლა (Insightful Fighting)[]

მე-3 დონიდან შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედების სახით განახორციელოთ სიბრძნის (ჩაწვდომის) შემოწმება იმ არსების წინააღმდეგ, რომელსაც ხედავთ და რომელიც არ არის არაქმედუნარიანი?, რასაც დაუპირისპირდება ამ არსების ქარიზმის (მოტყუების) შემოწმება. წარმატების შემთხვევაში შეგიძლიათ, ამ სამიზნის წინააღმდეგ გამოიყენოთ ცბიერი შეტევა მაშინაც კი, თუ არ გაქვთ ხელსაყრელობა? შეტევით გაგორებაზე, თუმცა არა მაშინ, როდესაც არახელსაყრელობა? გაქვთ მასზე.

ეს უპირატესობა მოქმედებს 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ წარმატებით არ გამოიყენებთ ამ მახასიათებელს სხვა სამიზნის წინააღმდეგ.

თანაზომიერი თვალი (Steady Eye)[]

მე-9 დონიდან დაწყებული, თქვენ ხელსაყრელობით? ახორციელებთ სიბრძნის (აღქმის) ან ინტელექტის (გამოძიების) შემოწმებებს, თუკი იმავე სვლაზე თქვენი სიჩქარის ნახევარზე მეტით არ გადაადგილდებით.

უცდომელი თვალი (Unerring Eye)[]

მე-13 დონიდან მოყოლებული, შეგიძლიათ, მოქმედების სახით თქვენგან 30 ფუტის რადიუსში იგრძნოთ ილუზიების, არასაწყის ფორმაში მყოფი ფორმისმცვლელების და გრძნობების გასაცურებლად განკუთვნილი სხვა მაგიის თანაობა, თუკი თქვენ არ ხართ დაბრმავებული ან დაყრუებული. თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც ეფექტი ცდილობს თქვენს მოტყუებას, მაგრამ ვერ იგებთ, რა არის დამალული ან როგორია მისი ჭეშმარიტი ბუნება.

ამ მახასიათებლის გამოყენება შეგიძლიათ თქვენი სიბრძნის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობით (მინიმუმ ერთხელ) და ყველა დახარჯულ მცდელობას ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ იბრუნებთ.

სისუსტის გამოყენება (Eye for Weakness)[]

მე-17 დონიდან, როდესაც თქვენი „გამჭრიახი ბრძოლის“ მახასიათებელი მოქმედებს არსებაზე, თქვენი ცბიერი შეტევის ზიანი ამ არსების წინააღმდეგ 3d6-ით იზრდება.

მჩარხავი (Mastermind)[]

(Xanathar's Guide To Everything)

თქვენ ფოკუსირდებით ადამიანებზე და მათ ხელთ არსებულ გავლენებსა და საიდუმლოებზე. მრავალი ჯაშუში, კარისკაცი და მგეგმავი ამ არქეტიპს მისდევს და ინტრიგებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობს. სიტყვები იმდენადვე ხშირადაა თქვენი იარაღები, რამდანადაც დანები ან საწამლავი, ხოლო საიდუმლოები და სხვათა თქვენთან ვალში ყოფნა თქვენი რჩეული საგანძურებია.

ინტრიგის ოსტატი (Master of Intrigue)[]

მე-3 დონზე თქვენ გაწაფულობა? იძენთ გარდასახვის კომპლექტში, გაყალბების კომპლექტში და ერთ სასურველ სათამაშო ნაკრებში. თქვენ აგრეთვე სწავლობთ სასურველ ორ ენას.

გარდა ამისა, შეგიძლიათ, უშეცდომოდ გაიმეოროთ იმ არსების სამეტყველო ჩვევები და აქცენტი, რომელსაც მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში მოუსმენთ, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, განსაზღვრული მიწის მკვიდრად გაასაღოთ თავი, თუკი თქვენ იცით ეს ენა.

ტაქტიკების ოსტატი (Master of Tactics)[]

მე-3 დონიდან შეგიძლიათ, დახმარების მოქმედება? ბონუს-მოქმედების სახით გამოიყენოთ. გარდა ამისა, როდესაც დახმარების მოქმედებას იყენებთ იმისთვის, რომ თქვენს მოკავშირეს არსებისთვის შეტევაში შეუწყოთ ხელი, საკმარისია, ამ შეტევის სამიზნე თქვენგან 5-ის ნაცვლად 30 ფუტის რადიუსში იყოს და მას შეეძლოს თქვენი დანახვა ან ხმის გაგონება.

გამჭრიახი მანიპულატორი (Insightful Manipulator)[]

მე-9 დონიდან დაწყებული, თუკი 1 წუთს მაინც გაატარებთ ბრძოლის გარეთ სხვა არსებასთან ინტერაქციასა და მის დაკვირვებაში, შეგიძლიათ, გარკვეული ინფორმაცია მიიღოთ მისი შესაძლებლობების შესახებ თქვენთან შედარებით. DM გეუბნებათ, ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან სასურველ ორში არსება თქვენი თანასწორია, თქვენზე ზემდგომია თუ პირიქით:

DM-ის სურვილისამებრ, თქვენ აგრეთვე შეიძლება მიხვდეთ, რომ რაღაც იცით არსების ისტორიის ან მისი პიროვნული ნიშან-თვისებების შესახებ, თუკი მაქვს აქვს ასეთები.

გზააბნევა (Misdirection)[]

მე-13 დონიდან დაწყებული, თუკი თქვენ შეტევას გიმიზნებენ, როდესაც თქვენგან 5 ფუტში მყოფი არსება მის მიმართ საფარით უზრუნველგყოფთ, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ, რათა შეტევის სამიზნე თქვენ ნაცვლად ეს არსება გახდეს.

სიცრუის სული (Soul of Deceit)[]

მე-17 დონიდან შეგიძლიათ, მცდარი აზრები წარადგინოთ წარმატებული ქარიზმის (მოტყუების) შემოწმების მეშვეობით, რომელსაც დაუპირისპირდება ფიქრების მკითხველის სიბრძნის (ჩაწვდომის) შემოწმება.

გარდა ამისა, განურჩევლად იმისა, თუ რას ამბობთ, მაგიას, რომელსაც უნდა განესაზღვრა, ამბობდით თუ არა სიმართლეს, ჰგონია, რომ თქვენ სიმართლეს ამბობთ, თუკი ასე გსურთ, და შეუძლებელია ვინმემ მაგიურად გაიძულოთ სიმართლის თქმა.

მსტოვარი (Scout)[]

(Xanathar's Guide To Everything)

თქვენ დახელოვნებული ხართ ქალაქის ქუჩებიდან შორს მალვასა და გადარჩენაში, რაც მოგზაურობის დროს თქვენს კომპანიონებზე უფრო წინ წასვლისა და დაზვერვის შესაძლებლობას გაძლევთ. ამ არქეტიპის მზირებისთვის სახლივითაა ველური ბუნება თუ ბარბაროსებსა? და მზვერავებს? შორის ყოფნა, მრავალი მსტოვარი კი საომარი დანაყოფების თვალებისა და ყურების როლს ასრულებს. ჩამსაფრებლები, ჯაშუშები, თავებზე მონადირეები — ეს მხოლოდ მცირე სიაა იმ როლებისა, რომლებსაც მსტოვრები იღებენ სამყაროში ხეტიალის დროს.

შემომხლელი (Skirmisher)[]

მე-3 დონიდან შეგიძლიათ, რეაქციის სახით თქვენი სიჩქარის ნახევრით გადაადგილდეთ, როდესაც მტერი საკუთარ სვლას თქვენგან 5 ფუტში ამთავრებს. ეს გადაადგილება გამოჭერითი შეტევების პროვოცირებას არ ახდენს.

გადარჩენის ოსტატი (Survivalist)[]

მე-3 დონზე თქვენ გაწაფულობა? იძენთ ბუნებისა? და გადარჩენის? უნარ-ჩვევებში?, თუკი უკვე არ ხართ მათში გაწაფული. ამ გაწაფულობების გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი უნარის შემოწმებისთვის? თქვენი გაწაფულობის ბონუსი? ორმაგდება.

საუცხოო მობილურობა (Superior Mobility)[]

მე-9 დონეზე თქვენი სიარულის სიჩქარე იზრდება 10 ფუტით. თუკი გაქვთ აცოცვის ან ცურვის სიჩქარე, ეს ზრდა მათზეც მოქმედებს.

ჩასაფრების ოსტატი (Ambush Master)[]

მე-13 დონიდან თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ ინიციატივის? გაგორებებზე. გარდა ამისა, პირველი არსება, რომელსაც ბრძოლის პირველ რაუნდში მოარტყამთ, მარტივი სამიზნე ხდება თქვენთვისაც და სხვებისთვისაც; ამ სამიზნის მიმართ განხორციელებული შეტევები ხელსაყრელობით? სრულდება თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე.

უეცარი დარტყმა (Sudden Strike)[]

მე-17 დონიდან, თუკი თქვენს სვლაზე შეტევით მოქმედებას განახორციელებთ, შეგიძლიათ, დამატებითი შეტევა შეასრულოთ ბონუს-მოქმედების სახით. ეს შეტევა თქვენი ცბიერი შეტევის? ბონუსს იღებს, თუნდაც ის უკვე გამოყენებული გქონდეთ ამ სვლაზე, თუმცა ერთი სვლის განმავლობაში თქვენ არ შეგიძლიათ ცბიერი შეტევის გამოყენება იმავე სამიზნის წინააღმდეგ.

დაშნობაქია (Swashbuckler)[]

(Xanathar's Guide to Everything)

თქვენ გაწაფული ხართ ლესულის ხელოვნებაში და თანაბრად ემყარებით თქვენს სიჩქარეს, ელეგანტურობასა და მომნუსხველობას. ზოგიერთი მეომარი მძიმეაბჯარასხმული და ცხოველურია, თქვენი ბრძოლის მეთოდი კი ნამდვილ წარმოდგენას ჰგავს. დუელანტები და მეკობრეები, როგორც წესი, სწორედ ამ არქეტიპს განეკუთვნებიან.

დაშნობაქია გამოირჩევა ერთი-ერთზე ბრძოლაში და შეუძლია ორი იარაღით ბრძოლა, თან კი მტრისგან უვნებლად თავის დაღწევა.

დახვეწილი ფეხმარდობა (Fancy Footwork)[]

მე-3 დონეზე, თუკი თქვენს სვლაზე ახლო შეტევას განახორციელებთ არსებაზე, ამ არსებას არ შეუძლია თქვენ წინააღმდეგ გამოჭერითი შეტევების? განხორციელება ამ სვლის ბოლომდე.

თავაშვებული კადნიერება (Rakish Audacity)[]

მე-3 დონიდან შეგიძლიათ, თქვენს ინიციატივის? გაგორებებს თქვენი ქარიზმის? მოდიფიკატორის ტოლი ოდენობის ბონუსი დაუმატოთ.

გარდა ამისა, თქვენ თქვენი ცბიერი შეტევის? გამოყენების დამატებით გზას იძენთ; მის გამოსაყენებლად თქვენ აღარ გჭირდებათ ხელსაყრელობა? შეტევით გაგორებებზე, თუკი თქვენ სამიზნისგან 5 ფუტში ხართ, თქვენგან 5 ფუტში კი სხვა არცერთი არსება არ არის და თქვენ არახელსაყრელობა? არ გაქვთ ამ შეტევით გაგორებაზე. ცბიერი შეტევის ყველა სხვა წესი კვლავ მოქმედებს თქვენზე.

პანაში (Panache)[]

მე-9 დონიდან შეგიზლიათ, მოქმედება გამოიყენოთ ქარიზმის (დარწმუნების) შემოწმების განსახორციელებლად, რასაც დაუპირისპირდება არსების სიბრძნის (ჩაწვდომის) შემოწმება. არსებას თქვენი ხმის გაგონება უნდა შეეძლოს და თქვენ ორმა საერთო ენა იცოდეთ.

თუკი შემოწმება წარმატებული იქნება და არსება თქვენ მიმართ მტრულია, მას არახელსაყრელობა? აქვს სხვა, თქვენგან განსხვავებული, არსებების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევით გაგორებებზე და მას არ შეუძლია მათ წინააღმდეგ გამოჭერითი შეტევების? შესრულება. ეს ეფექტი გრძელდება 1 წუთს ან მანამ, სანამ თქვენი ერთ-ერთ კომპანიონი არ შეუტევს სამიზნეს ან შელოცვით არ იმოქმედებს მასზე, ან თუ თქვენ და სამიზნე ერთმანეთისგან 60 ფუტზე უფრო შორს იქნებით.

თუკი შემოწმება წარმატებული იქნება და არსება თქვენ მიმართ მტრული არ არის, ის თქვენ მიერ მონუსხული? 1 წუთის განმავლობაში. მონუსხულობის დროს ის მეგობრად მიგიჩნევთ. ეს ეფექტი მყისიერად მთავრდება, თუკი თქვენი ერთ-ერთი კომპანიონი მას რაიმე საზიანოს გაუკეთებს.

ელეგანტური მანევრი (Elegant Maneuver)[]

მე-13 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედება გამოიყენოთ, რათა ხელსაყრელობა? მიიღოთ ამავე სვლის განმავლობაში შემდგომ განხორციელებულ სიმარჯვის (აკრობატიკის) ან ძალის (ათლეტურობის) შემოწმებაზე.

ოსტატი დუელანტი (Master Duelist)[]

მე-17 დონიდან, თუკი შეტევით გაგორებას ააცელთ, შეგიძლიათ, ხელახლა გააგოროთ ის ხელსაყრელობით?. ამის განხორციელების შემდეგ ამ მახასიათებლის ხელახალი გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.