D&D Georgia
D&D Georgia
Warlock

მოგვები მრავალსკნელის ქსოვილში ფარულად არსებული ცოდნის მაძიებლები არიან. ზებუნებრივი ძალის მქონე იდუმალ არსებებთან გარიგებების დადებით, მოგვები გასაოცარ და დახვეწილ მაგიურ უნარებს იძენენ.

საჭიროა, თქვენი ქარიზმის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.

სიცოცხლის ქულები?
  • სიცოცხლის კამათელი?: 1d8 მოგვის თითო დონეზე
  • სიცოცხლის ქულები I დონეზე: 8 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი
  • სიცოცხლის ქულები მაღალ დონეებზე: 1d8 (ან 5) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი მოგვის ყოველ დონეზე პირველის შემდეგ
გაწაფულობები?
აღჭურვილობა
  • (a) მსუბუქი არბალეტი და არბალეტის 20 ისარი ან (b) ნებისმიერი მარტივი იარაღი
  • (a) კომპონენტების წელჩანთა ან (b) იდუმალი ფოკუსი
  • (a) სწავლულის კომპლექტი ან (b) მედილეგის კომპლექტი
  • ტყავის აბჯარი, ნებისმიერი მარტივი იარაღი და ორი ხანჯალი

ალტერნატიულად შეგიძლიათ, არ აიღოთ კლასისა თუ წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობა და დაიწყოთ 4d4 x 10 ოქროს მონეტით.

მოგვის დონეების ცხრილი
დონე გაწაფულობის ბონუსი? მახასიათებლები ნასწავლი გრძნებვები? ნასწავლი შელოცვები? შელოცვის სლოტები? სლოტის დონე ნასწავლი ხმობანი?
1-ლი +2 იმქვეყნიური ბატონი?, პაქტის მაგია? 2 2 1 1-ლი
მე-2 +2 მიღმური ხმობანი? 2 3 2 1-ლი 2
მე-3 +2 პაქტის ძღვენი? 2 4 2 მე-2 2
მე-4 +2 უნარების ქულების ზრდა? 3 5 2 მე-2 2
მე-5 +3 3 6 2 მე-3 3
მე-6 +3 იმქვეყნიური ბატონის მახასიათებელი 3 7 2 მე-3 3
მე-7 +3 3 8 2 მე-4 4
მე-8 +3 უნარების ქულების ზრდა? 3 9 2 მე-4 4
მე-9 +4 3 10 2 მე-5 5
მე-10 +4 იმქვეყნიური ბატონის მახასიათებელი 4 10 2 მე-5 5
მე-11 +4 იდუმალი არკანუმი (მე-6 დონე) 4 11 3 მე-5 5
მე-12 +4 უნარების ქულების ზრდა? 4 11 3 მე-5 6
მე-13 +5 იდუმალი არკანუმი (მე-7 დონე) 4 12 3 მე-5 6
მე-14 +5 იმქვეყნიური ბატონის მახასიათებელი 4 12 3 მე-5 6
მე-15 +5 იდუმალი არკანუმი (მე-8 დონე) 4 13 3 მე-5 7
მე-16 +5 უნარების ქულების ზრდა? 4 13 3 მე-5 7
მე-17 +6 იდუმალი არკანუმი (მე-9 დონე) 4 14 4 მე-5 7
მე-18 +6 4 14 4 მე-5 8
მე-19 +6 უნარების ქულების ზრდა? 4 15 4 მე-5 8
მე-20 +6 მიღმური ბატონი 4 15 4 მე-5 8

იმქვეყნიური ბატონი (Otherworldly Patron)[]

1-ლ დონეზე თქვენ გარიგებას დებთ სასურველ იქვეყნიურ არსებასთან. თქვენი არჩევანი სპეციალურ მახასიათებლებს გაძლევთ.

პაქტის მაგია (Pact Magic)[]

გრძნებვები (Cantrips)[]

1-ელ დონეზე თქვენ იცით სასურველი ორი გრძნებვა მოგვის შელოცვების სიიდან. მოგვის დამატებითი გრძნებვების შესწავლა უფრო მაღალ დონეებზე შეგიძლიათ, როგორც ეს მოგვის ცხრილის ნასწავლი გრძნებვების სვეტშია მოცემული.

შელოცვის სლოტები (Spell Slots)[]

მოგვის ცხრილში ნაჩვენებია, შელოცვის რამდენი სლოტი გაქვთ თქვენი შელოცვების დასასახრად. ცხრილში აგრეთვე ნაჩვენებია, რა დონისაა ეს სლოტები; თქვენი ყველა შელოცვის სლოტი ერთისა და იმავე დონისაა. მოგვის 1-ლიდან მე-5 დონის ჩათვლით არსებული შელოცვების დასასახრად აუცილებლად უნდა დახარჯოთ შელოცვის სლოტი. ყველა დახარჯულ სლოტს ხანმოკლე ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგენთ.

1-ლი და უფრო მაღალი დონის ნასწავლი შელოცვები[]

თქვენ იცით 1-ლი დონის ორი სასურველი შელოცვა მოგვის შელოცვების სიიდან. მოგვის ცხრილის „ნასწავლი შელოცვების“ სვეტი აჩვენებს, როდის შეგიძლიათ მოგვის უფრო მეტი სასურველი შელოცვის სწავლა. აუცილებელია, თითოეული ასეთი შელოცვა არ აღემატებოდეს იმ დონეს, რომელიც ნაჩვენებია ცხრილში თქვენი მოგვის დონის შესაბამისი „სლოტის დონის“ სვეტში.

გარდა ამისა, როდესაც ამ კლასში ადიხართ დონეზე, შეგიძლიათ, თქვენ მიერ ნასწავლი მოგვის შელოცვებიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლოთ მოგვის შელოცვების სიის სხვა შელოცვით, რომელიც ასევე იმ დონის უნდა იყოს, რა დონეც არ აღემატება თქვენი შელოცვის სლოტების დონეს.

შელოცვის უნარი (Spellcasting Ability)[]

მოგვის შელოცვებისთვის თქვენი შელოცვის უნარი ქარიზმა?. როდესაც შელოცვა შელოცვის უნარს მოითხოვს, საამისოდ თქვენს ქარიზმას გამოიყენებთ. მეტიც, თქვენ სწორედ ქარიზმის მოდიფიკატორს იყენებთ, როდესაც თქვენ მიერ დასახრული მოგვის შელოცვებისთვის თავდაცვითი გაგორების DC-ს (სირთულის კლასს) განსაზღვრავთ, აგრეთვე მაშინ, როდესაც შესატევად იყენებთ ამ შელოცვას.

შელოცვისგან თავდაცვის DC? = 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი

შელოცვით შეტევის მოდიფიკატორი? = თქვენი გაწაფულობის ბონუსი + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი

შელოცვის ფოკუსი (Spellcasting Focus)[]

თქვენი მოგვის შელოცვებისთვის შელოცვის ფოკუსად შეგიძლიათ იდუმალი ფოკუსი გამოიყენოთ.

მიღმური ხმობანი (Eldritch Invocations)[]

მე-2 დონიდან თქვენ იღებთ სასურველ ორ მიღმურ ხმობას. მოგვის განსაზღვრულ დონეებზე ასვლისას დამატებით ხმობებს სწავლობთ, როგორც ეს მოგვის ცხრილის „ნასწავლი ხმობების“ სვეტშია ნაჩვენები. გარდა ამისა, როდესაც ამ კლასში დონეს მიიღებთ, შეგიძლიათ, ერთ-ერთი ნასწავლი ხმობა ჩაანაცვლოთ სხვა ხმობით, რომლის სწავლაც შეგეძლებოდათ მოცემულ დონეზე.

პაქტის ძღვენი (Pact Boon)[]

მე-3 დონეზე ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან სასურველ ერთს იძენთ.

ჯაჭვის პაქტი (Pact of the Chain)[]

თქვენ სწავლობთ მახალის პოვნის? შელოცვას და შეგიძლიათ მისი რიტუალის სახით დასახრვა. ეს შელოცვა თქვენი ნასწავლი შელოცვების რაოდენობაში არ მოიაზრება. როდესაც მას სახრავთ, შეგიძლიათ, თქვენი მახალისთვის აირჩიოთ ჩვეული ფორმებიდან ერთ-ერთი ან შემდეგი სპეციალური ფორმებიდან რომელიმე: ჭინკა, ფსევდოდრაკონი, კვაზიტი ან სურია. გარდა ამისა, როდესაც ასრულებთ შეტევით მოქმედებას, შეგიძლიათ, თქვენს ერთ-ერთ შეტევაზე უარი თქვათ და თქვენს მახალს მისცეთ საშუალება, თვითონ განახორციელოს შეტევა თავისი რეაქციით.

ლესულის პაქტი (Pact of the Blade)[]

შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ იმისთვის, რომ შექმნათ პაქტის იარაღი თქვენს თავისუფალ ხელში.ახლო შეტევის ამ იარაღის შექმნისას ყოველ ჯერზე შეგიძლიათ მისი ფორმის არჩევა. სანამ ის ხელში გიჭირავთ, თქვენ მასში გაწაფული ხართ. ეს იარაღი მაგიურად მიიჩნევა, რათა დაძლიოს არამაგიური შეტევებისა და ზიანისადმი მდგრადობა და შეუვალობა. თქვენი პაქტის იარაღი ქრება, თუკი ის თქვენგან 5 ფუტზე უფრო შორსაა 1 წუთის ან მეტის განმავლობაში. ის აგრეთვე ქრება, თუკი თქვენ ამ მახასიათებელს ხელახლა გამოიყენებთ, თუკი სურვილით გააქრობთ იარაღს (არ საჭიროებს მოქმედებას) ან თუკი მოკვდებით.

შეგიძლიათ, ერთი მაგიური იარაღი გარდაქმნათ თქვენი პაქტის იარაღად. ამისთვის საჭიროა, გეჭიროთ ეს იარაღი და ჩაატაროთ სპეციალური რიტუალი. რიტუალს 1 საათი სჭირდება და ის ხანმოკლე დასვენების დროსაცაა შესაძლებელი. რიტუალის შემდეგ შეგიძლიათ, გააქროთ იარაღი და გადაიყვანოთ ის განზომილებათაგარე სივრცეში. შემდეგ ის კვლავ გაჩნდება, როცა კი თქვენი პაქტის იარაღის გამოძახებას მოისურვებთ. თქვენ არ შეგიძლიათ ამგვარად იმოქმედოთ არტეფაქტზე ან გონიერ იარაღზე. იარაღი წყვეტს თქვენი პაქტის იარაღად ყოფნას თუკი მოკვდებით, თუკი 1-საათიან რიტუალს შეასრულებთ სხვა იარაღზე ან თუკი 1-საათიან რიტუალს შეასრულებთ ამ იარაღთან ბმის გასაწყვეტად. ბმის გაწყვეტისას იარაღი თქვენს ფეხებთან ჩნდება, თუკი ის განზომილებათაგარე სივრცეში იყო.

წიგნის პაქტი (Pact of the Tome)[]

თქვენი ბატონი გაძლევთ გრიმუარს, რომელსაც „ლანდების წიგნი“ ეწოდება. როდესაც ამ მახასიათებელს იძენთ, აირჩიეთ სამი გრძნებვა ნებისმიერი კლასის შელოცვების სიიდან (აუცილებელი არაა, სამივე ერთი და იმავე სიიდან იყოს). სანამ წიგნი თქვენს ხელთაა, ამ გრძნებვების სურვილისამებრ დასახრვა შეგიძლიათ. ისინი არ მოიაზრებიან თქვენი ნასწავლი გრძნებვების რაოდენობაში. თუკი ეს გრძნებვები მოგვის შელოცვების სიაში არ არის, თქვენთვის ისინი მაინც მოგვის შელოცვებად განიხილება. თუკი თქვენ დაკარგავთ თქვენი „ლანდების წიგნს“, შეგიძლიათ, შეასრულოთ 1-საათიანი ცერემონია, რათა თქვენი ბატონისგან მისი ჩამნაცვლებელი წიგნი მიიღოთ. ამ ცერემონიის შესრულება შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი დასვენების დროს და ის ანადგურებს თქვენს წინა წიგნს. წიგნი ფერფლად იქცევა, როდესაც თქვენ კვდებით.

უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]

მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.

იდუმალი არკანუმი (Mystic Arcanum)[]

მე-11 დონეზე არკანუმის სახით აირჩიეთ მე-6 დონის ერთი შელოცვა მოგვის შელოცვების სიიდან. თქვენი არკანუმი შელოცვის დასახრვა ერთხელ შეგიძლიათ შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე. ამის ხელახლა გასაკეთებლად თქვენ აუცილებლად უნდა შეასრულოთ ხანგრძლივი დასვენება. უფრო მაღალ დონეებზე თქვენ იღებთ მოგვის მეტ შელოცვას, რომელთა დასახრვაც ამ გზითაა შესაძლებელია. მე-7 დონის ერთ შელოცვას მე-13 დონეზე, მე-8 დონის ერთ შელოცვას მე-15 დონეზე და მე-9 დონის ერთ შელოცვას მე-17 დონეზე. ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ თქვენ აღიდგენთ იდუმალი არკანუმის ყველა დახარჯულ მცდელობას.

მიღმური მეუფე (Eldritch Master)[]

მე-20 დონეზე თქვენ შეგიძლიათ 1 წუთი დახარჯოთ და თქვენს ბატონს შეევედროთ, რომ თქვენი პაქტის მაგიის მახასიათებლით მიღებული ყველა დახარჯული შელოცვის სლოტი აღგიდგეთ. როდესაც თქვენ ამ გზით აღიდგენთ დახარჯულ შელოცვის სლოტებს, ამის ხელახლა გასაკეთებლად თქვენ ხანგრძლივი დასვენების შესრულება გჭირდებათ.

არქიფეი (The Archfey)[]

თქვენი ბატონი არის ფეიების ლორდი ან ლედი, ლეგენდარული არსება, რომელიც ინახავს იმ საიდუმლოებს, ჯერ კიდევ მოკვდავი რასების დაბადებამდე რომ მიეცა დავიწყებას. ამ არსების მამოძრავებელი სურვილები ხშირად გამოუცნობი, ზოგჯერ კი ჭირვებულია და შეიძლება მოიცავდეს უზენაესი მაგიური ძალისკენ ლტოლვას ან საუკუნოვანი ჯავრის ამოყრას. ამ სახის არსებებს შორისაა ყინვის უფლისწული; ჰაერისა და სიბნელის დედოფალი, მწუხრის ეზოს მმართველი; ზაფხულის ეზოს ტიტანია; მისი მეუღლე ობერონი, მწვანე ბატონი; ჰირსამი, მასხარების უფლისწული; აგრეთვე უძველესი კუდიანები.

გავრცობილი შელოცვების სია (Expanded Spell List)[]

თქვენთვის მოგვის შელოცვების სიას ემატება შემდეგი შელოცვები.

შელოცვის დონე შელოცვები
1-ლი ფეერიული ცეცხლი?, ძილი?
მე-2 დაშოშმინება?, მოჩვენებითი ძალა?
მე-3 ციმციმი?, მცენარეთა გაზრდა?
მე-4 მხეცის დამორჩილება?, უმაღლესი უჩინრობა?
მე-5 პერსონის დამორჩილება?, მოჩვენებითობა?

ფეიური თანაობა (Fey Presence)[]

1-ლი დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, მოქმედება გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენზე ცენტრირებული 10-ფუტიანი კუბის რადიუსში თითოეულ არსებას განახორციელებინოთ სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი მოგვის შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. არსებები, რომლებიც წარუმატებლად შეასრულებენ თავდაცვას, თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე ხდებიან თქვენ მიერ მონუსხულები? ან შეშინებულები? (თქვენი სურვილის მიხედვით).

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

ბუნდოვანი გაქცევა (Misty Escape)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ იღებთ ზიანს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ, რათა გახდეთ უჩინარი და გადატელეპორტირდეთ თქვენგან მაქსიმუმ 60 ფუტის რადიუსში არსებულ თავისუფალ სივრცეში. თქვენ უჩინარი რჩებით თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე ან მანამ, სანამ ვინმეს არ შეუტევთ ან არ დასახრავთ შელოცვას.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

მაცდური თავდაცვები (Beguiling Defenses)[]

მე-10 დონიდან დაწყებული თქვენ შეუვალი ხართ მონუსხვის? წინააღმდეგ და როდესაც სხვა არსება ცდილობს თქვენს მონუსხვას, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და შეეცადოთ, მონუსხვა თვითონ იმ არსებასვე შეუბრუნოთ. არსებამ უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი მოგვის შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ, წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში კი ის თქვენ მიერაა მონუსხული 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ არსება რაიმე ზიანს არ მიიღებს.

ბნელი ბოდვა (Dark Delirium)[]

მე-14 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, მოქმედების სახით აირჩიოთ თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი არსება, რომელსაც ხედავთ. მან უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი მოგვის შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში, არსება თქვენ მიერაა მონუსხული? ან შეშინებული? (თქვენი სურვილის მიხედვით) 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ თქვენი კონცენტრაცია არ გაწყდება (თითქოს შელოცვაზე იყოთ კონცენტრირებული). ეს ეფექტი უფრო ადრე მთავრდება, თუკი არსება რამე ზიანს მიიღებს.

მანამ, სანამ ეს ილუზია ძალაშია, არსება ფიქრობს, რომ ის დაკარგულია ნისლიან სამყაროში, რომლის გარეგნულ მხარესაც თქვენ ირჩევთ. არსებას მხოლოდ საკუთარი თავის, თქვენი და თქვენი ილუზიის დანახვა და მოსმენა შეუძლია.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ზეციური (The Celestial)[]

(Xanathar's Guide To Everything)

თქვენი ბატონი ზემო სკნელების ბინადარი ძლევამოსილი არსებაა. თქვენ კავშირი დაამყარეთ უძველეს ემპირეასთან, სოლართან, კი-რინთან, ცალრქასთან ან სხვა არსებასთან, რომელიც მარადიული ნეტარების სკნელებში ბუდობს. თქვენი გარიგება ამ არსებასთან საშუალებას გაძლევთ, გამოსცადოთ და შეიგრძნოთ წმინდა სინათლის ყველაზე ოდნავი შეხებაც კი, რომელიც მრავალსკნელს აცისკროვნებს.

ამგვარ ძალასთან შეკავშირებულობას შეუძლია თქვენი ქცევისა და რწმენების შეცვლა. შესაძლოა, შეამჩნიოთ, რომ უფრო მეტად ილტვით უცვალებისა და ავშობილების განადგურებისკენ და ცდილობთ, დაიცვათ უცოდველები. ზოგჯერ თქვენი გული შესაძლოა ასევე თქვენი ბატონის ზეციური სამეფოს წადილმაც მოიცვას — სურვილმა, რომ თქვენი დარჩენილი დღეები ამ სამოთხეში ხეტიალს მიუძღვნათ. თუმცა თქვენ იცით, რომ ჯერჯერობით თქვენი მისია მოკვდავებს შორის ყოფნაა და რომ თქვენი გარიგება გავალდებულებთ, სინათლე მოჰფინოთ სამყაროს ბნელ ადგილებს.

გავრცობილი შელოცვების სია (Expanded Spell List)[]

თქვენთვის მოგვის შელოცვების სიას ემატება შემდეგი შელოცვები.

შელოცვის დონე შელოცვები
1-ლი მკვალავი გაელვება?, ჭრილობების განკურნება?
მე-2 ცეცხლოვანი სფერო?, მცირე აღდგენა?
მე-3 დღის სინათლე?, მოსულიერება?
მე-4 რწმენის მცველი?, ცეცხლის კედელი?
მე-5 ცეცხლოვანი განგმირვა?, უმაღლესი აღდგენა?

დამატებითი გრძნებვები (Bonus Cantrips)[]

1-ლ დონეზე თქვენ სწავლობთ წმინდა ალისა? და სინათლის? გრძნებვებს. ისინი თქვენთვის მოგვის გრძნებვებათ განიხილება, თუმცა არ მოიაზრება თქვენი ნასწავლი გრძნებვების რაოდენობაში.

მკურნავი სინათლე (Healing Light)[]

1-ლი დონიდან თქვენ გაქვთ ფონდი d6-ებისა, რომელთა დახარჯვაც შეგიძლიათ სხვების განსაკურნავად. ფონდში არსებული კამათლების რაოდენობა უტოლდება 1 + თქვენი მოგვის დონეს.

ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ განკურნოთ თქვენგან 60 ფუტის რადიუსში მყოფი ერთი არსება, რომელსაც ხედავთ. კამათლების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის ერთდროულად დახარჯვაც შეგიძლიათ, უტოლდება თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორს (მინიმუმ 1 კამათელს). გააგორეთ დახარჯული კამათლები, შეაჯამეთ და მიღებული რაოდენობის ტოლფასად აღუდგინეთ არსებას სიცოცხლის ქულები.

თქვენი ფონდი დახარჯულ კამათლებს აღიდგენს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ.

მანათობელი სული (Radiant Soul)[]

მე-6 დონიდან დაწყებული თქვენ მდგრადობა გაქვთ სხივური ზიანის მიმართ და როდესაც სახრავთ ისეთ შელოცვას, რომელსაც სხივური ან ცეცხლოვანი ზიანი აქვს, შეგიძლიათ, ამ შელოცვის სხივური ან ცეცხლოვანი ერთ-ერთი ზიანის გაგორებას მისი ერთ-ერთი სამიზნის წინააღმდეგ დაუმატოთ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი.

ზეციური სიმტკიცე (Celestial Resilience)[]

მე-10 დონიდან დაწყებული თქვენ იძენთ დროებით სიცოცხლის ქულებს, როდესაც ამთავრებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას. ეს დროებითი სიცოცხლის ქულები თქვენი მოგვის დონეს + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის რაოდენობის ტოლია. გარდა ამისა, დასვენების შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ხუთამდე არსება, რომელსაც ხედავთ. ეს არსებები იღებენ თქვენი მოგვის დონის ნახევარს + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის რაოდენობის ტოლ დროებით სიცოცხლის ქულას.

მწველი შურისგება (Searing Vengeance)[]

მე-14 დონიდან, როდესაც სიკვდილისგან თავდაცვის გაგორების შესრულება გიწევთ თქვენი სვლის დასაწყისში, ამის ნაცვლად შეგიძლიათ გამოფხიზლდეთ. თქვენ აღიდგენთ თქვენი სიცოცხლის ქულების მაქსიმუმის ნახევარს, შემდეგ კი დგებით, თუკი ისურვებთ. თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი თქვენთვის სასურველი თითოეული არსება იღებს 2d8 + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის სხივურ ზიანს და ისინი დაბრმავებულები? არიან მიმდინარე სვლის ბოლომდე.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ავშობილი (The Fiend)[]

თქვენ გარიგება დადეთ მყოფობის ქვემო სკნელების წარმომადგენელ ავშობილთან — არსებასთან, რომელსაც ბოროტი მიზნები ამოძრავებს, თუნდაც თქვენ ამ მიზნების წინააღმდეგ იბრძოდეთ. ასეთ არსებებს სურთ ყველაფრის გარყვნა და განადგურება, მათ შორის, საბოლოოდ, თქვენიც. იმ ავშობილებს შორის, რომლებიც საკმარისად ძლიერები არიან გარიგების დასადებად, შედიან დემონური ლორდები, მაგალითად, დემოგორგონი, ორკუსი, ფრაზ-ერბ'ლუ და ბაფომეტი; არქიეშმაკები ასმოდეუსი, დისპატერი, მეფისტოფელი და ბელიალი; განსაკუთრებით ძლიერი ორმოს ეშმები და ბეილორები; აგრეთვე ულტროლოთები და იუგოლოთების სხვა ლორდები.

გავრცობილი შელოცვების სია (Expanded Spell List)[]

თქვენთვის მოგვის შელოცვების სიას ემატება შემდეგი შელოცვები.

შელოცვის დონე შელოცვები
1-ლი მწველი ხელები?, ბრძანება?
მე-2 სიბრმავე/სიყრუე?, მწველი სხივი?
მე-3 ცეცხლოვანი ბურთი?, მყრალი ღრუბელი?
მე-4 ცეცხლოვანი ფარი?, ცეცხლის კედელი?
მე-5 ცეცხლოვანი განგმირვა?, განწმენდა?

ბნელის წყალობა (Dark One's Blessing)[]

1-ლი დონიდან მოყოლებული, როდესაც მტრულად განწყობილ არსებას სიცოცხლის 0 ქულაზე დაიყვანთ, თქვენ იძენთ სიცოცხლის დროებით ქულებს, რომელთა რაოდენობაც უტოლდება თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორს + თქვენი მოგვის დონეს (მინიმუმ 1-ს).

თვით ბნელის იღბალი (Dark One's Own Luck)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ უნარის შემოწმებას ან თავდაცვით გაგორებას ასრულებთ, შეგიძლიათ, ეს მახასიათებელი გამოიყენოთ და გაგორებას 1d10 დაუმატოთ. ამის გაკეთება შეგიძლია მაშინ, როცა იხილავთ საწყის გაგორებას, მაგრამ მანამ, სანამ გაგორების ეფექტები ამოქმედდება. ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

ავშობილური სიმტკიცე (Fiendish Resilience)[]

მე-10 დონიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ზიანის ტიპი, როდესაც ამთავრებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას. თქვენ ზიანის ამ ტიპისადმი მდგრადობას იძენთ, სანამ სხვას არ აირჩევთ ამ მახასიათებლით. მაგიური ან მოვერცხლილი იარაღებისგან მოყენებული ზიანი ამ მდგრადობას უგულებელყოფს.

ჯოჯოხეთში მოსროლა (Hurl Through Hell)[]

მე-14 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ არსებას შეტევას მოარტყამთ, შეგიძლიათ, ეს მახასიათებელი გამოიყენოთ, რათა სამიზნე ქვემო სკნელებში გადაატელეპორტიროთ. ეს არსება ქრება და იტყორცნება კოშმარულ ლანდშაფტში. თქვენი შემდეგი სვლის ბოლოს სამიზნე ბრუნდება იმ სივრცეში, რომელსაც მანამდე იკავებდა, ან უახლოეს თავისუფალ სივრცეში. თუკი სამიზნე არ არის ავშობილი, ის იღებს 10d10 ფსიქიკურ ზიანს? საკუთარი საზარელი ყოფის თავზარდაცემისგან. ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

დიადი უძველესი (The Great Old One)[]

თქვენი ბატონი არის იდუმალი ქმნილება, რომლის ბუნებაც ყოვლად უცხოა რეალობის საზღვრებისთვის. შესაძლოა, ის მოდიოდეს შორეული სამყაროდან, რეალობის მიღმა არსებული სივრციდან, ან ის იყოს მხოლოდ ლეგენდებში ცნობილი უძველესი ღმერთებიდან ერთ-ერთი. მისი მოტივები მოკვდავთათვის გამოუცნობი და მიუწვდომელია, მისი ცოდნა კი იმდენად ანტიკური და უზარმაზარია, რომ ყველაზე დიდი ბიბლიოთეკებიც კი ფერმკრთალდება მისთვის ცნობილი მრავალი საიდუმლოს წინაშე. დიადი უძველესი შეიძლება არც უწყოდეს თქვენს არსებობას ან ის თქვენ მიმართ სრულიად გულგრილი იყოს, მაგრამ იდუმალებები, რომლებიც ისწავლეთ, საშუალებას გაძლევთ, მისგან მაგია მიიღოთ.

ამ ტიპის ქმნილებებს შორისაა გონადური, რომელსაც ეწოდება „ის, ვინც დაძრწის“; თარიზდუნი, მიჯაჭვული ღმერთი; დენდარი, უკუნის გველი; ზარგონი, დამბრუნებელი; დიადი ქთულჰუ; და სხვა გამოუცნობი არსებანი.

გავრცობილი შელოცვების სია (Expanded Spell List)[]

თქვენთვის მოგვის შელოცვების სიას ემატება შემდეგი შელოცვები.

შელოცვის დონე შელოცვები
1-ლი დისონანსური ჩურჩული?, ტაშას საზარელი სიცილი?
მე-2 ფიქრების წაკითხვა?, მოჩვენებითი ძალა?
მე-3 ნათელხილვა?, გაგზავნა?
მე-4 მხეცის დამორჩილება?, ევარდის შავი საცეცები?
მე-5 პერსონის დამორჩილება?, ტელეკინეზი?

გამოღვიძებული გონი (Awakened Mind)[]

1-ლი დონიდან თქვენ შეგიძლიათ, ტელეპათიურად ეკონტაქტოთ თქვენგან 30 რადიუსის ფუტში მყოფ ნებისმიერ არსებას, რომელსაც ხედავთ. თქვენ მიერ ტელეპათიურად ნათქვამის გასაგებად აუცილებელი არ არის, ამ არსებამ თქვენი ენა იცოდეს, თუმცა აუცილებელია, რომ მას მინიმუმ ერთი ენის გაგება შეეძლოს. გარდა ამისა, არსება არ იძენს იმის უნარს, რომ ტელეპათიურად გიპასუხოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მასთან საუბარი.

ენტროპიული მფარველი (Entropic Ward)[]

მე-6 დონიდან, როდესაც არსება თქვენ წინააღმდეგ ასრულებს შეტევით გაგორებას, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და მას ეს გაგორება არახელსაყრელობით? შეასრულებინოთ. თუკი ეს შეტევა აგცდებათ, თქვენი შემდეგი შეტევითი გაგორება ამ არსების წინააღმდეგ ხელსაყრელობით? სრულდება, თუკი შეტევას თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე განახორციელებთ.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

ფიქრის ფარი (Thought Shield)[]

მე-10 დონიდან თქვენ მდგრადობა გაქვთ ფსიქიკური ზიანი? მიმართ და როდესაც არსება ფსიქიკურ ზიანს გაყენებთ, ეს არსება იმავე რაოდენობის ზიანს იღებს, რასაც თქვენ. გარდა ამისა, შეუძლებელი ხდება თქვენი ფიქრების წაკითხვა, თუკი თქვენი ამის ნებას არ დართავთ.

მონის შექმნა (Create Thrall)[]

მე-14 დონიდან შეგიძლიათ თქვენი მოქმედება გამოიყენოთ, რათა შეეხოთ არაქმედუნარიან? ჰუმანოიდს. ეს არსება თქვენ მიერაა მონუსხული? მანამ, სანამ მასზე არ დაისახრება წყევლის მოხსნის? შელოცვა, სანამ მონუსხვის მდგომარეობა არ მოეხსნება ან სანამ ხელახლა არ გამოიყენებთ ამ მახასიათებელს. მონუსხულ არსებასთან ტელეპათიურად შეგიძლიათ კომუნიკაცია, თუკი ერთსა და იმავე მყოფობის სკნელზე ხართ.

ნავსლესული (The Hexblade)[]

(Xanathar's Guide to Everything)

თქვენ გარიგება დადეთ იდუმალ არსებასთან ჩრდილნამოსიდან – ძალასთან, რომელიც გამოიხატება ჩრდილებისგან გამოძერწილ ცნობიერ ჯადოსნურ იარაღებში. ძლევამოსილი მახვილი „შავლესული“ ერთ-ერთია ამ იარაღთაგან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მრავალსკნელში მიმოიფანტა. ამ იარაღების მიღმა არსებული ბნელით მოცული ძალა მოგვებს, რომლებიც მასთან გარიგებას დებენ, ძლევამოსილებას სთავაზობს. მრავალი ნავსლესული მოგვი ქმნის იარაღს, რომელიც ტოლს არ უდებს ჩრდილნამოსში შექმნილებს. სხვები უარს ამბობენ მსგავს იარაღებზე და კმაყოფილდებიან თავიანთ მსახრავობაში ამ სკნელის ბნელი მაგიის გამოყენებით.

ვინაიდან პირველი ასეთი იარაღი ყორნების დედოფალმა გამოაწრთო, მრავალი სწავლული სპეკულირებს, რომ ის და ეს ბნელი ძალა ერთია და რომ ეს ჯადოსნური იარაღები, ასევე ნავსლესული მოგვები, მხოლოდ ინსტრუმენტებს წარმოადგენს მისთვის, რათა თავისი გამოუცნობი მიზნებისთვის მართოს ნივთიერი სკნელის მოვლენები.

გავრცობილი შელოცვების სია (Expanded Spell List)[]

თქვენთვის მოგვის შელოცვების სიას ემატება შემდეგი შელოცვები.

შელოცვის დონე შელოცვები
1-ლი ფარი?, მრისხანე სასჯელი?
მე-2 ბუნდოვანება?, მშანთავი სასჯელი?
მე-3 ციმციმი?, სტიქიური იარაღი?
მე-4 მოჩვენებითი მკვლელი?, განმაცვიფრებელი სასჯელი?
მე-5 განმდევნი სასჯელი?, სუსხის კონუსი?

ნავსის მეომარი (Hex Warrior)[]

1-ლი დონიდან თქვენ გაწაფული? ხდებით საშუალო აბჯარში, ფარებსა და საომარ იარაღებში.

გარდა ამისა, როდესაც დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას, შეგილიათ, შეეხოთ ერთ იარაღს, რომელშიც გაწაფული ხართ და რომელსაც არ აქვს საორხელო? მახასიათებელი. როდესაც ამ იარაღით უტევთ, შეგიძლიათ, შეტევის ზიანის გაგორებებს დაუმატოთ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი, ნაცვლად ძალისა თუ სიმარჯვისა. ეს უპირატესობა გრძელდება მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას. თუკი მოგვიანებით თქვენ მიიღებთ ლესულის პაქტის? მახასიათებელს, ეს უპირატესობა ვრცელდება ამ მახასიათებლით მოჯადოებულ ყველა იარაღზე, განურჩევლად იარაღის ტიპისა.

ნავსლესულის წყევლა (Hexblade's Curse)[]

1-ლი დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედების სახით აირჩიოთ თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი ერთი არსება, რომელსაც ხედავთ. წყევლა უფრო ადრე მთავრდება, თუკი სამიზნე მოკვდება, თქვენ მოკვდებით ან გახდებით არაქმედუნარიანი?. სამიზნე დაწყევლილია 1 წუთის განმავლობაში. წყევლის დასრულებამდე, თქვენ იღებთ შემდეგ უპირატესობებს:

  • დაწყევლილი სამიზნის წინააღმდეგ თქვენს ზიანის გაგორებებს ბონუსს უმატებთ. ეს ბონუსი თქვენი გაწაფულობის ბონუსი? ტოლია.
  • დაწყევლილი სამიზნის წინააღმდეგ თქვენი ნებისმიერი შეტევითი გაგორება კრიტიკულია, თუკი d20-ზე გააგორებთ 19-ს ან 20-ს.
  • თუკი დაწყევლილი სამიზნე მოკვდება, თქვენ აღიდგენთ თქვენი მოგვის დონეს + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის სიცოცხლის ქულას.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

შეჩვენებული აჩრდილი (Accursed Specter)[]

მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ მოკლავთ ჰუმანოიდს, შეგიძლიათ, მის სულს აიძულოთ, მისი სხეულიდან ამოვიდეს აჩრდილის სახით, რომლის სტატისტიკური მაჩვენებლებიც „ურჩხულთა უწყისშია? (იხ. Roll20-ზე). როდესაც აჩრდილი ჩნდება, ის იძენს თქვენი მოგვის დონის ტოლ სიცოცხლის დროებით ქულებს. ცალკე გააგორეთ ინიციატივა აჩრდილისთვის, რომელსაც საკუთარი სვლები ექნება. ის ემორჩილება თქვენს სიტყვიერ ბრძანებებს და თავის შეტევით გაგორებებზე იღებს სპეციალურ ბონუსს, რომელიც თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლია (მინიმუმ +0). აჩრდილი თქვენს განკარგულებაშია თქვენი შემდეგი ხანგრძლივი დასვენების დასრულებამდე, რის შემდეგაც ის საიქიოში მიიცვალება და ქრება. მას შემდეგ, რაც აჩრდილს ამ მახასიათებლის გამოყენებით დააბამთ, მისი ხელახალი გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ნავსების აბჯარი (Armor of Hexes)[]

მე-10 დონიდან, თუკი სამიზნე, რომელიც ნავსლესულის წყევლითაა დაწყევლილი, მოგარტყამთ შეტევით გაგორებას, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და გააგოროთ d6. თუკი კამათელზე ამოვა 4 ან უფრო მეტი, სამიზნის შეტევა თქვენ გცდებათ, განურჩევლად იმისა, თუ რა იყო მისი გაგორება.

ნავსების ოსტატი (Master of Hexes)[]

მე-14 დონიდან, როდესაც თქვენი ნავსლესულის წყევლით დაწყევლილი არსება კვდება, შეგიძლიათ, წყევლა თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფ სხვა არსებას დაადოთ, რომელსაც ხედავთ, თუკი ამ დროს არ ხართ არაქმედუნარიანი?. როდესაც წყევლას ამგვარად ადებთ, თქვენ არ აღიდგენთ სიცოცხლის ქულებს მანამდე დაწყევლილი არსების სიკვდილისგან.

უკვდავი (The Undying)[]

(Sword Coast Adventurer's Guide)

სიკვდილს არავითარი ძალა არ აქვს თქვენს ბატონზე, რომელმაც მიაკვლია მარადიული სიცოცხლის საიდუმლოებებს, თუმცა ასეთი ჯილდო — როგორც ყველა სხვა ძალა — შესაბამის ფასთან ერთად მოდის. ერთ დროს მოკვდავმა უკვდავმა იხილა მოკვდავთა მთელი სიცოცხლეები, რომლებმაც მისთვის წელიწადის დროებივით, ურიცხვი დღეებისა და ღამეების კრთომასავით ჩაიარეს. ამ ტიპის არსებებს შორისაა ვეკნა, ხელისა და თვალის ბატონი; საზარელი იუზი; ლიჩი-დედოფალი ვოლი; აერენალის უკვდავი სხდომა; ვლააკითი, გითიანკიების ლიჩი-დედოფალი; და უკვდავი ჯადოქარი ფისტანდანტალუსი.

სამეფოებში უკვდავ ბატონებს შორის არიან ჩრდილების მეფე ლარლოკი, მოგვის საძვალეს ლეგენდარული ბატონი, და გილგეამი, უნთერის მეფე-ღმერთი.

გავრცობილი შელოცვების სია (Expanded Spell List)[]

თქვენთვის მოგვის შელოცვების სიას ემატება შემდეგი შელოცვები.

შელოცვის დონე შელოცვები
1-ლი ცრუ სიცოცხლე?, სნეულების სხივი?
მე-2 სიბრმავე/სიყრუე?, მდუმარება?
მე-3 მოჩვენებითი სიკვდილი?, მკვდართან საუბარი?
მე-4 სიცოცხლის აურა?, სიკვდილის მოგერიება?
მე-5 სნეულება?, ლეგენდის ცოდნა?

მკვდართა შორის (Among the Dead)[]

1-ლი დონიდან თქვენ სწავლობთ მომაკვდავის შეწყალების? გრძნებვას, რომელიც თქვენთვის მოგვის გრძნებვად განიხილება. თქვენ აგრეთვე ხელსაყრელობა? გაქვთ ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ შესრულებულ თავდაცვით გაგორებებზე.

გარდა ამისა, თუკი უცვალი? არსება პირდაპირ გიმიზნებთ შეტევას ან რაიმე საზიანო შელოცვას, რომელიც არ არის ისეთი მოქმედების არეალის შემცველი, რომელშიც თქვენც ექცევით, ამ არსებამ აუცილებლად უნდა გააგოროს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება თქვენი შელოცვისგან თავდაცვის DC-ის წინააღმდეგ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში, ამ არსებამ აუცილებლად უნდა აირჩიოს ახალი სამიზნე ან, სულაც, დაივიწყოს თქვენგან განსხვავებულ სამიზნეზე შეტევა და პოტენციურად ფუჭად დახარჯოს შეტევა ან შელოცვა. წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში, ეს არსება ამ ეფექტისადმი შეუვალი ხდება 24 საათის განმავლობაში. უცვალი არსება აგრეთვე შეუვალია ამ ეფექტისადმი 24 საათის განმავლობაში, თუკი თქვენ მას დაუმიზნებთ შეტევას ან რამე საზიანო შელოცვას.

სიკვდილის უგულებელყოფა (Defy Death)[]

მე-6 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, აღიდგინოთ 1d8 + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის სიცოცხლის ქულა, როდსაც წარმატებით გააგორებთ სიკვდილისგან თავდაცვით გაგორებას ან როდესაც მომაკვდავის შეწყალების? გრძნებვით დაასტაბილურებთ არსებას.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

უკვდავი ბუნება (Undying Nature)[]

მე-10 დონიდან დაწყებული შეგიძლიათ, უსასრულო დროით შეიკავოთ სუნთქვა და თქვენ აღარ გჭირდებათ საკვები, წყალი და ძილი, თუმცა გამოფიტვის? შესამცირებლად მაინც გჭირდებათ დასვენება და მაინც იღებთ სარგებელს ხანმოკლე და ხანგრძლივი დასვენებებიდან.

გარდა ამისა, თქვენ უფრო ნელა ბერდებით. ყოველი გასული 10 წლისთვის თქვენი სხეული ბერდება მხოლოდ 1 წლით და თქვენ მაგიურად დაბერებისადმი შეუვალი ხართ.

გაუნადგურებელი სიცოცხლე (Indestructible Life)[]

როდესაც მე-14 დონეზე ახვალთ, შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე გამოიყენოთ ბონუს-მოქმედება, რათა აღიდგინოთ 1d8 + თქვენი მოგვის დონის ტოლი რაოდენობის სიცოცხლის ქულა. გარდა ამისა, თუკი ამ მახასიათებლის გამოყენებისას თქვენი სხეულის მოჭრილ ნაწილს კუთვნილ ადგილას მიადებთ, ეს ნაწილი სხეულთან შეერთდება.

ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

მიღმური ხმობების სია (Eldritch Invocations)[]

თუკი მიღმურ ხმობას პრეპრეკვიზიტები აქვს, მის სასწავლად აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოთ ისინი. ხმობის სწავლა მისი პრეპრეკვიზიტების დაკმაყოფილების თანადროულად შეგიძლიათ. დონის პრერეკვიზიტი გულისხმობს თქვენს დონეს ამ კლასში.

მტანჯველი ჭავლი (Agonizing Blast)[]

პრერეკვიზიტი: მიღმური ჭავლი? გრძნებვა

როდესაც მიღმურ ჭავლს? სახრავთ, მორტყმისას მის მიერ მიყენებულ ზიანს დაუმატეთ თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორი.

მიღმური შუბი (Eldritch Spear)[]

პრერეკვიზიტი: მიღმური ჭავლი? გრძნებვა

როდესაც მიღმურ ჭავლს? სახრავთ, მისი მანძილი 300 ფუტია.

ჰადარის ტაცი (Grasp of Hadar)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მიღმური ჭავლი? გრძნებვა

თითოეულ თქვენს სვლაზე ერთხელ, როდესაც არსებას მოარტყამთ მიღმურ ჭავლს?, შეგიძლიათ, ეს არსება გადააადგილოთ სწორ ხაზზე 10 ფუტით თქვენი მიმართულებით.

ლეთარგიის ლახვარი (Lance of Lethargy)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მიღმური ჭავლი? გრძნებვა

თითოეულ თქვენს სვლაზე ერთხელ, როდესაც არსებას მოარტყამთ მიღმურ ჭავლს?, შეგიძლიათ, თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე ამ არსების სიჩქარე შეამციროთ 10-ით.

უკუმგდებელი ჭავლი (Repelling Blast)[]

პრერეკვიზიტი: მიღმური ჭავლი? გრძნებვა

თითოეულ თქვენს სვლაზე ერთხელ, როდესაც არსებას მოარტყამთ მიღმურ ჭავლს?, შეგიძლიათ, ეს არსება გადააადგილოთ სწორ ხაზზე 10 ფუტით შორს თქვენგან საპირისპირო მიმართულებით.

ჩრდილების აბჯარი (Armor of Shadows)[]

შეგიძლიათ, საკუთარ თავზე დასახროთ ჯადოსნის აბჯარი? სურვილისამებრ, შელოცვის სლოტისა და ნივთიერი კომპონენტების დახარჯვის გარეშე.

მხეცური მეტყველება (Beast Speech)[]

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ ცხოველებთან საუბარი?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

მაცდური გავლენა (Beguiling Influence)[]

თქვენ გაწაფულობას იძენთ მოტყუებისა? და დარწმუნების? უნარ-ჩვევებში.

ეშმაკის მხედველობა (Devil's Sight)[]

თქვენ ჩვეულებრივად ხედავთ სიბნელეში, როგორც მაგიურში, ისე არამაგიურში, 120 ფუტის მანძილზე.

მიღმური მხედველობა (Eldritch Sight)[]

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ მაგიის შემჩნევა?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

რუნების მფარველის თვალი (Eyes of the Rune Keeper)[]

თქვენ შეგიძლიათ ყველა დამწერლობის წაკითხვა. თქვენ იგებთ ნებისმიერ დაწერილ სიტყვასა თუ სიმბოლოს, თუკი მას რაიმე ლინგვისტური მნიშვნელობა აქვს.

ავშობილური ამტანობა (Fiendish Vigor)[]

შეგიძლიათ, საკუთარ თავზე სურვილისამებრ დასახროთ ცრუ სიცოცხლე? 1-ლი დონის შელოცვის სახით, შელოცვის სლოტისა და ნივთიერი კომპონენტების დახარჯვის გარეშე.

ორი გონების მზერა (Gaze of Two Minds)[]

შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ, რათა შეეხოთ ერთ მოსურნე ჰუმანოიდს, და თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე აღიქვათ გარესამყარო მისი შეგრძნებებით. მანამ, სანამ არსება იმავე მყოფობის სკნელზეა, რომელზეც თქვენ, თქვენ შეგიძლიათ, მომდევნო სვლებზეც გამოიყენოთ თქვენი მოქმედება ამ კავშირის შესანარჩუნებლად, რაც ყოველ ჯერზე კავშირის ხანგრძლივობას გაზრდის თქვენი შემდეგი სვლის ბოლომდე. სანამ სხვა არსების შეგრძნებებით აღიქვამთ გარესამყაროს, თქვენ სარგებლობთ ნებისმიერი სპეციალური შეგრძნებით, რომელიც არსებას აქვს, თუმცა თქვენი სხეულის გარემოს მიმართ დაბრმავებული? და დაყრუებული? ხართ.

მრავალი სახის ნიღაბი (Mask of Many Faces)[]

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ შენიღბვა?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

ბუნდოვანი გამოსახულებები (Misty Visions)[]

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ მდუმარე გამოსახულება?, შელოცვის სლოტისა და ნივთიერი კომპონენტების დახარჯვის გარეშე.

ხუთი ბედისწერის მპარავი (Thief of Five Fates)[]

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ ჭირი? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

მთვარის ასპექტი (Aspect of the Moon)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: წიგნის პაქტის მახასიათებელი

თქვენ აღარ გჭირდებათ ძილი და შეუძლებელია თქვენი იძულებით დაძინება ნებისმიერი გზით. ხანგრძლივი დასვენების უპირატესობების მისაღებად შეგიძლიათ, სრული 8 საათი გაატაროთ რაიმე მსუბუქი აქტივობის კეთებაში, მაგალითად, თქვენი „ლანდების წიგნის“ კითხვაში ან ბანაკის მეთვალყურეობაში.

უძველესი საიდუმლოების წიგნი (Book of Ancient Secrets)[]

პრერეკვიზიტი: წიგნის პაქტის მახასიათებელი

თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ, მაგიური რიტუალები ჩაიწეროთ თქვენს „ლანდების წიგნში“. აირჩიეთ 1-ლი დონის ორი შელოცვა, რომელსაც რიტუალის იარლიყი აქვს ნებისმიერი კლასის შელოცვების სიიდან (აუცილებელი არაა, ორივე შელოცვა ერთი და იგივე სიიდან იყოს). ეს შელოცვები თქვენს წიგნში რჩება და არ გაითვალისწინება თქვენ მიერ ნასწავლი შელოცვების რაოდენობის განსაზღვრისას. როდესაც თქვენი „ლანდების წიგნი“ ხელთ გაქვთ, შეგიძლიათ, არჩეული შელოცვები რიტუალების სახით დასახროთ. ამ შელოცვების არარიტუალურად დასახრვა არ შეგიძლიათ, თუკი ისინი რაიმე სხვა გზით არ გაქვთ ნასწავლი. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოგვის შელოცვები დასახროთ რიტუალების სახით, თუკი მათ რიტუალის იარლიყი აქვთ. თქვენი თავგადასავლის მსვლელობისას შეგიძლიათ სხვა რიტუალური შელოცვები დაამატოთ თქვენს „ლანდების წიგნში“. როდესაც ასეთ შელოცვას იპოვით, შეგიძლიათ, ის წიგნში დაამატოთ, თუკი შელოცვის დონე ტოლია ან ნაკლებია თქვენი მოგვის დონის ნახევრის (დამრგვალებულის ნაკლებობით) და თუკი თქვენ საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ შელოცვა გადაწეროთ. შელოცვის თითოეული დონისთვის გადაწერის პროცესს სჭირდება 2 საათი და ის ღირს 50 ოქროს მონეტა მის გადასაწერად საჭირო იშვიათი მელნის გამო.

მარადიულად მცხოვრებთა ძღვენი (Gift of the Ever-Living Ones)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: ჯაჭვის პაქტის მახასიათებელი

როდესაც თქვენ სიცოცხლის ქულებს აღიდგენთ მაშინ, როდესაც თქვენი მახალი თქვენგან 100 ფუტის რადიუსშია, აღსადგენი სიცოცხლის ქულების განსასაზღვრად შესრულებული თითოეული გაგორება ისე განიხილეთ, თითქოს მასზე მაქსიმალური მნიშვნელობა ამოსულიყოს.

ჯაჭვების ოსტატის ხმა (Voice of the Chain Master)[]

პრერეკვიზიტი: ჯაჭვის პაქტის მახასიათებელი

თქვენ თქვენს მახალთან ტელეპათიურად შეგიძლიათ კომუნიკაცია, ასევე შეგიძლიათ, მისი შეგრძნებებით აღიქვათ სამყარო, სანამ თქვენ და თქვენი მახალი ერთსა და იმავე მყოფობის სკნელზე ხართ. გარდა ამისა, როდესაც თქვენი მახალის შეგრძნებებით აღიქვამთ სამყაროს, შეგიძლიათ, მახალიდან ისაუბროთ საკუთარი ხმით, თუნდაც ბუნებრივად მახალს არ შეეძლოს საუბარი.

პაქტის გაუმჯობესებული იარაღი (Improved Pact Weapon)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: ლესულის პაქტის მახასიათებელი

შეგიძლიათ, ნებისმიერი იარაღი, რომელსაც გააჩენთ თქვენი ლესულის პაქტის მახასიათებლით, თქვენი მოგვის შელოცვებისთვის შელოცვის ფოკუსად გამოიყენოთ. გარდა ამისა, იარაღი იძენს +1 ბონუსს შეტევისა და ზიანის გაგორებებზე, თუკი ის არ არის ისეთი ჯადოსნური იარაღი, რომელსაც უკვე აქვს ბონუსი ამ გაგორებებზე. დაბოლოს, იარაღი, რომელსაც პაქტის მახასიათებლით აჩენთ, შეიძლება იყოს მოკლე მშვილდი, გრძელი მშვილდი, მსუბუქი არბალეტი და მძიმე არბალეტი.

ბუზების მოსასხამი (Cloak of Flies)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე

ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ, გარს შემოირტყათ ჯადოსნური აურა, რომელიც მოზუზუნე ბუზებს წააგავს. აურა თქვენგან 5 ფუტის რადიუსში ვრცელდება ყველა მიმართულებით, მაგრამ არა სრული საფარის გავლით. ის გრძელდება მანამ, სანამ არ გახდებით არაქმედუნარიანი? ან არ გააუქმებთ მას ბონუს-მოქმედებით.

აურა ხელსაყრელობა? განიჭებთ ქარიზმის (დაშინების) შემოწმებებზე, თუმცა არახელსაყრელობა? — ქარიზმის ყველა სხვა შემოწმებაზე. ნებისმიერი სხვა არსება, რომელიც თავის სვლას იწყებს ამ აურაში, იღებს თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის საწამლავის ზიანს? (მინიმუმ 0-ს).

ამ ხმობის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

მიღმური სასჯელი (Eldritch Smite)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე, ლესულის პაქტის მახასიათებელი

სვლაში ერთხელ, როდესაც არსებას თქვენი პაქტის იარაღს მოარტყამთ, შეგიძლიათ, თქვენი მოგვის შელოცვის სლოტი დახარჯოთ, რათა სამიზნეს დამატებითი 1d8 ძალის ზიანი? მიაყენოთ, პლუს კიდევ 1d8 დახარჯული შელოცვის სლოტის თითოეული დონისთვის, და შეგიძლიათ, სამიზნე განართხოთ?, თუკი ის უზარმაზარი ან უფრო მცირე ზომისაა.

სიღრმეთა ძღვენი (Gift of the Depths)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე

თქვენ შეგიძლიათ წყალქვეშ სუნთქვა და იღებთ თქვენი გადაადგილების სიჩქარის ტოლ ცურვის სიჩქარეს.

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ, წყალქვეშ სუნთქვა? დასახროთ ერთხელ შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე. ამის ხელახლა გაკეთების უნარს იბრუნებთ მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ხანგრძლივ დასვენებას.

მაგიჟებელი ნავსი (Maddening Hex)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე, ნავსი? შელოცვა ან მოგვის მახასიათებელი, რომელიც წყევლის

ბონუს-მოქმედების სახით თქვენ ფსიქიკურ შფოთვას იწვევთ იმ სამიზნის გონებაში, რომელიც დაწყევლილია თქვენი ნავსი? შელოცვით ან მოგვის მახასიათებლით, მაგალითად, ნავსლესულის წყევლით? ან ავბედითი ნიშნით?. როდესაც ამას აკეთებთ, თქვენ დაწყევლილ სამიზნესა და მისგან 5 ფუტის რადიუსში მყოფ ნებისმიერ სასურველ არსებებს, რომლებსაც ხედავთ, აყენებთ ფსიქიკურ ზიანს?. ეს ფსიქიკური ზიანი თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლია (მინიმუმ 1 ზიანი). ამ მახასიათებლის გამოსაყენებლად თქვენ აუცილებლად უნდა ხედავდეთ დაწყევლილ არსებას და ის თქვენგან 30 ფუტის რადიუსში უნდა იყოს.

გონების ჩაფლობა (Mire the Mind)[]

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ შენელება? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ჩრდილებთან ერთიანი (One with Shadows)[]

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე

როდესაც მკრთალად განათებულ ან ბნელ სივრცეში ხართ, შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ და გახდეთ უჩინარი? მანამ, სანამ გამოძრავდებით, გამოიყენებთ მოქმედებას ან რეაქციას.

ავბედითი ნიშანი (Sign of Ill Omen)[]

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ წყევლის დადება? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

მწყურვალე ლესული (Thirsting Blade)[]

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე, ლესულის პაქტის მახასიათებელი

შეგიძლიათ, თქვენი პაქტის იარაღით შეუტიოთ ორჯერ, ნაცვლად ერთისა, როდესაც თქვენს სვლაზე შეტევის მოქმედებას ასრულებთ.

ლევისტუსის საფლავი (Tomb of Levistus)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-5 დონე

რეაქციის სახით, როდესაც იღებთ ზიანს, შეგიძლიათ, საკუთარი თავი ჩამარხოთ ყინულში, რომელიც თქვენი შემდეგი სვლის ბოლოს დნება. თქვენ იძენთ 10 დროებით სიცოცხლის ქულას თქვენი მოგვის თითოეული დონისთვის, რაც იმდენად აქარწყლებს მიღებულ ზიანს, რამდენადაც შესაძლებელია. ზიანის მიღებიდან მომენტალურად თქვენ მოწყვლადი ხდებით ცეცხლოვანი ზიანი? მიმართ, თქვენი სიჩქარე მცირდება 0-მდე და ხდებით არაქმედუნარიანი?. ეს ეფექტები, ასევე ნებისმიერი რაოდენობის დარჩენილი დროებითი სიცოცხლის ქულები, მთავრდება მაშინ, როცა დნება ყინული.

ამ ხმობის გამოყენების შემდეგ მისი ხელახლა გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

მომაჯადოებელი ჩურჩული (Bewitching Whispers)[]

პრერეკვიზიტი: მე-7 დონე

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ იძულება? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

შემაძრწუნებელი სიტყვა (Dreadful Word)[]

პრერეკვიზიტი: მე-7 დონე

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ დაბნეულობა? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

აჩრდილისებრი მზერა (Ghostly Gaze)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-7 დონე

მოქმედების სახით თქვენ იძენთ იმის უნარს, რომ 30 ფუტის რადიუსში დაინახოთ მყარი ობიექტების მიღმა. ამ რადიუსში თქვენ მრუმზერა გეძლევათ, თუკი ის უკვე არ გაქვთ. ეს სპეციალური მხედველობა გრძელდება 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ არ დამთავრდება თქვენი კონცენტრაცია (თითქოს შელოცვაზე იყოთ კონცენტრირებული). ამ დროის განმავლობაში თქვენ საგნებს აღიქვამთ აჩრდილისებრ, გამჭვირვალე სურათებად.

ამ ხმობის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანმოკლე ან ხანგრძლივ დასვენებას.

დაუცხრომელი ნავსი (Relentless Hex)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-7 დონე, ნავსი? შელოცვა ან მოგვის მახასიათებელი, რომელიც წყევლის

ბონუს-მოქმედების სახით თქვენ ჯადოსნურად ტელეპორტირდებით მაქსიმუმ 30 ფუტის რადიუსში არსებულ თავისუფალ სივრცეში, რომელსაც ხედავთ და რომელიც 5 ფუტშია იმ არსებისგან, რომელიც დაწყევლილია თქვენი ნავსი? შელოცვით ან მოგვის მახასიათებლით, მაგალითად, ნავსლესულის წყევლით? ან ავბედითი ნიშნით?. ამ სახით გადასატელეპორტირებლად თქვენ აუცილებლად უნდა ხედავდეთ დაწყევლილ სამიზნეს.

ხორცის მოქანდაკე (Sculptor of Flesh)[]

პრერეკვიზიტი: მე-7 დონე

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ პოლიმორფი? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

გაიძვერას გაქცევა (Trickster's Escape)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-7 დონე

თქვენ შეგიძლიათ, მოძრაობის თავისუფლება? დასახროთ საკუთარ თავზე ერთხელ შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე. ამის ხელახლა გაკეთების უნარს იბრუნებთ მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ხანგრძლივ დასვენებას.

ამამაღლებელი ბიჯი (Ascendant Step)[]

პრერეკვიზიტი: მე-9 დონე

შეგიძლიათ, საკუთარ თავზე დასახროთ ლევიტაცია? სურვილისამებრ, შელოცვის სლოტისა და ნივთიერი კომპონენტების დახარჯვის გარეშე.

ქაოსის ქვეშევრდომები (Minions of Chaos)[]

პრერეკვიზიტი: მე-9 დონე

შეგიძლიათ, ერთხელ დასახროთ ელემენტალის მოხმობა? მოგვის შელოცვის სლოტის გამოყენებით. ამის ხელახლა გაკეთება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.

იმქვეყნიური ხტომი (Otherworldly Leap)[]

პრერეკვიზიტი: მე-9 დონე

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ ნახტომი?, შელოცვის სლოტისა და ნივთიერი კომპონენტების დახარჯვის გარეშე.

სამარის ჩურჩულები (Whispers of the Grave)[]

პრერეკვიზიტი: მე-9 დონე

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ მკვდართან საუბარი?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

სიცოცხლისმსმელი (Lifedrinker)[]

პრერეკვიზიტი: მე-12 დონე, ლესულის პაქტის მახასიათებელი

როდესაც არსებას მოარტყამთ თქვენი პაქტის იარაღით, ის დამატებით თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლ ნეკროტულ ზიანს? იღებს (მინიმუმ 1-ს).

კარსერის ჯაჭვები (Chains of Carceri)[]

პრერეკვიზიტი: მე-15 დონე, ჯაჭვის პაქტის მახასიათებელი

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ ურჩხულის პყრობა? — თუკი თქვენი სამიზნეა ზეციური?, ავშობილი? ან ელემენტალი?შელოცვის სლოტისა და ნივთიერი კომპონენტების დახარჯვის გარეშე. თქვენ აუცილებლად უნდა დაასრულებთ ხანგრძლივი დასვენება, სანამ ამ ხმობას კვლავ გამოიყენებთ იმავე არსებაზე.

უთვალავი ფორმის ოსტატი (Master of Myriad Forms)[]

პრერეკვიზიტი: მე-15 დონე

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ სახეცვლა?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

ლანდების სუდარა (Shroud of Shadow)[]

(Xanathar's Guide to Everything)

პრერეკვიზიტი: მე-15 დონე

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ უჩინრობა?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

შორეულ სამყაროთა სურათები (Visions of Distant Realms)[]

პრერეკვიზიტი: მე-15 დონე

შეგიძლიათ, სურვილისამებრ დასახროთ იდუმალი თვალი?, შელოცვის სლოტის დახარჯვის გარეშე.

კუდიანის მხედველობა (Witch Sight)[]

პრერეკვიზიტი: მე-15 დონე

თქვენ შეგიძლიათ, დაინახოთ ჭეშმარიტი ფორმა ნებისმიერი ფორმისმცვლელის ან ისეთი არსების, რომელიც ილუზიით ან გარდამქმნელი მაგიით არის დაფარული, თუკი ეს არსება თქვენგან 30 ფუტის რადიუსშია და მას ხედავთ.