D&D Georgia
D&D Georgia

მრავალკლასიანობა (ინგლ. Multiclassing) საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე კლასში მიიღოთ დონეები. ამის გაკეთებისას თქვენ შეგიძლიათ, ერთმანეთს შეუხამოთ ამ კლასების უნარები და შექმნათ პერსონაჟის ისეთი კონცეფცია, როგორიც ასახული არ არის სტანდარტულ კლასებში. ამ წესის გამოყენებით შეგიძლიათ, თქვენმა პერსონაჟმა დონეზე ასვლისას მიმდინარე კლასის მაგივრად ახალ კლასში მიიღოს დონე. თქვენს ყველა კლასში მიღებული დონეები ჯამდება და თქვენი პერსონაჟის დონეს შეადგენს. იმავე დონის ერთკლასიან პერსონაჟებთან შედარებით გარკვეული მსხვერპლის გაღება გიწევთ ერთ სფეროში კონცენტრირებაში, თუმცა სანაცვლოდ მრავალმხრივობას იღებთ. მრავაკლასიანობისას მნიშვნელოვანია MAD-ის (ინგლ. Multiple Attribute Dependency — მრავალ ატრიბუტზე დამოკიდებულება) გათვალისწინება, ვინაიდან პერსონაჟს მაღალი სტატები სჭირდება რამდენიმე უნარის ქულაში?, ვინაიდან სათანადო მომზადების გარეშე პერსონაჟი არაეფექტური იქნება.

მრავალკლასიანობის მაგალითი[]

ვაჟა მე-4 დონის მებრძოლი? თამაშობს. როდესაც მისი პერსონაჟი საკმარის გამოცდილების ქულას იღებს მე-5 დონეზე ასასვლელად, ვაჟა წყვეტს, რომ მისი პერსონაჟი მებრძოლობაში პროგრესის გაგრძელების ნაცვლად დაიკლასება. ვაჟას მებრძოლი ბევრ დროს ატარებდა კობას მზირთან?, ზოგჯერ კი ადგილობრივი ქურდების გილდიის საქმეებსაც ასრულებდა. ვაჟა ამჯობინებს, მისი პერსონაჟი დაიკლასოს მზირის კლასში და, შესაბამისად, მისი პერსონაჟი ხდება მე-4 დონის მებრძოლი და 1-ლი დონის მზირი (იწერება ასე: მებრძოლი 4/მზირი 1).

როდესაც ვაჟას პერსონაჟი საკმარის გამოცდილებას მიიღებს მე-6 დონეზე ასასვლელად, მას შეუძლია, გადაწყვიტოს, რას იზამს: კიდევ ერთ დონეს შემატებს მებრძოლს (და გახდება მებრძოლი 5/მზირი 1), დონეს შემატებს მზირს (და გახდება მებრძოლი 4/მზირი 2) ან, სულაც, მესამე კლასში მიიღებს დონეს და ჯადოქრობაში გამოსცდის თავს, რადგან ამას წინათ იდუმალი ცოდნის დიდი წიგნი ჩაუვარდა ხელთ (და გახდება მებრძოლი 4/მზირი 1/ჯადოქარი 1).

პრერეკვიზიტები[]

ახალ კლასში სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად თქვენ აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ უნარების ქულების პრერეკვიზიტებს როგორც თქვენი მიმდინარე, ისე სასურველი ახალი კლასისთვის, როგორც ეს მრავალკლასიანობის პრერეკვიზიტების ცხრილშია ნაჩვენები ქვემოთ. მაგალითად, ბარბაროსს, რომელსაც სურს, დრუიდში დაიკლასოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს 13-ზე მაღალი ძალაც და სიბრძნეც. იმ სრული წვრთნის გარეშე, რომელსაც პერსონაჟი დასაწყისში იღებს ხოლმე, თქვენ ახალ კლასში სწრაფად გათვითცნობიერება უნდა შეგეძლოთ და გქონდეთ ბუნებრივი შესაფერისობა, რომელიც გამოიხატება საშუალოზე მაღალ უნარების ქულებში.

კლასი უნარის ქულის? მინიმუმი
ბარბაროსი? ძალა 13
მგოსანი? ქარიზმა 13
მოციქული? სიბრძნე 13
დრუიდი? სიბრძნე 13
მებრძოლი? ძალა 13 ან სიმარჯვე 13
ბერი? სიმარჯვე 13 და სიბრძნე 13
პალადინი? ძალა 13 და ქარიზმა 13
მზვერავი? სიმარჯვე 13 და სიბრძნე 13
მზირი? სიმარჯვე 13
გრძნეული? ქარიზმა 13
მოგვი? ქარიზმა 13
ჯადოქარი? ინტელექტი 13

გამოცდილების ქულები (Experience Points)[]

გამოცდილების ქულების ოდენობა, რომელიც საჭიროა დონის მისაღებად, ყოველთვის თქვენი პერსონაჟის ჯამურ დონეზეა მიბმული, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, და არა — თქვენი ცალკეული კლასის დონეზე. ამგვარად, თუ თქვენ ხართ მოციქული 6/მებრძოლი 1, მანამ, სანამ მეორე დონეს მიიღებთ მებრძოლის კლასში ან მე-7 დონის მოციქულისაში, საჭიროა, პერსონაჟის მე-8 დონის XP-ს მიაღწიოთ.

გამოცდილების ქულა დონე გაწაფულობის ბონუსი
0 1 +2
300 2 +2
900 3 +2
2,700 4 +2
6,500 5 +3
14,000 6 +3
23,000 7 +3
34,000 8 +3
48,000 9 +4
64,000 10 +4
85,000 11 +4
100,000 12 +4
120,000 13 +5
140,000 14 +5
165,000 15 +5
195,000 16 +5
225,000 17 +6
265,000 18 +6
305,000 19 +6
355,000 20 +6

სიცოცხლის ქულები (Hit Points) და სიცოცხლის კამათელი (Hit Dice)[]

  • თქვენ სიცოცხლის ქულებს იღებთ ახალი კლასიდან, როგორც ეს ამ კლასის 1-ლის შემდგომი დონეების შემთხვევაშია აღწერილი.
  • კლასის 1-ლი დონის სიცოცხლის ქულებს მხოლოდ 1-ლი დონის პერსონაჟი იღებს.
  • სიცოცხლის კამათლების თქვენი ფონდის შესაქმნელად აჯამებთ თქვენი ყველა კლასისგან მიღებულ სიცოცხლის კამათლებს.
  • თუკი სიცოცხლის კამათლები ერთისა და იმავე ტიპის კამათლისაა, უბრალოდ კრებთ.

მაგალითად, მებრძოლსაც და პალადინსაც? სიცოცხლის კამათელი d10 აქვთ, ამიტომ თუკი თქვენ ხართ მებრძოლი 5/პალადინი 5, თქვენ გაქვთ ათი ცალი d10 სიცოცხლის კამათელი. თუკი თქვენი კლასები სხვადასხვა ტიპის სიცოცხლის კამათელს გაძლევთ, მათ ცალ-ცალკე უნდა მიადევნოთ თვალი. მაგალითად, თუკი თქვენ ხართ პალადინი 5/მოციქული 5, თქვენ გაქვთ ხუთი ცალი d10 სიცოცხლის კამათელი და ხუთი ცალი d8 სიცოცხლის კამათელი.

გაწაფულობის ბონუსი (Proficiency Bonus)[]

თქვენი გაწაფულობის ბონუსი? ყოველთვის პერსონაჟის ჯამურ დონეზეა მიბმული, როგორც ეს პერსონაჟის განვითარების ცხრილშია ნაჩვენები (ამ სტატიაში), და არა — ცალკეული კლასის დონეზე. მაგალითად, თუ თქვენ ხართ მებრძოლი 3/მზირი 2, თქვენ გაწაფულობის ბონუსი იქნება მე-5 დონის პერსონაჟის, რაც +3-ია.

გაწაფულობები (Proficiencies)[]

როდესაც საწყისისგან განსხვავებულ კლასში იღებთ დონეს, თქვენ ამ ახალი კლასის საწყისი გაწაფულობების მხოლოდ ნაწილს იძენთ, როგორც ეს მრავალკლასიანობის გაწაფულობების ცხრილშია ნაჩვენები ქვემოთ.

კლასი გაწაფულობები
ბარბაროსი? ფარები, მარტივი და საომარი იარაღები
მგოსანი? მსუბუქი აბჯარი, ერთი სასურველი უნარ-ჩვევა, სასურველი ერთი მუსიკალური საკრავი
მოციქული? მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები
დრუიდი? მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები (დრუიდები არ გამოიყენებენ ლითონისგან დამზადებულ აბჯარსა თუ ფარებს)
მებრძოლი? მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები, მარტივი და საომარი იარაღები
ბერი? მარტივი იარაღები, მოკლე ხმლები
პალადინი? მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები, მარტივი და საომარი იარაღები
მზვერავი? მსუბუქი და საშუალო აბჯარი, ფარები, მარტივი და საომარი იარაღები, ერთი უნარ-ჩვევა თქვენი კლასის უნარ-ჩვევების სიიდან
მზირი? მსუბუქი აბჯარი, ერთი უნარ-ჩვევა თქვენი კლასის უნარ-ჩვევების სიიდან, ქურდის ხელსაწყოები
გრძნეული?
მოგვი? მსუბუქი აბჯარი, მარტივი იარაღები
ჯადოქარი?

კლასის მახასიათებლები[]

როდესაც კლასში ახალ დონეს იღებთ, თქვენ მისი ამ დონის მახასიათებლებს იძენთ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მახასიათებელს დამატებითი წესები აქვს მრავალკლასიანობისას. ეს მახასიათებლებია: ღვთაებრიობის მოხმობა, დამატებითი შეტევა, უაბჯრო დაცვა და მსახრავობა.

ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]

თუკი უკვე გაქვთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ მახასიათებელი და დონეს მიიღებს ისეთ კლასში, რომელიც ასევე გაძლევთ ამ მახასიათებელს, თქვენ იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ამ კლასით მონიჭებულ ეფექტებს, მაგრამ მახასიათებლის ხელახლა მიღები მისი გამოყენებების რაოდენობას არ ზრდის. დამატებით გამოყენებებს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როდესაც განსაზღვრული კლასის დონე მოგანიჭებთ მათ.

მაგალითად, თუკი თქვენ ხართ მოციქული 6/პალადინი 4, თქვენ დასვენებებს შორის ორჯერ შეგიძლიათ „ღვთაებრიობის მოხმობის“ გამოყენება, რადგან საკმარისად მაღალი დონის მოციქული ხართ საამისოდ. ამ მახასიათებლის გამოყენებისას შეგეძლებათ ამ ორი კლასიდან „ღვთაებრიობის მოხმობის“ თქვენთვის ხელმისაწვდომი ეფექტებიდან ნებისმიერი არჩევა.

დამატებითი შეტევა (Extra Attack)[]

თუკი თქვენ კლასის „დამატებითი შეტევის“ მახასიათებელი ერთზე მეტი კლასისგან გაქვთ, ეს მახასიათებლები არ ჯამდება. თქვენ არ შეგიძლიათ ამ მახასიათებლით ორზე მეტი შეტევის განხორციელება, თუკი ეს მასშივე არ არის ნათქვამი (მაგალითად, როგორც ეს ნათქვამია „დამატებითი შეტევის“ მებრძოლი? ვერსიაში). მსგავსად ამისა, მოგვი? მიღმური ხმობამოწყურებული ლესული“ დამატებით შეტევებს არ გაძლევთ, თუკი უკვე გაქვთ „დამატებითი შეტევის“ მახასიათებელი.

უაბჯრო დაცვა (Unarmored Defense)[]

თუკი უკვე გაქვთ „უაბჯრო დაცვის“ მახასიათებელი, მას ხელახლა ვერ მიიღებთ სხვა კლასიდან.

მსახრავობა (Spellcasting)[]

თქვენი მსახრავობის უნარი ნაწილობრივ დამოკიდებულია თქვენი ყველა მსახრავი კლასი ჯამურ დონეზე, ნაწილობრივ კი — თქვენი ამ კლასების ინდივიდუალურ დონეებზე. როდესაც მსახრავობის მახასიათებელი ერთზე მეტი კლასიდან გეძლევათ, გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი წესები. თუკი თქვენ დაიკლასებით, მაგრამ მსახრავობის მახასიათებელი მხოლოდ ერთი კლასიდან გექნებათ, გამოიყენეთ ამ კლასში აღწერილი წესები.

ნასწავლი და მომზადებული შელოცვები[]

თქვენ თითოეული კლასისთვის ცალკე განსაზღვრავთ, თუ რომელი შელოცვები იცით და რომლებს ამზადებთ, ისე, თითქოს მხოლოდ ამ კლასის წარმომადგენელი იყოთ. თუკი თქვენ ხართ, მაგალითად, მზვერავი 4/ჯადოქარი 3, თქვენ იცით სამი 1-ლი დონის მზვერავის შელოცვა მზვერავის კლასში თქვენი დონის შესაბამისად. როგორც მე-3 დონის ჯადოქარმა, თქვენ იცით ჯადოქრის სამი გრძნებვა, თქვენი შელოცვების წიგნი კი შეიცავს ჯადოქრის ათ შელოცვას, რომელთაგან ორიც (ის ორი, რომელიც ჯადოქრის კლასში მე-3 დონეზე ასვლისას მიიღეთ) კი შეიძლება მე-2 დონის შელოცვა იყოს.

  • თუკი თქვენი ინტელექტი 16-ია, შეგიძლიათ, თქვენი შელოცვების წიგნიდან ჯადოქრის 6 შელოცვა მოამზადოთ.
  • თითოეული შელოცვა, რომელიც იცით და რომლის მომზადებაც შეგიძლიათ, დაკავშირებულია თქვენი კლასებიდან ერთ-ერთთან და თქვენ ამ კლასის შელოცვის უნარს იყენებთ ამ შელოცვის დასახრვისას.
  • მსგავსად ამისა, შელოცვის ფოკუსი, მაგალითად, წმინდა სიმბოლო, გამოიყენება მხოლოდ ამ ფოკუსთან დაკავშირებული კლასის შელოცვების დასასახრად.

შელოცვის სლოტები (Spell Slots)[]

თქვენთვის ხელმისაწვდომი შელოცვის სლოტების დასადგენად თქვენ უნდა დააჯამოთ თქვენი მგოსნის, მოციქულის, დრუიდის, გრძნეულისა და ჯადოქრის კლასების დონეები, პალადინისა და მზვერავის კლასების დონეების ნახევარი (მრგვალდება ნაკლებობით) და თქვენი მებრძოლის ან მზირის დონეების მესამედი (მრგვალდება ნაკლებობით), თუკი ამ უკანასკნელებში მიღმური რაინდისა და იდუმალი გაიძვერას ქვეკლასები გაქვთ არჩეული. გამოიყენეთ ეს ჯამი, რათა განსაზღვროთ თქვენი შელოცვის სლოტები ქვემოთ წარმოდგენილი „მსახრავის მრავალკლასიანობის ცხრილის“ მიხედვით.

  • თუკი მსახრავის ერთზე მეტი კლასი გაქვთ, ამ ცხრილმა შეიძლება მოგცეთ შელოცვის ისეთი სლოტები, რომელთა დონეც უფრო მაღალია, ვიდრე ის შელოცვება, რომლებიც იცით ან რომელთა მომზადებაც შეგიძლიათ.
  • თქვენ შეგიძლიათ ამ სლოტების გამოყენება, ოღონდ მხოლოდ უფრო დაბალი დონის შელოცვების დასასახრად.
  • თუკი უფრო დაბალი დონის შელოცვას, მაგალითად, მწველი ხელები?, გაძლიერებული ეფექტი აქვს, როდესაც ის უფრო მაღალი დონის სლოტით ისახრება, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს გაძლიერებული ეფექტი, მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვთ ამ ან უფრო მაღალი დონის შელოცვები.

მაგალითად, თუკი თქვენ ხართ ზემოხსენებული მზვერავი 4/ჯადოქარი 3, თქვენ მე-5 დონის პერსონაჟად მიიჩნევით თქვენი შელოცვის სლოტების დადგენისას: თქვენ გაქვთ ოთხი 1-ლი დონის სლოტი, სამი მე-2 დონის სლოტი და ორი მე-3 დონის სლოტი. მიუხედავად ამისა, თქვენ არ იცით მე-3 დონის შელოცვები, არც მზვერავის მე-2 დონის შელოცვები იცით. შეგიძლიათ, ამ დონეების შელოცვის სლოტები გამოიყენოთ იმ შელოცვების დასასახრად, რომლებიც იცით, და პოტენციურად გააძლიეროთ მათი ეფექტები.

პაქტის მაგია (Pact Magic)[]

თუკი თქვენ კლასის მსახრავობის მახასიათებელიც გაქვთ და პაქტის მაგიის მახასიათებელიც მოგვის კლასიდან, შეგიძლიათ, პაქტის მაგიის მახასიათებლით მიღებული შელოცვის სლოტები გამოიყენოთ იმ შელოცვების დასასახრად, რომლებიც იცით ან მომზადებული გაქვთ კლასის მსახრავობის მახასიათებლის მქონე კლასებიდან, აგრეთვე შეგიძლიათ კლასის მსახრავობის მახასიათებლით მიღებული შელოცვის სლოტები გამოიყენოთ მოგვის შელოცვების დასასახრად.

შელოცვების სლოტები დონეების მიხედვით[]

დონე 1-ლი მე-2 მე-3 მე-4 მე-5 მე-6 მე-7 მე-8 მე-9
1 2 - - - - - - - -
2 3 - - - - - - - -
3 4 2 - - - - - - -
4 4 3 - - - - - - -
5 4 3 2 - - - - - -
6 4 3 3 - - - - - -
7 4 3 3 1 - - - - -
8 4 3 3 2 - - - - -
9 4 3 3 3 1 - - - -
10 4 3 3 3 2 - - - -
11 4 3 3 3 2 1 - - -
12 4 3 3 3 2 1 - - -
13 4 3 3 3 2 1 1 - -
14 4 3 3 3 2 1 1 - -
15 4 3 3 3 2 1 1 1 -
16 4 3 3 3 2 1 1 1 -
17 4 3 3 3 2 1 1 1 1
18 4 3 3 3 3 1 1 1 1
19 4 3 3 3 3 2 1 1 1
20 4 3 3 3 3 2 2 1 1

კატეგორია:თამაშის მექანიკა