D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

მსოფლმხედველობა პერსონაჟის მორალის, მოტივაციებისა და ქცევების მოკლე აღწერაა.

მსოფლმხედველობა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი განსაზღვრავს პერსონაჟის მორალურობას: კეთილი, ნეიტრალური ან ბოროტი. მეორე ნაწილი კი აღწერს პერსონაჟის თავდადებას საზოგადოებისა და წესრიგის მიმართ: კანონმორჩილი, ნეიტრალური ან ქაოტური. მთლიანობაში პერსონაჟისთვის არსებობს 9 სხვადასხვა მსოფლმხედველობა.

მსოფლმხედველობების ცხრილი[]

მსოფლმხედველობები ხშირად ორ ღერძად იყოფა: 1) სიკეთისა და ბოროტების ღერძი; 2) კანონმორჩილობისა და ქაოტურობის ღერძი. უფრო დაწვრილებით ეს მსოფლმხედველობების ცხრილშია მოცემული.

კანონმორჩილი ნეიტრალური ქაოტური
კეთილი LG NG CG
ნეიტრალური LN TN CN
ბოროტი LE NE CE

მსოფლმხედველობა ორი ღერძის კომბინაციაა. კანონმორჩილობისა და ქაოტურობის ღერძის არჩევანი ტერმინში პირველ ადგილას დგას და მას სიკეთისა და ბოროტების ღერძის არჩევანი მოსდევს. ნეიტრალური ქაოტური არ იქნება სწორი მსოფლმხედველობა, რადგან ქაოსი მეორე პლანზეა, მაგრამ ქაოტური ნეიტრალური — შესაძლო მსოფლმხედველობაა.

მსოფლმხედველობები[]

კანონმორჩილი[]

კანონმორჩილი პერსონაჟი ემორჩილება მორალის, წესების, კოდექსებისა თუ კანონების გარკვეულ წყებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ქცევაა მისთვის მისაღები და რა ტიპის — არა. ეს აუცილებლად სახელმწიფოს მიერ დაწესებული კანონები არ არის. ისინი შეიძლება დადგინდეს ღმერთის, ორგანიზაციის ან მსგავსი ძალების მიერ. პალადინები, როგორც წესი, კანონმორჩილები არიან, რადგან მათი ფიცი მორჩილებას საჭიროებს.

  • კანონმორჩილი კეთილი პერსონაჟები საზოგადოების კანონებს ემორჩილებიან და საყოველთაო სიკეთისთვის იბრძვიან. ზეციურები? კანონმორჩილი კეთილები არიან და სამყაროში მშვიდობის დამყარებას უძღვნიან თავს.
  • კანონმორჩილი ნეიტრალური პერსონაჟები კანონის, ტრადიციისა თუ ზოგადი მორალის გათვალისწინებით მოქმედებენ, თუმცა მათ არ ამოძრავებთ სხვათა ცხოვრების გაუმჯობესებისა თუ ტანჯვის შემცირების სურვილი. ადამიანები, როგორც წესი, კანონმორჩილად ნეიტრალურები არიან. ისინი ემორჩილებიან კანონებს, თუმცა მეტწილად საკუთარ თავებსა და მეგობრებზე ზრუნავენ.
  • კანონმორჩილი ბოროტი პერსონაჟები მოქმედებენ მათ გარშემო არსებული კანონებით, რათა სასურველს მიაღწიონ. ჭინკები ამის ერთ-ერთი მაგალითია, რადგან ისინი ვალდებულნი არიან, ბატონის ბრძანებებს დაემორჩილონ, თუმცა შინაგანად საკუთარ თავზე კონცენტრირებულები არიან ავშობილობის? გამო.

ქაოტური[]

ქაოტური მსოფლმხედველობა კანონმორჩილობის საპირისპიროა. ქაოტური პერსონაჟები განსაზღვრული კანონების გარეშე მოქმედებენ. მიუხედავად ამისა, ისინი არაპროგნოზირებადები სულაც არ არიან. მათი მსოფლმხედველობა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედებენ.

  • ქაოტური კეთილი პერსონაჟები საკუთარი სინდისით ხელმძღვანელობენ და სხვათა დახმარებას ცდილობენ, თუმცა არ ადარდებთ ის, თუ რას ელიან სხვები მათგან. ელფები, ჩვეულებრივ, ქაოტურად კეთილები არიან.
  • ქაოტური ნეიტრალური პერსონაჟები თავნებები არიან და ყველაზე მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებენ. ზოგჯერ ისინი დესტრუქციულებიც არიან, თუმცა არ ახასიათებთ ქაოტურად ბოროტი პერსონაჟებისთვის ჩვეული განზრახვები. მრავალი ფეი? ქაოტურად ნეიტრალურია. ხშირ შემთხვევაში ასეთივეები არიან მგოსანი?, მზირი? და ბარბაროსი? პერსონაჟები.
  • ქაოტური ბოროტი პერსონაჟები ძალადობითა და განადგურებით საზრდოობენ და სხვებისთვის მიყენებული ზიანით ამაყობენ. დროუები?, ავშობილები?, ორკები და გიგანტები, როგორც წესი, ქაოტურად ბოროტები არიან.

კეთილი[]

კეთილი პერსონაჟები საკუთარ თავს ხალხსა და სამყაროს უძღვნიან. მათ საზოგადოების გაუმჯობესება და სხვათა დახმარება სწადიათ. მიუხედავად ამისა, სიკეთე გულისხმიერებას არ ნიშნავს, ამიტომ ზოგს შესაძლოა, საკუთარ თავზე კონცენტრირების ან სხვათა მომსახურებისგან დაღლილობის პერიოდი ჰქონდეს. ეს მოცემულობა მხოლოდ უფრო დიდი სიკეთის ხელშეწყობის მზადყოფნაზე მიანიშნებს.

  • კანონმორჩილი კეთილი პერსონაჟები საზოგადოების კანონებს ემორჩილებიან და საყოველთაო სიკეთისთვის იბრძვიან. ზეციურები? კანონმორჩილი კეთილები არიან და სამყაროში მშვიდობის დამყარებას უძღვნიან თავს.
  • ნეიტრალური კეთილი პერსონაჟები საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით ეხმარებიან ამის საჭიროების მქონეთ და საამისოდ მათ გარკვეული რისკის გაღება შეუძლიათ. აარაკოკრა?, კენტავრები? და უფსკრულის გნომები? ნეიტრალურად კეთილები არიან.
  • ქაოტური კეთილი პერსონაჟები საკუთარი სინდისით ხელმძღვანელობენ და სხვათა დახმარებას ცდილობენ, თუმცა არ ადარდებთ ის, თუ რას ელიან სხვები მათგან. ელფები, ჩვეულებრივ, ქაოტურად კეთილები არიან.

ბოროტი[]

ბოროტება განისაზღვრება ეგოისტურობით, სიხარბითა და მორალის არქონით. ბოროტი არსებები ხშირად ძალადობრივები და შეუბრალებლები არიან, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მიუხედავად ამისა, ბოროტი არსებები სულელები სულაც არ არიან. მრავალი ბოროტი ქმნილება საკმაოდ გამჭრიახია და მოთამაშეთა ბოროტ პერსონაჟებს ესმით, რომ მათ გუნდური მუშაობა სჭირდებათ გადასარჩენად.

  • კანონმორჩილი ბოროტი პერსონაჟები მოქმედებენ მათ გარშემო არსებული კანონებით, რათა სასურველს მიაღწიონ. ჭინკები ამის ერთ-ერთი მაგალითია, რადგან ისინი ვალდებულნი არიან, ბატონის ბრძანებებს დაემორჩილონ, თუმცა შინაგანად საკუთარ თავზე კონცენტრირებულები არიან ავშობილობის? გამო.
  • ნეიტრალური ბოროტი პერსონაჟები „არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“ ტიპის პოლიტიკას მისდევენ. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც გაუვათ, და, როგორც წესი, არაფრის მიმართ არ აქვთ მორალური პროტესტი. მზირები? სტერეოტიპულად სწორედ ასეთებად მიიჩნევიან, დაქირავებული მკვლელები (ასასინები) კი ხშირ შემთხვევაში ასეთებიც არიან.
  • ქაოტური ბოროტი პერსონაჟები ძალადობითა და განადგურებით საზრდოობენ და სხვებისთვის მიყენებული ზიანით ამაყობენ. დროუები?, ავშობილები?, ორკები და გიგანტები, როგორც წესი, ქაოტურად ბოროტები არიან.

ნეიტრალური[]

ნეიტრალური მოცემულობა ორივე ღერძზე გვხვდება და გამორჩეულად არცერთ მხარეს არ მიეკუთვნება.

  • ნეიტრალური კეთილი პერსონაჟები საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით ეხმარებიან ამის საჭიროების მქონეთ და საამისოდ მათ გარკვეული რისკის გაღება შეუძლიათ. აარაკოკრა?, კენტავრები? და უფსკრულის გნომები? ნეიტრალურად კეთილები არიან.
  • კანონმორჩილი ნეიტრალური პერსონაჟები კანონის, ტრადიციისა თუ ზოგადი მორალის გათვალისწინებით მოქმედებენ, თუმცა მათ არ ამოძრავებთ სხვათა ცხოვრების გაუმჯობესებისა თუ ტანჯვის შემცირების სურვილი. ადამიანები, როგორც წესი, კანონმორჩილად ნეიტრალურები არიან. ისინი ემორჩილებიან კანონებს, თუმცა მეტწილად საკუთარ თავებსა და მეგობრებზე ზრუნავენ.
  • ჭეშმარიტად ნეიტრალური უკიდურესად ნეიტრალური მსოფლმხედველობაა. ამ მსოფლმხედველობის მქონე პერსონაჟები სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში მხარეებს არ ირჩევენ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც იმ მომენტში ჰგონიათ სწორი. ხვლიკერი? ამის ერთ-ერთი მაგალითია, რადგან ისინი იმას მისდევენ, რისი მოცემაც შეუძლია სამყაროს, და, როგორც წესი, მარტივად და ობიექტურად უყურებენ ცხოვრებას.
  • ქაოტური ნეიტრალური პერსონაჟები თავნებები არიან და ყველაზე მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებენ. ზოგჯერ ისინი დესტრუქციულებიც არიან, თუმცა არ ახასიათებთ ქაოტურად ბოროტი პერსონაჟებისთვის ჩვეული განზრახვები. მრავალი ფეი? ქაოტურად ნეიტრალურია. ხშირ შემთხვევაში ასეთივეები არიან მგოსანი?, მზირი? და ბარბაროსი? პერსონაჟები.
  • ნეიტრალური ბოროტი პერსონაჟები „არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“ ტიპის პოლიტიკას მისდევენ. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც გაუვათ, და, როგორც წესი, არაფრის მიმართ არ აქვთ მორალური პროტესტი. მზირები? სტერეოტიპულად სწორედ ასეთებად მიიჩნევიან, დაქირავებული მკვლელები (ასასინები) კი ხშირ შემთხვევაში ასეთებიც არიან.

მსოფლმხედველობის არქონა[]

მოთამაშის პერსონაჟისთვის შეუძლებელია მსოფლმხედველობის არქონა. ნებისმიერი, ვინც ასე ფიქრობს, სინამდვილეში ჭეშმარიტად ნეიტრალურია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ არსება?, რომელსაც ფიქრის უნარი ან ელემენტარული ინტელექტი არ გააჩნია, მსოფლმხედველობა არ აქვს, რადგან მას არ შეუძლია მსოფლმხედველობათა მამოძრავებელი ძალების გააზრება. ცხოველთა უმეტესობა მსოფლმხედველობის არმქონეა, ასეთივეა მრავალი გებული?. თუმცა მსოფლმხედველობის არქონა მხოლოდ პატარა, მარტივი მოწინააღმდეგეებით არ შემოიფარგლება. ისეთ ურჩხულებს, როგორებიც არიან ასტრალური დრედნოუტები და ტარასკები, ასევე არ გააჩნიათ მსოფლმხედველობა. ეს დიდწილად წყდება არსების უნარით, გაიაზროს მსოფლმხედველობები. კატეგორია:პერსონაჟი

Advertisement