როდესაც ადამიანებსა და ორკებს შორის ალიანსები შეუღლებით მტკიცდება, ნახევარორკები იშვებიან. ზოგიერთ ნახევარორკს ადამიანური სისხლი მეტოქე წმინდასისხლიან ორკებზე უპირატესობას სძენს და ის ორკთა ტომების ამაყ მეთაურად იზრდება. ზოგი მათგანი გაბედულად მიაბიჯებს სამყაროში, რათა დაამტკიცოს, რომ ადამიანებსა და სხვა ცივილიზებულ რასებს შორის ადგილის დამკვიდრების ღირსია. მრავალი მათგანი მეთავგადასავლე ხდება, სახელს იხვეჭს დიდებული საქმეებისთვის ან ცნობილი ხდება თავისი ბარბაროსული ჩვეულებებისა და ველური სიშმაგის გამო.
ნახევარორკის მახასიათებლები[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი ძალის? ქულა იზრდება 2-ით, გამძლეობის? ქულა კი — 1-ით.
- ზომა: საშუალო.
- სიჩქარე: 30 ფუტი.
- მრუმზერა?: თქვენგან 60 ფუტის რადიუსში შეგიძლიათ, მკრთალ სინათლეში ისე დაინახოთ, თითქოს ის მკაფიო სინათლე იყოს, სიბნელეში კი ისე, თითქოს ის მკრთალი სინათლე იყოს. სიბნელეში ფერების გარჩევა არ შეგიძლიათ, მხოლოდ ნაცრისფრის ელფერებს არჩევთ.
- დამუქრება?: გაწაფულობას? იძენთ დაშინებაში?.
- დაუცხრომელი ამტანობა?: როდესაც სიცოცხლის ქულები 0-ზე ჩამოგდით და პირდაპირ არ კვდებით, შეგიძლიათ, ამის ნაცვლად სიცოცხლის 1 ქულამდე ჩამოხვიდეთ. ამ მახასიათებლის ხელახლა გამოყენება ხანგრძლივი დასვენების დასრულებამდე აღარ შეგიძლიათ.
- ველური შეტევები?: როდესაც ხელჩართული ბრძოლის იარაღს კრიტიკულად მოარტყამთ მოწინააღმდეგეს, დამატებით გააგორეთ იარაღის ზიანის კამათელი და კრიტიკული დარტყმის ბონუს-ზიანს დაუმატეთ.
- ენები: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ საერთო და ორკულ ენებზე.