იქნება ის დადებული ღმერთის საკურთხეველთან და მღვდლის დასტურით, წმინდა განაკაფში ბუნების სულებსა და ფეი არსებების წინაშე, ან სასოწარკვეთისა და მწუხარების წამს, რომელსაც მხოლოდ მკვდრები შეესწრებიან, პალადინის ფიცი ძლიერი კავშირია.
საჭიროა, თქვენი ძალის და ქარიზმის ქულა 13 ან უფრო მაღალი იყოს, რათა ამ კლასში ან ამ კლასიდან დაიკლასოთ.
- სიცოცხლის ქულები?
- სიცოცხლის კამათელი?: 1d10 პალადინის ერთ დონეზე.
- სიცოცხლის ქულები I დონეზე: 10 + გამძლეობის მოდიფიკატორი.
- სიცოცხლის ქულები მაღალ დონეებზე: 1d10 (ან 6) + თქვენი გამძლეობის მოდიფიკატორი პალადინის ყოველი დონისთვის პირველის შემდეგ.
- გაწაფულობები?
- აბჯარი?: ყველა ტიპის აბჯარი?, ფარები?.
- იარაღები: მარტივი და საომარი იარაღები.
- ხელსაწყოები?: არავითარი.
- თავდაცვითი გაგორებები?: სიბრძნე?, ქარიზმა?
- უნარ-ჩვევები?: აირჩიეთ ორი: ათლეტურობა?, ჩაწვდომა?, დაშინება?, მედიცინა?, დარწმუნება? და რელიგია?.
- აღჭურვილობა
- (a) საომარი იარაღი და ფარი ან (b) ორი საომარი იარაღი
- (a) ხუთი ხელშუბი ან (b) ხელჩართული ბრძოლის ნებისმიერი მარტივი იარაღი
- (a) მღვდლის კომპლექტი ან (b) მკვლევრის კომპლექტი
- ჯაჭვის ჯავშანი და წმინდა სიმბოლო
ალტერნატიულად შეგიძლიათ თქვენი კლასისა და წინაისტორიის? საწყისი აღჭურვილობის ნაცვლად დაიწყოთ 5d4 x 10 ოქროს მონეტით.
- პალადინის დონეების ცხრილი
დონე | გაწაფულობის ბონუსი? | მახასიათებლები | 1-ლი | მე-2 | მე-3 | მე-4 | მე-5 |
---|---|---|---|---|---|---|---|
1-ლი | +2 | ღვთიური ალღო?, ხელდასმა? | — | — | — | — | — |
მე-2 | +2 | ბრძოლის სტილი?, შემლოცველობა?, ღვთიური სასჯელი? | 2 | — | — | — | — |
მე-3 | +2 | ღვთაებრივი ჯანმრთელობა?, წმინდა ფიცი? | 3 | — | — | — | — |
მე-4 | +2 | უნარების ქულების ზრდა? | 3 | — | — | — | — |
მე-5 | +3 | დამატებითი შეტევა? | 4 | 2 | — | — | — |
მე-6 | +3 | მფარველობის აურა? | 4 | 2 | — | — | — |
მე-7 | +3 | წმინდა ფიცის მახასიათებელი? | 4 | 3 | — | — | — |
მე-8 | +3 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 3 | — | — | — |
მე-9 | +4 | — | 4 | 3 | 2 | — | — |
მე-10 | +4 | სიმამაცის აურა? | 4 | 3 | 2 | — | — |
მე-11 | +4 | გაუმჯობესებული ღვთიური სასჯელი? | 4 | 3 | 3 | — | — |
მე-12 | +4 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 3 | 3 | — | — |
მე-13 | +5 | — | 4 | 3 | 3 | 1 | — |
მე-14 | +5 | გამწმენდი შეხება? | 4 | 3 | 3 | 1 | — |
მე-15 | +5 | წმინდა ფიცის მახასიათებელი? | 4 | 3 | 3 | 2 | — |
მე-16 | +5 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 3 | 3 | 2 | — |
მე-17 | +6 | — | 4 | 3 | 3 | 3 | 1 |
მე-18 | +6 | აურების გაუმჯობესება? | 4 | 3 | 3 | 3 | 1 |
მე-19 | +6 | უნარების ქულების ზრდა? | 4 | 3 | 3 | 3 | 2 |
მე-20 | +6 | წმინდა ფიცის მახასიათებელი? | 4 | 3 | 3 | 3 | 2 |
ღვთიური ალღო (Divine Sense)[]
მოქმედების სახით, თქვენი შემდეგი სვლის მიწურულამდე, თქვენ იცით 60 ფუტის რადიუსში მყოფი ნებისმიერი ზეციურის?, ავშობილის? ან უცვალის? ადგილმდებარეობა, თუკი ის სრული საფარის უკან არ არის. თქვენ იცით ნებისმიერი იმ არსების ტიპი, რომლის თანაობასაც გრძნობთ, მაგრამ არ იცით მათი იდენტობები. იმავე რადიუსში თქვენ ამჩნევთ ნებისმიერი ისეთი ადგილისა თუ ობიექტის თანაობას, რომელიც ნაკურთხი ან წაბილწულია. ამ მახასიათებლის გამოყენება შეგიძლიათ 1 + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ჯამური რაოდენობით. ხანგრძლივი დასვენების შესრულების შემდეგ იბრუნებთ ყველა დახარჯულ მცდელობას.
ხელდასმა (Lay on Hands)[]
თქვენ გაქვთ სამკურნალო ძალის ფონდი, რომელიც სრულად ივსება ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. ამ ფონდის მეშვეობით შეგიძლიათ ჯამში აღადგინოთ სიცოცხლის ქულების რაოდენობა, რომელიც თქვენი პალადინის დონის x 5 რაოდენობის ტოლია. შეგიძლიათ, მოქმედება გამოიყენოთ იმისთვის, რომ შეეხოთ არსებას და ფონდიდან მიიღოთ ძალა, რათა ამ არსებას სიცოცხლის ქულების გარკვეული რაოდენობა აღუდგინოთ (მაქსიმუმ ფონდში დარჩენილი რაოდენობა).
ნაცვლად ამისა, ასევე შეგიძლიათ თქვენი სამკურნალო ფონდიდან 5 სიცოცხლის ქულა დახარჯოთ, რათა სამიზნე არსება განკურნოთ ერთი დაავადებისგან, ან გაანეიტრალოთ მასზე მოქმედი საწამლავი. ხელდასმის ერთჯერადი გამოყენებით შეგიძლიათ რამდენიმე დაავადების განკურნება და რამდენიმე შხამის განეიტრალება, თუმცა თითოეულისთვის სიცოცხლის ქულები ცალ-ცალკე დაიხარჯება.
ეს უნარი არ მოქმედებს უცვალებსა? და კონსტრუქტებზე?.
ბრძოლის სტილი (Fighting Style)[]
მე-2 დონეზე გადასვლისას თქვენ თქვენი სპეციალობის სახით ითვისებთ ბრძოლის სტილს. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთი. თქვენ არ შეგიძლიათ ერთზე მეტი ბრძოლის სტილის სწავლა, თუნდაც თამაშში არსებული რაიმე მისი ხელახლა არჩევის საშუალებას გაძლევდეთ.
- თავდაცვა?: მანამ, სანამ აბჯარს ატარებთ, თქვენს AC-ს (აბჯრის კლასს?) ბონუსის სახით +1 ემატება.
- ორთაბრძოლა?: როდესაც ხელჩართული ბრძოლის იარაღი გიჭირავთ ერთ ხელში, სხვა იარაღებს კი არ იყენებთ, ამ იარაღით შეტევისას ზიანის გაგორებებს +2 ემატება.
- დიდი იარაღებით ბრძოლა?: როდესაც უტევთ იმ იარაღით, რომელიც ორივე ხელში გიჭირავთ, ზიანის გაგორებაზე კი 1 ან 2 ჯდება, შეგიძლიათ, კამათელი კვლავ გააგოროთ და ახალი გაგორება გამოიყენოთ. ამ ბონუსის მისაღებად იარაღს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორ ხელში დაჭერის ან უნივერსალურობის ფუნქცია.
- მფარველობა?: როდესაც არსება, რომლის დანახვაც შეგიძლიათ, უტევს თქვენგან განსხვავებულ სამიზნეს, რომელიც თქვენგან 5 ფუტის რადიუსშია, შეგიძლიათ, რეაქცია გამოიყენოთ და არსებას შეტევის გაგორებაზე არახელსაყრელობა? შეუქმნათ. ამ დროს აუცილებლად უნდა გეჭიროთ ფარი.
შემლოცველობა (Spellcasting)[]
მე-2 დონიდან თქვენ შეგიძლიათ პალადინის შელოცვების გამოყენება.
შელოცვების მომზადება და გამოყენება[]
პალადინის ცხრილში ნაჩვენებია, თუ შელოცვის რამდენი სლოტი გაქვთ თქვენი პალადინის შელოცვების გამოსაყენებლად. 1-ლი ან უფრო მაღალი დონის პალადინის შელოცვის გამოსაყენებლად/დასასახრად აუცილებლად უნდა დახარჯოთ შელოცვის ან უფრო მაღალი დონის სლოტი. დახარჯულ სლოტებს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგენთ.
ყოველდღიურად თქვენ ამზადებთ სიას პალადინის შელოცვებისა, რომელთა გამოყენებაც შეგეძლებათ იმ დღეს. მათ პალადინის შელოცვების სიიდან ირჩევთ. ამის გაკეთებისას აირჩიეთ პალადინის შელოცვების ის რაოდენობა, რომელიც უტოლდება თქვენს ქარიზმის მოდიფიკატორს + თქვენი პალადინის დონის ნახევარს, რაც ნაკლებობით მრგვალდება (მინიმუმ ერთი შელოცვა). მაგალითად, თუ თქვენი პალადინი მე-5 დონეზეა, მისი ქარიზმა კი 16-ის ტოლია (შესაბამისად, ქარიზმის მოდიფიკატორი +3-ია), თქვენ შეგეძლებათ 3 + (5/2) შელოცვის მომზადება. 5/2 ნაკლებობით დამრგვალდება, შესაბამისად შეგეძლებათ 3 + 2 = 5 შელოცვის მომზადება. შელოცვები აუცილებლად იმ დონის უნდა იყოს, რა დონისთვისაც გაქვთ შელოცვის სლოტი.
შელოცვის დასახრვა/გამოყენება მას არ შლის თქვენ მიერ მომზადებული შელოცვების სიიდან. მომზადებული შელოცვების სიის შეცვლა ხანგრძლივი დასვენების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ. პალადინის შელოცვების ახალი სიის მოსამზადებლად საჭიროა ლოცვასა და მედიტაციაზე დროის დახარჯვა: მინიმუმ 1 წუთი შელოცვის თითოეულ დონეზე თქვენს სიაში არსებული თითოეული შელოცვისთვის.
შელოცვის უნარი (Spellcasting Ability)[]
პალადინის შელოცვებისთვის შელოცვის უნარი ქარიზმაა?. როდესაც შელოცვა შელოცვის უნარს მოითხოვს, საამისოდ თქვენს ქარიზმას გამოიყენებთ. მეტიც, თქვენ სწორედ ქარიზმის მოდიფიკატორს იყენებთ, როდესაც თქვენ მიერ დასახრული პალადინის შელოცვებისთვის თავდაცვითი გაგორების DC-ს (სირთულის კლასს) განსაზღვრავთ, აგრეთვე მაშინ, როდესაც შესატევად იყენებთ ამ შელოცვას.
შელოცვისგან თავდაცვის DC? = 8 + თქვენი გაწაფულობის ბონუსი + ქარიზმის მოდიფიკატორი
შელოცვით შეტევის მოდიფიკატორი? = თქვენი გაწაფულობის ბონუსი + ქარიზმის მოდიფიკატორი
შელოცვის ფოკუსი (Spellcasting Focus)[]
პალადინის შელოცვებისთვის შელოცვის ფოკუსად შეგიძლიათ წმინდა სიმბოლო გამოიყენოთ.
ღვთიური სასჯელი (Divine Smite)[]
მე-2 დონიდან მოყოლებული, როდესაც არსებას ხელჩართული ბრძოლის იარაღით უტევთ, შეგიძლიათ, შელოცვის ერთი სლოტი დახარჯოთ და სამიზნეს იარაღის ზიანთან ერთად დამატებითი სხივური ზიანი მიაყენოთ. დამატებითი ზიანი 2d8-ს წარმოადგენს პირველი დონის შელოცვის სლოტისთვის, პლუს 1d8 შელოცვის თითოეული დონისთვის პირველის შემდეგ, მაქსიმუმ 5d8. ზიანი კიდევ 1d8-ით იზრდება, თუკი სამიზნე არსება უცვალი? ან ავშობილია?, მაქსიმუმ 6d8-მდე.
ღვთაებრივი ჯანმრთელობა (Divine Health)[]
მე-3 დონიდან მოყოლებული თქვენს სხეულში ღვთიური მაგია მიედინება, რის გამოც დაავადებებისადმი შეუვალი ხართ.
წმინდა ფიცი (Sacred Oath)[]
მე-3 დონეზე ასვლისას თქვენ დებთ ფიცს, რომელიც სამუდამოდ გაბამთ, როგორც პალადინს. თქვენი არჩევანი დამატებით მახასიათებლებს გძენთ მე-3 დონეზე, აგრეთვე მოგვიანებით მე-5, მე-7, მე-9, მე-13, მე-15, მე-17 და მე-20 დონეებზე.
Player's Handbook:
- უხსოვართა ფიცი (Oath of the Ancients)
- ერთგულების ფიცი (Oath of Devotion)
- შურისგების ფიცი (Oath of Vengeance)
Xanathar's Guide to Everything:
- დამორჩილების ფიცი (Oath of Conquest)
- გამოსყიდვის ფიცი (Oath of Redemption)
Sword Coast Adventurer's Guide:
- გვირგვინის ფიცი (Oath of the Crown)
შენიშვნა: აგრეთვე იხილეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც ფიცს გატეხთ
ფიცის შელოცვები[]
ყველა ფიცს მასთან დაკავშირებული შელოცვების სია აქვს. ამ შელოცვებზე წვდომას ფიცის აღწერაში განსაზღვრულ დონეებზე იღებთ. როდესაც ფიცის შელოცვაზე წვდომას იღებთ, თქვენ ეს შელოცვა ყოველთვის გაქვთ მომზადებული. ფიცის შელოცვები არ შედის იმ შელოცვების რაოდენობაში, რომელთა მომზადებაც შეგიძლიათ ყოველდღიურად. თუკი ფიცით ისეთ შელოცვას იღებთ, რომელიც პალადინის შელოცვების სიაში არ არის, ის მაინც პალადინის შელოცვად განიხილება.
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
თქვენი ფიცი შესაძლებლობას გაძლევთ, მოიხმოთ ღვთიური ენერგია მაგიური ეფექტების მისაღებად. „ღვთაებრიობის მოხმობის“ თითოეული ფუნქცია, რომელსაც თქვენი ფიცი განიჭებთ, მისი გამოყენების გზებსაც განმარტავს. როდესაც „ღვთაებრიობის მოხმობას“ იყენებთ, ირჩევთ სასურველ ფუნქციას. ამ მახასიათებლის ხელახლა გამოსაყენებლად აუცილებლად უნდა დაასრულოთ ხანმოკლე ან ხანგრძლივი დასვენება. „ღვთაეობრიობის მოხმობის“ ზოგიერთ ეფექტს თავდაცვითი გაგორებები სჭირდება. როდესაც ამ კლასით იყენებთ მსგავს ეფექტს, ეფექტის DC (სირთულის კლასი) პალადინის შელოცვისგან თავდაცვის DC-ის ტოლია.
უნარების ქულების ზრდა (Ability Score Increase)[]
მე-4 დონეზე ასვლისას, აგრეთვე მე-8, მე-12, მე-16 და მე-19 დონეების მიღწევისას, შეგიძლიათ, ერთ-ერთი უნარის ქულა გაზარდოთ 2-ით, ან ორი უნარის ქულა გაზარდოთ 1-ით. როგორც წესი, ამ ფუნქციის მეშვეობით უნარის ქულას 20-ზე ზემოთ ვეღარ გაზრდით.
დამატებითი შეტევა (Extra Attack)[]
მე-5 დონიდან მოყოლებული, როდესაც თქვენს სვლაზე შეტევით მოქმედებას იყენებთ, შეგიძლიათ, ერთის ნაცვლად ორჯერ განახორციელოთ შეტევა.
მფარველობის აურა (Aura of Protection)[]
მე-6 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენ ან თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფ კეთილგანწყობილ არსებას უწევს თავდაცვითი გაგორების განხორციელება, არსება ამ გაგორებაზე იღებს ბონუსს, რომელიც თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლია (ბონუსის რაოდენობა მინიმუმ +1-ია). ამ ბონუსის მისანიჭებლად აუცილებლად გონზე უნდა იყოთ. მე-18 დონიდან ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
სიმამაცის აურა (Aura of Courage)[]
მე-10 დონეზე თქვენ იძენთ სიმამაცის აურას: სანამ გონზე ხართ, შეუძლებელია თქვენი და თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფი კეთილგანწყობილი არსებების შეშინება?. მე-18 დონეზე ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
გაუმჯობესებული ღვთიური სასჯელი (Improved Divine Smite)[]
მე-11 დონის შემდეგ ყოველთვის, როდესაც არსებას ხელჩართული ბრძოლის იარაღით უტევთ, ის დამატებით 1d8 სხივურ ზიანს იღებს.
გამწმენდი შეხება (Cleansing Touch)[]
მე-14 დონიდან დაწყებული, შეგიძლიათ, თქვენი მოქმედება გამოიყენოთ იმისთვის, რომ შეწყვიტოთ რაიმე შელოცვის ეფექტი საკუთარ თავზე ან იმ არსებაზე, რომელსაც შეეხებით. ამ უნარის გამოყენება იმდენჯერ შეგიძლიათ, რამდენიც თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორია — მინიმუმ ერთხელ. დახარჯულ მცდელობებს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აღიდგენთ.
აურების გაუმჯობესება (Aura improvements)[]
მე-18 დონიდან მოყოლებული მფარველობისა და სიმამაცის აურების მოქმედების მანძილი 30 ფუტამდე იზრდება. უმჯობესდება აგრეთვე ფიცით განსაზღვრული აურები (იხილეთ შესაბამისი ფიცის სექციაში).
უხსოვართა ფიცი (Oath of the Ancients)[]
უხსოვართა ფიცი ისეთივე ძველია, როგორიც ელფების რასა და დრუიდების რიტუალები. ზოგჯერ ფეი რაინდებად, მწვანე რაინდებად ან რქოსან რაინდებად წოდებულნი, ამ ფიცის დამდები პალადინები საკუთარ ბედს უკავშირებენ სინათლის მხარეს სიბნელისადმი სამყაროსეულ ბრძოლაში, რადგან მათ უყვართ სამყაროს მშვენიერი და ცხოველმოქმედი სიამენი, არა აუცილებლად იმიტომ, რომ მათ სწამთ ღირსების, სიმამაცისა და სამართლიანობის პრინციპების. ისინი თავიანთ აბჯარსა და ჩაცმულობას ამკობენ ფოთლების, რქებისა და ყვავილების გამოსახულებებით, რათა აისახოს სამყაროში სიცოცხისა და სინათლის შენარჩუნებისადმი მათი ერთგულება.
უხსოვართა პრინციპები (Tenets of the Ancients)[]
უხსოვართა ფიცის პრინციპები უთვალავი საუკუნის განმავლობაში შემოინახა. ეს ფიცი ხაზს უსვამს სიკეთის პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერ კანონსა თუ ქაოსზე მაღლა დგას. მისი საკვანძო პრინციპები საკმაოდ მარტივია.
- აანთეთ სინათლე: გულმოწყალების, გულისხმიერებისა და მიმტევებლობის გზით დაანთეთ იმედის სინათლე სამყაროში და გააქარწყლეთ სასოწარკვეთა.
- შეიფარეთ სინათლე: სადაც სამყაროში სიკეთე, მშვენიერება, სიყვარული და ბედნიერებაა, წინ აღუდექით იმ ბოროტებას, რომელიც მათ შთანთქავს. სადაც სიცოცხლე ყვავის, წინ აღუდექით იმ ძალებს, რომლებიც მას გააჩანაგებს.
- დაიცავით საკუთარი სინათლე: ისიამოვნეთ სიმღერითა და სიცილით, მშვენიერებითა და ხელოვნებით. თუკი სინათლეს თქვენს გულში მოკლავთ, მას ვერც სამყაროში შეინარჩუნებთ.
- იყავით სინათლე: იყავით დიადი შუქურა მათთვის, ვინც სასოწარკვეთაში ცხოვრობს. დაე, თქვენი სიხარულისა და სიმამაცის სინათლემ თქვენს სიქველეებში ინათოს.
ფიცის შელოცვები[]
დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | გამომჭერი დარტყმა?, ცხოველებთან საუბარი? |
მე-5 | მთვარის სხივი?, ნისლიანი ბიჯი? |
მე-9 | მცენარეთა გაზრდა?, ენერგიისგან მფარველობა? |
მე-13 | ყინულის შტორმი?, ქვის კანი? |
მე-17 | ბუნებასთან ზიარება?, ხეთასვლა? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- ბუნების რისხვა?: მოქმედების სახით შეგიძლიათ მოჩვენებითი უსურვაზები გააჩინოთ და მიაწვდინოთ ისინი თქვენგან 10 ფუტის მანძილზე მდგომ არსებას, რომლის დანახვაც შეგიძლიათ. არსებამ წარმატებით უნდა შეასრულოს ძალის ან სიმარჯვის თავდაცვითი გაგორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიბმება?. უსურვაზებით დაბმულობის განმავლობაში არსება აგრძელებს თავდაცვითი გაგორებების შესრულებას მისი თითოეული სვლის ბოლოს. წარმატების შემთხვევაში ის ითავისუფლებს თავს და უსურვაზები ქრება.
- ურწმუნოთა განდევნა?: მოქმედების სახით შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი: თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფმა ყველა იმ ფეიმ? და ავშობილმა?, რომელსაც თქვენი ხმის გაგონება შეუძლია, უნდა შეასრულოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება განიდევნება 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ზიანს არ მიიღებს. განდევნილმა არსებამ თავისი სვლები უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეს თქვენგან, და მას საკუთარი სურვილით არ შეუძლია თქვენგან 30 ფუტის რადიუსში გადაადგილება. მას ასევე არ აქვს რეაქციები. არსებას მოქმედების სახით მხოლოდ გარბენის შესრულება შეუძლია, რათა სცადოს იმ ეფექტისგან თავის დახსნა, რომელიც მას მოძრაობის საშუალებას არ აძლევს. თუკი გადასაადგილებელი სივრცე არ აქვს, არსებას შეუძლია ცრუმოძრაობის მოქმედების გამოყენება. თუკი არსების ჭეშმარიტი ფორმა დამალულია ილუზიით, გარდასახვით ან სხვა ეფექტით, ეს ფორმა გამოაშკარავდება მანამ, სანამ არსებაზე „ურწმუნოთა განდევნა“ მოქმედებს.
მეურვეობის აურა (Aura of Warding)[]
მე-7 დონიდან თქვენ და თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფ ყველა კეთილგანწყობილ არსებას შელოცვებისგან მიღებული ზიანის მიმართ მდგრადობა აქვს. მე-18 დონეზე ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
უკვდავი გუშაგი (Undying Sentinel)[]
მე-15 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენი სიცოცხლის ქულები 0-მდე მცირდება და თქვენ პირდაპირ არ კვდებით, შეგიძლიათ, ამის ნაცვლად სიცოცხლის 1 ქულამდე დახვიდეთ. ამ უნარის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ ხანგრძლივ დასვენებას არ გააკეთებთ. გარდა ამისა, თქვენზე არ მოქმედებს ხანდაზმულობის ნაკლოვანებები და შეუძლებელია თქვენი ასაკის მაგიურად გაზრდა.
უხუცესი მებრძოლი (Elder Champion)[]
მე-20 დონეზე შეგიძლიათ მიიღოთ ბუნების უხსოვარი ძალის ფორმა და სურვილისამებრ შეიცვალოთ გარეგნობა.
1 წუთის განმავლობაში თქვენ შემდეგ უპირატესობებს იძენთ:
- თქვენი თითოეული სვლის დასაწყისში თქვენ იმატებთ სიცოცხლის 10 ქულას.
- როდესაც იყენებთ პალადინის ისეთ შელოცვას, რომელსაც დასახრვის დრო 1 მოქმედება აქვს, შეგიძლიათ ამის ნაცვლად ის ბონუს-მოქმედების სახით დასახროთ.
- თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფი მტრულად განწყობილი არსებები არახელსაყრელობით? ასრულებენ თავდაცვით გაგორებებს თქვენი პალადინის შელოცვებისა და ღვთაებრიობის მოხმობის ფუნქციების წინააღმდეგ.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ ხანგრძლივ დასვენებას არ დაასრულებთ.
ერთგულების ფიცი (Oath of Devotion)[]
ერთგულების ფიცი პალადინს აბამს სამართლიანობის, სათნოებისა და წესრიგის ამაღლებულ იდეალებთან. ზოგჯერ კავალერებად, თეთრ რაინდებად და წმინდა მეომრებად წოდებულნი, ეს პალადინები ასახავენ მბრწყინავ აბჯარში ასხმული რაინდის იდეალს და ღირსების შესაბამისად მოქმედებენ სამართლიანობისა და საყოველთაო სიკეთის მისაღწევად. ისინი ინარჩუნებენ ქცევის უმაღლეს სტანდარტებს, ზოგი მათგანი კი ამავე სტანდარტებისკენ მიუძღვის დანარჩენ სამყაროს. მრავალი, ვინც ამ ფიცს დებს, ემსახურება წესრიგისა და სიკეთის ღმერთებს და მათ პრინციპებს საკუთარი ერთგულების საზომად იყენებს. ანგელოზები, სიკეთის უნაკლო მსახურები, ამ პალადინების იდეალებია და ისინი საკუთარ ჩაფხუტებსა თუ გერბებზე ანგელოზური ფრთების გამოსახილებებს იხატავენ.
ერთგულების პრინციპები (Tenets of Devotion)[]
მართალია, ერთგულების ფიცის ზუსტი სიტყვები და შეზღუდვები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ამ ფიცის დამდები პალადინები რამდენიმე პრინციპს იზიარებენ.
- პატიოსნება: არ იცრუოთ და არ ითაღლითოთ. დაე, თქვენი სიტყვა თქვენი აღთქმა იყოს.
- გამბედაობა: არასდროს შეგეშინდეთ მოქმედების, თუმცა სიფრთხილე სიბრძნეა.
- თანაგრძნობა: დაეხმარეთ სხვებს, დაიცავით სუსტები და დასაჯეთ ისინი, ვინც მათ საფრთხეს უქმნის. გულმოწყალება გამოიჩინეთ მტრების მიმართ, მაგრამ ბრძნულად შეარჩიეთ საამისო ზომიერება.
- ღირსება: სამართლიანად მოეპყარით სხვებს და მათთვის სამაგალითო საქმეები აკეთეთ. თესეთ იმდენი სიკეთე, რამდენიც შეგიძლიათ, და მაქსიმალურად შეამცირეთ გამოწვეული ზიანი.
- მოვალეობა: პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს ქმედებებსა და მათ შედეგებზე, დაიცავით თქვენი მფარველობის ქვეშ მყოფნი და დაემორჩილეთ მათ, ვისაც სამართლიანი ძალაუფლება აქვს თქვენზე.
ფიცის შელოცვები[]
დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | ბოროტებისა და სიკეთისგან მფარველობა?, თავშესაფარი? |
მე-5 | მცირე აღდგენა?, ჭეშმარიტების სარტყელი? |
მე-9 | იმედის შუქურა?, მაგიის გაფანტვა? |
მე-13 | მოძრაობის თავისუფლება?, რწმენის მფარველი? |
მე-17 | ზიარება?, ცეცხლოვანი განგმირვა? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- წმინდა იარაღი?: მოქმედების სახით 1 წუთის განმავლობაში თქვენ თქვენს ქარიზმის მოდიფიკატორს უმატებთ თქვენ მიერ არჩეული იარაღის შეტევით გაგორებებს — მინიმალური ბონუსია +1. იარაღი აგრეთვე ასხივებს მკაფიო სინათლეს 20 ფუტის რადიუსში და მკრთალ სინათლეს კიდევ 20 ფუტის რადიუსში. თუკი იარაღი უკვე არ არის მაგიური, ის მაგიური ხდება ამ დროის განმავლობაში. ამ ეფექტის დასრულება ნებისმიერი სხვა მოქმედების სახით შეგიძლიათ. თუკი ეს იარაღი აღარ გიჭირავთ ან აღარ ატარებთ მას, ან თუკი უგონო მდგომარეობაში ჩავარდებით, ეს ეფექტი წყდება.
- უწმინდურთა განდევნა?: მოქმედების სახით შეგიძლიათ, ნებისმიერ ავშობილსა? და უცვალს?, რომელიც თქვენგან 30 ფუტის რადიუსშია და რომელსაც შეუძლია თქვენი დანახვა ან ხმის გაგონება, შეასრულებინოთ სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება განიდევნება 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ზიანს არ მიიღებს. განდევნილმა არსებამ თავისი სვლები უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეს თქვენგან, და მას საკუთარი სურვილით არ შეუძლია თქვენგან 30 ფუტის რადიუსში გადაადგილება. მას ასევე არ აქვს რეაქციები. არსებას მოქმედების სახით მხოლოდ გარბენის შესრულება შეუძლია, რათა სცადოს იმ ეფექტისგან თავის დახსნა, რომელიც მას მოძრაობის საშუალებას არ აძლევს. თუკი გადასაადგილებელი სივრცე არ აქვს, არსებას შეუძლია ცრუმოძრაობის მოქმედების გამოყენება.
ერთგულების აურა (Aura of Devotion)[]
მე-7 დონიდან დაწყებული სანამ გონზე ხართ, შეუძლებელია თქვენი და თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფი კეთილგანწყობილი არსებების მონუსხვა?. მე-18 დონეზე ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
სულის სიწმინდე (Purity of Spirit)[]
მე-15 დონიდან დაწებული თქვენ ყოველთვის ხართ ბოროტებისა და სიკეთისგან მფარველობის? შელოცვის ზემოქმედების ქვეშ.
წმინდა შარავანდედი (Holy Nimbus)[]
მე-20 დონეზე მოქმედების სახით შეგიძლიათ სინათლის გამოსხივება. 1 წუთის განმავლობაში თქვენგან მკაფიო სინათლე ასხივებს 30 ფუტის რადიუსში და მკრთალი სინათლე კიდევ 30 ფუტის რადიუსში. როდესაც მტრულად განწყობილი არსება თავის სვლას იწყებს მკაფიო სინათლეში, ის 10 სხივურ ზიანს იღებს. გარდა ამისა, ეფექტის ხანგრძლივობის განმავლობაში, თქვენ ხელსაყრელობით? ასრულებთ თავდაცვით გაგორებებს ავშობილებისა? და უცვალების? მიერ დასახრული შელოცვების წინააღმდეგ.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ ხანგრძლივ დასვენებას არ განახორციელებთ.
შურისგების ფიცი (Oath of Vengeance)[]
შურისგების ფიცის დადების დროს თქვენ საკუთარ თავზე იღებთ საზეიმო ვალდებულებას, დასაჯოთ ისინი, ვინც მძიმე ცოდვა ჩაიდინა. როდესაც ბოროტი ძალები მუსრავენ უსუსურ სოფლებებს, როდესაც ღმერთების სურვილის წინააღმდეგ მიდის მთელი ერი, როდესაც ქურდების გილდია ზედმეტად ძალადობრივი და ძლიერი ხდება, როდესაც დრაკონი სოფლის მახლობლად დათარეშობს — ასეთ დროს ჩნდებიან პალადინები და დებენ შურისგების ფიცს, რათა დაადგინონ, რა არის მართებული და რა არის მცდარი. ამ პალადინებისთვის — რომლებსაც ზოგჯერ შურისმაძიებლებს ან ბნელ რაინდებს უწოდებენ — საკუთარი უბიწოება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც სამართლიანობის აღსრულება.
შურისგების პრინციპები (Tenets of Vengeance)[]
შურისგების ფიცის პრინციპები სხვადასხვაგვარია პალადინებს შორის, თუმცა ყველა პრინციპი დამნაშავეების ნებისმიერი აუცილებელი ხერხით დასჯის გარშემო ტრიალებს. პალადინები, რომლებიც ამ პრინციპებს ემორჩილებიან, მზად არიან, საკუთარი უბიწოებაც კი დათმონ, თუკი ამით მართლდება ბოროტის მქმნელზე აღსრულებული მართლმსაჯულება, ამიტომ ამ ტიპის პალადინები ხშირად ნეიტრალურები ან კანონმორჩილად ნეიტრალურები არიან მსოფლმხედველობის? თვალსაზრისით. შურისგების სწავლების ძირითადი პრინციპები ულმობლად მარტივია.
- ებრძოლეთ დიდ ბოროტებას: თუ მიწევს შეფიცულ მოსისხლე მტრებთან ბრძოლასა და მცირე ბოროტებასთან შეწინააღმდეგებას შორის არჩევანის გაკეთება, ავირჩევ უფრო დიდ ბოროტებას.
- არავითარი გულმოწყალება უკეთურების მიმართ: ჩვეულებრივმა მტრებმა შესაძლოა მოიპოვონ ჩემი გულმოწყალება, მაგრამ შეფიცული მტრები ვერ მოიპოვებენ.
- ნებისმიერი აუცილებელი ხერხით: ჩემი სინდისი ხელს ვერ შემიშლის მოსისხლე მტრების განადგურებაში.
- რესტიტუცია: თუკი ჩემი მტრები სამყაროს გააჩანაგებენ, ეს იმიტომ მოხდება, რომ მე მათი შეჩერება ვერ მოვახერხე. ვალდებული ვარ, მათი ბოროტმოქმედებით დაზარალებულებს დავეხმარო.
ფიცის შელოცვები[]
დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | ჭირი?, მონადირის ნიშანი? |
მე-5 | პერსონის პყრობა?, ნისლიანი ბიჯი? |
მე-9 | აჩქარება?, ენერგიისგან მფარველობა? |
მე-13 | გადასახლება?, განზომილების კარი? |
მე-17 | ურჩხულის პყრობა?, მისნობა? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- მტრის უარყოფა?: მოქმედების სახით თქვენგან 60 ფუტის რადიუსში აირჩიეთ ერთი არსება, რომლის დანახვაც შეგიძლიათ. ამ არსებამ აუცილებლად უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება, თუკი მას შეშინებისადმი? შეუვალობა არ აქვს. ავშობილები? და უცვალები? თავდაცვით გაგორებას არახელსაყრელობით? ასრულებენ. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება შეშინებულია 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ზიანს არ მიიღებს. შეშინებულობის განმავლობაში არსების სიჩქარე 0-ია და მას არ შეუძლია მის სიჩქარეზე ზემოქმედი რაიმე ბონუსით სარგებლობა. წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში არსების სიჩქარე ნახევრდება 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ის ზიანს არ მიიღებს.
- შუღლის აღთქმა?: ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ შუღლის აღთქმა დადოთ იმ არსების წინააღმდეგ, რომელიც თქვენგან 10 ფუტშია და რომლის დანახვაც შეგიძლიათ. თქვენ ხელსაყრელობით? ასრულებთ შეტევით გაგორებებს ამ არსების წინააღმდეგ 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ის სიცოცხლის 0 ქულაზე არ ჩამოვა ან უგონო მდგომარეობაში არ გადავა.
უმოწყალო შურისმაძიებელი (Relentless Avenger)[]
მე-7 დონიდან, როდესაც არსებას გამოჭერითი შეტევით ურტყამთ, შეგიძლიათ ამ შეტევის შემდეგ, იმავე რეაქციის ნაწილად, მომენტალურად გადაადგილდეთ თქვენი სიჩქარის ნახევრით. ეს მოძრაობა დროული შეტევების პროვოცირებას არ იწვევს.
შურისგების სული (Soul of Vengeance)[]
მე-15 დონიდან, როდესაც არსება, რომელიც თქვენი შუღლის აღთქმის ზემოქმედების ქვეშაა, შეტევას ახორციელებს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და ხელჩართული ბრძოლის იარაღით შეუტიოთ ამ არსებას, თუკი საამისოდ მანძილი გყოფნით.
შურისმაძიებელი ანგელოზი (Avenging Angel)[]
მე-20 დონეზე მოქმედების სახით შეგიძლიათ ტრანსფორმაცია განიცადოთ.
1 საათის განმავლობაში თქვენ შემდეგ უპირატესობებს იძენთ:
- თქვენი ზურგიდან ფრთები იზრდება და გეძლევათ ფრენის სიჩქარე 60 ფუტი.
- თქვენ საფრთხის აურას ასხივებთ 30 ფუტის რადიუსში. როდესაც მტრულად განწყობილი არსება ამ აურის ფარგლებში პირველად შემოდის ან ბრძოლის დროს მის ფარგლებში იწყებს სვლას, მან სიბრძნის თავდაცვითი გაგორება უნდა განახორციელოს. წარუმატებლობის შემთხვევაში ის თქვენგან შეშინებულია? 1 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ზიანს არ მიიღებს. შეშინებულ არსებაზე შეტევითი გაგორებები ხელსაყრელობით? ხორციელდება.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ ხანგრძლივ დასვენებას არ განახორციელებთ.
დამორჩილების ფიცი (Oath of Conquest)[]
(Xanathar's Guide to Everything)
დამორჩილების ფიცი უხმობს პალადინებს, რომლებსაც ბრძოლაში დიდების მოპოვება და საკუთარი მტრების დამორჩილება სურთ. ამ პალადინებისთვის მხოლოდ წესრიგის დამყარება არ კმარა. მათ აუცილებლად გაანადგურონ ქაოსის ძალები. ზოგჯერ რაინდ ტირანებად ან მერკინეებად წოდებულნი, ამ ფიცის დამდები პალადინები ერთიანდებიან ულმობელ ორდენებში, რომლებიც ემსახურებიან ომისა და მოწესრიგებული ძალმოსილების ღმერთებს ან ფილოსოფიებს.
ზოგი ასეთი პალადინი იმდენად შორსაც კი ტოპავს, რომ უთანხმდება ცხრა ჯოჯოხეთის ძალებს და კანონის ძალას შეწყალების მალამოზე უფრო მაღლა აყენებს. მრავალი ასეთი პალადინი, ჯოჯოხეთის რაინდად წოდებული, ერთგულობს არქიეშმაკ ბელს, ავერნუსის მხედართმთავარს. ჯოჯოხეთის რაინდები საკუთარ აბჯარს დაცემული მტრებისგან აღებული ალაფით ამკობენ, რაც შემზარავი ნიშანია ყველასთვის, ვინც გაბედავს მათთან თუ მათი ბატონების ბრძანებებთან შეწინააღმდეგებას. ამ რაინდებს ზოგჯერ ყველაზე მეტად წინ აღუდგებიან ამ ფიცის სხვა პალადინები, რომლებსაც სწამთ, რომ ჯოჯოხეთის რაინდებმა ზედმეტად შეტოპეს ბნელეთში.
დამორჩილების პრინციპები (Tenets of Conquest)[]
ამ ფიცის დამდებ პალადინს დამორჩილების პრინციპები მხარზე აქვს ამოშანთული.
- ჩაახშეთ იმედის ალი: ბრძოლაში მტრის მარტოოდენ დამარცხება საკმარისი არ არის. გამარჯვება იმდენად გამანადგურებელი უნდა იყოს, რომ თქვენი მტრების ბრძოლის ჟინი სამუდამოდ ჩაქრეს. ლესულს სიცოცხლის დასრულება შეუძლია, შიშს კი — მთელი იმპერიის.
- მართეთ მკაცრად: დამორჩილების შემდეგ არ დაუშვათ აზრთა სხვადასხვაობა. თქვენი სიტყვა კანონია. ვინც მას ემორჩილება, შეწყალებას იმსახურებს. ვინც მას გადადის, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველას თვალწინ, რათა არავინ გაბედოს იმავეს გამეორება.
- ძალა პირველ ყოვლისა: თქვენ უნდა მართოთ მანამ, სანამ უფრო ძლიერი ვინმე არ გამოჩნდება. შემდეგ თქვენ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეთ და მიიღოთ გამოწვევა ან დაეცეთ და დაკარგოთ თანამდებობა.
ფიცის შელოცვები[]
პალადინის დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | აგათისის აბჯარი?, ბრძანება? |
მე-5 | პერსონის პყრობა?, ღვთიური იარაღი? |
მე-9 | წყევლის დადება?, შიში? |
მე-13 | მხეცის დამორჩილება?, ქვის კანი? |
მე-17 | მომაკვდინებელი ღრუბელი?, პერსონის დამორჩილება? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- დამმორჩილებელი თანაობა?: მოქმედების სახით თქვენ თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფ ყველა არსებას, რომელიც გხედავთ, აიძულებთ სიბრძნის თავდაცვითი გაგორების შესრულებას. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება თქვენგან შეშინებულია? 1 წუთის განმავლობაში. შეშინებულ არსებას შეუძლია თავდაცვითი გაგორების გამეორება მისი თითოეული სვლის ბოლოს, წარმატების შემთხვევაში კი მას ეფექტი ეხსნება.
- მიმართული განგმირვა?: როდესაც შეტევით გაგორებას ახორციელებთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი ღვთაებრიობის მოხმობა, რათა +10 ბონუსი მიიღოთ გაგორებაზე. თქვენ ამ არჩევანს აკეთებს მას შემდეგ, რაც ნახავთ გაგორებას, მაგრამ მანამ, სანამ DM იტყვის, მოხვდა თუ არა ის სამიზნეს.
დამორჩილების აურა (Aura of Conquest)[]
მე-7 დონიდან დაწყებული, თქვენ მუდმივად ასხივებთ აურას, თუკი არ ხართ არაქმედუნარიანი?. აურა თქვენგან 10 ფუტში იშლება ყველა მიმართულებით, თუმცა არა — სრული საფარის? გავლით. თუკი არსება თქვენგან შეშინებულია?, მისი სიჩქარე 0-მდე მცირდება ამ აურაში ყოფნისას და ეს არსება ამ ადგილას საკუთარი სვლის დაწყებისას იღებს თქვენი პალადინის ნახევრის ტოლი რაოდენობის ფსიქიკურ ზიანს. მე-18 დონეზე ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
დამცინავი პასუხი (Scornful Rebuke)[]
მე-15 დონიდან მოყოლებული, როდესაც არსება შეტევას მოგარტყამთ, ის თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლ (მინიმუმ 1) ფსიქიკურ ზიანს იღებს, თუკი არაქმედუნარიანი? არ ხართ.
უძლეველი დამმორჩილებელი (Invincible Conqueror)[]
მე-20 დონეზე თქვენ მოქმედების სახით შეგიძლიათ მაგიურად გახდეთ დამორჩილების განსახიერება, რაც 1 წუთის განმავლობაში შემდეგ უპირატესობებს მოგანიჭებთ:
- თქვენ მდგრადობა? გაქვთ ყველა ტიპის ზიანის მიმართ.
- როდესაც თქვენს სვლაზე შეტევით მოქმედებას ასრულებთ, ამ მოქმედების ნაწილის სახით დამატებითი შეტევის განხორციელება შეგიძლიათ.
- იარაღით განხორციელებული თქვენი ახლო შეტევები კრიტიკულია?, თუკი d20-ზე 19 ან 20 ამოგივათ.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგ მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
გამოსყიდვის ფიცი (Oath of Redemption)[]
(Xanathar's Guide to Everything)
გამოსყიდვის ფიცი პალადინს რთულ გზაზე აყენებს — იმ გზაზე, რომელზეც წმინდა მეომრისთვის ძალადობა მხოლოდ უკანასკნელი გამოსავალია. ამ ფიცის დამდებ პალადინებს სწამთ, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოწორებაა შესაძლებელი და რომ ნებისმიერ შეუძლია, გულკეთილობისა და სამართლიანობის გზას გაყვეს. ეს პალადინები ბოროტ არსებებთან შებმისას იმედოვნებენ, რომ მათ სინათლისკენ მოაბრუნებენ, და ისინი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში კლავენ, თუკი ამგვარი ქმედება აშკარად გადაარჩენს სხვათა სიცოცხლეს. პალადინები, რომლებიც ამ გზას მიყვებიან, გამომსყიდველებად იწოდებიან.
მართალია, გამომსყიდველები იდეალისტები არიან, მაგრამ ისინი სულელები ნუ გეგონებათ. გამომსყიდველებმა იციან, რომ უცვალები, დემონები, ეშმაკები და სხვა ზებუნებრივი საფრთეები ბუნებით ბოროტნი არიან. მსგავსი მტრების წინააღმდეგ ეს პალადინები საკუთარი იარაღებისა და შელოცვების სრულ მრისხანებას ავლენენ. მიუხედავად ამისა, გამომსყიდველები მაინც ლოცულობენ, რომ ერთ დღეს უკეთური ბუნების არსებებიც დაადგებიან საკუთარი გამოსყიდვის გზას.
გამოსყიდვის პრინციპები (Tenets of Redemption)[]
გამოსყიდვის ფიცის პრინციპები პალადინებს მშვიდობისა და სამართლიანობის მაღალ სტანდარტებს უწესებს.
- მშვიდობა?: ძალადობა უკანასკნელი იარაღია. დიპლომატია და გაგება ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზებია.
- უმანკოება?: ყველა ადამიანი სიცოცხლეს უმანკოდ იწყებს და ბოროტებისკენ მათ მათი გარემო ან ბნელი ძალების გავლენა მიუღძვის. შესაბამისი მაგალითის ჩვენებითა და ღრმად მანკიერი სამყაროს ჭრილობების განკურნებაზე ზრუნვით თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი ვინმე დააყენოთ სწორ გზაზე.
- მოთმინება?: ცვლილებას დრო სჭირდება. მათ, ვინც უკეთურობის გზაზე იდგა, აუცილებლად უნდა შეახსენოთ, რათა ისინი გულწრფელები და ერთგულები დარჩნენ. მას შემდეგ, რაც არსებაში სამართლიანობის თესლს დარგავთ, თქვენ ყოველდღიურად უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ ეს თესლი გადარჩეს, აღმოცენდეს და აყვავდეს.
- სიბრძნე?: თქვენი გული და გონება აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, რადგან საბოლოოდ მოგიწევთ დამარცხების აღიარება. მართალია, ყველა არსების გამოსწორებაა შესაძლებელი, მაგრამ ზოგს იმდენად შორს აქვს შეტოპილი ბოროტების გზაზე, რომ არჩევანი აღარ გექნებათ და მათი სიცოცხლეების დასრულება მოგიწევთ უფრო დიდი სიკეთის საკეთილდღეოდ. მსგავსი მოქმედება ფრთხილად უნდა აწონ-დაწონოთ და ბოლომდე გაიაზროთ შედეგები, თუმცა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბოლომდე გაყევით არჩეულ გზას და იცოდეთ, რომ ის სამართლიანია.
ფიცის შელოცვები[]
პალადინის დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | თავშესაფარი?, ძილი? |
მე-5 | დაშოშმინება?, პერსონის პყრობა? |
მე-9 | უკუშელოცვა?, Hypnotic Pattern |
მე-13 | Otiluke's Resilient Sphere, ქვის კანი? |
მე-17 | ურჩხულის პყრობა?, ძალის კედელი? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- მშვიდობის ელჩი?: შეგიძლიათ, ბონუს-მოქმედების სახით საკუთარ თავს +5 ბონუსი მისცეთ ქარიზმის (დარწმუნების) შემოწმებებზე შემდეგი 10 წუთის განმავლობაში.
- მოძალადის დასჯა?: მყისიერად მას შემდეგ, რაც თქვენგან 30 ფუტში მყოფი შემტევი თქვენგან განსხვავებულ არსებას შეუტევს და ზიანს მიაყენებს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ და შემტევს შეასრულებინოთ სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში შემტევი მის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის სხივურ ზიანს? იღებს. წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში მას მხოლოდ განახევრებული ზიანი მიეყენება.
მეურვის აურა (Aura of the Guardian)[]
მე-7 დონიდან დაწყებული, როდესაც თქვენგან 10 ფუტის რადიუში მყოფი არსება იღებს ზიანს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ, რათა ამ არსების ნაცვლად თქვენ მიიღოთ იგივე ზიანი მაგიურად. ამ მახასიათებელს არ გადმოაქვს სხვა ეფექტები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ზიანს, და ამ ზიანის რაიმეგვარად შემცირება შეუძლებელია. მე-18 დონზე ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
მფარველი სული (Protective Spirit)[]
მე-15 დონიდან თქვენ 1d6 + თქვენი პალადინის დონის ნახევრის ტოლ სიცოცხლის ქულას აღიდგენთ, თუკი ბრძოლაში სვლას დაასრულებთ თქვენი სიცოცხლის ქულების ნახევარზე ნაკლებით და არ იქნებით არაქმედუნარიანი?.
გამოსყიდვის ელჩი (Emissary of Redemption)[]
მე-20 დონეზე თქვენ ხდებით მშვიდობის განსახიერება, რაც ორ უპირატესობას გძენთ:
- თქვენ სხვა არსებების მიერ მოყენებული (მათი შეტევების, შელოცვებისა თუ სხვა ეფექტების) ყველა ზიანის მიმართ მდგრადობა? გაქვთ.
- როდესაც არსება შეტევას მოგარტყამთ, ის მის მიერ თქვენთვის მოყენებული ზიანის ნახევრის ტოლ სხივურ ზიანს? იღებს.
თუ თქვენ არსებას შეუტევთ, მასზე შელოცვას გამოიყენებთ და რაიმე სხვა გზით მიაყენებთ ზიანს გარდა ამ მახასიათებლით განპირობებულისა, ამ არსებაზე ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებიდან არცერთი აღარ მოქმედებს მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
გვირგვინის ფიცი (Oath of the Crown)[]
(Sword Coast Adventurer's Guide)
გვირგვინის ფიცი ცივილიზაციის იდეალებს ემსახურება, იქნება ეს ერის სული, ვასალის სიუზერენისადმი ერთგულება თუ წესრიგის ან მმართველობის ღვთაების სამსახური. ამ ფიცის დამდები პალადინები ემსახურებიან საზოგადოებასა და, კერძოდ, საზოგადოების შემკვრელ სამართლიან კანონებს. ისინი კედლებზე მყოფი ყურადღებიანი ებგურები არიან, რომლებიც ბარბაროსულობის ქაოსურ ტალღებს იგერიებენ, საფრთხეს რომ უქმნიან ცივილიზაციას. ამ პალადინებს ზოგჯერ მცველებს ან გუშაგებს უწოდებენ და ისინი ხშირად ერის ან მმართველის მომსახურე რაინდული ორდენების წევრები არიან და ამ ფიცის დადებაც მათში გაწევრიანების ერთ-ერთი საფეხურია.
გვირგვინის პრინციპები (Tenets of the Crown)[]
გვირგვინის ფიცის პრინციპები ხშირად განისაზღვრება იმ სიუვერენის მიერ, რომელთანაც დებს პალადინი ფიცს, თუმცა ამ პრინციპების ზოგადი სახე შემდეგია:
- კანონი?: კანონი უზენაესია. ეს ის დუღაბია, რომელიც ცივილიზაციის ქვებს აკავშირებს ერთმანეთთან, და აუცილებელია მისი პატივისცემა.
- ერთგულება?: თქვენი სიტყვა თქვენი ჯაჭვია. ერთგულების გარეშე ფიცებსა და კანონებს არავითარი აზრი არ აქვს.
- სიმამაცე?: თქვენ მზად უნდა იყოთ იმის აღსასრულებლად, რისი აღსრულებაცაა საჭირო წესრიგის შესანარჩუნებლად, თუნდაც ეს უდიდეს სიძნელეებთან იყოს დაკავშირებული. თქვენ თუ არ იმოქმედეთ, სხვა ვინ?
- პასუხისმგებლობა?: თქვენ უნდა მიხედოთ საკუთარი ქმედებების შედეგებს და სწორედ თქვენ გეკისრებათ საკუთარი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა.
ფიცის შელოცვები[]
დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | ბრძანება?, იძულებითი დუელი? |
მე-5 | მფარველი კავშირი?, ჭეშმარიტების სარტყელი? |
მე-9 | გამოცოცხლების აურა?, მფარველი სულები? |
მე-13 | გადასახლება?, რწმენის მფარველი? |
მე-17 | ძალის სფერო?, აღთქმა? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- ჩემპიონის გამოწვევა?: თქვენ ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ, გამოიწვიოთ თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი თითოეული სასურველი არსება და აიძულოთ მათ სიბრძნის თავდაცვითი გაგორების შესრულება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსებას არ შეუძლია სურვილისამებრ გადაადგილდეს თქვენგან 30 ფუტზე უფრო შორ მანძილზე. ეს ეფექტი მთავრდება, თუკი თქვენ არაქმედუნარიანი? გახდებით ან მოკვდებით, ან თუ არსება თქვენგან 30 ფუტზე უფრო შორს აღმოჩნდება.
- გარდატეხა?: ბონუს-მოქმედების სახით შეგიძლიათ, თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფ თითოეულ სასურველ არსებას, რომელსაც თქვენი ესმის, აღადგენინოთ 1d6 + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლი რაოდენობის სიცოცხლის ქულას (მინიმუმ 1-ს), თუკი მას საკუთარი სიცოცხლის ქულების ნახევარზე მეტი არ აქვს.
ღვთიური ერთგულება (Divine Allegiance)[]
მე-7 დონეზე, როდესაც თქვენგან 5 ფუტში მყოფი არსება ზიანს იღებს, შეგიძლიათ, თქვენი რეაქცია გამოიყენოთ, რათა ეს ზიანის მის ნაცვლად თქვენ მიიღოთ. ამ ზიანის რაიმეგვარად შემცირება ან აცილება შეუძლებელია.
დაუმორჩილებელი სული (Unyielding Spirit)[]
მე-15 დონეზე თქვენ ხელსაყრელობა? გაქვთ პარალიზებისა? და დარეტიანების? თავიდან ასაცილებლად შესრულებულ თავდაცვით გაგორებებზე.
Exalted Champion[]
მე-20 დონეზე თქვენ შეგიძლიათ, მოქმედება გამოიყენოთ და შემდეგი 1 საათის განმავლობაში მიიღოთ შემდეგი უპირატესობები:
- თქვენ მდგრადობა? გაქვთ არაჯადოსნური იარაღების მიერ მოყენებული ბლაგვი, მჩხვლეტი და მსერავი ზიანების მიმართ.
- თქვენი მოკავშირეები ხელსაყრელობით? ახორციელებენ სიკვდილისგან თავდაცვით გაგორებებს, როდესაც თქვენგან 30 ფუტში არიან.
- თქვენ და თქვენგან 30 ფუტის რადიუსში მყოფი თქვენი მოკავშირეები ხელსაყრელობით? ასრულებთ სიბრძნის თავდაცვით გაგორებებს. ეს ეფექტი უფრო ადრე მთავრდება, თუკი თქვენ არაქმედუნარიანი? გახდებით ან მოკვდებით.
ამ მახასიათებლის გამოყენების შემდეგი მისი ხელახალი მოხმარება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.
თქვენი ფიცის გატეხვა[]
პალადინი ცდილობს, ქცევის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს, მაგრამ ყველაზე პატიოსანი პალადინიც კი არაა დაზღვეული შეცდომისგან. ზოგჯერ სწორი გზა ზედმეტად მომთხოვნია, ზოგჯერ სიტუაცია განაპირობებს იმას, რომ ორ ბოროტებას შორის ნაკლების არჩევაა საჭირო, ზოგჯერ კი ემოციების ნაკადი აიძულებს პალადინს, დაარღვიოს თავისი ფიცი.
პალადინი, რომელმაც ფიცი გატეხა, ჩვეულებრივ, შენდობას ეძებს ქურუმისგან, რომელიც მის რწმენას იზიარებს, ან იმავე ტიპის სხვა პალადინისგან. პალადინს მონანიების ნიშნად შეუძლია, ფხიზლად გაათენოს მთელი ღამე ლოცვაში ან თავგანწირვის სხვა სწრაფი თუ მსგავსი აქტი განახორციელოს. აღსარებისა და მიტევების რიტუალის შემდეგ პალადინი განიწმინდება.
თუკი პალადინი ნებით არღვევს საკუთარ ფიცს და სინანულის არავითარ ნიშანს არ იძლევა, შედეგები უფრო სერიოზულია. DM-ის კეთილგონიერების შესაბამისად, მოუნანიებელი პალადინი შეიძლება იძულებული გახდეს, კლასი დატოვოს და სხვა აითვისოს, ან გახდეს ფიცის გამტეხი პალადინი.
- ფიცის გამტეხის გამოსყიდვა
DM-ებს: თუკი მოთამაშეს ფიცის გამტეხის არჩევის შესაძლებლობას მისცემთ, მოგვიანებით შეგიძლიათ, მას გამოსყიდვის უფლებაც მისცეთ და ის კიდევ ერთხელ გახდეს ჭეშმარიტი პალადინი.
პალადინმა, რომელსაც გამოსყიდვა სურს, უნდა დატოვოს ბოროტი მსოფლმხედველობა? და ეს ცვლილება სიტყვებითა და საქმეებით დაამტკიცოს. ამის გაკეთების შემდეგ პალადინი კარგავს ფიცის გამტეხის მახასიათებლებს და მან თავიდან უნდა აირჩიოს ღვთაება და წმინდა ფიცი (DM-ის თანხმობით, მოთამაშემ შეიძლება აირჩიოთ მისი პერსონაჟის საწყისისგან განსხვავებული ღვთაება და წმინდა ფიცი). მიუხედავად ამისა, პალადინი ამ წმინდა ფიცის სპეციფიკურ მახასიათებლებს ვერ მიიღებს მანამ, სანამ არ შეასრულებს რაიმე სახიფათო მისიასა თუ გამოცდას, როგორც ამას DM გადაწყვეტს.
პალადინს, რომელიც მეორედაც გატეხს თავის წმინდა ფიცს, კვლავ შეუძლია, ფიცის გამტეხი გახდეს, მაგრამ აღარ შეუძლია გამოსყიდვა.
ფიცის გამტეხი (Oathbreaker)[]
(Dungeon Master's Guide)
ფიცის გამტეხი არის პალადინი, რომელიც ტეხს თავის წმინდა ფიცს, რათა მისდიოს რაიმე ბნელ ამბიციას ან ემსახუროს ბოროტ ძალებს. ფიცის გამტები პალადინის გულში არსებული სინათლე ახლა ჩამქრალია და მასში მხოლოდ ბნელეთი ბუდობს.
იმისთვის, რომ პალადინი ფიცის გამტეხი გახდეს, ის ბოროტი და მინიმუმ მე-3 დონის უნდა იყოს. პალადინი მისი წმინდა ფიცის შესაბამის მახასიათებლებს ანაცვლებს ფიცის გამტეხის მახასიათებლებით.
ფიცის გამტეხის შელოცვები[]
დონე | შელოცვები |
---|---|
მე-3 | ჯოჯოხეთური პასუხი?, ჭრილობების მიყენება? |
მე-5 | სიგიჟის გვირგვინი?, წყვდიადი? |
მე-9 | Animate Dead, წყევლის დადება? |
მე-13 | გამოშრობა?, დაბნეულობა? |
მე-17 | სნეულება?, პერსონის დამორჩილება? |
ღვთაებრიობის მოხმობა (Channel Divinity)[]
როდესაც ამ ფიცს დებთ მე-3 დონეზე, იღებთ „ღვთაებრიობის მოხმობის“ ორ არჩევანს.
- უცვალთა მართვა?: მოქმედების სახით შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი უცვალი? არსება თქვენგან 30 ფუტის რადიუსში. სამიზნე არსებამ აუცილებლად უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში არსება იძულებულია, დაემორჩილოს თქვენს ბრძანებებს შემდეგი 24 საათის განმავლობაში ან მანამ, სანამ ღვთაებრიობის მოხმობის ამ ტიპს კვლავ არ გამოიყენებთ. უცვალი, რომლის გამოწვევის რეიტინგიც პალადინის დონის ტოლი ან მასზე მეტია, შეუვალია ამ ეფექტის მიმართ.
- საზარელი ასპექტი?: მოქმედების სახით თქვენ მოიხმობთ თქვენს უბნელებს ემოციებს და მაგიური საფრთხის აფეთქებაში უყრით მათ თავს. თქვენგან 30 ფუტის რადიუსში ნებისმიერმა სასურველმა არსებამ უნდა შეასრულოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება, თუკი მას შეუძლია თქვენი დანახვა. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში სამიზნე არსება თქვენგან შეშინებულია? 1 წუთის განმავლობაში. თუკი ამ ეფექტით შეშინებული არსება საკუთარ სვლას თქვენგან 30 ფუტზე უფრო შორს ამთავრებს, მას კიდევ ერთხელ შეუძლია სიბრძნის თავდაცვითი გაგორების შესრულება ამ ეფექტის დასასრულებლად.
სიძულვილის აურა (Aura of Hate)[]
მე-7 დონიდან დაწყებული თქვენ, აგრეთვე თქვენგან 10 ფუტის რადიუსში მყოფი ყველა ავშობილი? და უცვალი?, ხელჩართული ბრძოლის იარაღით განხორციელებულ ზიანის გაგორებებზე იღებთ ბონუსს, რომელიც თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლია (მინიმუმ +1). არსებას ამ მახასიათებლით სარგებლის მიღება ერთდროულად მხოლოდ ერთი პალადინისგან შეუძლია.
მე-18 დონეზე ამ აურის რადიუსი 30 ფუტამდე იზრდება.
ზებუნებრივი მდგრადობა (Supernatural Resistance)[]
მე-15 დონეზე პალადინი მდგრადობას იძენს არამაგიური იარაღებით მიყენებული ბლაგვი, მჩხვლეტი და მსერავი ზიანის წინააღმდეგ.
ძრწოლის მეუფე (Dread Lord)[]
მე-20 დონეზე თქვენ მოქმედების სახით შეგიძლიათ, გარშემოირტყათ წყვდიადის აურა, რომელიც 1 წუთს გაგრძელდება. აურა თქვენ გარშემო 30 ფუტის რადიუსში მკაფიო სინათლეს გარდაქმნის მკრთალ სინათლედ. როდესაც მტრული არსება, რომელიც თქვენგანაა შეშინებული?, ამ აურის ფარგლებში იწყებს სვლას, ის 4d10 ფსიქიკურ ზიანს? იღებს. გარდა ამისა, თქვენ და თქვენ მიერ აურის ფარგლებში არჩეული არსებები ჩრდილებით ხართ შეფარებული. არსებები, რომლებიც მხედველობაზე არიან დამოკიდებულნი, არახელსაყრელობით? ახორციელებენ შეტევით გაგორებებს ჩრდილებში შეფარეული არსებების წინააღმდეგ.
აურის ხანგრძლივობის განმავლობაში შეგიძლიათ, თქვენს სვლაზე ბონუს-მოქმედებით აიძულეთ აურის ჩრდილებს, ერთ არსებას შეუტიონ. თქვენ სამიზნე არსების წინააღმდეგ ასრულებთ ახლო შეტევას შელოცვით. თუკი შეტევა მოწინააღმდეგეს მოხვდება, ის მიიღებს 3d10 + თქვენი ქარიზმის მოდიფიკატორის ტოლ ნეკროტულ ზიანს?.
აურის გააქტიურების შემდეგ მისი ხელახალი გამოყენება არ შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაასრულებთ ხანგრძლივ დასვენებას.