D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

თქვენი პერსონაჟის სახელი და ფიზიკური აღწერა, დიდი ალბათობით, პირველი რამ იქნება, რასაც სხვა მოთამაშეები გაიგებენ თქვენ შესახებ. ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ აისახება ამ მახასიათებლებში თქვენ გონებაში წარმოდგენილი პერსონაჟი.

სახელი[]

თქვენი პერსონაჟის რასის აღწერა მოიცავს ამ რასის წარმომადგენლების სახელების ნიმუშებს. კარგად დაფიქრდით პერსონაჟის სახელზე, თუნდაც მას სიიდან არჩევდეთ.

სქესი[]

შეგიძლიათ, ითამაშოთ მამრობითი, მდედრობითი ან ნებისმიერი სხვა სქესის პერსონაჟით, ეს არავითარ განსაკუთრებულ უპირატესობას ან დაბრკოლებას არ შეგიქმნით. დაფიქრდით, რამდენად ამართლებს ან არ ამართლებს თქვენი პერსონაჟი საზოგადი კულტურის მოლოდინებს სქესის, გენდერისა და სქესობრივი ქცევის შესახებ. მაგალითად, მამრობითი სქესის დროუ? მოციქული? დროუს საზოგადოების ტრადიციულ გენდერულ განაწილებებს ეწინააღმდეგება, რაც შეიძლება, გახდეს იმის მიზეზი, რომ თქვენმა პერსონაჟმა დატოვოს საზოგადოება და ზედაპირზე ამოვიდეს.

აუცილებელი არაა, სქესისა და გენდერის ბინარული წარმოდგენებით შეიზღუდოთ თავი. მაგალითად, ელფების ღმერთი კორელანი ხშირად წარმოდგენილია ანდროგინულ ან ჰერმაფროდიტულ ფორმაში, მუტლისამყაროს ზოგიერთი ელფი კი სწორედ კორელანის ხატად იქმნება. აგრეთვე შეგიძლიათ, ითამაშოთ ქალი პერსონაჟი, რომელიც საკუთარ თავს მამაკაცად წარადგენს, მამაკაცი, რომელიც ქალის სხეულშია გამომწყვდეული, ან წვერებიანი ქალი ჯუჯა?, რომელიც ვერ იტანს, როდესაც ის მამაკაცში ერევათ ხოლმე.

მსგავსად ამისა, თქვენი პერსონაჟის სექსუალური ორიენტაცია თქვენი გადასაწყვეტია.

სიმაღლე და წონა[]

შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ თქვენი პერსონაჟის სიმაღლე და წონა მისი რასის აღწერაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად. იფიქრეთ, როგორ უნდა აისახებოდეს თქვენი პერსონაჟის უნარების ქულები მის სიმაღლესა და წონაზე. სუსტი, მაგრამ მოქნილი პერსონაჟი შესაძლოა გამხდარი იყოს. ძლიერი და მტკიცე პერსონაჟი კი — მაღალი ან, უბრალოდ, მძიმე.

თუ გსურთ, შეგიძლიათ, კამათელი გააგოროთ თქვენი პერსონაჟის წონისა და სიმაღლის განსასაზღვრად. საამისოდ გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული „შემთხვევითი სიმაღლისა და წონის“ ცხრილი. „სიმაღლის მოდიფიკატორის“ სვეტში მოცემული კამათლები განსაზღვრავს რასის საბაზისო სიმაღლის დამატებით სიმაღლეს (ინჩებში) თქვენი პერსონაჟისთვის. იგივე რიცხვი მრავლდება „წონის მოდიფიკატორის“ სვეტში წარმოდგენილი კამათლების გაგორებებზე ან რაოდენობაზე, რათა განისაზღვროს პერსონაჟის დამატებითი წონა (გირვანქებში) საბაზისოს გარდა.

რასა საბაზისო სიმაღლე სიმაღლის მოდიფიკატორი საბაზისო წონა წონის მოდიფიკატორი
აასიმარი? 4'8" +2d10 110 გქ x 2d4
ბუაბუგი? 6'0" +2d12 200 გქ x 2d6
დრაკონშობილი? 5'6" +2d8 175 გქ x 2d6
ჯუჯა?, მაღლობის 3'8" +2d4 115 გქ x 2d6
ჯუჯა, მთის 4' +2d4 130 გქ x 2d6
ელფი?, უმაღლესი 4'6" +2d10 90 გქ x 1d4
ელფი, ტყის 4'6" +2d10 100 გქ x 1d4
ელფი, დროუ 4'5" +2d6 75 გქ x 1d6
ელფი, ელადრინი 4'6" +2d12 90 გქ x 1d4
ელფი, ზღვის 4'6" +2d8 90 გქ x 1d4
ელფი, შადარ-კაი 4'8" +2d8 90 გქ x 1d4
ფირბოლგი? 6'2" +2d12 175 გქ x 2d6
გითი?, გითიანკი 5'0" +2d12 100 გქ x 2d4
გითი, გითზერაი 4'11" +2d12 90 გქ x 1d4
გნომი? 2'11" +2d4 35 გქ x 1
გობლინი? 3'5" +2d4 35 გქ x 1
გოლიათი? 6'2" +2d10 200 გქ x 2d6
ნახევარელფი? 4'9" +2d8 110 გქ x 2d4
ნახევარორკი? 4'10" +2d10 140 გქ x 2d6
ქონდრისკაცი? 2'7" +2d4 35 გქ x 1
ჰობგობლინი? 4'8" +2d10 110 გქ x 2d4
ადამიანი? 4'8" +2d10 110 გქ x 2d4
კენკუ? 4'4" +2d8 50 გქ x 1d6
კობოლდი? 2'1" +2d4 25 გქ x 1
ხვლიკერი? 4'9" +2d10 120 გქ x 2d6
ორკი? 5'4" +2d8 175 გქ x 2d6
ტაბაქსი? 4'10" +2d10 90 გქ x 2d4
ტიფლინგი? 4'9" +2d8 110 გქ x 2d4
ტრიტონი? 4'6" +2d10 90 გქ x 2d4
იუან-ტი წმინდასისხლა? 4'8" +2d10 110 გქ x 2d4

სხვა ფიზიკური მახასიათებლები[]

თქვენ თავად ირჩევთ საკუთარი პერსონაჟის ასაკს, აგრეთვე მისი თმის, თვალებისა და კანის ფერს. გამორჩეულობის მისანიჭებლად შეგიძლიათ, თქვენს პერსონაჟს უჩვეულო ან დასამახსოვრებელი ფიზიკური მახასიათებლები მისცეთ, მაგალითად, ნაიარევი, სიკოჭლე ან სვირინგი. კატეგორია:პერსონაჟი

Advertisement