Dungeons & Dragons-ის სამყაროში მრავალი რასა არსებობს — სხვადასხვა ზომის, ფორმის, კანის ფერისა თუ ცხოვრების სტილის. ამ რასებში ასევე გამოიყოფა ქვერასები თუ ეთნოსები. აქ მოცემულია მე-5 გამოცემის მოთამაშის წიგნაკის (Player's Handbook) ძირითადი რასები (არსებობს ასევე სხვა რასებიც, რომლებიც არა მოთამაშის წიგნაკში, არამედ სხვა წყაროებშია მოცემული).
ადამიანი +1 ყველა უნარში, დამატებითი ენა |
გნომი +2 ინტელექტი, მრუმზერა?, გნომური ცბიერება |
დრაკონშობილი +2 ძალა, +1 ქარიზმა, დრაკონული მოდგმა, ამოსუნთქვითი იარაღი, ზიანისადმი მდგრადობა |
|||
ელფი +2 სიმარჯვე, მრუმზერა?, მძაფრი შეგრძნებები, ფეის მოდგმა, ტრანსი |
ნახევარელფი +2 ქარიზმა, +1 სხვა ორ უნარში, მრუმზერა?, ფეის მოდგმა, უნარ-ჩვევათა მრავალმხრივობა |
ნახევარორკი +2 ძალა, +1 გამძლეობა, მრუმზერა?, დამუქრება, დაუცხრომელი ამტანობა, ველური შეტევები |
|||
ქონდრისკაცი +2 სიმარჯვე, იღბლიანი, მამაცი, ქონდარული სისხარტე |
ტიფლინგი +1 ინტელექტი, +2 ქარიზმა, მრუმზერა?, ჯოჯოხეთური მდგრადობა, ქტონური მემკვიდრეობა |
ჯუჯა +2 გამძლეობა, მრუმზერა?, ჯუჯური შეუპოვრობა, ჯუჯური ბრძოლაში წვრთნა, ინსტრუმენტებში გაწაფულობა, ქვახელოვნებულობა |
რასის არჩევა[]
D&D-ის სამყაროს ყველაზე ხშირი მკვიდრნი ადამიანები არიან, თუმცა ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ ჯუჯებთან, ელფებთან, ქონდრისკაცებსა და უთვალავი სხვა ფანტასტიკური რასის წარმომადგენელთან ერთად. თქვნეი პერსონაჟი მათგან ერთ-ერთს ეკუთვნის.
მულტისამყაროს ყველა ჰუმანოიდი და მოაზროვნე რასა როდია შესაფერისი მოთამაშის მიერ მართვადი პერსონაჟისთვის. ჯუჯები, ელფები, ქონდრისკაცები და ადამიანები ყველაზე ხშირი რასებია თავგადასავლების მაძიებელთა ტიპური ჯგუფებისთვის. დრაკონშობილები, გნომები, ნახევარელფები, ნახევარორკები და ტიფლინგები უფრო ნაკლებად გვხვდებიან მათ შორის. აგრეთვე იშვიათია დროუ, ელფების ერთ-ერთი ქვერასა.
თქვენი პერსონაჟისთვის რასის არჩევა მის მრავალ სხვადასხვა ასპექტზე მოქმედებს. ის განაპირობებს ფუნდამენტურ მახასიათებლებს, რომლებიც თქვენი პერსონაჟის სათავგადასავლო კარიერაში არსებობს. ამ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოიდგინეთ, თუ რა ტიპის პერსონაჟით გსურთ თამაში. მაგალითად, ქონდრისკაცი კარგი არჩევანი იქნება უჩუმარი მზირისთვის?, ჯუჯა კარგი მტკიცე მეომარი გამოვიდოდა, ელფი კი — მაგიის ოსტატი.
თქვენი პერსონაჟის რასა მოქმედებს არა მხოლოდ უნარების ქულებსა და ნიშან-თვისებებზე, არამედ აგრეთვე ის გაძლევთ ერთგვარ მინიშნებებს, რათა თქვენი პერსონაჟის ისტორია შექმნათ. საიტზე მოყვანილია თითოეული რასის აღწერა, რაც ისეთ ინფორმაციასაც მოიცავს, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაითავისოთ ამ რასის პერსონაჟი, მისი პიროვნულობა, ფიზიკურობა, მისი სოციუმის მახასიათებლები და რასობრივი მსოფლმხედველობის ტენდენციები. ეს დეტალები მხოლოდ შემოთავაზებებია, რათა პერსონაჟის მოფიქრებაში შეგიწყოთ ხელი, თუმცა თავგადასავლების მაძიებლებს სრული უფლება აქვთ, მათი რასისთვის დამახასიათებელი ნორმებიდან გადაუხვიონ. ასეთ დროს იმაზე დაფიქრებაც ღირს, თუ რატომ არის თქვენი პერსონაჟი განსხვავებული, რაც დაგეხმარებათ მისი წინაისტორიისა და პიროვნულობის განსაზღვრაში.
რასობრივი ნიშნები[]
თითოეული რასის აღწერა მოიცავს რასობრივ ნიშან-თვისებებს, რომლებიც ამ რასის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი. ქვემოთ ჩამოთვლილი ასპექტები თითქმის ყველა რასას აქვს.
უნარების ქულების ზრდა[]
თითოეული რასა ზრდის პერსონაჟის ერთი ან მეტი უნარის ქულას.
ასაკი[]
რასის ასაკის ველი აღნიშნავს იმ ასაკს, როდესაც კონკრეტული რასის წარმომადგენელი ზრდასრულად მიიჩნევა, აგრეთვე მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რამდენად ასაკოვანია თქვენი პერსონაჟი თამაშის დასაწისში. პერსონაჟისთვის ნებისმიერი ასაკის არჩევა შეგიძლიათ, რითაც ასევე თქვენი პერსონაჟის უნარების ზოგიერთი ქულის განმარტებას მოახერხებთ. მაგალითად, თუ ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ხანდაზმული პერსონაჟით თამაშობთ, ამას შეეძლება მისი შედარებით დაბალი ძალისა? და გამძლეობის? ან მისი ინტელექტისა? თუ სიბრძნის? ახსნა.
მსოფლმხედველობა (Alignment)[]
ზოგიერთ რასაში განსაზღვრული მსოფლმხედველობისადმი მიდრეკილება გამოიკვეთება. პერსონაჟისთვის აუცილებელი არ არის ამ მსოფლმხედველობის გაზიარება, თუმცა ის ფაქტი, თუ, ვთქვათ, რატომ არის თქვენი ჯუჯა ქაოტური, როდესაც ჯუჯების საზოგადოება კანონმორჩილობით გამოირჩევა, თქვენი პერსონაჟის ხასიათის გამოკვეთაში დაგეხმარებათ.
ზომა[]
რასების უმეტესობა საშუალო ზომისაა. ზომის ეს კატეგორია მოიცავს იმ არსებებს, რომლებიც დაახლოებით 4-დან 8 ფუტამდე სიმაღლისანი არიან (122-244 სმ). ზოგიერთი რასის წარმომადგენლები პატარები არიან — 2-დან 4 ფუტამდე (61-122 სმ), რაც თამაშის ზოგიერთ წესს მათზე სხვაგვარად ავრცელებს. ამ წესთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატარა პერსონაჟებს უჭირთ მძიმე იარაღების დაჭერა.
სიჩქარე[]
თქვენი სიჩქარე განსაზღვრავს, თუ რამდენად შორს შეგიძლიათ გადაადგილება მოგზაურობისა და ბრძოლის დროს.
ენები[]
რასის ისტორიიდან გამომდინარე, თქვენს პერსონაჟს შეუძლია ისაუბროს, იკითხოს და წეროს განსაზღვრულ ენებზე.
ქვერასები[]
ზოგიერთ რასას ქვერასების აქვს. ქვერასის წარმომადგენლებს მშობლიური რასის ნიშან-თვისებებიც აქვთ და მათი ქვერასისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნებიც. ქვერასებს შორის ურთიერთობები განსხვავდება რასებისა და სამყაროების მიხედვით. დრაკონესტრის კამპანიაში, მაგალითად, მთის ჯუჯები და მაღლობის ჯუჯები ერთად ცხოვრობენ ერთისა და იმავე ხალხის სხვადასხვა კლანების სახით, მაგრამ დავიწყებულ სამეფოებში ისინი სხვადასხვა სამეფოში ცხოვრობენ და საკუთარ თავს ფარის ჯუჯებსა და ოქროს ჯუჯებს უწოდებენ, შესაბამისად. *