D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

სასურველმა ერთმა ჰუმანოიდმა, რომელსაც ხედავთ შელოცვის რადიუსში, აუცილებლად უნდა განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარუმატებელი თავდაცვის შემთხვევაში ის თქვენ მიერაა მონუსხული?.

მანამ, სანამ სამიზნე ამგვარადაა მონუსხული, მის თავზე ჩნდება დაკბილული რკინის დაგრეხილი გვირგვინი, მისი თვალებიდან კი სიგიჟე გამოსჭვივის.

მონუსხულმა სამიზნემ თითოეულ სვლაზე გადაადგილებამდე უნდა გამოიყენოს თავისი მოქმედება, რათა ახლო შეტევა განახორციელოს საკუთარი თავისგან განსხვავებულ იმ არსებაზე, რომელსაც აირჩევთ. სამიზნეს ნორმალურად მოქმედება შეუძლია საკუთარ სვლაზე, თუკი თქვენ არცერთ არსებას არ აირჩევთ ან თუკი არცერთი არსება არაა მისთვის ხელმისაწვდომ რადიუსში.

თქვენს მომდევნო სვლებზე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენი მოქმედება, რათა შეინარჩუნოთ სამიზნე არსებაზე კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში შელოცვა დასრულდება. გარდა ამისა, სამიზნეს შეუძლია, თავისი თითოეული სვლის ბოლოს განახორციელოს სიბრძნის თავდაცვითი გაგორება. წარმატების შემთხვევაში შელოცვა მთავრდება.

Advertisement