სუსხიანი შეხება არის ნეკრომანტიის? გრძნებვა?, რომელიც ხელმისაწვდომია გრძნეულებისთვის?, მოგვებისა? და ჯადოქრებისთვის?.[2]
აღწერა[]
თქვენ შელოცვის რადიუსში მყოფი არსების სივრცეში ქმნით აჩრდილისებრ, ჩონჩხის ხელს. განახორციელეთ შელოცვის შორეული შეტევა არსების წინააღმდეგ, რათა მას სამარის სიცივე მოუგვაროთ. მორტყმის შემთხვევაში სამიზნე იღებს 1d8 ნეკროტულ ზიანს? და მას არ შეუძლია სიცოცხლის ქულების აღდგენა თქვენი შემდეგი სვლის დაწყებამდე. ამ დროის განმავლობაში ხელი არსებაზეა მიკრული. თუკი თქვენ უცვალს მოარტყამთ, მას აგრეთვე თქვენი შემდეგი სვლის დასრულებამდე არახელსაყრელობა? ექნება თქვენ წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევით გაგორებებზე.[1]
ასაფეხურება[]
შელოცვის ზიანი იზრდება 1d8-ით, როდესაც ადიხართ მე-5 (2d8), მე-11 (3d8) და მე-17 (4d8) დონეებზე.[1]