სასურველი ტერმინის მოსაძებნად გამოიყენეთ CTRL + F |
შენიშვნა: არსებებისა და ურჩხულების სიისთვის იხილეთ ურჩხულთა კონა
ფენტეზი ტერმინების თარგმნა საკმაოდ პრობლემურია ქართულ ენაზე ფენტეზი ლიტერატურის სიმწირის, ენაში ნეოლოგიზმების დამკვიდრების სირთულისა თუ სხვა გარემოებების გამო, ამიტომ ამ საიტზე ნათარგმნი RPG და, ზოგადად, გეიმინგ ტერმინებს სპეციალური თარგით აქვთ მითითებული ინგლისური შესატყვისები. ასეთი ტერმინები საიტზე შეფერადებულია იისფრად და მათზე მაუსის კურსორის მიტანა ტერმინის ინგლისურ შესატყვისს აჩვენებს. ბმულებიანი სიტყვების შემთხვევაში იმავეს აკეთებს ბმულის ბოლოში, სიტყვის ზემოთ დართული კითხვის ნიშანი?.
გარდა ამისა, გეიმინგ სამყაროში მრავალი ჩვეულებრივი ტერმინისთვის ახალი მნიშვნელობაა მინიჭებული, რაც თარგმნისას პრობლემას ქმნის, რადგან იგივე ტერმინები ჩვენთან ახალი მნიშვნელობებით არ დამკვიდრებულა, თუმცა ეს პრობლემა, იმჰო, ზუსტად იმავე გზითაა მოგვარებადი, რა გზითაც უცხო ენაში მიიღო ამა თუ იმ ტერმინმა დამატებითი მნიშვნელობა. ასე, მაგალითად, სიტყვა „Dungeon“, რომელიც, მართალია, დილეგს, მიწისქვეშა საპყრობილეს ნიშნავს, გეიმინგ სამყაროში სხვა მნიშვნელობით გამოიყენება: აქ ის აღნიშნავს ერთგვარ დახურულ გარემოს, რომელშიც მოქმედი პერსონაჟებისთვის მრავალი მტრული არსება თუ განძი იმალება. „დილეგს“ არ აქვს იგივე მნიშვნელობა, რის გამოც „Dungeons & Dragons-ის“ „დილეგებად და დრაკონებად“ თარგმნა არც ისე სწორი ჩანს, მაგრამ თუკი ინგლისურში „Dungeon-ის“ ახალი მნიშვნელობით გამოყენება დაიწყეს გეიმინგში, რა გვიშლის ხელს, იგივე ვქნათ ქართული „დილეგის“ შემთხვევაში?
მოკლედ, ამ საიტის მასშტაბით ბევრგან გადააწყდებით მთარგმნელობით თვითნებობებს, ბევრი იქნება არარსებული, შედგენილი სიტყვაც, ასევე ძველი ქართული ტერმინების საწყისი ან ახალი მნიშვნელობით გაცოცხლების მცდელობა, ზოგან კი, უბრალოდ, ცუდი თარგმანი. ქვემოთ მოცემულია D&D-ის ამ საიტზე ნათარგმნი ტერმინები. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ სატესტოა და შეიცვლება.
კლასები და ქვეკლასები[]
- Barbarian — ბარბაროსი
- Path of the Ancestral Guardian — წინაპარი მფარველის გზა
- Path of the Battlerager — ომრისხველის გზაBattle + Rage = ომი + რისხვა
- Path of the Berserker — ბერსერკერის გზა
- Path of the Storm Herald — ქარიშხლის მაცნის გზა
- Path of the Totem Warrior — ტოტემური მეომრის გზა
- Path of the Zealot — მოშურნეს გზა„ზელოტი“ ქართულად არის „მოშურნე“. იხ. ლექსიკონი
- Bard — მგოსანი
- College of Glamour — ხიბლის კოლეგია
- College of Lore — სწავლების კოლეგია
- College of Swords — ხმლების კოლეგია
- College of Valor — გმირობის კოლეგია
- College of Whispers — ჩურჩულთა კოლეგია
- Cleric — მოციქული შუალედური ტერმინია, გაყავხარ ღვთისმსახურებაზე, წარმართობაზე არ მიანიშნებს. „შუამავალს“ ნიშნავს და კლერიკი ეგაა კაკრას. „ქადაგს“ განვიხილავ ასევე ვარიანტად. მანამდე მიმდინარე მსჯელობა და ვერსიები: ქურუმი (?). ვფიქრობ, ამ ტერმინს ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირობის საკმაო დატვირთვა აქვს, მაგრამ წარმართობაზე მიანიშნებს და სხვა რამეა მოსაფიქრებელი. Cleric-ის მღვდლად თარგმნა ან, უბრალოდ, კლერიკად დატოვება, მცდარი მგონია. მნათე (?), არქიელი (?). ნეოლოგიზმზე საბრეინშტორმინგოდ: დიაკონი, უფლ, ღვთ, მსახური, მხსნელი, მაარსი, ამარა, ზენაარი, ნათელი, სუფევა, ნაცვალი, ყმა, ზეცა, დასტური, მნე(ბელი), შუამავალი, მეოხი (ოხა), მკურნალი, სამთელი, სალბუნი, მალამო, ოხ(ვ)ა, სჯული, რჯული, ლოცვა, ვედრება, მოციქული, ელვარება, მელვარი, -მართი (სულმართი?), მლოცველი, მწირველი, მადიდებელი, ღირსი. 1) მსახვარი? მსახური + სახრვა, ანუ გრძნებით შელოცვა. მსახრველი — შემლოცავი 2) მეალნე? (ლექსიკონი ქართული: შეალნება — მსოფლიოდ მიტევება; მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმას ნიშნავს, რადაც წარმომიდგენია) 3) მოსავი (მორწმუნე, მოიმედე. ღვთის-მოსავი). [1]. Update: კლერიკის ეტიმოლოგია: from klēros "a lot, allotment; piece of land; heritage, inheritance," originally "a shard or wood chip used in casting lots". Casting lot-ს გულისხმობს ღმერთის ნების დასადგენად „წილის ყრას“ (ბიბლიაშიცაა რამდენჯერმე ნახსენები იმავენაირად). lot-იდან თუ გავედი, შეიძლება ამათი გამოყენება: წილი, ბედი, სვე (სუე), ხდომა, რგუნება, ხვედრი, რგება. heritage და inheritance-ც რაღაც ასეთებზე დადის საბოლოოდ. „ხვედრი“ მომწონს, რაღაც რელიგიური კონტექსტიც მოაქვს. განსაკუთრებით მომწონს „რგება“, რადგან ეტიმოლოგიასაც უკავშირდება და თან განკურნების დატვირთვაც აქვს, კლერიკი კი ჰილერია (რგება: წამალმა რა ულხინოს სნეულსა, რ გ ე ბ ა არს ჭირვეულის შეწევნა, გინა წილად რაჲცა მიხვდეს) — მგონი, ყველაზე ლოგიკური აქედან იქნება რაიმეს წარმოება. მარგი (მრგებელი ან მრგები)? ორმხრივი კავშირი აქვს კლერიკობასთან: ა) ეტიმოლოგიური — რგება, როგორც წილად ხვდომა (1 წილად შეხვედრა) ბ) კლასის იდეიდან გამომდინარე — რგება, როგორც „ჭირვეულის შეწევნა“, განკურნება (2 შემატება ან შველა, წამალთაგან ლხენა, კურნება სენისა). თან ჰგავს სიტყვას „მაგი“ და kind of კლერიკის სპელკასტერობაზეცაა ჰინთი :დ ღვთისმსახურების მომენტი ოდნავ შემოაქვს კლერომანტიის ფაქტს, ეტიმოლოგიას თუ ჩაუღრმავდები. შინაარსი ამაზე იდეალური როგორ გავხადო, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, „რგ“ ფუძე აუცილებელი მგონია კლერიკის ნეოლოგიზმისთვის. ეს აქ ეგდოს: იმარმენი (მარმენიო) — რაღაც ბედთანაა კავშირში, მაგრამ კარგად ვერ მივხვდი, როგორი მნიშვნელობა აქვს. Heimarmene-დან უნდა მოდიოდეს (ბედის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში), მაგრამ უბრალოდ საკუთარი სახელია თუ სიტყვადაც გამოიყენება, არ ვიცი. აქ ორივე განმარტებულია, როგორც „ბედი, სვე, ხვედრი, ბედისწერა“.
- Arcana Domain — იდუმალების დომენი
- Death Domain — სიკვდილის დომენი
- Forge Domain — მჭედლობის დომენი
- Grave Domain — სამარის დომენი
- Knowledge Domain — ცოდნის დომენი
- Life Domain — სიცოცხლის დომენი
- Light Domain — სინათლის დომენი
- Nature Domain — ბუნების დომენი
- Order Domain — წესრიგის დომენი
- Tempest Domain — ქარიშხლის დომენი
- Trickery Domain — ცბიერების დომენი
- War Domain — ომის დომენი
- Druid — დრუიდი
- Circle of Dreams — ზმანებათა წრე
- Circle of the Land — ხმელეთის წრე
- Circle of the Moon — მთვარის წრე
- Circle of the Shepherd — მწყემსის წრე
- Circle of Spores — სპორების წრე
- Fighter — მებრძოლი
- Arcane Archer — იდუმალი მშვილდოსანი
- Battle Master — ბრძოლის ოსტატი
- Cavalier — ცხენოსანი
- Champion — ჩემპიონი
- Eldritch Knight — მიღმური რაინდი
- Purple Dragon Knight — იისფერი დრაკონის რაინდი
- Samurai — სამურაი
- Monk — ბერი
- Way of the Drunken Master — მთვრალი ოსტატის გზა
- Way of the Four Elements — ოთხი ელემენტის გზა
- Way of the Kensei — კენსეის გზა
- Way of the Long Death — ნელი მოკვდინების გზა
- Way of the Open Hand — ღია ხელისგულის გზა
- Way of Shadow — ლანდის გზა
- Way of the Sun Soul — მზის სულის გზა
- Paladin — პალადინი
- Oath of the Ancients — უხსოვართა ფიცი
- Oath of Devotion — ერთგულების ფიცი
- Oath of Vengeance — შურისგების ფიცი
- Oath of Conquest — დამორჩილების ფიცი
- Oath of Redemption — გამოსყიდვის ფიცი
- Oath of the Crown — გვირგვინის ფიცი
- Ranger — მზვერავი LOTR-ში არაგორნზე (რომლის გამოც შეიქმნა ეს კლასი თავიდან) საუბრისას მას „მზვერავად“ მოიხსენიებენ (ჩრდილოელი მზვერავები — Rangers of the North).
- Beast Master — მხეცთა ბატონი
- Gloom Stalker — უკუნიდან მადევარი
- Horizon Walker — დასალიერთ მავალი
- Hunter — მონადირე
- Monster Slayer — ურჩხულთა მმუსრავი
- Rogue — მზირი მზირობა: spying, espionage, არქაულად lying in wait. „დავითიანში“ ჩასაფრებული კაცი. არ არის ზუსტი შესატყვისი, მაგრამ არსებული ვერსიებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა და მგონია, რომ უხდება. მანამდე ეს ტერმინი საიტზე „ავაზაკად“ მქონდა ნათარგმნი, რაც ძალიან არ მომწონდა. მანამდე მიმდინარე მსჯელობა და ვერსიები: Update რამე ნეოლოგიზმი, რომელიც გააერთიანებს მებრძოლობას, მალულობას და/ან მტრის სუსტი წერტილების პოვნის უნარს. საბრეინშტორმინგოდ: ლანდიდან შეიძლება რაიმეს წარმოება; ასევე ლაღია, მამზერი, ყალთაბანდი, ორ/ოჰყაბაზი, თაღლითი, თითილბაზი, ცბიერი, ლაქუცა, გაქნილი, ფლიდი, მოსაგრე, მალული, მიპარვა, ფეხაკრეფა, ჩუმი, ჩუმელა, შეუმჩნევლობა, ჩქმალვა, პარვა, კრეხა, ნვინი, მალ, არდი, აუგი, მარზიკი, მარბიელი, ქვებუდანი, მზაკვარი, გვესი (გუესი). „მ- -ვი“, „მ- -რი“, „მ- -ლი“. დასაგუგლია კიდე. Update 2: მულიდი (იგივე ასასინი; პარვით (მიპარვით) კაცის მკვლელი) (?). Update 3: ნორმალურად მჟღერი ნეოლოგიზმებიდან მომაფიქრდა „მლანდი“ და ძალიან მომწონს, რადგან: 1) მოკლეა. Rogue-ს შესატყვისი რომ რაღაც უკიდეგანო და ჩახლართული ყოფილიყო, არ ივარგებდა 2) ძალიან მსიამოვნებს სიტყვა „ლანდი“ :დდ განმარტება: ჩრდილი; სიბნელეში ბუნდოვნად გამოჩენილი ადამიანი, ცხოველი, საგანი. 3) „მ-“ წინსართი აადამიანურებს, თან, ეტიმოლოგიური მსგავსების არარსებობის მიუხედავად, ჰგავს არაბულ „მულიდს“ (იხ. მეორე აფდეითი ზემოთ) 4) უბრალოდ, მგონია, რომ უხდება. სნიქობის მომენტი აქვს და ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია როუგისთვის. Update 4: აბრაგი? ავაზაკსაც ნიშნავს, მაგრამ თან მოძველებული ფორმაა სიტყვებისთვის: მეომარი, მებრძოლი, მხედარი, მოლაშქრე, მოსაგრე. (აბ)რაგი / რო(უ)გი ფაქტიც მომწონს. Update 5: „ვერაგიდან“ რაიმეს წარმოება. ვერაგი: ვინც ფარულად სიავეს უმზადებს ვისმე, ვინც ცბიერებით განსაცდელში აგდებს ვისმე. ამაზე უფრო „როუგი“ სიტყვა ჯერ არ შემხვედრია. ცოტა ხელის შევლება უნდა, ნაკლებად ზედსართავულად რომ ჟღერდეს და გაარსებითდეს. ურაგი? აგრეთვე საინტერესოა „ნამარდი“ (1 და 2). Update 6: უბრალოდ, „ავანი“? :დ მავანს (ვიღაც, ადამიანი) - მ („ავის“ ხაზგასასმელად) Update 7: ორი კარგი ფუძე როუგისთვის; „პარ“, როგორც „მიპარვა“ (სნიქობა) და „მოპარვა“ (ქურდობა). „მალ“, როგორც „მალვა“ (მალულობა და ა.შ. Stealth) და „მალი“ (სწრაფი, ჩქარი, მკვირცხლი, მყისი). მოკლედ, მალულობის და ფარულობის ასპექტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მალბიერი? „მარბიელის“ ოდნავი ანაგრამა „მალ“-ის ხაზგასასმელად (მარბიელი — ფეოდალური ქვეყნის ლაშქარი ან ლაშქრის ნაწილი, რომელიც შეესეოდა დამარცხებულ ქვეყანას ან მშვიდობიან ვითარებაში მოულოდნელად დაეცემოდა და დაარბევდა მას). მალზიკი? „მარზიკის“ ფონეტიკური ცვლილებით (მარზიკი — ძველ ქართულში მებრძოლის, მეომრის აღმნიშვნელი სიტყვა). მალავანი? მალვა + მავანი. (მ)ელდავი? ის, ვინც უეცრად სცემს თავზარს.
- Arcane Trickster — იდუმალი გაიძვერა
- Assassin — მკვლელი
- Inquisitive — მაძიებელი
- Mastermind — მჩარხავიინტრიგანი, მგეგმავი ტიპი, რომელიც ყოველთვის ჩრდილშია. (გა)მჩარხავი. „რუხის“ გამოყენება შეიძლება „რუხი კარდინალის“ პონტში. საბრეინშტორმინგოდ: ხვაშიადი, საიდუმლო
- Scout — მსტოვარი
- Swashbuckler — დაშნობაქიაეტიმოლოგია: "Swashbuckler" is a compound of "swash" (archaic: flamboyantly swagger about or wield a sword) and "buckler" (a small shield gripped in the fist) dating from the 16th century. მნიშვნელობა: ელეგანტურად, ამაყად და თავმომწონედ მებრძოლი. შნო — მოხდენილობა, მოხერხება, უნარი; ბაქია — მკვეხარა, ტრაბახა, თავმომწონე; დაშნა — მოკლე ხმალი (მებრძოლობაზე ხაზის გასასმელად). დაშნა + შნო + ბაქია. თან ჟღერადობით ჰგავს. მგონი, ძალიან კარგია :დ
- Thief — ქურდი
- Sorcerer — გრძნეული
- Divine Soul — ღვთიური სული
- Draconic Bloodline — დრაკონული მოდგმაშენიშვნა: ჩამომავლობა ხომ არ იქნებოდა უკეთესი? მოდგმა უფრო რასას ნიშნავს თითქოს
- Shadow Magic — ლანდური მაგია
- Storm Sorcery — ქარიშხლის მგრძნებელობა
- Wild Magic — ველური მაგია
- Warlock — მოგვი „მოგვი“ kind of წარმართული, არაორთოდოქსული ღვთისმსახურია, აქვს „გრძნეულის“ მნიშვნელობაც და აქედან მომდინარეობს სიტყვა „მაგი“ (Mage), ანუ ჯადოქრული უნარ-ჩვევების მქონე ინდივიდი (ასევე: მოგობა წოდება არს ეშმაკთა კეთილის–მყოფელთაჲ ქველისმოქმედებად ვისამე). იმჰო, საკმაოდ კარგად შეეფერება Warlock-ს. ქართულ ენაში ჯადოქრული უნარ-ჩვევების მქონე ინდივიდთათვის ბევრი შესატყვისი არ გვაქვს. გვაქვს ჯადოქარი, ჯადოსანი, გრძნეული, მჩხიბავი, (ალ)ქაჯი, მისანი. ჯადოქარი და გრძნეული ცალსახად Wizard-სა და Sorcerer-ს აქვთ მითვისებული; ჯადოსანი, ზოგადად, Mage-ის აღმნიშვნელ სიტყვად მაქვს დატოვებული, თან ერთ კლასს ჯადოქარი ერქვას, მეორეს კი — ჯადოსანი, ნამეტანია; მისანს საკმაოდ სხვა მნიშვნელობით ვიყენებთ და არაზუსტია Warlock-ისთვის; (ალ)ქაჯი, ცოტა არ იყოს, სქესთან შეჭიდულია, რაც გვიტოვებს მჩხიბავს, რომელიც ვერაა საამაყო და დამკვიდრებადი ვარიანტი. შენიშვნა: „მსახვრალი“ არაა ცუდი ვარიანტი
- The Archfey — არქიფეი
- The Celestial — ზეციური
- The Fiend — ავშობილი
- The Great Old One — დიადი უძველესილავკრაფტის სამყაროში Great Old Ones არის „დიადი უძველესი მოდგმა“
- The Hexblade — ნავსლესულიHex — ნავსი, Blade — ლესული. ვერაა მთლად გადასარევი კომბინაცია, მაგრამ სხვა რა ვუყო, არ ვიცი
- The Undying — უკვდავი
- Wizard — ჯადოქარი
- Bladesinger — ლესულმღერი
- School of Abjuration — განდგომის სკოლა
- School of Conjuration — ქმნადობის სკოლა
- School of Divination — მისნობის სკოლა
- School of Enchantment — ხიბლის სკოლა
- School of Evocation — მოხმობის სკოლა
- School of Illusion — ილუზიის სკოლა
- School of Necromancy — ნეკრომანტიის სკოლა
- School of Transmutation — გარდაქმნის სკოლა
- War Magic — ომის მაგია
რასები[]
- Human — ადამიანი
- Dwarf — ჯუჯა
- Hill Dwarf — მაღლობის ჯუჯა
- Mountain Dwarf — მთის ჯუჯა
- Duergar — დუერგარი
- Gnome — გნომი
- Forest Gnome — ტყის გნომი
- Rock Gnome — კლდის გნომი
- Deep Gnome — უფსკრულის გნომი
- Halfling — ქონდრისკაცი
- Lightfoot Halfling — ფეხმარდი ქონდრისკაცი
- Stout Halfling — მტკიცე ქონდრისკაცი
- Ghostwise Halfling —
- Dragonborn — დრაკონშობილი
- Tiefling — ტიფლინგი
- Elf — ელფი
- High Elf — უმაღლესი ელფი
- Wood Elf — ტყის ელფი
- Dark Elf (Drow) — ბნელი ელფი (დროუ)
- Eladrin — ელადრინი
- Sea Elf — ზღვის ელფი
- Shadar-kai — შადარ-კაი
- Half-elf — ნახევარელფი
- Orc — ორკი
- Half-orc — ნახევარორკი
ენები[]
- Common — საერთო
- Dwarvish — ჯუჯური
- Elvish — ელფური
- Giant — გიგანტური
- Gnomish — გნომური
- Goblin — გობლინური
- Halfling — ქონდარული სალამურას თავგადასავალში ქონდრისკაცების ქვეყნისთვის არის მშვენიერი ტერმინი — ქონდარეთი. აქედან ქონდარული. „ქონდრისკაცულს“ სჯობს და ძალიან ლამაზად ჟღერს.
- Orc — ორკული
- Abyssal და Infernal — აბისალი და ინფერნალი ორივე „ჯოჯოხეთურია“, პრინციპში, და, გაიგე ახლა, დემონები უფრო ჯოჯოხეთა ტიპები არიან თუ ეშმაკები. ამიტომ არცერთი არ ვთარგმნე ეგრე. აბისალიც და ინფერნალიც კარგად ჟღერს ქართულში. ქტონური[1] „ქვესკნელის სამეფოსეულის“ ერთ-ერთი ვარიაციაა[2]. რატომ არა „აბისალური“ და „ინფერნალური“? ზოგადად, ეს „-ალური“ დაბოლოებები თანამედროვე ქართული ენის სენია და უმეტესობა არასწორია[3]. ინგლისურში „-al“ დაბოლოება იგივეა, რაც ქართულში „-ური“. „Abyssal“ უკვე ნიშნავს „Abyss-ურს“, ამიტომ „-ალური“, უბრალოდ, ორი სხვადასხვა ენის დაბოლოებების გაერთიანება გამოდის. ამგვარად, ფუძეებიდან „abyss“ და „inferno“ მივიღებთ „აბისურსა“ და „ინფერნულს“ (ამ უკანასკნელის შემთხვევაში „-ურის“ ნაცვლად „-ული“ დაბოლოებას ისევ ფონეტიკა განაპირობებს, რადგან სიტყვაშივეა თანხმოვანი „რ“ და ბოლოსართს ვერ ეწყობა). ერთი სიტყვით, ეს გაქართულებული ვარიანტები შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ჯერ მაინც „აბისალზე“ და „ინფერნალზე“ ვარ შეჩერებული.
- Celestial — ზეციური
- Deep Speech — წიაღმეტყველება
- Undercommon — ქვემოსაერთო
- Draconic — დრაკონული
- Primordial — პირველყოფილი
- Sylvan — სილვანი
- Druidic — დრუიდული
არსებები[]
არსებების სრული სიის სანახავად იხილეთ ურჩხულთა კონა.
- Aberration — აბერაციავარიანტია „ცდომილი“ (უგვანობა შეიძლება)
- Beast — მხეცი
- Celestial — ზეციური
- Construct — გებულიიგივე აგებული, ნაგები
- Dragon — დრაკონი
- Elemental — ელემენტალი
- Fey — ფეი
- Fiend — ავშობილიმარტივად, „კაცთა მოდგმის მტერს“ და ყველანაირად ცუდ არსებებს ნიშნავს Fiend. დემონი, ეშმაკი და მისთანები დაკავებულია (ინგლისურში საოცრად ბევრი ტერმინი აქვთ ეგეთი რაღაცების აღსანიშნავად). ვარიანტებია „მიწრიელი“ ან „ეშმა“. შენიშვნა: ავსული?
- Giant — გიგანტი
- Humanoid — ჰუმანოიდი
- Monstrosity — ურჩხულისი
- Ooze — ლამი
- Plant — მცენარე
- Undead — უცვალიველ, ნამდვილად არაა საამაყო ვერსია, მაგრამ უკეთესი არაფერი მაფიქრდება. „უცვალში“ იგულისხმება „ის, ვინც ვერ/არ მიიცვალა“. დიდი ხნის განმავლობაში ვერსიად მქონდა „მოცვალებული“, მაგრამ, მგონი, იმას სჯობს :დ მომავალში საბრეინშტორმინგოდ: ხორთლაღი, კ(ვ)დომა, ც(ხ), აღ, ახ, ნა-რაღაც-ალი, ორძილი (ანუ აღორძინება; მორი (ლათინიური „მორიორიდან“ — სიკვდილი) + ორძილი = მორძილი?), მიცვალებული (მოცვალებული? :დდ), მკუდარი? მიუცვალი, უკუდავი, მოარული, სხეული, ცხედარი, გვამი, უგვანი (უგვამი?), ნასი (არაკეთილი, ვერკეთილი), უხამსი, ხრწნა, წარწყმედა, აღმოცენება, აღივება, აღდგომა, გაალმასება, მკვდრეთი, უნთხორი (დაუმარხავი მკვდარი, ცოცხალი ლეში მეგრულად. საერთოდ, მეგრულ ენაში შეიძლება რაღაცების დასერჩვა), თელო-ღურელი (ცოცხალ-მკვდარი), ნათელორი (ნაცოცხალარსებალი). გარინდება (ტკივილთა და სენთაგან გაშტერება; რინდ). მიცვლა/მიცვალება (მიცვალი/უცვალი). „ამოუხდელი“ (as in სულის ამოხდომა). (დამატებით: უსულო, უსიცოცხლო)
აბჯარი[]
- Light Armor — მსუბუქი აბჯარი
- Padded — ქვესადებიანი
- Leather — ტყავი
- Studded Leather — მორკინული ტყავი
- Medium Armor — საშუალო აბჯარი
- Hide — ბეწვიანი ტყავი
- Chain Shirt — ჯაჭვის პერანგი
- Scale Mail — ქერცლოვანი ჯავშანი
- Breastplate — გულსაფარი
- Half Plate — ნახევართორნი
- Spiked Armor — ეკლიანი აბჯარი
- Heavy Armor — მძიმე აბჯარი
- Ring Mail — რგოლოვანი ჯავშანი
- Chain Mail — ჯაჭვის ჯავშანი
- Splint — ბექთარიიგულისხმება splinted აბჯარი, რომელსაც ლითონის ზოლები (სპლინტები) აქვს მიმაგრებული. „ბექთარი“ (მორკინული საცმელია საომარი)
- Plate — თორნი
იარაღები[]
- Weapon — იარაღი
- Weapon proficiency — იარაღში გაწაფულობა
- იარაღების მახასიათებლები
- Ammunition — ამუნიცია
- Finesse — დახვეწილი
- Heavy — მძიმე
- Light — მსუბუქი
- Loading — გადასატენი
- Range — მანძილი
- Reach — წვდომა
- Special — სპეციალური (იარაღი)
- Thrown — სატყორცნი
- Two-Handed — საორხელო
- Versatile — უნივერსალური
- Melee Weapon — ხელჩართული ბრძოლის იარაღი
- Battleaxe — ჩუგლუგი ან საბრძოლო ცული
- Club — ხელკეტი
- Dagger — ხანჯალი
- Flail — საცეხველი
- Greataxe — ტაბარი ან ორპირა ცული
- Greatclub — კომბალი
- Handaxe — ნაჯახი ან მოკლეტარიანი ცული
- Javelin — ხელშუბი
- Light Hammer — მსუბუქი ურო
- Longsword — გრძელი ხმალი
- Mace — გურზი
- Quarterstaff — კინიკეტი
- Rapier — რაპირა
- Scimitar — სიმიტარი
- Shortsword — მოკლე ხმალი
- Sickle — ნამგალი
- Spear — შუბი
- Staff — კვერთხი
- Warhammer — საომარი ურო
- Ranged Weapon — სასროლი იარაღი
- Blowgun — საბერი მილაკი
- Dart — სასრევი
- Hand Crossbow — ხელის არბალეტი
- Heavy Crossbow — მძიმე არბალეტი
- Light Crossbow — მსუბუქი არბალეტი
- Longbow — გრძელი მშვილდი
- Net — ბადე
- Shortbow — მოკლე მშვილდი
- Sling — შურდული
ბრძოლა (Combat)[]
- Combat — ბრძოლა
- Initiative — ინიციატივა
- Surprise — მოულოდნელობა
- Action — მოქმედება
- Attack — შეტევა
- Attack Roll — შეტევითი გაგორება
- Ranged Attack — შორეული შეტევა
- Melee Attack — ახლო შეტევა
- Opportunity Attack — გამოჭერითი შეტევა
- Cast a Spell — შელოცვის (და)სახრვა
- Dash — გარბენი
- Disengage — დახსნა
- Dodge — მოგერიება
- Help — დახმარება
- Hide — დამალვა
- Ready — მზადყოფნა
- Search — ძებნა
- Use an object — ობიექტის გამოყენება
- Bonus action — ბონუს-მოქმედება
- Reaction — რეაქცია
- Damage — ზიანი
- Damage type — ზიანის ტიპი
- Acid damage — მჟავური ზიანი
- Bludgeoning damage — ბლაგვი ზიანი
- Cold damage — სუსხის ზიანი
- Fire damage — ცეცხლოვანი ზიანი
- Force damage — ძალის ზიანი
- Lightning damage — ელვის ზიანი
- Necrotic damage — ნეკროტული ზიანი
- Piercing damage — მჩხვლეტი ზიანი
- Poison damage — საწამლავის ზიანი
- Psychic damage — ფსიქიკური ზიანი
- Radiant damage — სხივური ზიანი
- Slashing damage — მსერავი ზიანი
- Thunder damage — ქუხილის ზიანი
- Condition — მდგომარეობა
- Blinded — დაბრმავებული
- Charmed — მონუსხული
- Deafened — დაყრუებული
- Frightened — შეშინებული
- Grappled — შებოჭილი
- Incapacitated — არაქმედუნარიანი
- Invisible — უჩინარი
- Paralyzed — პარალიზებული
- Petrified — გაქვავებული
- Poisoned — მოწამლული
- Prone — განრთხმული
- Restrained — დაბმული
- Stunned — დარეტიანებული
- Unconscious — უგონო
- Exhaustion — გამოფიტვა
- Damage Resistance — ზიანისადმი მდგრადობა
- Damage Vulnerability — ზიანისადმი მოწყვლადობა
- Damage Immunity — ზიანისადმი შეუვალობა
- Healing — განკურნება
- Hit Point — სიცოცხლის ქულა
- Hit Die — სიცოცხლის კამათელი
- Hit Dice — სიცოცხლის კამათლები
- Damage Roll — ზიანის გაგორება
- Death Saving Throw — სიკვდილისგან თავდაცვის გაგორება
- Cover — საფარი
- Half Cover — ნახევარი საფარი
- Three-Quarters Cover — სამი მეოთხედი საფარი
- Total Cover — სრული საფარი
ხელსაწყოები (Tools)[]
- Tools — ხელსაწყოები
- Artisan’s tools — ხელოსნის ხელსაწყოები
- Alchemist’s supplies — ალქიმიკოსის ნივთები
- Brewer’s supplies — მელუდეს ნივთები
- Calligrapher's supplies — კალიგრაფის ნივთები
- Carpenter’s tools — დურგლის ხელსაწყოები
- Cartographer’s tools — კარტოგრაფის ხელსაწყოები
- Cobbler’s tools — ხარაზის ხელსაწყოები
- Cook’s utensils — მზარეულის ნივთები
- Glassblower’s tools — მინამბერის ხელსაწყოები
- Jeweler’s tools — ოქრომჭედლის ხელსაწყოები
- Leatherworker’s tools — მეტყავის ხელსაწყოები
- Mason’s tools — ქვის მთლელის ხელსაწყოები
- Painter’s supplies — მხატვრის ნივთები
- Potter’s tools — მეთუნის ხელსაწყოები
- Smith’s tools — მჭედლის ხელსაწყოები
- Tinker’s tools — ჩხირკედელას ხელსაწყოები
- Weaver’s tools — ფეიქრის ხელსაწყოები
- Woodcarver's tools — გრავიორის ხელსაწყოები
- Disguise kit — გარდასახვის ნაკრები
- Forgery kit — გაყალბების ნაკრები
- Gaming Set — სათამაშო ნაკრები
- Dice set — კამათლების ნაკრები
- Dragonchess set — ჭადრაკონის ნაკრებიჭადრაკი (Chess) + დრაკონი (Dragon)
- Playing card set — სათამაშო ბანქოს ნაკრები
- Three-Dragon Ante set — სამდრაკონა ანტეს ნაკრები
- Herbalism kit — ჰერბალიზმის ნაკრები
- Musical instrument — მუსიკალური საკრავი
- Bagpipes — გუდასტვირი
- Drum — დოლი
- Dulcimer — დულციმერი
- Flute — ფლეიტა
- Lute — ლუტნა
- Lyre — ქნარი
- Horn — ბუკი
- Pan flute — პანის ფლეიტა
- Shawm — შალმეი
- Viol — ვიოლა
- Navigator’s tools — ნავიგატორის ხელსაწყოები
- Poisoner’s kit — მესაწამლავის ნაკრები
- Thieves’ tools — ქურდის ხელსაწყოები
გეოგრაფიული სახელები[]
- Greyhawk — ქორუხი (გრეიჰოკი)ზოგადად, შესატყვისების არმქონე ინგლისური სიტყვების პირდაპირ გადმოტანა ძალიან არაბუნებრივი და დამახინჯებულია ხოლმე, ამიტომ „გრეიჰოუკი/გრეიჰოკი/გრეიჰაკი“ და სხვა მსგავსი ვარიაციები არ ივარგებს. შესაბამისად, საჭიროა ახალი სიტყვის მოფიქრება. Grey — „ნაცრისფერი“, რომელსაც თითქმის ყოველთვის „რუხი“ მირჩევნია; Hawk — მტაცებელი ფრინველების (ქორის, შავარდნის და ა.შ.) აღმნიშვნელი ზოგადი სიტყვა. ქორი + რუხი. მამენტ „ქორუხეთი“ ან რამე მსგავსიც შეიძლება, მაგრამ „ქორუხი“, იმჰო, საკმაოდ სოლიდურად ჟღერს.
- Dragonlance — დრაკონესტრი (დრაგონლანსი)Dragon — დრაკონი; Lance — ცხენოსნის ერთგვარი შუბი. ამაზე ძალიან ბევრი ვგუგლე და პირდაპირი თარგმანებით ისეთი ვერაფერი მივიღე, ნორმალურად მჟღერი სიტყვა რომ შემდგარიყო. საბოლოოდ გავედი „ნეშტარზე“, იგივე „ნესტარზე“, რაც ძველქართულად ხმლის წვერის აღმნიშვნელი სიტყვაა. ჰოდა, ნუ, დრაკონი + ნესტარი (იარაღის სიბასრე) არც ისე ცუდი გაერთიანებაა.
- Shadowfell — ჩრდილნამოსი (შადოუფელი)fell-ში ზუსტად რა იგულისხმება, არ ვიცი, ბევრი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩავთვალე, რომ „ჩრდილში შემოსილი ადგილი“ არის ამ ტოპონიმის ზოგადი იდეა. მაგალითად, shadow fell upon up — ჩრდილმა მოგვიცვა/დაგვფარა (fall-ის წარსული ფორმა). „ჩრდილნაფარიც“ შეიძლება. თუმცა fell ძველებურად მრისხანეს და ულმობელსაც ნიშნავს
- Planes of Existence — მყოფობის სკნელები
- Sea of Swords — ხმლების ზღვა
- Sword Coast — ხმლების სანაპირო
- Faerûn — ფეირუნი
- Feywild — ფეიველური (ფეივაილდი)
- Underdark — ქვებნელეთი (ანდერდარქი)
- Airspur — ერსპური
- Ajayib — აჯაიბი
- Alaghôn — ალაგონი
- Almraiven — ალმრეივენი
- Amruthar — ამრუთარი
- Ankhapur — ანქაპური
- Arabel — ეირაბელი
- Arrabar — არაბარი
- Athkatla — ათკატლა
- Baldur's Gate — ბალდურის კარიბჭე
- Beluir — ბელუირი
- Berdusk — ბერბინდი (ბერდასკი)
- Bezantur — ბეზანტური
- Bildoobaris — ბილდუბარისი
- Calaunt — კალაუნტი
- Calimport — კალიმპორტი
- Candlekeep — სანთელსრა (ქენდელქიფი)Candle — სანთელი; Keep — ციხე-სიმაგრე ან სასახლე, იგივე სრა
- Cathyr — კათირი
- Cendriane — სენდრიანი
- Chavyondat — შავიონდატი
- Chethel — ჩეთელი
- Cimbar — სიმბარი
- Citadel Adbar —
- Citadel of Ten Thousand Pearls — ათი ათასი მარგალიტის ციტადელი
- City of Brass — თითბრის ქალაქი
- Crimmor — კრიმორი
- Daerlun — დერლუნი
- Darromar — დარომარი
- Delhumide — დელუმიდი
- Derlusk — დერლუსკი
- Dhaztanar — დაზთანარი
- Eltabbar — ელტაბარი
- Elturel — ელტურელი
- Erebos — ერებოსი
- Everlund — ევერლანდი
- Gana — განა
- Halwa — ჰალვა
- Hawa — ჰავა
- Helgabal — ჰელგაჰალი
- Hillsfar — შორგორ(ან)ი (ჰილსფარი)
- Iriaebor — ირიეიბორი
- Luskan — ლუსკანი
- Menzoberranzan — მენზობერანზანი
- Neverwinter — ნევერვინტერი (არნაზამთი)იდეალურ შემთხვევაში, ესეც უნდა ითარგმნოს. „არნაზამთი“?.
- Phandalin — ფანდალინი
- Sundabar — სანდაბარი
- Waterdeep — უოთერდიპი (წყარუბე)იდეალურ შემთხვევაში, ესეც უნდა ითარგმნოს. „წყარუბე“ შეიძლება. „წყარი“, როგორც „წყალის“ ფონეტიკურად სახეცვლილი ვერსია, და უბე — „სიღრმე“ (Deep).
- Zhentil Keep — ზენთილის ციხე-სიმაგრე
შელოცვები[]
- Cantrip — გრძნებვა ეს სიტყვა ძალიან მომწონს. ლაკონიური და გასაგებია, ბუნებრივად ჟღერს, შელოცვის ერთ-ერთი ალტერნატივის, „გრძნების“, მცირედი მოდიფიკაციაა („ვ“), პლუს ყველა ქენთრიფი at will ისახრება (არ საჭიროებს შელოცვის სლოტებს), სურვილის, ნების (გნებავთ „ნებვის“) მიხედვით. გრძნებვა/შელოცვა ამბავი მომწონს თან. Cantrip-ის მნიშვნელობა: minor შელოცვა, რომელიც ყოველთვისაა შემლოცველისთვის ხელმისაწვდომი, არ საჭიროებს შელოცვის სლოტებს და, როგორც წესი, რაღაც მცირე ეფექტი აქვს მაღალი დონის შელოცვებთან შედარებით. საბრეინშტორმინგოდ: ხრიკი, ოინი, ეშმაკობა, ფანდი, ჯადო, გათვალვა, შელოცვა, ჯადოსნობა, ხიბლი, მაგია, მონუსხვა, მცირე, უმნიშვნელო, მსუბუქი, მარტივი, იოლი, წვრილმანი, სუსტი, გალობა, მღერა, ჰანგი, კილო, საგალობელი, სიმღერით შექება, ხოტბის შესხმა, მესტვირე, მესალამურე (ეს ბოლოები Cantrip-ის ეტიმოლოგიის ამბებია, გიჟი არ ვარ).
- Acid Splash — მჟავის შხეფი
- Booming Blade — მგრგვინავი ლესული
- Chill Touch — სუსხიანი შეხება
- Create Bonfire — კოცონის გაჩენა
- Eldritch Blast — მიღმური ჭავლი
- Fire Bolt — ცეცხლოვანი სრილი
- Frostbite — შესუსხვა
- Green-Flame Blade — მწვანეალიანი ლესული
- Infestation — შესევა
- Lightning Lure — ელვის სატყუარა
- Poison Spray — მომწამლავი ბოლვა
- Primal Savagery — პირველყოფილი ველურობა
- Produce Flame — ცეცხლის გაჩენა
- Ray of Frost — ყინვის სხივი
- Sacred Flame — წმინდა ალი
- Shape Water — წყლის ფორმაცვლა
- Shocking Grasp — მშოკავი ტაცი
- Sword Burst — ხმლების კორიანტელი
- Thorn Whip — ეკლიანი მათრახი
- Thunderclap — ჭექა
- Toll the Dead — მკვდართა ზარვა
- Vicious Mockery — ულმობელი გამასხარავება
- Word of Radiance — ნათების სიტყვა
- Spell — შელოცვა
- Abi-Dalzim's Horrid Wilting — აბი-დალზიმის საზარელი გამოჭკნობა
- Absorb Elements — ელემენტების შთანთქმა
- Aganazzar's Scorcher — აგანაზარის ხვატი
- Aid — შემწეობა
- Alarm — განგაში
- Alter Self — სახეცვლა
- Animal Friendship — ცხოველთან დამეგობრება
- Animal Messenger — მაცნე ცხოველი
- Animal Shapes — ცხოველური ფორმები
- Animate Dead — მკვდრის გაცოცხლება
- Animate Objects — საგნების გაცოცხლება
- Antilife Shell — ცოცხალთა ზღუდე
- Antimagic Field — ანტიმაგიური ველი
- Antipathy/Sympathy — ანტიპათია/სიმპათია
- Arcane Eye — იდუმალი თვალი
- Arcane Gate — იდუმალი ჭიშკარი
- Arcane Lock — იდუმალი საკეტი
- Armor of Agathys — აგათისის აბჯარი
- Arms of Hadar — ჰადარის მკლავები
- Astral Projection — ასტრალური პროექცია
- Augury — წინათგრძნობა
- Aura of Life — სიცოცხლის აურა
- Aura of Purity — სიწმინდის აურა
- Aura of Vitality — გამოცოცხლების აურა
- Awaken — გამოღვიძება
- Bane — ჭირი
- Banishing Smite — განმდევნი სასჯელი
- Banishment — გადასახლება
- Barkskin — ქერქოვანი კანი
- Beacon of Hope — იმედის შუქურა
- Beast Bond — მხეცთან კავშირი
- Beast Sense — მხეცური გრძნობა
- Bestow Curse — წყევლის დადება
- Bigby's Hand — ბიგბის ხელი
- Blade Barrier — ლესულთა ბარიერი
- Bless — დალოცვა
- Blight — გამოშრობა
- Blinding Smite — მაბრმავებელი სასჯელი
- Blindness/Deafness — სიბრმავე/სიყრუე
- Blink — ციმციმი
- Blur — ბუნდოვანება
- Bones of the Earth — მიწის ძვლები
- Branding Smite — მშანთავი სასჯელი
- Burning Hands — მწველი ხელები
- Call Lightning — ელვის მოხმობა
- Calm Emotions — დაშოშმინება
- Catapult — გატყორცნა
- Catnap — თვლემა
- Cause Fear — შეშინება
- Ceremony — ცერემონია
- Chain Lightning — ჯაჭვური ელვა
- Chaos Bolt — ქაოსური სრილი
- Charm Monster — ურჩხულის მონუსხვა
- Charm Person — პერსონის მონუსხვა
- Chromatic Orb — ფერადი სფერო
- Circle of Death — სიკვდილის წრე
- Circle of Power — ძალის სფერო
- Clairvoyance — ნათელხილვა
- Clone — ორეული
- Cloud of Daggers — ხანჯლების ღრუბელი
- Cloudkill — მომაკვდინებელი ღრუბელი
- Color Spray — ფერადი პკურება
- Command — ბრძანება
- Commune — ზიარება
- Commune with Nature — ბუნებასთან ზიარება
- Comprehend Languages — ენების გაგება
- Compulsion — იძულება
- Cone of Cold — სუსხის კონუსი
- Confusion — დაბნეულობა
- Conjure Animals — ცხოველების მოხმობა
- Conjure Barrage — გადამღობის მოხმობა
- Conjure Celestial — ზეციურის მოხმობა
- Conjure Elemental — ელემენტალის მოხმობა
- Conjure Fey — ფეის მოხმობა
- Conjure Minor Elementals — მცირე ელემენტალების მოხმობა
- Conjure Volley — ზალპის მოხმობა
- Conjure Woodland Beings — ტყის ბინადრების მოხმობა
- Contact Other Plane — სხვა სკნელთან დაკავშირება
- Contagion — სნეულება
- Contingency — შესაძლებლობა
- Continual Flame — უწყვეტი ცეცხლი
- Control Water — წყლის მართვა
- Control Weather — ამინდის მართვა
- Control Winds — ქარების მართვა
- Cordon of Arrows — ისრების კორდონი
- Counterspell — უკუშელოცვა
- Create Food and Water — საკვებისა და წყლის შექმნა
- Create Homunculus — ჰომუნკულუსის შექმნა
- Create or Destroy Water — წყლის შექმნა ან განადგურება
- Create Undead — უცვალის შექმნა
- Creation — ქმნა
- Crown of Madness — სიგიჟის გვირგვინი
- Crown of Stars — ვარსკვლავების გვირგვინი
- Crusader's Mantle — ჯვაროსნის საფარველი
- Cure Wounds — ჭრილობების განკურნება
- Danse Macabre — სიკვდილის ცეკვა
- Darkness — წყვდიადი
- Darkvision — მრუმზერა
- Dawn — განთიადი
- Daylight — დღის სინათლე
- Death Ward — სიკვდილის მოგერიება
- Delayed Blast Fireball — დაყოვნებული ცეცხლოვანი ბურთი
- Demiplane — ნახევარსკნელი
- Destructive Wave — გამანადგურებელი ტალღა
- Detect Thoughts — ფიქრების წაკითხვა
- Dimension Door — განზომილების კარი
- Disguise Self — შენიღბვა
- Disintegrate — დაქუცმაცება
- Dispel Evil and Good — ბოროტებისა და სიკეთის გაფანტვა
- Dispel Magic — მაგიის გაფანტვა
- Dissonant Whispers — დისონანსური ჩურჩული
- Divination — წინასწარმეტყველება
- Divine Favor — ღვთიური წყალობა
- Divine Word — ღვთიური სიტყვა
- Dominate Beast — მხეცის დამორჩილება
- Dominate Monster — ურჩხულის დამორჩილება
- Dominate Person — პერსონის დამორჩილება
- Dragon's Breath — დრაკონის სუნთქვა
- Drawmij's Instant Summons — დრომიჯის მყისიერი გამოძახება
- Dream — სიზმარი
- Druid Grove — დრუიდის კორომი
- Dust Devil — მტვრის ქარბორბალა
- Earth Tremor — მიწის შერყევა
- Earthbind — მიწას მიჯაჭვა
- Earthquake — მიწისძვრა
- Elemental Bane — სტიქიური წყევლა
- Elemental Weapon — სტიქიური იარაღი
- Enemies Abound — მტრების ალყა
- Enervation — დაუძლურება
- Enhance Ability — უნარის გაძლიერება
- Enlarge/Reduce — გადიდება/დაპატარავება
- Ensnaring Strike — გამომჭერი დარტყმა
- Entangle — გახლართვა
- Enthrall — დამონება
- Erupting Earth — მიწის ამოხეთქვა
- Etherealness — ჰაეროვნება
- Evard's Black Tentacles — ევარდის შავი საცეცები
- Expeditious Retreat — სწრაფი უკუქცევა
- Eyebite — გათვალვა
- Fabricate — დამზადება
- Faerie Fire — ფეერიული ცეცხლი
- False Life — ცრუ სიცოცხლე
- Far Step — შორეული ბიჯი
- Fear — შიში
- Feather Fall — ბუმბულისებრი ვარდნა
- Feeblemind — დაჩლუნგება
- Feign Death — მოჩვენებითი სიკვდილი
- Find Familiar — მახალის პოვნა
- Find Greater Steed — დიდი ბედაურის პოვნა
- Find Steed — ბედაურის პოვნა
- Find the Path — გზის პოვნა
- Find Traps — ხაფანგების პოვნა
- Finger of Death — სიკვდილის თითი
- Fire Shield — ცეცხლოვანი ფარი
- Fire Storm — ცეცხლოვანი ქარიშხალი
- Fireball — ცეცხლოვანი ბურთი
- Flame Arrows — ცეცხლოვანი ისრები
- Flame Blade — ალიანი ლესული
- Flame Strike — ცეცხლოვანი განგმირვა
- Flaming Sphere — ცეცხლოვანი სფერო
- Flesh to Stone — ხორცი ქვად
- Fly — ფრენა
- Fog Cloud — ნისლის ღრუბელი
- Forbiddance — აკრძალვა
- Forcecage — საპყრობილე
- Foresight — წინდახედულობა
- Freedom of Movement — მოძრაობის თავისუფლება
- Gaseous Form — აირადი ფორმა
- Gate — კარიბჭე
- Geas — აღთქმა
- Gentle Repose — მშვიდი განსვენება
- Giant Insect — ვეება მწერი
- Glibness — ენამჭევრობა
- Globe of Invulnerability — უვნებობის სფერო
- Glyph of Warding — მფარველობის გლიფი
- Goodberry — სიამკენკრა
- Grasping Vine — მჭიდე ვაზი
- Grease — შეზეთვა
- Greater Invisibility — უმაღლესი უჩინრობა
- Greater Restoration — უმაღლესი აღდგენა
- Guardian of Faith — რწმენის მცველი
- Guardian of Nature — ბუნების მცველი
- Guards and Wards —
- Guiding Bolt — მკვალავი გაელვება
- Gust of Wind — ქარის დაქროლა
- Hail of Thorns — ეკლების სეტყვა
- Hallow — განწმენდა
- Hallucinatory Terrain — მოჩვენებითი ლანდშაფტი
- Harm — განსაცდელი
- Haste — აჩქარება
- Heal — განკურნება
- Healing Spirit — მკურნალი სული
- Healing Word — მკურნავი სიტყვა
- Heat Metal — ლითონის გახურება
- Hellish Rebuke — ჯოჯოხეთური პასუხი
- Heroes' Feast — გმირთა ნადიმი
- Heroism — გმირობა
- Hex — ნავსი
- Hold Monster — ურჩხულის პყრობა
- Hold Person — პერსონის პყრობა
- Holy Aura — წმინდა აურა
- Holy Weapon — წმინდა იარაღი
- Hunger of Hadar — ჰადარის შიმშილი
- Hunter's Mark — მონადირის ნიშანი
- Hypnotic Pattern — ჰიპნოზური ფორმები
- Ice Knife — ყინულის დანა
- Ice Storm — ყინულის შტორმი
- Identify — ამოცნობა
- Illusory Dragon — მოჩვენებითი დრაკონი
- Illusory Script — მოჩვენებითი ხელნაწერი
- Immolation — მსხვერპლშეწირვა
- Imprisonment — დატყვევება
- Incendiary Cloud — ცეცხლგამჩენი ღრუბელი
- Infernal Calling — ჯოჯოხეთური გამოძახება
- Inflict Wounds — ჭრილობების მიყენება
- Insect Plague — მწერების შემოსევა
- Investiture of Flame — ცეცხლის სამოსელი
- Investiture of Ice — ყინულის სამოსელი
- Investiture of Stone — ქვის სამოსელი
- Investiture of Wind — ქარის სამოსელი
- Invisibility — უჩინრობა
- Invulnerability — უვნებობა
- Jump — ნახტომი
- Knock — კაკუნი
- Legend Lore — ლეგენდის ცოდნა
- Leomund's Secret Chest — ლიომუნდის საიდუმლო სკივრი
- Leomund's Tiny Hut — ლიომუნდის პატარა ქოხი
- Lesser Restoration — მცირე აღდგენა
- Levitate — ლევიტაცია
- Life Transference — სიცოცხლის გადაცემა
- Lightning Arrow — ელვის ისარი
- Lightning Bolt — ელვა
- Locate Animals or Plants — ცხოველების ან მცენარეების მიგნება
- Locate Creature — არსების მიგნება
- Locate Object — ობიექტის მიგნება
- Longstrider — მალემსრბოლი
- Maddening Darkness — გამაგიჟებელი წყვდიადი
- Maelstrom — მორევი
- Mage Armor — ჯადოსნის აბჯარი
- Magic Circle — ჯადოსნური წრე
- Magic Jar — ჯადოსნური ქილა
- Magic Missile — ჯადოსნური სრევი
- Magic Mouth — ჯადოსნური ბაგენი
- Magic Weapon — ჯადოსნური იარაღი
- Major Image — დიდი გამოსახულება
- Mass Cure Wounds — ჭრილობების მასობრივი განკურნება
- Mass Heal — მასობრივი განკურნება
- Mass Healing Word — მასობრივი მკურნავი სიტყვა
- Mass Polymorph — მასობრივი პოლიმორფი
- Mass Suggestion — მასობრივი ჩაგონება
- Maximilian's Earthen Grasp — მაქსიმილიანის მიწიური ჩავლება
- Maze — ლაბირინთი
- Meld into Stone — ქვასთან შერწყმა
- Melf's Acid Arrow — მელფის მჟავური ისარი
- Melf's Minute Meteors — მელფის მცირე მეტეორები
- Mental Prison — გონებრივი ტყვეობა
- Meteor Swarm — მეტეორების ნაკადი
- Mighty Fortress — დიადი ციხესიმაგრე
- Mind Blank — ცარიელი გონი
- Mind Spike — გონების განგმირვა
- Mirage Arcane — იდუმალი მირაჟი
- Mirror Image — სარკული გამოსახულება
- Mislead — გზააბნევა
- Misty Step — ნისლიანი ბიჯი
- Modify Memory — მეხსიერების შეცვლა
- Moonbeam — მთვარის სხივი
- Mordenkainen's Faithful Hound — მორდენკაინენის ერთგული მწევარი
- Mordenkainen's Magnificent Mansion — მორდენკაინენის დიდებული საცხოვრებელი
- Mordenkainen's Private Sanctum — მორდენკაინენის პირადი ოთახი
- Mordenkainen's Sword — მორდენკაინენის მახვილი
- Move Earth — მიწის მოძრაობა
- Negative Energy Flood — უარყოფითი ენერგიის ნაკადი
- Nondetection — შეუმჩნევლობა
- Nystul's Magic Aura — ნაისტულის ჯადოსნური აურა
- Otiluke's Freezing Sphere — ოტილუკეს გამყინავი სფერო
- Otiluke's Resilient Sphere — ოტილუკეს გამძლე სფერო
- Otto's Irresistible Dance — ოტოს დაუძლეველი ცეკვა
- Pass without Trace — უკვალო გადაადგილება
- Passwall — გასასვლელი
- Phantasmal Force — მოჩვენებითი ძალა
- Phantasmal Killer — მოჩვენებითი მკვლელი
- Phantom Steed — აჩრდილი ბედაური
- Planar Ally — სკნელური მოკავშირე
- Planar Binding — სკნელური ბმა
- Plane Shift — სკნელთაცვლა
- Plant Growth — მცენარეთა გაზრდა
- Polymorph — პოლიმორფი
- Power Word Heal — სიტყვისმიერი განკურნება
- Power Word Kill — სიტყვისმიერი სიკვდილი
- Power Word Pain — სიტყვისმიერი ტკივილი
- Power Word Stun — სიტყვისმიერი რეტი
- Prayer of Healing — განკურნების ლოცვა
- Primordial Ward — პირველყოფილი დაცვა
- Prismatic Spray — მრავალფერი პკურება
- Prismatic Wall — მრავალფერი კედელი
- Project Image — პროექცია
- Protection from Energy — ენერგიისგან მფარველობა
- Protection from Evil and Good — ბოროტებისა და სიკეთისგან მფარველობა
- Protection from Poison — საწამლავისგან დაცვა
- Psychic Scream — ფსიქიკური ყვირილი
- Purify Food and Drink — საკვებისა და სასმელის განწმენდა
- Pyrotechnics — პიროტექნიკა
- Raise Dead — მკვდრის აღდგომა
- Rary's Telepathic Bond — რერის ტელეპათიური კავშირი
- Ray of Enfeeblement — დაუძლურების სხივი
- Ray of Sickness — სნეულების სხივი
- Regenerate — აღდგენა
- Reincarnate — რეინკარნაცია
- Remove Curse — წყევლის მოხსნა
- Resurrection — გაცოცხლება
- Reverse Gravity — მიზიდულობის შებრუნება
- Revivify — მოსულიერება
- Rope Trick — ოინი თოკით
- Scatter — მიმოფანტვა
- Scorching Ray — მწველი სხივი
- Scrying — მჭვრეტელობა
- Searing Smite — მწველი სასჯელი
- See Invisibility — უჩინრობის დანახვა
- Seeming — მოჩვენებითობა
- Sending — გაგზავნა
- Sequester — იზოლირება
- Shadow Blade — ჩრდილის ლესული
- Shadow of Moil —
- Shapechange — ფორმაცვლა
- Shatter — მსხვრევა
- Shield — ფარი
- Sickening Radiance — შემზარავი ნათება
- Silence — მდუმარება
- Silent Image — მდუმარე გამოსახულება
- Simulacrum — სიმულაკრუმი
- Skill Empowerment — უნარ-ჩვევის გაძლიერება
- Skywrite — ცათწერა
- Sleep — ძილი
- Sleet Storm — ქარბუქი
- Slow — შენელება
- Snare — მახე
- Snilloc's Snowball Swarm —
- Soul Cage — სულის საკანი
- Speak with Animals — ცხოველებთან საუბარი
- Speak with Dead — მკვდართან საუბარი
- Speak with Plants — მცენარეებთან საუბარი
- Spider Climb — ობობისებრი ცოცვა
- Spike Growth — ეკალ-ბარდების ამოზრდა
- Spirit Guardians — მფარველი სულები
- Spiritual Weapon — ღვთიური იარაღი
- Staggering Smite — განმაცვიფრებელი სასჯელი
- Steel Wind Strike — ფოლადის ქარის დარტყმა
- Stinking Cloud — მყრალი ღრუბელი
- Stone Shape — ქვის ფორმაცვლა
- Stoneskin — ქვის კანი
- Storm of Vengeance — შურისგების ქარიშხალი
- Storm Sphere — ქარიშხლის სფერო
- Suggestion — ჩაგონება
- Summon Greater Demon — უფროსი დემონის გამოძახება
- Summon Lesser Demons — უმცროსი დემონების გამოძახება
- Sunbeam — მზის სხივი
- Sunburst — მზის დასხივება
- Swift Quiver — მარდი საისრე
- Symbol — სიმბოლო
- Synaptic Static — სინაფსური უძრაობა
- Tasha's Hideous Laughter — ტაშას საზარელი სიცილი
- Telekinesis — ტელეკინეზი
- Telepathy — ტელეპათია
- Teleport — ტელეპორტი
- Teleportation Circle — ტელეპორტაციის წრე
- Temple of the Gods — ღმერთების ტაძარი
- Tenser's Floating Disk — ტენსერის მოლივლივე დისკო
- Tenser's Transformation — ტენსერის ტრანსფორმაცია
- Thunder Step — მქუხარე ბიჯი
- Thunderous Smite — მქუხარე სასჯელი
- Thunderwave — ქუხილის ტალღა
- Tidal Wave — მოქცევითი ტალღა
- Time Stop — დროის გაჩერება
- Tiny Servant — პაწაწინა მსახური
- Tongues — ენები
- Transmute Rock — ქვის გარდაქმნა
- Transport via Plants — მცენარეებით გადაადგილება
- Tree Stride — ხეთასვლა
- True Polymorph — ჭეშმარიტი პოლიმორფი
- True Resurrection — ჭეშმარიტი გაცოცხლება
- True Seeing — ჭეშმარიტი მხედველობა
- Tsunami — ცუნამი
- Unseen Servant — უხილავი მსახური
- Vampiric Touch — ვამპირული შეხება
- Vitriolic Sphere — გესლიანი სფერო
- Wall of Fire — ცეცხლის კედელი
- Wall of Force — ძალის კედელი
- Wall of Ice — ყინულის კედელი
- Wall of Light — სინათლის კედელი
- Wall of Sand — ქვიშის კედელი
- Wall of Stone — ქვის კედელი
- Wall of Thorns — ეკლების კედელი
- Wall of Water — წყლის კედელი
- Warding Bond — მფარველი კავშირი
- Warding Wind — მფარველი ქარი
- Water Breathing — წყალქვეშ სუნთქვა
- Water Walk — წყალზე სიარული
- Watery Sphere — წყლის სფერო
- Web — ქსელი
- Weird — თავზარიძალიან weird თარგმანს ჰგავს, მაგრამ სახელიც ასეთივე ჰქვია, რეალურად. აქ არ იგულისხმება „უცნაური“ და მისთანანი, weird-ის კიდევ ერთი მნიშვნელობაა „შიშის მომგვრელი“ და შელოცვის აღწერიდანაც რაღაც ეგეთზეა საუბარი
- Whirlwind — ქარბორბალა
- Wind Walk — ქარსვლა
- Wind Wall — ქარის კედელი
- Wish — ნატვრა
- Witch Bolt — კუდიანის კლაკნილი
- Word of Recall — დაბრუნების სიტყვა
- Wrath of Nature — ბუნების რისხვა
- Wrathful Smite — მრისხანე სასჯელი
- Zephyr Strike — ჰაეროვანი დარტყმა
- ცალკეულები
- Smite — სასჯელი ძირითადად პალადინს აქვს და მორელიგიურო ტერმინი უხდება, თან „ძლიერი დარტყმა“ არ იგულისხმება ხოლმე მაგ შელოცვებში. „განკითხვა“ შეიძლება ასევე.
- Blade — ლესული იარაღის პირია, ზოგადად, მაგრამ ორ სიტყვად დაწერა არ გამოვა, მარტო პირი დამაბნეველია და არც მოუხდება. „ლესული“ მნიშვნელობას კარგად გამოხატავს, არსებითსახელობაც რიგიანად აქვს.
- Bolt — რამდენიმე შელოცვაშია და შევეშვი მათი გამაერთიანებლის ძებნას. ცალ-ცალკე ასე გამოვიდა: Guiding Bolt — „მკვალავი გაელვება“, Witch Bolt — „კუდიანის კლაკნილი“, Lightning Bolt — „ელვა“, Fire Bolt — „ცეცხლოვანი სრილი“, Chaos Bolt — „ქაოსური სრილი“.
- Eldritch Blast — მიღმური ჭავლი (ასევე Agonizing blast, Repelling blast და Delayed Blast Fireball).
- Magic Missile — ჯადოსნური სრევი სამ dart-ს ისვრის ეს შელოცვა და დარტები „სასრევებად“ ვთარგმნე ჯერჯერობით. „მაგიურის“ პირდაპირი შესატყვისია „ჯადოსნური“ და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ეგრე თარგმნას :დ
- Strike — დარტყმა, განგმირვა (?)
- ტყორცნა, სროლა, სრევა (ნასრევი, სასრევი), „სრევი“, „სრილი“, „მკუდი“
სხვა[]
- Ability — უნარი
- Ability check — უნარის შემოწმება
- Ability damage — უნარის ზიანი
- Ability decrease — უნარის დაკლება
- Ability drain — უნარის გამოცლა
- Ability score — უნარის ქულა
- Strength — ძალა
- Dexterity — სიმარჯვე დიენდიში ეს საკმაოდ მრავლისმომცველი ტერმინია, ამიტომ მხოლოდ „მოქნილობა“ არ ივარგებდა. დარჩა სიმარჯვე და მოხერხებულობა, ამოქმედდა სუბიექტურობა, მივიღეთ სიმარჯვე.
- Constitution — გამძლეობა. „აღნაგობაც“ შეიძლება
- Intelligence — ინტელექტი
- Wisdom — სიბრძნე
- Charisma — ქარიზმა
- Ability score loss — უნარის ქულის დაკარგვა
- Ability score modifier — უნარის ქულის მოდიფიკატორი
- Advantage და Disadvantage — ხელსაყრელობა და არახელსაყრელობა კარგა ხანს ვიმტვრევდი ტვინს ამის თარგმნაზე. ჯერ ხელსაყრელ და არახელსაყრელ მდგომარეობებად მქონდა ნათარგმნი, მაგრამ ერთსიტყვიანი ცნება იყო საჭირო. Advantage-ისთვის ზედგამოჭრილია „უპირატესობა“, მაგრამ მერე ანტონიმი ვეღარ გამოდის. ვერსიად მქონდა ასევე „მოგებიანობა“ და „წაგებიანობა“[4]. საბოლოოდ პირველი ვერსია გავათითოსიტყვიანე და ასე უკეთესია ჟღერადობითაც და შინაარსობრივადაც.
- Adventuring gear — სათავგადასავლო საჭურველი
- Alignment — მსოფლმხედველობა
- Arcane focus — იდუმალი ფოკუსი
- Area of Effect (AoE) — მოქმედების არეალი
- Cone — კონუსი
- Line — წირი
- Sphere — სფერო
- Cylinder — ცილინდრი
- Point of origin — საწყისი წერტილი
- Armor Class (AC) — აბჯრის კლასი (აკ), აბჯრის თანრიგი (ათ)
- Background — წინაისტორია
- Anthropologist — ანთროპოლოგი
- Archaeologist — არქეოლოგი
- Haunted One — აჩრდილდევნილი
- Sage — ბრძენი
- Entertainer — გამრთობი
- Cloistered Scholar — განდგომილი სწავლული
- Hermit — განდეგილი
- Guild Artisan — გილდიის ხელოსანი
- Guild Merchant — გილდიის ვაჭარი
- Mercenary Veteran — დაქირავებული ვეტერანი
- Noble — დიდგვაროვანი
- Knight — რაინდი
- Courtier — კარისკაცი
- Clan Crafter — კლანის ხელოსანი
- Criminal — კრიმინალი
- Spy — ჯაშუში
- Sailor — მეზღვაური
- Pirate — მეკობრე
- Inheritor — მემკვიდრე
- Acolyte — მნათე
- Knight of the Order — ორდენის რაინდი
- Folk Hero — სახალხო გმირი
- House Agent — სახლის აგენტი
- Uthgardt Tribe Member — უთგარტის ტომის წევრი
- Waterdhavian Noble — უოტერდჰაველი დიდგვაროვანი
- Urban Bounty Hunter — ურბანული თავებზე მონადირე
- Urchin — უსახლკარო
- Outlander — უცხომიწელი
- Faction Agent — ფრაქციის აგენტი
- City Watch — ქალაქის დარაჯი
- Investigator — გამომძიებელი
- Charlatan — თაღლითი
- Far Traveler — შორეული მოგზაური
- Soldier — ჯარისკაცი
- (To) Cast, Casting — სახრვა, დასახრვა (way better than „(და)კასტვა“)„სახრვა“ არის მოგობით, ანუ გრძნებით შელოცვა.
- Caster — შემლოცველი, მსახრავი
- Challenge rating — შერკინების რეიტინგი
- Component pouch — კომპონენტების წელჩანთა
- Concentration — კონცენტრაცია
- Darkvision — მრუმზერა მრუმე — შავი, ბნელი; + მზერა — ყურება, ხედვა. საბრეინშტორმინგოდ: უკუნი, წყვდიადი, კუნაპეტი, ბნელი, ბნელეთი, წკვარამი, ბინდი, ბური, ბურუსი, ნისლი, ჯანღი, ღამე, მრომი, მრუმე, ხედვა, ჩინი, ჩენა, მხედველობა, ჭვრეტა, ჩვენება, სახვა, (წარმო)დგენა, თვალის მოკვრა, დანახვა, შემჩნევა, მზერა, თვალი, არეკვლა, ვლენა, გამოფენა, მხილება, გამოცხადება, გამოჩენა, ნახვა, ხილვა(დობა), ხელა, თვალიერება, სამხელი, შავეთი; მეგრ.: რზამა, ჯინა, სირუმა, (გარა)უჩა, უკუმელა.
- Difficult Terrain — რთული ლანდშაფტი
- Difficulty Class — სირთულის კლასი/თანრიგი
- Eldritch (Invocations) — მიღმური ხმობანი ელდრიქი კი უცნაურს და არაბუნებრივს ნიშნავს დღეს, მაგრამ ეტიმოლოგიურად: 1500–10; earlier elrich, equivalent to Old English el- foreign, strange, uncanny (see else) + rīce kingdom (see rich); hence “of a strange country, pertaining to the Otherworld”; compare Old English ellende in a foreign land, exiled (cognate with German Elend penury, distress). უცნაურზე მეტად რაღაც ასეთი უფრო იგულისხმება დიენდის ელდრიქებში, აქედან „მიღმური“
- Enchantment — ხიბლი (მაგიის სკოლა) ძველქართულად ჯადოს ნიშნავს, მაგაზეა მთელი ეს სკოლაც.
- Expertise — ოსტატობა
- Familiar — მახალიიგულისხმება ის, ვინც გახლავს; ის, ვინც ახლო(ბელი)ა. ახლობელი/მონათესავე სულების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ძველად ფოლკლორში და მგონია, რომ „მახალი“ არაა მთლად ცუდი შესატყვისი
- Feat — ნიჭი 10/10 ვერაა, მაგრამ ალტერნატივა ვერ მოვიფიქრე. „ხელობა“ ერქვა მანამდე, მაგრამ, მგონი, ეს უფრო ზუსტია. ვარიანტები: სპეციალობა, მიღწევა, დამსახურება, (ნიშან-)თვისება
- Actor — მსახიობი
- Athlete — ათლეტი
- Alert — სიფხიზლე
- Charger — მოიერიშე
- Defensive Duelist — დაცვითი დუელანტი
- Dual Wielder — ორი იარაღის მჭერი
- Dungeon Delver — დილეგთ მსწავლელი
- Durable — ურყევი
- Elemental Adept — ელემენტების მცოდნე
- Grappler — მბოჭავი
- Great Weapon Master — დიდი იარაღების ოსტატი
- Healer — მკურნალი
- Inspiring Leader — შთამაგონებელი ლიდერი
- Keen Mind — მახვილი გონი
- Linguist — ენათმეცნიერი
- Lucky — იღბლიანი
- Mage Slayer — მაგთა მმუსრავი
- Magic Initiate — მაგიას განდობილი
- Martial Adept — ბრძოლის მცოდნე
- Mobile — მოძრავი
- Mounted Combatant — ამხედრებული მეომარი
- Observant — დამკვირვებელი
- Resilient — მოქნილი
- Ritual Caster — რიტუალების მსახრავი
- Savage Attacker — ველური თავდამსხმელი
- Sentinel — გუშაგი
- Sharpshooter — მახვილმსროლი
- Skilled — დახელოვნებული
- Skulker — უჩუმარი
- Spell Sniper — შელოცვების სნაიპერი
- Tough — გამძლე
- War Caster — ომის მსახრავი
- Crossbow Expert — არბალეტის ექსპერტი
- Polearm Master — გრძელი იარაღების ოსტატი
- Shield Master — ფარის ოსტატი
- Tavern Brawler — ფუნდუკებში მემუშტიკრივე
- Weapon Master — იარაღების ოსტატი
- Lightly Armored — მსუბუქად შეაბჯრული
- Moderately Armored — საშუალოდ შეაბჯრული
- Medium Armor Master — საშუალო აბჯრის ოსტატი
- Heavily Armored — მძიმედ შეაბჯრული
- Heavy Armor Master — მძიმე აბჯრის ოსტატი
- Higher Casting — ზემო სახრვა
- Immunity — შეუვალობა
- Insight — „ჩაწვდომად“ მაქვს ახლა ნათარგმნი, მაგრამ, მგონი, „მიხვედრილობა“ სჯობს.
- Inspiration — ინსპირაცია (შთაგონება)
- Leveled Cantrip — საფეხუროვანი გრძნებვა
- Melee weapon attack — იარაღით ახლო შეტევა. შენიშვნა: D&D-ის წესების მიხედვით, ამაში იგულისხმება არა Melee Weapon-ით, ანუ ხელჩართული ბრძოლის იარაღით, შეტევის განხორციელება, არამედ ახლო შეტევის, ანუ Melee Attack-ის, განხორციელება ნებისმიერი იარაღით.
- Mount და Vehicle — სახედარი და ტრანსპორტი (?) იდეაში, ორივე ტრანსპორტის სახეა, ამიტომ Vehicle-ს „ტრანსპორტად“ თარგმნა მცდარია. Mount-ში იგულისხმება „ასამხედრებელი“ ცხოველები, Vehicle-ში ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ცხოველი არ არის :დ არცერთისთვის არ გვაქვს შესაფერისი ტერმინი (მამენტ ჩვენი ბრალია, „მანქანაში“ რომ „ავტომობილებს“ მოვიაზრებთ, თორემ ეგ სიტყვა ახლოსაა Vehicle-ს მნიშვნელობასთან) ან მე არ ვიცი. საჭენ(ებელ)ი/სამხედრებელი და სატარებელი/სამართავი (?) ;დდდ „სახედარი“ ძაან კაი იქნებოდა მაუნთისთვის, მარა ეგეთი ტრანსპორტის ზოგადი სახელის მოფიქრების ნაცვლად ჩვენმა წინაპრებმა ვირს მოუფიქრეს მეორე სახელი (y) ისე, „ნახედარი“? „სამხედარი“?
- Party — რაზმი, ჯგუფი. იმჰო, „დასი“ ძალიან კარგი შესატყვისია ასევე
- Proficiency — გაწაფულობა
- Resistance — მდგრადობა
- Saving throw / Save — თავდაცვითი გაგორება / თავდაცვა
- School of Magic — მაგიის სკოლა
- Abjuration — განდგომა
- Conjuration — ქმნადობა
- Divination — მისნობა
- Enchantment — ხიბლი
- Evocation — მოხმობა
- Illusion — ილუზია
- Necromancy — ნეკრომანტია
- Transmutation — გარდაქმნა
- Size — ზომა
- Tiny — ციცქნა
- Small — პატარა
- Medium — საშუალო
- Large — დიდი
- Huge — უზარმაზარი
- Gargantuan — ვეებერთელა
- Sleight of Hand — ხელის სიმარდე ეს უფრო „ხელის სიმარჯვეა“, მაგრამ სიმარჯვე უკვე მაქვს გამოყენებული Dexterity-სთვის და გამეორება რაღაც ნიტოა. „სიმარდეც“ არაა ცუდი.
- Sneak attack — ცბიერი შეტევა
- Spell — შელოცვა
- Spell slot — შელოცვის სლოტიარ მომწონს „სლოტი“, მაგრამ კარგი შესატყვისი ვერ ვიპოვე. სათავსო/უჯრედია ქაინდა.
- Stat — სტატი (იგივე Ability score — უნარის ქულა)
- Surprise Round — მოულოდნელობის რაუნდი
- Trinket — სამშვენისი
- Willing creature — მოსურნე არსება
შენიშვნები[]
- ↑ ენის შემთხვევაში ასე თარგმნის საჭიროება ნაკლებადაა, რადგან „ინფერნალი“ ისედაც საკმაოდ ენურად ჟღერს, მაგრამ „infernal რაღაცა“ ტერმინების თარგმნა ცოტა პრობლემურია, ასეთები ძირითადად ტიფლინგის რასასთან დაკავშირებით იჩითება, ამიტომ „ქტონურის“ შემოტანის საჭიროება ჩნდება. პირდაპირ „ჯოჯოხეთური“ ზოგჯერ არ გამოდის. ასე, მაგალითად, ისევ ტიფლინგის შემთხვევაში, გვაქვს მახასიათებლები Hellish Resistance და Infernal Legacy. ორივე რომ „ჯოჯოხეთურად“ ვთარგმნო, არ გამოვა. პირველი უფრო ჯოჯოხეთურია, მეორე იყოს ქტონური
- ↑ შესაძლოა, „ქთონური“ იყოს გრამატიკულად სწორი, ეგ უფრო იგუგლება, მაგრამ ეს „ქთ“ ძალიან რთულად წარმოითქმის და რაღაცა არამგონია, ქართული ფონეტიკისთვის დამახასიათებელი იყოს
- ↑ რატომ „უმეტესობა“? პრინციპში, ალბათ, ყველა, მაგრამ ზოგი ტერმინი იმდენად დამკვიდრებულია, რომ ასე მარტივად ვერ აიღებ და „-ალ-ს“ ვერ ჩამოაშორებ. მაგალითად, სიტყვა „მუსიკალური“. „მუსიკური“ რომ თქვათ, ვიღაცა რაღაცას გადაგახევთ თავზე. „სამუსიკო“ კიდე ნიჩიო, მაგრამ ყველა კონტექსტს არ ერგება. არ ჩავძიებივარ, მაგრამ, ვგონებ, საბჭოთა კავშირსა და რუსულ ენას უნდა ვუმადლოდეთ ასეთ შეცდომებს
- ↑ „მომგებიანობა“ და „წამგებიანობა“ გრამატიკულად არასწორია.