სახლად ყოფნის მყუდროებანი ქონდრისკაცთა უმეტესობის მთავარი ცხოვრებისეული მიზანია: ადგილი, სადაც მშვიდად და წყნარად გაიდგამ ფესვებს, მკვლელი ურჩხულებისა და შეხეთქებული ჯარებისგან შორს. სხვანი ქმნიან მომთაბარე რაზმებს და მუდმივად მოგზაურობენ თავისუფალი შარაგზითა და ვრცელი ჰორიზონტით მოხიბლულები, რათა ახალი მიწებისა და ხალხების საკვირველებანი აღმოაჩინონ. ქონდრისკაცები დაუზარლად მოქმედებენ სხვებთან ერთად და ისინი მუდამ ერთგულობენ მეგობრებს, განურჩევლად რასისა. ისინი გასაოცარ მრისხანებას ავლენენ, როდესაც მათი მეგობრები, ოჯახები თუ თემები საფრთხის ქვეშ არიან.
ქონდრისკაცის მახასიათებლები[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი სიმარჯვის? ქულა იზრდება 2-ით.
- ზომა: პატარა.
- სიჩქარე: 25 ფუტი.
- იღბლიანი?: როდესაც შეტევითი გაგორების, უნარის შემოწმების ან თავდაცვითი გაგორების დროს d20-ზე 1-ს აგორებთ, შეგიძლიათ, ხელახლა გააგოროთ კამათელი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ახალი გაგორება.
- მამაცი?: შეშინების წინააღმდეგ თავდაცვით გაგორებას ხელსაყრელობით? ასრულებთ.
- ქონდარული სისხარტე?: შეგიძლიათ, ნებისმიერი იმ არსების სივრცეში გადაადგილდეთ, რომლის ზომაც თქვენსაზე დიდია.
- ენები: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ საერთო და ქონდარულ ენებზე.
ფეხმარდი ქონდრისკაცი (Lightfoot Halfling)[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი ქარიზმის? ქულა იზრდება 1-ით.
- ბუნებრივად უჩუმარი?: დამალვის მცდელობა მაშინაც შეგიძლიათ, როდესაც მხოლოდ ისეთი არსება გხედავთ, რომელიც თქვენზე მინიმუმ ერთი ზომით დიდია.
მტკიცე ქონდრისკაცი (Stout Halfling)[]
- უნარების ქულების ზრდა: თქვენი გამძლეობის? ქულა იზრდება 1-ით.
- მტკიცე შეუპოვრობა?: მოწამვლის? მიმართ თავდაცვით გაგორებებს ხელსაყრელობით? ასრულებთ. აგრეთვე მდგრადობა გაქვთ საწამლავით გამოწვეული ზიანის მიმართ.
Ghostwise Halfling[]
(Sword Coast Adventurer's Guide)
- Ability Score Increase: Your Wisdom score increases by 1 .
- Silent Speech: You can speak telepathically to any creature within 30 feet of you. The creature understands you only if the two of you share a language. You can speak telepathically in this way to one creature at a time.
კატეგორია:რასები