D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
1-ლი დონის განდგომა?
დასახრვის დრო? 1 საათი (რიტუალი?)
მანძილი? შეხება?
კომპონენტები? V S M (25gp ღირებულების დაფხვნილი ვერცხლი?; მოიხმარება?)
ხანგრძლივობა? მყისიერი?

ამ შელოცვის დასახრვისას აირჩიეთ ჩამოთვლილი რიტუალებიდან ერთ-ერთი. დასახრვის დროს შელოცვის სამიზნე თქვენგან 10 ფუტში უნდა იყოს.

  • გამოსყიდვა?: თქვენ ეხებით ერთ მოსურნე არსებას, რომლის მსოფლმხედველობა? შეიცვალა, და ასრულებთ DC 20 ჩაწვდომის? შემოწმებას. წარმატების შემთხვევაში სამიზნეს საწყის მსოფლმხედველობას უბრუნებთ.
  • წყლის კურთხევა?: თქვენ ეხებით წყლით სავსე პატარა ბოთლს და ამ წყალს ნაკურთხს ხდით.
  • გარდამტეხი ასაკი?: თქვენ ეხებით ერთ ახალგაზრდა ზრდასრულ ჰუმანოიდს. შემდეგი 24 საათის განმავლობაში, როდესაც სამიზნე შეასრულებს უნარის შემოწმება?, მას შეუძლია, დამატებით d4 გააგოროს და უნარის შემოწმებისას გაგორებულ რიცხვს დაუმატოს. არსებას ამ რიტუალისგან სარგებლის მიღება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
  • თავდადება?: თქვენ ეხებით ერთ ჰუმანოიდს, რომელსაც სურს, თქვენი ღმერთის სამსახურში ჩადგეს. შემდეგი 24 საათის განმავლობაში, როდესაც სამიზნე შეასრულებს თავდაცვით გაგორებას?, მას შეუძლია, დამატებით d4 გააგოროს და თავდაცვისას გაგორებულ რიცხვს დაუმატოს. არსებას ამ რიტუალისგან სარგებლის მიღება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
  • სამგლოვიარო რიტუალი?: თქვენ ეხებით ერთ გვამს და შემდეგი 7 დღის განმავლობაში შეუძლებელია, ის უცვალი? გახდეს რაიმეგვარი გზით, გარდა Wish შელოცვისა.
  • ქორწინება?: თქვენ ორ ზრდასრულ ჰუმანოიდს ეხებით, რომლებსაც ქორწინების უღელში შებმა სურთ. შემდეგი 7 დღის განმავლობაში ორივე არსება +2 ბონუსს იღებს აბჯრის კლასზე?, როდესაც ერთმანეთისგან 30 ფუტის რადიუსში არიან. არსებას ამ რიტუალისგან სარგებლის ხელახლა მიღება მხოლოდ დაქვრივების შემდეგ შეუძლია.

კატეგორია:განდგომა (Abjuration)

Advertisement