თქვენი პერსონაჟის წინაისტორია განსაზღვრავს იმას, თუ საიდან მოდიხართ, როგორ გახდით თავგადასავლების მაძიებელი და როგორია თქვენი ადგილი სამყაროში. წინაისტორიასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა უნდა შეგეძლოთ: რა შეიცვალა? რატომ შეწყვიტეთ იმის კეთება, რაც თქვენი წინაისტორიითაა განსაზღვრული, და რატომ დაიწყეთ თავგადასავლების ძიება? საიდან მოიპოვეთ საწყისი აღჭურვილობისთვის საჭირო თანხა ან, თუკი თქვენი წინაისტორიის მიხედვით შეძლებული იყავით, რატომ არ გაქვთ ახლა მეტი ფული? როგორ ისწავლეთ თქვენი კლასის უნარ-ჩვევები? რა განგასხვავებთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც იგივე წინაისტორია აქვთ? ქვემოთ მოყვანილ წინაისტორიებში მოცემულია კონკრეტული უპირატესობები (მახასიათებლები, გაწაფულობები და ენები), რომლებსაც წინაისტორია განიჭებთ.
გაწაფულობა[]
- თითოეული წინაისტორია პერსონაჟს ორ უნარ-ჩვევაში? გაწაფულს ხდის.
- უნარ-ჩვევები აღწერილია „მოთამაშის წიგნაკის“ (ინგლ. Player's Handbook) მე-7 თავში.
- გარდა ამისა, წინაისტორიების დიდი ნაწილი პერსონაჟს გაწაფულობას სძენს ერთ ან მეტ ხელსაწყოში.
- ხელსაწყოები? დაწვრილებითაა აღწერილი „მოთამაშის წიგნაკის“ მე-5 თავში.
- თუკი პერსონაჟი იმავე გაწაფულობას იღებს ორი სხვადასხვა წყაროდან, მას ამის ნაცვლად იმავე ტიპის (უნარ-ჩვევა ან ხელსაწყოები) სხვა გაწაფულობის არჩევა შეუძლია.
ენები[]
- ზოგიერთი წინაისტორია პერსონაჟს დამატებითი ენის სწავლის შესაძლებლობას აძლევს (რასის მიერ მინიჭებულ ენებთან ერთად).
აღჭურვილობა[]
- ყველა წინაისტორია საწყისი აღჭურვილობის ნაკრებს იძლევა. თუკი არჩევით წესს გამოიყენებთ მე-5 თავიდან, რომ მონეტები დახარჯოთ სასურველ აღჭურვილობაზე, წინაისტორიიდან საწყის აღჭურვილობას აღარ მიიღებთ.
შემოთავაზებული მახასიათებლები[]
- ყველა წინაისტორია გთავაზობთ განსაზღვრულ პიროვნულ მახასიათებლებს თქვენი პერსონაჟისთვის.
- შეგიძლია, აირჩიოთ ეს მახასიათებლები, გააგოროთ კამათელი, რათა შემთხვევით აირჩეს ისინი, ან გამოიყენოთ შემოთავაზებული ვარიანტები შთაგონებისთვის და თქვენ თვითონ შექმნათ რამე მსგავსი თქვენი პერსონაჟისთვის.
წინაისტორიის გადაკეთება[]
შესაძლოა, წინაისტორიის ზოგიერთი მახასიათებლის შეცვლა მოგინდეთ, რათა ის უკეთ მოერგოს თქვენს პერსონაჟსა თუ კამპანიას. წინაისტორიის გადასაკეთებლად შეგიძლია, ერთი მახასიათებელი ნებისმიერი სხვით ჩაანაცვლოთ, აირჩიოთ ორი უნარ-ჩვევა? და ასევე აირჩიოთ ჯამში მაქსიმუმ ორი გაწაფულობა? ან ენა. შეგიძლია თქვენი წინაისტორიის საწყისი აღჭურვილობა გამოიყენოთ ან მონეტები დახარჯოთ სასურველი აღჭურვილობის ყიდვაზე, როგორც ეს მე-5 თავშია აღწერილი (თუკი მონეტებს დახარჯავთ, თქვენი კლასისთვის განკუთვნილ საწყის აღჭურვილობას ვერ მიიღებთ). და ბოლოს, აირჩიეთ მახასიათებლები: ორი პიროვნული ნიშან-თვისება, ერთი იდეალი, ერთი კავშირი და ერთი ნაკლი. თუკი ვერ პოულობთ ისეთ მახასიათებელს, რომელიც თქვენთვის სასურველ წინაისტორიას მოუხდება, გაესაუბრეთ თქვენს DM-ს და შექმენით ასეთი.
წინაისტორიების სია[]
სიაში მოცემული არ არის Adventurers League-ისა და Plane Shift-ის სერიების წინაისტორიები.
სახელი | წყარო | უნარ-ჩვევები (KA) | ენები | ხელს. |
---|---|---|---|---|
მნათე
(Acolyte) |
PHB | ჩაწვდომა/Insight (WIS), რელიგია/Religion (INT) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
ანთროპოლოგი | ToA | ჩაწვდომა/Insight (WIS), რელიგია/religion (INT) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
არქეოლოგი | ToA | ისტორია/History (INT), გადარჩენა/Survival (WIS) | ნებისმიერი x1 | აირჩიეთ 1: კარტოგრაფის ხელსაწყოები, ნავიგატორის ხელსაწყოები |
შარლატანი | PHB | მოტყუება/Deception (CHA), ხელის სიმარდე/Sleight of Hand (DEX) | არცერთი | გარდასახვის ნაკრები, გაყალბების ნაკრები |
ქალაქის დარაჯი | SCAG | ათლეტურობა/Athletics (STR), ჩაწვდომა/Insight (WIS) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
კლანის ხელოსანი | SCAG | ისტორია/History (INT), ჩაწვდომა/Insight (WIS) | ნებისმიერი x1 | ხელოსნის ხელსაწყოები x1 |
განდგომილი სწავლული | SCAG | ისტორია/History (INT) და აირჩიეთ 1: არკანა/Arcana (INT), ბუნება/Nature (INT), რელიგია/Religion (INT) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
კარისკაცი
(Courtier) |
SCAG | ჩაწვდომა/Insight (WIS), დარწმუნება/Persuasion (CHA) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
კრიმინალი
(Criminal) |
PHB | მოტყუება/Deception (CHA), მალვა/Stealth (DEX) | არცერთი | სათამაშო ნაკრები x1, ქურდის ხელსაწყოები |
გამრთობი | PHB | აკრობატიკა/Acrobatics (DEX), პერფორმანსი/Performance (CHA) | არცერთი | გარდასახვის ნაკრები, მუსიკალური საკრავი x1 |
ფრაქციის აგენტი | SCAG | ჩაწვდომა/Insight (WIS) და აირჩიეთ 1: სპეციალური (იხ. გვერდი) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
შორეული მოგზაური | SCAG | ჩაწვდომა/Insight (WIS), აღქმა/Perception (WIS) | ნებისმიერი x1 | აირჩიეთ 1: მუსიკალური საკრავი x1, სათამაშო ნაკრები x1 |
სახალხო გმირი | PHB | ცხოველის მოთვინიერება/Animal Handling (WIS), გადარჩენა/Survival (WIS) | არცერთი | ხელოსნის ხელსაწყოები x1, ტრანსპორტი (მიწის) |
გლადიატორი | PHB | აკრობატიკა/Acrobatics (DEX), პერფორმანსი/Performance (CHA) | არცერთი | გარდასახვის ნაკრები, უჩვეულო იარაღი x1 |
გილდიის ხელოსანი | PHB | ჩაწვდომა/Insight (WIS), დარწმუნება/Persuasion (CHA) | ნებისმიერი x1 | ხელოსნის ხელსაწყოები x1 |
გილდიის ვაჭარი | PHB | ჩაწვდომა/Insight (WIS), დარწმუნება/Persuasion (CHA) | ნებისმიერი x1 | ნავიგატორის ხელსაწყოები |
აჩრდილდევნილი | CoS | აირჩიეთ 2: არკანა/Arcane (INT), გამოძიება/Investigation (INT), რელიგია/Religion (INT), გადარჩენა/Survival (WIS) | ეგზოტიკური x1 | არცერთი |
განდეგილი
(Hermit) |
PHB | მედიცინა/Medicine (WIS), რელიგია/Religion (INT) | ნებისმიერი x1 | ჰერბალიზმის ნაკრები |
სახლის აგენტი | WGE | გამოძიება/Investigation (INT), დარწმუნება/Persuasion (CHA) | არცერთი | სპეციალური (იხ. გვერდი) |
მემკვიდრე | SCAG | გადარჩენა/Survival (WIS) და აირჩიეთ 1: არკანა/Arcane (INT), ისტორია/History (INT), რელიგია/Religion (INT) | არცერთი | სათამაშო ნაკრები x1, მუსიკალური საკრავი x1 |
გამომძიებელი | SCAG | ჩაწვდომა/Insight (WIS), გამოძიება/Investigation (INT) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
რაინდი
(Knight) |
PHB | ისტორია/History (INT), დარწმუნება/Persuasion (CHA) | ნებისმიერი x1 | სათამაშო ნაკრები x1 |
ორდენის რაინდი | SCAG | დარწმუნება/Persuasion (CHA) და აირჩიეთ 1: სპეციალური (იხ. გვერდი) | ნებისმიერი x1 | აირჩიეთ 1: სათამაშო ნაკრები x1, მუსიკალური საკრავი x1 |
დაქირავებული ვეტერანი | SCAG | ათლეტურობა/Athletics (STR), დარწმუნება/Persuasion (CHA) | არცერთი | სათამაშო ნაკრები x1, ტრანსპორტი (მიწის) |
დიდგვაროვანი
(Noble) |
PHB | ისტორია/History (INT), დარწმუნება/Persuasion (CHA) | ნებისმიერი x1 | სათამაშო ნაკრები x1 |
უცხომიწელი | PHB | ათლეტურობა/Athletics (STR), გადარჩენა/Survival (WIS) | ნებისმიერი x1 | მუსიკალური საკრავი x1 |
მეკობრე
(Pirate) |
PHB | ათლეტურობა/Athletics (STR), აღქმა/Perception (WIS) | არცერთი | ნავიგატორის ხელსაწყოები, ტრანსპორტი (წყლის) |
ბრძენი
(Sage) |
PHB | არკანა/Arcane (INT), ისტორია/History (INT) | ნებისმიერი x2 | არცერთი |
მეზღვაური
(Sailor) |
PHB | ათლეტურობა/Athletics (STR), აღქმა/Perception (WIS) | არცერთი | ნავიგატორის ხელსაწყოები, ტრანსპორტი (წყლის) |
ჯარისკაცი
(Soldier) |
PHB | ათლეტურობა/Athletics (STR), დაშინება/Intimidation (CHA) | არცერთი | სათამაშო ნაკრები x1, ტრანსპორტი (მიწის) |
ჯაშუში
(Spy) |
PHB | მოტყუება/Deception (CHA), მალვა/Stealth (DEX) | არცერთი | სათამაშო ნაკრები x1, ქურდის ხელსაწყოები |
ურბანული თავებზე მონადირე | SCAG | აირჩიეთ 2: მოტყუება/Deception (CHA), ჩაწვდომა/Insight (WIS), დარწმუნება/Persuasion (CHA), მალვა/Stealth (DEX) | არცერთი | აირჩიეთ 2: სათამაშო ნაკრები x1, მუსიკალური საკრავი x1, ქურდის ხელსაწყოები |
უსახლკარო
(Urchin) |
PHB | ხელის სიმარდე/Sleight of Hand (DEX), მალვა/Stealth (DEX) | არცერთი | გარდასახვის ნაკრები, ქურდის ხელსაწყოები |
უთგარტის ტომის წევრი | SCAG | ათლეტურობა/Athletics (STR), გადარჩენა/Survival (WIS) | ნებისმიერი x1 | აირჩიეთ 1: ხელოსნის ხელსაწყოები x1, მუსიკალური საკრავი x1 |
უოტერდჰაველი დიდგვაროვანი | SCAG | ისტორია/History (INT), დარწმუნება/Persuasion (CHA) | ნებისმიერი x1 | აირჩიეთ 1: სათამაშო ნაკრები x1, მუსიკალური საკრავი x1 |
*