D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia
მე-2 დონის მოხმობა?
დასახრვის დრო? 1 მოქმედება?
მანძილი? 60 ფუტი
კომპონენტები? V M (ღამურის ბეწვი?, კუპრი/ქვანახშირი?)
ხანგრძლივობა? კონც?. 10 წუთამდე

შელოცვის რადიუსის ფარგლებში თქვენ მიერ არჩეული წერტილიდან ჯადოსნური სიბნელე იღვრება და 15-ფუტიანი რადიუსის მქონე სფეროს ავსებს შელოცვის ხანგრძლივობის განმავლობაში. სიბნელე კუთხეებისკენ ვრცელდება. მრუმზერის მქონე არსებას არ შეუძლია ამ სიბნელეში დანახვა, არაჯადოსნურ სინათლეს კი — მისი განათება.

თუკი თქვენ მიერ არჩეული წერტილი ისეთი ობიექტია, რომელიც გიჭირავთ, ან ისეთი, რომელიც არავის აცვია და რომელსაც არავინ ატარებს, სიბნელე ამ ობიექტისგან გამოიშლება და მასთან ერთად მოძრაობს. სიბნელის წყაროს სრულად დაფარვა რაიმე გაუმჭვირვალე ობიექტით, მაგალითად, თასით ან ჩაფხუტით, ბლოკავს სიბნელეს.

თუკი ამ შელოცვის მოქმედების არეალის რომელიმე ნაწილი გადაიკვეთება იმ სინათლის არეალთან, რომელიც მე-2 ან უფრო დაბალი დონის შელოცვითაა წარმოქმნილი, შელოცვა, რომელმაც ეს სინათლე წარმოქმნა, იფანტება.

Advertisement