ზოგჯერ უნარის შემოწმება?, შეტევითი გაგორება ან თავდაცვითი გაგორება? გაუმჯობესებულია სპეციალური სიტუაციებით, რომლებსაც ხელსაყრელობა (ინგლ. Advantage) და არახელსაყრელობა (ინგლ. Disadvantage) ეწოდება. ხელსაყრელობა ასახავს იმ დადებით გარემოებებს, რომლებიც თან ახლავს d20-ის გაგორებას, არახელსაყრელობა კი — პირიქით. როდესაც ხელსაყრელი ან არახელსაყრელი მდგომარეობიდან ასრულებთ გაგორებას, d20-ს ორჯერ აგორებთ. თუკი გაგორება ხელსაყრელობით ხორციელდება, გამოიყენეთ ორი გაგორებიდან უდიდესი, ხოლო თუ არახელსაყრელობით — ორი გაგორებიდან უმცირესი. მაგალითად, თუკი არახელსაყრელობით გიწევთ d20-ის გაგორება და დაგიჯდებათ 17 და 5, გამოიყენებთ 5-ს. ნაცვლად ამისა, თუ ეს გაგორება ხელსაყრელობით შესრულდება, 17-ს გამოიყენებთ.
ხელსაყრელობისა და არახელსაყრელობის უფრო დაწვრილებითი წესები აღწერილია მოთამაშის წიგნაკის მე-7 თავში.[1]:4 [2]:7
შენიშვნები[]
- ↑ Wizards of the Coast. "Player's D&D Basic Rules V2". http://media.wizards.com/2014/downloads/dnd/PlayerDnDBasicRules_v0.2.pdf. Retrieved 11 Nov 2014.
- ↑ Wizards RPG Team. Player's Handbook. Wizards of the Coast. ISBN 978-0-7869-6560-1.