D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

ხელსაწყო ისეთი რაღაცის გაკეთებაში გეხმარებათ, რასაც სხვაგვარად ვერ გააკეთებდით, მაგალითად, ნივთის დამზადებაში ან შეკეთებაში, საბუთის გაყალბებასა თუ ბოქლომის გატეხვაში. თქვენი რასა, კლასი, წინაისტორია? ან ხელობა? განსაზღვრულ ხელსაწყოებში გაძლევთ გაწაფულობა?. ხელსაწყოში გაწაფულობის მეშვეობით შეგიძლიათ, გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ ამ ხელსაწყოთი შესრულებული ნებისმიერი უნარის შემოწმება?. ხელსაწყოს გამოყენება ცალკეულ უნარზე არ არის მიბმული, ვინაიდან ხელსაწყოში გაწაფულობა მისი გამოყენებადობის მრავალმხრივობის ცოდნის მანიშნებელია. მაგალითად, შესაძლოა, DM-მა გთხოვოთ სიმარჯვის? შემოწმება, რათა გრავიორის ხელსაწყოებით დახვეწილი დეტალი გამოკვეთოთ, ან ძალის? შემოწმება, რათა წარმატებით იმუშავოთ განსაკუთრებულად მაგარ ხეზე.

ნივთი ინგლ. ფასი წონა
ხელოსნის ხელსაწყოები Artisan’s tools
     ალქიმიკოსის ნივთები Alchemist’s supplies 50 gp 8 გირვანქა
     მელუდეს ნივთები Brewer’s supplies 20 gp 9 გირვანქა
     კალიგრაფის ნივთები Calligrapher's supplies 10 gp 5 გირვანქა
     დურგლის ხელსაწყოები Carpenter’s tools 8 gp 6 გირვანქა
     კარტოგრაფის ხელსაწყოები Cartographer’s tools 15 gp 6 გირვანქა
     ხარაზის ხელსაწყოები Cobbler’s tools 5 gp 5 გირვანქა
     მზარეულის ნივთები Cook’s utensils 1 gp 8 გირვანქა
     მინამბერის ხელსაწყოები Glassblower’s tools 30 gp 5 გირვანქა
     ოქრომჭედლის ხელსაწყოები Jeweler’s tools 25 gp 2 გირვანქა
     მეტყავის ხელსაწყოები Leatherworker’s tools 5 gp 5 გირვანქა
     ქვის მთლელის ხელსაწყოები Mason’s tools 10 gp 8 გირვანქა
     მხატვრის ნივთები Painter’s supplies 10 gp 5 გირვანქა
     მეთუნის ხელსაწყოები Potter’s tools 10 gp 3 გირვანქა
     მჭედლის ხელსაწყოები Smith’s tools 20 gp 8 გირვანქა
     ჩხირკედელას ხელსაწყოები Tinker’s tools 50 gp 10 გირვანქა
     ფეიქრის ხელსაწყოები Weaver’s tools 1 gp 5 გირვანქა
     გრავიორის ხელსაწყოები Woodcarver's tools 1 gp 5 გირვანქა
გარდასახვის ნაკრები Disguise kit 25 gp 3 გირვანქა
გაყალბების ნაკრები Forgery kit 15 gp 5 გირვანქა
სათამაშო ნაკრები Gaming Set
     კამათლების ნაკრები Dice set 1 sp -
     ჭადრაკონის ნაკრები Dragonchess set 1 gp 1/2 გირვანქა
     სათამაშო ბანქოს ნაკრები Playing card set 5 sp -
     სამდრაკონა ანტეს ნაკრები Three-Dragon Ante set 1 gp -
ჰერბალიზმის ნაკრები Herbalism kit 5 gp 3 გირვანქა
მუსიკალური საკრავი Musical instrument
     გუდასტვირი Bagpipes 30 gp 6 გირვანქა
     დოლი Drum 6 gp 3 გირვანქა
     დულციმერი Dulcimer 25 gp 10 გირვანქა
     ფლეიტა Flute 2 gp 1 გირვანქა
     ლუტნა Lute 35 gp 2 გირვანქა
     ქნარი Lyre 30 gp 2 გირვანქა
     ბუკი Horn 3 gp 2 გირვანქა
     პანის ფლეიტა Pan flute 12 gp 2 გირვანქა
     შალმეი Shawm 2 gp 1 გირვანქა
     ვიოლა Viol 30 gp 1 გირვანქა
ნავიგატორის ხელსაწყოები Navigator’s tools 25 gp 2 გირვანქა
მესაწამლავის ნაკრები Poisoner’s kit 50 gp 2 გირვანქა
ქურდის ხელსაწყოები Thieves’ tools 25 gp 1 გირვანქა
სატრანსპორტო საშუალებები (მიწის ან წყლის) Vehicles * *

ნივთების აღწერები[]

ხელოსნის ხელსაწყოები?. ეს სპეციალური ხელსაწყოებიმოიცავს ნივთებს, რომლებიც საჭიროა ხელოსნობისა თუ ვაჭრობისთვის. ცხრილში ნაჩვენებია ამ ხელსაწყოების ყველაზე ხშირი ტიპები და თითოეული მათგანი ცალკეულ ხელობასთანაა დაკავშირებული. ხელოსნის ხელსაწყოების რომელიმე ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, ამ ნაკრებით განხორციელებულ ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ. ხელოსნის ხელსაწყოების თითოეულ ტიპს ცალკეულად სჭირდება გაწაფულობა.

გარდასახვის ნაკრები?. კოსმეტიკური საშუალებების, თმის საღებავისა და მცირე რეკვიზიტების ეს წელჩანთა საშუალებას გაძლევთ, შეინიღბოთ და შეიცვალოთ ფიზიკური გარეგნობა. ამ ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, ვიზუალური გარდასახვის შესაქმნელად განხორციელებულ ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ.

გაყალბების ნაკრები?. ეს პატარა ყუთი შეიცავს მრავალ სხვადასხვა ფურცელსა და პერგამენტს, კალმებსა და მელნებს, ბეჭდებსა და ლუქს, ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებს და სხვა ნივთებს, რომლებიც საჭიროა ფიზიკური საბუთების დამაჯერებელი გაყალბების შესაქმნელად. ამ ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, საბუთის ფიზიკური გაყალბების შესაქმნელად განხორციელებულ ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ.

სათამაშო ნაკრები?. ეს ნივთი მოიცავს სათამაშო ელემენტების ფართო სპექტს, მათ შორის კამათლებსა და ბანქოს დასტებს (ისეთი თამაშებისთვის, როგორიცაა სამდრაკონა ანტე). სათამაშო ნაკრებების რამდენიმე ხშირი მაგალითი ხელსაწყოების ცხრილშია წარმოდგენილი, თუმცა არსებობს სხვა ნაკრებებიც. რომელიმე სათამაშო ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, ამ ნაკრებით განხორციელებულ ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ. სათამაშო ნაკრებების თითოეულ ტიპს ცალკეულად სჭირდება გაწაფულობა.

ჰერბალიზმის ნაკრები?. ეს ნაკრები შეიცავს ჰერბალისტების მიერ წამლებისა და ნაყენების შესაქმნელად საჭირო მრავალ ხელსაწყოს, მათ შორის სასხლავ მაკრატელს, სანაყსა და ფილთაქვას, ქისებსა და ფლაკონებს. ამ ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, მცენარეების იდენტიფიცირებისა თუ გამოყენებისთვის საჭირო ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ. გარდა ამისა, ამ ნაკრებში გაწაფულობა აუცილებელია ანტიტოქსინებისა და განკურნების ელექსირების დასამზადებლად.

მუსიკალური საკრავი. ყველაზე ხშირი მუსიკალური საკრავებიდან რამდენიმე ნაჩვენებია ცხრილში. კონკრეტულ საკრავში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, ამ საკრავით შესრულებული მუსიკისას საჭირო ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ. მგოსანს? შეუძლია, მუსიკალური საკრავი შელოცვის ფოკუსად გამოიყენოს. მუსიკალური ხელსაწყოების თითოეულ ტიპს ცალკეულად სჭირდება გაწაფულობა.

ნავიგატორის ხელსაწყოები?. ხელსაწყოების ეს ნაკრები ზღვაზე ნავიგაციისთვის გამოიყენება. ნავიგატორის ხელსაწყოებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, შეადგინოთ საზღვაო რუკა და მისდიოთ სანავიგაციო რუკებს. მეტიც, ეს ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ, თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ ნებისმიერ უნარის შემოწმებას, რომელიც ზღვაზე გზის გასაგნებადაა საჭირო.

მესაწამლავის ნაკრები?. მესაწამლავის ნაკრები მოიცავს ფლაკონებს, ქიმიურ ნივთიერებებს და სხვა ნივთებს, რომლებიც საწამლავების შესაქმნელადაა საჭირო. ამ ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, საწამლავების დასამზადებლად თუ გამოსაყენებლად განხორციელებულ ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ.

ქურდის ხელსაწყოები?. ხელსაწყოების ეს ნაკრები მოიცავს პატარა ქლიბს, საკეტებისთვის განკუთვნილ წვეტიან სამარჯვებს, ლითონის სახელურიან პატარა სარკეს, ვიწროპირიანი მაკრატლების ნაკრებს და ბრტყელტუჩების წყვილს. ამ ნაკრებში გაწაფულობა საშუალებას გაძლევთ, ხაფანგების გასაუვნებელყოფად თუ საკეტების გასაღებად განხორციელებულ ნებისმიერ უნარის შემოწმებას თქვენი გაწაფულობის ბონუსი დაუმატოთ.

Advertisement