D&D Georgia
D&D Georgia

ანტიკური დიდებულებით გამსჭვალულები სამეფოები, მთათა ფესვებში ამოკვეთილი დარბაზები, წერაქვებისა და უროების ექო ღრმა მაღაროებსა და მწველ სამჭედლოებში, კლანისა და ტრადიციის ერთგულება, გობლინებისა და ორკების დაუოკებელი ზიზღი — ეს ცალკეული ძაფები ყველა ჯუჯას აერთიანებს.

ჯუჯის მახასიათებლები[]

  • უნარების ქულების ზრდა: თქვენი გამძლეობის? ქულა იზრდება 2-ით.
  • ზომა: საშუალო.
  • სიჩქარე: 25 ფუტი. თქვენი სიჩქარე არ მცირდება მძიმე აბჯრის ტარებისას.
  • მრუმზერა?: თქვენგან 60 ფუტის რადიუსში შეგიძლიათ, მკრთალ სინათლეში ისე დაინახოთ, თითქოს ის მკაფიო სინათლე იყოს, სიბნელეში კი ისე, თითქოს ის მკრთალი სინათლე იყოს. სიბნელეში ფერების გარჩევა არ შეგიძლიათ, მხოლოდ ნაცრისფრის ელფერებს არჩევთ.
  • ჯუჯური შეუპოვრობა?: მოწამვლის? მიმართ თავდაცვით გაგორებებს ხელსაყრელობით? ასრულებთ. აგრეთვე მდგრადობა გაქვთ საწამლავით გამოწვეული ზიანის მიმართ.
  • ჯუჯური ბრძოლაში წვრთნა?: თქვენ გაწაფული ხართ საბრძოლო ცულში, მოკლეტარიან ცულში, მსუბუქ უროსა და საომარ უროში.
  • ინსტრუმენტებში გაწაფულობა?: თქვენ გაწაფულობას იძენთ მჭედლის, მელუდისა და ქვის მთლელის ინსტრუმენტებიდან ერთ-ერთში.
  • ქვახელოვნებულობა?: როდესაც ისეთ ისტორიის შემოწმებას ასრულებთ, რომელიც უკავშირდება ქვის ნაკეთობის წარმომავლობას, ისტორიის უნარ-ჩვევაში გაწაფულად მიიჩნევით და შემოწმებას გაწაფულობის ნორმალური ბონუსის ნაცვლად ორმაგ ბონუსს უმატებთ.
  • ენები: შეგიძლიათ ისაუბროთ, იკითხოთ და წეროთ საერთო და ჯუჯურ ენებზე.

მაღლობის ჯუჯა (Hill Dwarf)[]

  • უნარების ქულების ზრდა: თქვენი სიბრძნის? ქულა იზრდება 1-ით.
  • ჯუჯური სიმტკიცე?: თქვენი მაქსიმალური სიცოცხლის ქულები იზრდება 1-ით და კიდევ 1-ით ყოველ შემდეგ დონეზე გადასვლისას.

მთის ჯუჯა (Mountain Dwarf)[]

  • უნარების ქულების ზრდა: თქვენი ძალის? ქულა იზრდება 2-ით.
  • ჯუჯური აბჯარში წვრთნა?: გაწაფული ხართ მსუბუქ და საშუალო აბჯარში.

დუერგარი (Duergar)[]

(Mordenkainen's Tome of Foes)

  • Ability Score Increase: Your Strength score increases by 1.
  • Superior Darkvision: Your darkvision has a radius of 120 feet.
  • Extra Language: You can speak, read, and write Undercommon.
  • Duergar Resilience: In addition to poison resilience, you also have advantage on saving throws against illusions and against being charmed or paralyzed.
  • Duergar Magic: When you reach 3rd level, you can cast the Enlarge/Reduce spell on yourself once with this trait, using only the spell's enlarge option. When you reach 5th level, you can cast the Invisibility spell on yourself once with this trait. You don't need material components for either spell, and you can't cast them while you're in direct sunlight, although sunlight has no effect on them once cast. You regain the ability to cast these spells with this trait when you finish a long rest. Intelligence is your spellcasting ability for these spells.
  • Sunlight Sensitivity: You have disadvantage on attack rolls and on Perception checks that rely on sight when you, the target of your attack, or whatever you are trying to perceive is in direct sunlight.